წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი
გადარინელთა სოფელთან ეშმაკეულის განკურნება

ხილეს რა ქრისტეს მიერ მოხდენილი სასწაული გადარინელებმა, რიღასთვის სთხოვეს მას დაეტოვებინა მათი ქვეყანა? „რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს“. პეტრე მოციქულიც, შეპყრობილი შიშით, სთხოვს უფალს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ...“ მოციქულის შიში - შიშია რწმნისა, რომელიც კეთილმოკრძალებას, სიყვარულსა და თავმდაბლობას შერწყმია; გადარინელთა შიში - შიშია ურწმუნოებისა, რომელსაც არ სურს შეცვალოს ძველი ცხოვრება... ჩვენც, გადარინელთა მსგავსად იმდენად შევუპყრივართ მიწიერ საზრუნავს, რომ აღარ გვსურს უფლის დანახვა, თუმცაღა იგი ყველგან გვეხსნება... ჩვენ მის მიმართ არ ვამჟღავნებთ არც მტრობას და არც სიყვარულს და ერთი მხოლოდ ეს გვსურს: - არ გამოგვაფხიზლონ უმეცრების მთვლემარებიდან... გადარინელები, ეს ყველა ის ადამიანები არიან, რომელნიც ხორციელ ცხოვრებაში ჩაძირულან და ერთი აქვთ მხოლოდ მიზანი - აუღელვებლობა და მიწიერი კეთილდღეობა.

ად არ წაიყვანა ბოროტმა სულმა ეშმაკეულები, ვთქვათ, უდაბნო ადგილას, რად შეხვდა ქრისტეს? - არ შეეძლო წინ აღდგმოდა ღვთის ნებას. როგორც ერთი ჭკვიანი ადამიანი ამბობს: ბოროტებაც სიკეთეს უწყობს ხელს, თუმცა არა კეთილი განზრახვით... უფალს შეებრალა გადარინელები, რომლებიც აკლდამებსა და სიკვდილის აჩრდილებში ცხოვრობდნენ. მეორეს მხრივ, შეეწყალა და განკურნა ეშმაკეული, რომელიც პირველი მქადაგებელი გახადა ნახევრადწარმართულ გადარინელთა ქვეყანაში.

ად ეტყვიან ეშმაკნი ქრისტეს „ნუ მტანჯავ ჩვენ“? რადგანაც უფალმა უბრძანა ადამიანიდან გამოსვლა, ხოლო ისინი დიდად იტანჯებიან როდესაც ადამიანის ან პირუტყვის სხეულში არ არიან. ქრისტეს მოსვლით დედამიწაზე დემონთა ძალაუფლება ადამიანებზე შესუსტდა, ვნება კი დარჩა მათში.