ავტოკეფალია (ბერძნ. ავტოს – თვითონ და კეფალე – თავი), მართლმადიდებლობაში: ერთი ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან; პირველი ავტოკეფალიური ეკლესიები წარმოიქმნა რომის იმპერიაში და მის მეზობელ ქვეყნებში. IV ს. შეიქმნა ოთხი ავტოკეფალიური ეკლესია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოგვიანებით ანტიოქიისას გამოეყო კვიპროსისა და ქართული ეკლესიები. ამჟამად არსებობს 15 ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია: ალბანეთის, ალექსანდრიის, ამერიკის, ანტიოქიის, ბულგარეთის, საქართველოს, იერუსალიმის, კვიპროსის, კონსტანტინოპოლის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, სერბეთის, ჩეხეთის და ელადის (ბერძნული) ეკლესიები.

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
ბერძნ. Οικουμενικό Πατριαρχείο Κωνσταντινουπόλεως;
თურქ. Rum Ortodoks Patrikhanesi


დამაარსებელი

ანდრია პირველწოდებული

ავტოკეფალია

330 წ.

ადგილი დიფტიქში

I

წინამძღვარი

ბართლომე I

რეზიდენცია

კონსტანტინოპოლი –თურქეთი

არეალი

კონსტანტინოპოლი, ათონის მთა, კრეტა, დოდეკანესი და ჩრდილოეთი საბერძნეთი

საეკლესიო ენა

ბერძნული, ინგლისური,ფრანგული, ესპანური,თურქული


Ή Αυτού Θειοτάτη Παναγιότης, Αρχιεπίσκοπος της Κωσταντινοπόλεως – Νέας Ρώμης και Οικουμενίκος Πατριάρχης
[ი ავტუ თიოტატი პანაიოტის, არხიეპისკოპოს ტის კოსტანდინოპოლეოს - ნეას რომის კე იკუმენიკის პატრიარხის]
მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

IPB-ს სურათი


ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოს I - კონსტანტინოპოლის ეკლესიის 270-ე მწყემსმთავარი (ერისკაცობაში დიმიტრიოს არხონდონისი) დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალს თურქეთის კუნძულ იმვროსზე (თურქ. გოქჩეადა). დაწყებითი სკოლა დაამთავრა იმვროსზე, ხოლო საშუალო - სტამბულში. 1961 წელს წარჩინებით დაასრულა ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა. 1961-63 წწ იყო თურქეთის შეიარაღებული ძალების თადარგის ოფიცერი.

1961 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა ბართოლომეოსი. ამავე წლის 13 აგვისტოს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად. 1963-68 წწ მსოფლიო საპატრიარქოს სტიპენდიით სწავლობდა რომის პონტიფიკოსის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საეკლესიო სამართალში შვეიცარიის მსოფლიო საპატრიარქოს ინსტიტუტში თემაზე "წმიდა კანონებისა და კანონიკურ განწესებათა კოდიფიკაციისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში". ამავე წელს დაინიშნა ხალკის საღვთისმეტყველოს სკოლის დეკანის თანაშემწედ. 1969 წლის 19 ოქტომბერს ხელი დაასხეს მღვდელმონაზვნად. 1972 წლიდან მუშაობდა პატრიარქის კაბინეტის გამგედ. 1973 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ხელდასხმულ იქნა მცირე აზიის ღვთივდაცული ფილადელფიის ეპარქიის მიტროპოლიტად. 1974 წელს აირჩიეს წმიდა სინოდის წევრად. 1990 წლის 14 იანვარს გადაყვანილ იქნა ქალკედონის სამიტროპოლიტო კათედრაზე.

ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლის 22 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ ქალკედონიელი მიტროპოლიტი ბართოლომეოსი აირჩია მსოფლიო პატრიარქად. ამავე წლის 2 ნოემბერს სტამბულის ფანარის წმ. გიორგის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.

ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოს I დაჯილდოებულია მრავალი ჯილდოთი, ორდენითა და პრემიით. არის არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მათ შორის - თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტებისა.

ფლობს ბერძნულ, თურქულ, ლათინურ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებს.

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საფოსტო მისამართი: Rum Patrikhanesi, 34 220 Fener-Halic, Istanbul, Turkey. Grand chancellary tel.: (90 212) 525-21-17; Fax: (90-212) 531-90-14. www.epnet.gr; www.patriarchate.org.

ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია
ბერძნ
Πατριαρχεῖο Ἀλεξανδρείας καὶ πάσης Ἀφρικῆς



დამაარსებელი

მარკოზ მახარებელი

ადგილი დიფტიქში

მე-2

წინამძღვარი

თეოდორე II

რეზიდენცია

ალექსანდრია, კაირო –ეგვიპტე

არეალი

აფრიკა

საეკლესიო ენა

ძველი ბერძნული,არაბული

მრევლი

1 600 000

Ή Αυτού Θειοτάτη Μακαριότης ο Πάπας και Πατριάρχης της Μεγάλης πόλεως Αλεξανδρείας, Λιβύης, Πενταπόλεως, Αιθιοπίας, πάσης της Αιγύπτου καί πάσης Αφρικής, Πατήρ Πατέρων, Ποιμήν Ποιμένων, Άρχιερεύς Αρχιερέων, τρίτος καί δέκατος των Αποστόλων καί Κριτής τής Οικουμένης
[ი ავტუ თიოტატუ მაკარიოტის, ო პაპას კე პატრიარხის ტის მეღალის პოლეოს ალექსანდრიას, ლივიის, პენდაპოლეოს, ეთიოპიას, პასის ტის ეღიპტუ კე პასის აFრიკის, პატირ პატერონ, პიმინ პიმენონ, არხიერევს არხიერეონ, ტრიტოს კე დეკატოს ტონ აპოსტოლონ კე კრიტის ტის იკუმენის]
მისი ღვთაებრივი უნეტარესობა, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული

IPB-ს სურათი


უნეტარესი თეოდორე II (ერისკაცობაში ნიკოლაოს ხორევტაკისი) დაიბადა 1954 წლის 25 ნოემბერს კ. კრეტაზე (საბერძნეთი). იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ათენის რიზარიოსის საეკლესიო სკოლაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1975 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა კრეტის სამთავარეპისკოპოსოს ლამბისისა და სფაკიონის სამიტროპოლიტოს მთავარდიაკვნად და სვინგელოზად.

1985 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა ალექსანდრიის საპატრიარქო ეგზარქოსად რუსეთში.

მომავალმა პატრიარქმა დააარსა ბერძნული კულტურის ინსტიტუტი და ფილიკის მუზეუმი. 1990 წელს ხელდასხმულ იქნა კირენის ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქ პართენიოსის პირად წარმომადგენლად ათენში (1997 წლამდე). იგი თან დაჰყვებოდა პატრიარქს როგორც აფრიკაში ვიზიტების დროს, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და საღვთისმეტყველო კონფერენციებზე.

1997 წელს დაინიშნა აწ განსვენებული პატრიარქ პეტრე VII-ის ქორეპისკოპოსად, ხოლო ათი თვის შემდეგ - კამერუნის მიტროპოლიტად. აქ მან განსაკუთრებით ნაყოფიერად წარმართა თავისი მოღვაწეობა, ააშენა არაერთი სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო.

2002 წელს გადაყვანილ იქნა ზიმბაბვის მიტროპოლიტად. მიტროპოლიტმა თეოდორემ დააფუძნა 6 სამისიონერო ცენტრი, ასევე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები. აქ მოღვაწეობის დროს განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ბოტსვანელი და ანგოლელი მორწმუნეებისადმი.

ალექსანდრიის პატრიარქის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მიტროპოლიტი თეოდორე 2004 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრიის ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ ერთხმად იქნა არჩეული ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპად და პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 24 ოქტომბერს ალექსანდრიის ხარების საპატრიარქო ტაძარში.

ალექსანდრიის საპატრიარქოს მისამართია: P.O. Box 2006 Alexandria EGYPT tel.: +2-03-4868595; Fax: +2-03-4875684. www.patriarchateofalexandria.com

ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის რომაული მართლმადიდებლური პატრიარქატი
არაბ
. بطريركية أنطاكية وسائر المشرق للروم الأرثوذكس‎‎
ბერძნ
. Πατριαρχείο Αντιοχείας



დამაარსებელი

პეტრე და პავლე მოციქულები

ავტოკეფალია

37 წ.

ადგილი დიფტიქში

მე-3

წინამძღვარი

ეგნატე IV

რეზიდენცია

დამასკო

არეალი

სირიალიბანი,ერაყი,ქუვეითი

საეკლესიო ენა

ბერძნულიარაბული

მრევლი

750,000-დან 1,000,000-მდე


سعيد بطريرك المدينة الهي آنطاکية سورية کلکية عربية بين النّهرين و ساﺋر المشرق
[საიიდ ბათრიარქე ალ-მადინე ილაჰი ანთაქია, სურია, ქილიქია, არაბია, ბინე ალ-ნაჰრინ ვა საირ ალ-მაშრიყ]
უნეტარესი პატრიარქი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, არაბეთისა, შუამდინარეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა

IPB-ს სურათი

უნეტარესი ეგნატე IV (ჰაზიმი) დაიბადა სირიის ჰამას მუნიციპალიტეტის სოფ. მჰარდეჰში, მართლმადიდებელი არაბების ოჯახში. იგი ბავშვობიდან დაუკავშირდა ეკლესიას. ბეირუთში (ლიბანი) სწავლის პერიოდში მსახურობდა ჯერ მნათედ, შემდეგ კი დიაკვნად.

1945 წელს გაემგზავრა პარიზის წმ. სერგის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ დააარსა ბალამანდის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარია ლიბანში, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა დეკანის თანამდებობაზე. მისი მოღვაწეობის დროს სემინარიამ აღზარდა არაერთი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ მართლმადიდებლობას და მის დაცვას.

საგულისხმოა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მომავალი პატრიარქი სათავეში ჩაუდა სირიელი და ლიბანელი მართლმადიდებელი ახალგაზრდების მოძრაობას, რომლის შედეგად უამრავი არაბი მივიდა ეკლესიაში და ირწმუნა მართლმადიდებლობა.

1961 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად, ხოლო 1970 წელს გადაყვანილ იქნა ლათაქიის მიტროპოლიტად (სირია). მღვდელმთავრობის დროს მან დანერგა ხშირი ზიარების პრაქტიკა, რადგანაც იმ პერიოდში გავრცელებული ტრადიციით, არაბი მართლმადიდებლები, განსაკუთრებით საერო პირები პრაქტიკულად არ ეზიარებოდნენ. მას ეკუთვნის აგრეთვე არაერთი რეფორმა საეკლესიო ცხოვრებაში.

1979 წელს მიტროპოლიტი ეგნატე არჩეულ იქნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად. აღსაყდრება აღესრულა ამავე წლის 2 ივლისს. აღსაყდრების დღეს მან ბრძანა:
"შეგნებული მაქვს, რომ დავისჯები, თუკი არ ვიზრუნებ ეკლესიისათვის და თითოეული თქვენგანისათვის. არ შემიძლია, რომ მოგმართოთ ზემოდან, რადგან ჩვენს შორის სხვაობა არ არის. მე თქვენი ნაწილი ვარ და მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც იყო ჩემში. უფალი მობრძანდება, წმიდა სული გარდამოდის ძმებზე, რომლებიც შეკრებილი არიან და გაერთიანებული წმიდა ზიარების მადლით, რამდენადაც ისინი გამოხატავენ მადლის ერთობას სულიწმიდის მიერ."

უნეტარესი ეგნატე IV მშობლიური არაბულის გარდა ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.


ანტიოქიის საპატრიარქოს მისამართია: Greek Orthodox Patriarchate of Antioch B.P.Box: 9-damascus-Syria. tel.: +963-11-542-44-00/01/02/03; Fax: +963-11-542-44-04. www.antiochpat.org.


იერუსალიმის
მართლმადიდებელი ეკლესია
ბერძნ
. Πατριαρχείον Ιεροσολύμων
არაბ
. كنيسة القدس الأرثوذكسية‎‎
ებრ
. הכניסייה האורטודוקסית של ירושלים

დამაარსებელი

მოციქულები

ავტოკეფალია

მოციქულების პერიოდი

ადგილი დიფტიქში

მე-4

წინამძღვარი

თეოფილოს III

რეზიდენცია

იერუსალიმიისრაელი

არეალი

ისრაელიპალესტინა,იორდანიასაუდის არაბეთი

საეკლესიო ენა

არაბულიბერძნული,ინგლისური

მრევლი

130,000

Ο Μακαριότατος Πατριάρχης της Αγίας πόλεως Ιεροσολύμων και πάσης της Παλεστίνας
[ო მაკარიოტატოს პატრიარხის ტის აღიას პოლეოს იეროსოლიმონ კე პასის ტის პალესტინას]
უნეტარესი პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა

IPB-ს სურათი

უნეტარესი თეოფილე III (ერისკაცობაში ილიას იანოპულოსი) დაიბადა 1952 წელს მესინიაში (საბერძნეთი). 1964 წელს გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. მსახურობდა შემდგომში პატრიარქ ბენედიქტე I არქიდიაკვნად. 1991 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა გალილეის კანას ეკლესიის მოძღვრად. აქ მოღვაწეობის დროს მან დააფუძნა ორგანიზაცია "ნურ ალ მასიჰ"-ი (ნათელი ქრისტესი). 1996 წელს გაემგზავრა ყატარში, სადაც ვაჰაბიტურმა ორგანიზაციამ პირველად მიიღო ქრისტიანი სასულიერო პირი. პარალელურად მსახურობდა წმიდა საფლავის ეგზარქოსად ყატარში.

2000-2003 წლებში იყო იერუსალიმის პატრიარქის პირადი წარმომადგენელი მოსკოვში.

2005 წლის თებერვალში პატრიარქ ირინეოსის მიერ დაინიშნა თაბორის მთის მთავარეპისკოპოსად. იერუსალიმის საპატრიარქოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ მთავარეპისკოპოსი თეოფილე არჩეულ იქნა იერუსალიმის ეკლესიის 141-ე მეთაურად. 2005 წლის 22 აგვისტოს მოხდა მისი აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე.

უნეტარეს პატრიარქს რთულ პერიოდში უწევს იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრობა. ისრაელის სახელმწიფოს, პალესტინის ავტონომიასა და იორდანიის სამეფოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება უარყოფითად აიხასება ეკლესიის მდგომარეობაზე. მაგალითისთვის იმის გახსენებაც საკმარისია, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იერუსალიმის პატრიარქს უარი უთხრა მის ომოფორქვეშ მყოფი მრავალი ბერძენი სასულიერო პირისათვის ვიზის გაგრძელებაზე, რამაც არაერთ წმინდა ადგილზე მსახურების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა.


უნეტარეს თეოფილე III-ს აქვს საკმაოდ ფართო კავშირები მსოფლიო მასშტაბით. საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი უფროსი ჯორჯ ტენეტი მისი ბიძაშვილია. იგი ძალიან დაახლოებულია აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

პატრიარქი თეოფილე III არის ღვთისმეტყველების ბაკალავრი (ათენი) და მაგისტრი (ლონდონი). ფლობს ბერძნულ, ინგლისურ და არაბულ ენებს.


საპატრირაქოს მისამართია: Greek Orthodox Patriarchate, B.O.Box 14518, zip code 91145 Jerusalem, Israel. tel.: +972-542-104738 (24 hours), fax: +972-2-6261283. www.jerusalem-patriarchate.info.


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
რუს
. Русская Православная Церковь

დამაარსებელი

კირილე და მეთოდე

ავტოკეფალია

1589 წ.

ადგილი დიფტიქში

მე-5

წინამძღვარი

კირილე I

რეზიდენცია

მოსკოვი

არეალი

რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა(ასევე მოქმედებს მიტროპოლიები სხვადასხვა ქვეყნებში)

საეკლესიო ენა

საეკლესიო სლავური (რუსული)

მრევლი

100,000,000-ზე მეტი რუსეთში

რუსეთის ეკლესია ერთიანია, ეკლესიას ჰქვია Русская Церковь, და არა Российская Церковь, ანუ არსებობს Церковь Руси, რომელიც მოიცავს რუსთა სამ ქვეყანას - Московская Русь (რუსეთის ფედერაციას) Киевская Русь (უკრაინას) და Белая Русь (ბელორუსიას)

Святейший Патриарх Московский и всея Руси
[სვიატეიშიი პატრიარხ მასკოვსკიი ი ვსეია რუსი]
უწმიდესი პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა
წინა პატრიარქი

IPB-ს სურათი

უწმიდესი ალექსი II (ერისკაცობაში ალექსეი მიხეილის-ძე რიდიგერი) დაიბადა 1929 წლის 23 თებერვალს ქ. ტალინში (ესტონეთი). იგი არის გერმანელი თავადური გვარის - ფონ რიუდიგერების შთამომავალი. მამამისი მიხეილ რიდიგერი იყო დეკანოზი (1942 წლიდან). პატარა ალექსეი ხშირად სტუმრობდა ხოლმე ვალაამის მონასტერს. ამ სტუმრობებმა და მამის მსახურებამ უბიძგა მას სასულიერო მოღვაწეობისაკენ.

15 წლის ალექსეი ხელდებულ იქნა მნათედ - ნარვის (ესტონეთი) მთავარეპისკოპოსის იპოდიაკვნად. 1947 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ (1949 წ.) სწავლა განაგრძო ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში. ამ პერიოდში ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

1950 წლის 15 აპრილს ლენინგრადის მიტროპოლიტმა გრიგორიმ (ჩუკოვი) ხელი დაასხა მას მღვდლად და დანიშნა ესტონეთის ქალაქ იიჰვის განცხადების ეკლესიის წინამძღვრად.

1957 წელს გადაიყვანეს ტარტუს მიძინების ტაძრის წინამძღვრად, ხოლო 1958 წელს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაინიშნა ტარტუს ოლქის კეთილმოწესედ (ბლაღოჩინად).

1961 წლის 3 მარტს ტროიცე-სერგეევის ლავრაში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ალექსი (ალექსი მოსკოველის პატივსაცემად, მონათლული კი იყო ალექსი ღვთისკაცის სახელზე).

წმ. სინოდის განჩინების შესაბამისად 1961 წლის 3 სექტემბერს ტალინის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ტალინისა და სრულიად ესტონეთის ეპისკოპოსად. ამ კათედრაზე მან იმოღვაწევა მეოთხედი საუკუნე. 1964 წელს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1968 წელს მიტროპოლიტის ხარისხში. 1964 წელს დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველად.

1985 წლის 17 დეკემბერს ცნობილი "პერესტროიკის" გამოცხადების შემდეგ მიტროპოლიტმა ალექსიმ წერილით მიმართა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვს სადაც მომავალმა პატრიარქმა მოუწოდა მას ახალი ურთიერთობების დაწყებისაკენ ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებაში. ამ წერილის გამო მიტროპოლიტი ალექსი მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით გათავისუფლებულ იქნა საპატრიარქოს საქმეთა მმართველის თანამდებობიდან.

1986 წელს მიტროპოლიტი ალექსი გადაყვანილ იქნა ლენინგრადისა და ნოვგოროდის კათედრაზე. მისი აქ მოღვაწეობის პერიოდში ეკლესიას დაუბრუნდა პეტერბურგის არაერთი ტაძარი და სიწმიდე.

პატრიარქ პიმენის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს სამღვდელმთავრო კრებამ მიტროპოლიტი ალექსი 1990 წლის 6 ივნისს აირჩია რუსეთის ეკლესიის მე-16 პატრიარქად. აღსაყდრება აღესრულა მოსკოვის განცხადების ტაძარში ამავე წლის 10 ივნისს.



კირილე

ერში - ვლადიმირ გუნდიაევი.
დაიბადა 1946 წლის 20 ნოემბერს ქ. ლენინგრადში.
1965 წელს ჩააბარა ლენინგრადის სასულიერო სემინარიში, შემდეგ კი ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში.
1969 წლის 3 აპრილს აღიკვეცილ იქნა ბერად და სახელად ეწოდა კირილე.
1969 წლის 7 აპრილს ხელდასხმულ იქნა ბერდიკვნად.
1969 წლის 1 ივნისს ხელდასხულ იქნა მღვდელმონოზონად.
1971 წლის 12 სექტემბერს აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში.
1976 წლის 14 მარტს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
1977 წლის 2 სექტემბერს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
1991 წლის 25 თებერვალს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
2009 წლის 27 იანვარს წმიდა სინოდმა აირჩია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად.
2009 წლის 1 თებერვალს შედგა ინტრონიზაცია.

მისამართი: Россия, 110934, Москва, Чистый переулок, 5. Тел.: (7-495) 637-75-91. e-mail: infro1@patriarchia.ru.


საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია


დამაარსებელი

ანდრია პირველწოდებული

ავტოკეფალია

486 წელი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისგან; 1917წელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან

აღიარება

ავტოკეფალია აღიარებულია ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 486წელს. ავტოკეფალიის აღდგენის აღიარება მოხდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ1943 წელს, ხოლო კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ1990 წელს.

წინამძღვარი

უწმიდესი და უნეტარესი ილია IIსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტიბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

რეზიდენცია

თბილისი , მცხეთა

ტერიტორია

საქართველო

ენა

ქართული ენა

მრევლი

3,500,000

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II


ბიოგრაფია

ერში - ირაკლი გიორგის მე ღუდუშაური.
დაიბადა - 1933 წლის 4 იანვარი, ქ. ორჯონიკიძე (1991 წლიდან - ვლადიკავკაზი).
1952 წელს დაამთავრა ქ. ვლადიკავკაზის №22 საშუალო სკოლა.
1952-1956 - მოსკოვის სასულიერო სემინარია.
1956-1960 - მოსკოვის სასულიერო აკადემია.
1957 წლის 16 აპრილი - ბერად აღკვეცა.
1957 წლის 18 აპრილი - დიაკვნად კურთხევა.
1959 წლის 10 მაისი - მღვდლად კურთხევა.
1960-1963 - ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური.
1960 წლის 19 დეკემბერი - იღუმენის წოდება.
1961 წლის 16 სექტემბერი - არქიმანდრიტის წოდება.
1963 წლის 26 აგვისტო - ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.
1963-1970 - მცხეთის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის დირექტორი.
1970-1972 - მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი.
1967 წლის 1 სექტემბერი - ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი.
1969 წლის 15 მაისი - მიტროპოლიტის წოდება.
1972 - მეორე პანაღია.
1975 - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი.
1977 წლის 23 დეკემბერი - XII ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
1977 წლის 25 დეკემბერს შედგა ახლადარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.
1978-1983 - ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი.
1997 - კრიტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი.
1997 - გაეროსორარსებელი ინფირსტიზაცთს საერთშორისო აკადემოს ნამდვილი წევრი.
1998 - ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი.

მისამართი: საქართველო - 0105. თბილისი. ერეკლე II მოედანი №1. [+995] 32 989528, ფაქსი: 987114.


სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია
სერბ
. Српска православна црква


დამაარსებელი

ანდრია პირველწოდებული
წმინდა საბა

ავტოკეფალია

1219-1463, 1557-1766, 1920–დან

ადგილი დიფტიქში

მე-7

წინამძღვარი

მიტროპოლიტი ამფილოხე (დროებით)

რეზიდენცია

ბელგრადი, სერბეთი

არეალი

 სერბეთი
 მონტენეგრო
 ბოსნია და ჰერცეგოვინა
 ხორვატია
 უნგრეთი
 მაკედონია

საეკლესიო ენა

საეკლესიო სლავური
სერბული

მრევლი

9 მლნ

Његова светост, Архиепископ пећки, Митролоит београдско-карловачки, Патријарх српски
[ნიეგოვა სვეტოსტ, არხიეპისკოპ პეჩკი, მიტროპოლიტ ბეოგრადსკო-კარლოვაჩკი, პატრიარხ სრპსკი]
მისი უწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრად-კარლოვაცისა, პატრიარქი სერბეთისა
წინა პატრიარქი

IPB-ს სურათი

უწმიდესი პავლე (ერისკაცობაში გოიკო სტოიჩევიჩი) დაიბადა 1914 წლის 11 სექტემბერს დონი მიჰოლიაცის სავოევოდოს სოფ. კუჩანციში (ავსტრო-უნგრეთი, ამჟ. ხორვატია). დაამთავრა ბელგრადის გიმნაზია (1929), სარაევოს სემინარია (1936) და ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი (1941).

1948 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა პავლე. ამავე წელს ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1949-55 წლებში მოღვაწეობდა რაჩას მონასტერში.

1954 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და დაინიშნა საპატრიარქოს პროტოსვინგელოზად. 1955 წელს სწავლა განაგრძო ათენში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 1957 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1957 წელს წმ. სინოდმა არქიმანდრიტი პავლე გამოირჩია რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსად. ხელდასხმა შესრულდა ბელგრადის საპატრიარქო ტაძარში ამავე წლის 21 სექტემბერს.

ეპისკოპოსი პავლე აქტიურად იცავდა მართლმადიდებელთა უფლებებს, განსაკუთრებით მეტოქიის ეპარქიაში (კოსოვო). აღნიშნულის გამო 1989 წელს კოსოვოელმა ალბანელებმა იგი ისე სასტიკად ცემეს, რომ 3-თვიანი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მომავალმა პატრიარქმა დიდსულოვნად აპატია ეს მათ და უარი განაცხადა ამ ინფორმაციის მედიით გავრცელებაზე.

1990 წლის 1 დეკემბერს იგი არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 3 დეკემბერს.

უწმიდესი პავლეს კურთხევით წლების შემდეგ პირველად გამოიცა მარხვანი, ზატიკი, კურთხევანი, ლოცვანი, ტიპიკონი, კონდაკი და პარაკლიტონი.

სერბეთის პატრიარქის თაოსნობით დაიწყო ახალი აღთქმის ხელახალი თარგმნა თანამედროვე სერბულ ენაზე, დაარსდა და განახლდა არაერთი ეპარქია, აღორძინდა საეკლესიო ცხოვრება, რამდენიმეგან დააარსდა სასულიერო აკადემია და სასწავლებელი.

უწმიდესი პავლე გამოირჩევა უბრალო ბერული ცხოვრებით. მას თანამედროვენი "მოსიარულე წმიდანს" ეძახიან. სერბეთის პატრიარქს მანქანა არ ემსახურება და ფეხით დადის, რის მიზეზადაც ერთხელ ბრძანა: "სანამ ყველა სერბი ისე დალხინებული არ იქნება, რომ მანქანის ყიდვის საშუალება ექნება, მე მანქანით ვერ ვივლიო..."


უწმიდესი ირინეოსი

ერში - მიროსლავ გავრილოვიჩი.
დაიბადა 1930 წელს სოფ. ვიდოვაში (ცენტრალური სერბეთი).
განათლება მიიღო ბელგრადში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიაში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.
1959 წლის ოქტომბერში სერბეთის პატრიარქმა გერმანემ აღკვეცა ბერად სახელით ირინეოსი.
1959 წლის 27 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვნად.
1974 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და დადგენილ იქნა სერბეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
2010 წლის 22 იანვარს სერბეთის ეკლესის წმიდა სინოდის სხდომაზე არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად.

საპატრიარქოს მისამართია: Ulica Kralja Petra br. 5, 11000 Belgrade, Serbia, Central +381-11-30025-101. The Office of His Holiness Serbian Patriarch, phone/fax: +381-11-3283-997. www.spc.rs.


რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია
რუმ
Biserica Ortodoxă Română


ავტოკეფალია

1925

ადგილი დიფტიქში

მე-8

წინამძღვარი

დანიელი

რეზიდენცია

ბუქარესტი, რუმინეთი

არეალი

რუმინეთი, მოლდოვა

საეკლესიო ენა

რუმინული

მრევლი

18,806,428 რუმინეთში
720,000 მოლდოვაში

Prea Fericitul, Arhiepiscop al Bucureştilor, Mitropolit al Munteniei şi Dobrogei, Locţiitor al Cezareei Capadociei şi Patriarh al Bisericii Ortodoxe Române
[პრეა ფერიჩიტულ, არჰიეპისკოპ ალ ბუკურეშტილორ, მიტროპოლიტ ალ მუნტენიეი ში დობროჯეი, ლოკციიტორ ალ ჩეზარეეი კაპადოჩიეი ში პატრიარჰ ალ ბისერიჩიი ორტოდოკსე რომინე]
მისი უნეტარესობა, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი მუნტენისა და დობრუჯისა, მოსაყდრე კესარია-კაბადოკიისა და სრულიად რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი
წინა პატრიარქი

IPB-ს სურათი

უნეტარესი თეოქტისტე (ერისკაცობაში თეოდორ არეპაშუ) დაიბადა 1915 წლის 7 თებერვალს ბოტოშანის რაიონის სოფ. ტოჩილენიში, დუმიტრუ არეპაშუს ოჯახში მეათე შვილად.

1928 წელს მორჩილად იყო ჯერ სიჰესტრია-ვორონეის, ხოლო შემდეგ ვორონას მონასტერში. 1935 წლის 6 აგვისტოს აღიკვეცა ბერად ბისტრიცა-ნეამცის მონასტერში და ეწოდა თეოქტისტე. 1937 წლის 4 იანვარს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად.

1940-45 წწ. სწავლობდა ბუქარესტის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლაში. აღნიშნულის დასრულების შემდეგ, 1945 წლის 25 მარტს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

მომავალი პატრიარქი 1946 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხსში და დაინიშნა მოლდოვისა და სუჩავის მიტროპოლიტის ქორეპისკოპოსად. პარალელურად სწავლობდა იაშის მწერლობისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1950 წელს წმ. სინოდმა გამოირჩია ბოტოშანის ეპისკოპოსად. ხელდასხმა შესრულდა ბუქარესტის წმ. სპირიდონის სახელობის ტაძარში ამავე წლის 5 მარტს. ეპისკოპოსი თეოქტისტე ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სხვდასხვა სამსახურებს რუმინეთის საპატრიარქოში.

1962 წელს გადაყვანილ იქნა არადის ეპისკოპოსად. 1973 წელს გადაყვანილ იქნა კრაიოვის მთავარეპისკოპოსისა და ოლტენის მიტროპოლიტის კათედრაზე, 1977 წელს კი იაშის მთავარეპისკოპოსისა და მოლდოვისა და სუჩავის მიტროპოლიტად. აქ მოღვაწეობის დროს განსაკუთრებით ზრუნავდა ნეამცის მონასტრის სასულიერო სემინარიაზე, სასულიერო პირთა სხვადასხვა კურსებზე და სამისიონერო მოღვაწეობაზე.

1986 წლის 9 ნოემბერს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საარჩევნო კოლეგიამ მეუფე თეოქტისტე აირჩია რუმინეთის ეკლესიის მეთაურად. აღსაყდრება აღესრულა ამავე წლის 16 ნოემბერს ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში.

უნეტარესი თეოქტისტე არის ავტორი ექვსასზე მეტი სტატიისა და ნაშრომისა, რომელთა დიდი ნაწილი შეტანილია მის ოთხტომეულ კრებულში. რუმინეთის პატრიარქი არის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დეპუტატი.


უნეტარესი დანიელი

დაიბადა 1951 წლის 22 ივლისს რუმინეთში.
1970-1974 წ.წ. სწავლობდა ღვთისმეტყველების ინსტიტუტში, ამის შემდეგ იგი ჩაირიცხა სტრასბურგის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ფიბურგის უნივერსიტეტში.
1979 წელს მიენიჭა სტრასბურგის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.
1980 წელს მიენიჭა ბუქარესტის ღვთისმეტყველების ინსტიტუტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.
1990 წლის 4 მარტს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
2007 წლის 12 სექტემბერს არჩეულ იქნა პატრიარქად.
2007 წლის 30 სექტემბერს შედგა ინტრონიზაცია.

საპატრიარქოს მისამართია: 2Dealul Mitropoliei Alley, RO-040163, Sector 4, Bucharest. Tel: +40-21/406 71 61, Fax: +40-21/406 71 62. www.patriarhia.ro.



ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ბულგ
Българска православна църква


დამაარსებელი

ანდრია პირველწოდებული
ბორის I

ავტოკეფალია

919

ადგილი დიფტიქში

მე-9

წინამძღვარი

მაქსიმე

რეზიდენცია

სოფია

არეალი

ბულგარეთი

საეკლესიო ენა

საეკლესიო სლავური
ბულგარული

მრევლი

~10,000,000

Светейши Патриарх Български, Митрополит Софийски
[სვეტეიში პატრიარხ ბლგარსკი, მიტროპოლიტ სოFიისკი]
უწმიდესი პატრიარქი ბულგარეთისა, მიტროპოლიტი სოფიისა



უწმიდესი მაქსიმე (ერისკაცობაში მარინ მინკოვი) დაიბადა 1914 წლის 29 ოქტომბერს სოფ. ორეშაკში (ტროიანსკის მონასტრის მახლობლად). პატარა მარინი ბავშვობის წლებში ხშირად სტუმრობდა ამ მონასტერს, რამაც კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა მომავალ პატრიარქზე.

1935 წელს წარჩინებით დაასრულა სოფიის სასულიერო სემინარია, ხოლო 1942 წელს სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. ბოლო კურსზე ყოფნისას, 1941 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და ეწოდა მაქსიმე, ხოლო ერთი კვირის შემდეგ - 19 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად. 1942 წელს დაინიშნა სოფიის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა 1947 წლამდე.

1944 წლის 14 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად, ხოლო 1947 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დოროსტოლო-ჩერვენის სამიტროპოლიტოს პროტოსვინგელოზად.

1950 წელს წმ. სინოდის განჩინებით დაინიშნა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად მოსკოვში, სადაც იმსახურა 1955 წლის ბოლომდე.

1955 წელს დაბრუნდა ბულგარეთში და დაინიშნა წმ. სინოდის მთავარ მდივნად და სინოდალურ პერიოდულ გამოცემათა სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარედ.

1956 წლის 30 დეკემბერს არქიმანდრიტი მაქსიმე ხელდასხმულ იქნა ბრანიცის ეპისკოპოსად, ხოლო 1960 წლის 30 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა ლოვეჩის მიტროპოლიტად.

პატრიარქ კირილეს გარდაცვალების შემდეგ (1971 წ.) მიტროპოლიტი მაქსიმე დანიშნულ იქნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ. ამავე წლის ივლისის დასაწყისში შეკრებილმა ბულგარეთის ეკლესიი საეკლესიო-სახალხო კრებამ მიტროპოლიტი მაქსიმე აირჩია ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა 4 ივლისს სოფიის ალექსანდრე ნეველის საპატრიარქო ტაძარში.


1974 წელს სოფიის სასულიერო აკადემიამ უწმიდეს მაქსიმეს მიანიჭა ”საპატიო დოქტორის” ტიტული. პატრიარქის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბულგარეთის საპატრიარქომ გამოსცა უწმიდესი მაქსიმეს შრომების, ქადაგებებისა და სიტყვების კრებული - ”სამკალსა შინა უფლისა” (1975 წ., სოფია).


ბულგარეთის საპატრიარქოს მისამართია: 7 Tsar Kalonyan St., 1000 Sofia, tel.: 882340, 872683, 872681, 876882 (Secretary), 876127 (Chef de cabinet). www.bg-patriarshia.bg.



კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია
ბერძნ
Εκκλησία της Κύπρου


დამაარსებელი

მოციქული ბარნაბა

ავტოკეფალია

431

ადგილი დიფტიქში

მე-10

წინამძღვარი

ქრიზოსტომოს II

რეზიდენცია

ნიქოზია, კვიპროსი

არეალი

კვიპროსი

საეკლესიო ენა

ბერძნული

მრევლი

700,000

http://www.churchofcyprus.org.cy/

Ο Μακαριώτατος Αρχιεπίσκοπος Νέας Ιουστινιανής και πάσης Κύπρου
[ო მაკარიოტატოს არხიეპისკოპოს ნეას იუსტინიანის კე პასის კიპრუ]
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა

ქრიზოსტომოს II

დაიბადა 1941 წლის 10 აპრილს, სოფ. ტალაში, ქ. პაფოსის მახლობლად. 

სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა მორჩილი წმიდა ნეოფიტეს მონასტერში. 
1963 წელს დაამთავრა ქ. პაფოსის გიმნაზია. 
1963 წლის 3 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. 
1968-1972 წ.წ. სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 
1972 წელს არჩეულ იქნა წმიდა ნეოფიტეს მონასტრის იღუმენად. 
1972 წლის 12 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად და მაკარიო III-ემ აკურთხა იღუმენად. 
1978 წლის 26 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა. 
2006 წლის 5 ნოემბერს არჩეულ იქნა მთავრეპისკოპოსად ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა.


კვიპროსის საპატრიარქოს მისამართია: Διεύθυνσις: Τ.Θ. 21130, 1502 Λευκωσία. Τηλέφωνον (00357) 22554600. Τηλεομοιότυπον: (00357) 22431796. www.churchofcyprus.org.cy.



ელადის მართლმადიდებელი ეკლესია
ბერძნ
Ἐκκλησία τῆς Ἑλλάδος



დამაარსებელი

მოციქულებმა

ავტოკეფალია

1833

ადგილი დიფტიქში

მე-11

წინამძღვარი

იერონიმე II

რეზიდენცია

ათენი – საბერძნეთი

არეალი

საბერძნეთი

საეკლესიო ენა

ბერძნული

მრევლი

10 000 000

Ο Μακαριώτατος Αρχιεπίσκοπος Αθηνών και πάσης Ελλάδος
[ო მაკარიოტატოს არხიეპისკოპოს ათინონ კე პასის ელლადოს]
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად საბერძნეთისა

    დაიბადა 1938 წლის 10 მარტს ბეოტიის ინოფიტაში, საბერძნეთში;
    დამთავრებული აქვს ათენის ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ფაკულტეტები;
    ასპირანტურები გაიარა გრაცის (ავსტრია), რეგენსბურგის და მიუნხენის უნივერსიტეტებში;
    1967 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და მღვდლად;
    1978-1981 წ.წ. იყო ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის გენერალური მდივანი;
    1981 წლის 4 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად;
    2008 წლის 7 თებერვალს არჩეულ იქნა ელადის ეკლესიის მეთაურად;
    2008 წლის 16 თებერვალს შედგა იერონიმოს II-ის ინტრონიზაცია.

www.ecclesia.gr


ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ალბ
. Kisha Orthodhokse Autoqefale e Shqipërisë


დამაარსებელი

თეოფან ნოლი

ავტოკეფალია

1912

ადგილი დიფტიქში

მე-12

წინამძღვარი

ანასტასი

რეზიდენცია

ტირანა ალბანეთი

არეალი

ალბანეთი

საეკლესიო ენა

ალბანური, ბერძნული

მრევლი

700 000

Fortlumturisë së Tij, Kryepiskop i Tiranës, Durrësit dhe gjithë Shqipërisë
[Fორტლუმტურისიო სიო ტიი, კრიუეპისკოპ ი ტირანიოშ, დურრიოსიტ დე გიითიო შქიპიორისიო]
მისი უნეტარესობა, მთავარეპისოპოსი ტირანისა, დურესისა და სრულიად ალბანეთისა

ანასტასი
    დაიბადა 1929 წლის 4 ნოემბერს, საბერძნეთში;
    1947-1951 წ.წ. დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი;
    1964 წლის 24 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდლად;
    1972 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად;
    1991 წლის იანვარში კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ გაგზავნილ იქნა ალბანეთში ეგზარქოსად ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის აღსადგენად;
    1992 წლის 24 ივნისს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ არჩეულ იქნა მთავარეპისკოპოსად ტირანისა და სრულიად ალბანეთისა.


მისამართი: Kisha Othodokse 151, Rruga e Kavejes Tirana - Albania. tel: 355-4-2234-117, 355-4-2235-095, fax: 355-4-2235-109. www.orthodoxalbania.org.


პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პოლ. Polski Autokefaliczny Kościół Prawosławny


ავტოკეფალია

1924

ადგილი დიფტიქში

მე-13

წინამძღვარი

საბა

რეზიდენცია

ვარშავა, პოლონეთი

არეალი

პოლონეთი, ბრაზილია

საეკლესიო ენა

პოლონური

მრევლი

1 000,000

Jego Eminencja, Wielce Błogosławiony Prawosławny Metropolita Warszawski i całej Polski
[იეგო ემინენცია, ვიელცე ბიოგოსიავიონი პრავოსიავნი მეტროპოლიტა ვარშავსკი ი ცაიეი პოლსკი]
მისი უნეტარესობა, ყოვლადკურთხეული ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი მიტროპოლიტი

უნეტარესი საბა

ერში - მიხეილ გრიცუნიაკი.
დაიბადა 1938 წლის 15 აპრილს პოლონეთში.
1957 წელს დაამთავრა მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია.
1961 წელს დაამთავრა ვარშავის ქრისტიანული ღვთისმეტყველების აკადემია, ღვთისმეტყველის მაგისტრის ხარისხით.
1964 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1966 წელს აღიკვეცა ბერად, სახელით საბა და ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვანდ.
1970 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1979 წლის 25 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
1987 წელს ებოძა მთავარპისკოპოსობა.
1998 წლის 12 მაისს წმიდა სინოდის მიერ არჩეულ იქნა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესის წინამძღვრად.
1998 წლის 31 მაისს ვარშავის წმიდა მარიამ მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარში შედგა ინტრონიზაცია.

მისამართი: Al. Salidarnosci 52, 03402 Warszawa - Poland. Office/Fax: 48-22-619-08-86. www.orthodox.pl.




ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
(ჩეხ. Pravoslavná církev v Českých zemích a na Slovensku)


დამაარსებელი

კირილე და მეთოდე

ავტოკეფალია

1951, 1998

ადგილი დიფტიქში

მე-14

წინამძღვარი

ქრისტეფორე

რეზიდენცია

პრაღა, ჩეხეთი
პრეშოვი სლოვაკეთი

არეალი

ჩეხეთი, სლოვაკეთი

საეკლესიო ენა

სლავური

მრევლი

100,000

Jeho Blaženosť, Arcibiskup pražský a prešovský, Metropolita Českých krajín a Slovenska
[იეჰო ბლაჟენოსც, არციბისკუპ პრაჟსკი ა პრეშოვსკი, მეტროპოლიტა ჩესკიხ კრაიინ ა სლოვენსკა]
მისი უნეტარესობა მთავარეპისკოპოსი პრაღისა და პრეშოვისა, მიტროპოლიტი ჩეხეთისა მიწათა და სლოვაკეთისა

უნეტარესი ქრისტეფორე

დაიბადა 1953 წელს პრაღაში.
1974 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, მღვდლად.
1979 წელს საღვთისმეტყველო განათლება მიიღო პრეშოვში მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.
1984 წ. მოსკოვის სასულიერო აკადემია.
1987 წ. ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
1987 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1988 წელს ხელდასხმულ იქნა ოლომოუცისა და ბრნოს ეპისკოპოსად.
2000 წელს არჩეულ იქნა პრაღისა და ჩეხეთის მიწების მთავარპისკოპოსად.
2006 წლის 2 მაისს მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე არჩეულ იქნა ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად.
2006 წლის 28 მაისს შედგა უნეტარესი ქრისტეფორეს ინტრონიზაცია.

მისამართი: Delostrelecka 7, Praha 6 - Stresovice, 160 00, CR, tel: 420-224 315 015, fax: 420-224 313 137. www.pravoslavnacirkev.cz.




ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია
ინგლ
The Orthodox Church in America


ავტოკეფალია

1970

ადგილი დიფტიქში

მე-15

წინამძღვარი

იონა

რეზიდენცია

სიოსეტი

არეალი

აშშ, კანადა

საეკლესიო ენა

ინგლისური

მრევლი

450,000-1,000,000

His Beatitude, Archbishop of Washington and New York and Metropolitan of all America and Canada
[ჰიზ ბეათითიუდ, არჩბიშოფ ოვ უოშინგთონ ენდ ნიუ იორქ ენდ მეთროფოლითენ ოფ ოლ ემერიქა ენდ ქანადა]
მისი უნეტარესობა, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა და ნიუ იორკისა და მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა

უნეტარესი იონა

ერში - ჯეიმს პაფჰაუზენი.
დაიბადა 1959 წლის 20 ოქტოძბერს ჩიკაგოში.
1978 წელს მიიღო მართლმადიდებლობა.
1985 დაამთავრა წმიდა ვლადიმერის სახელობის სემინარია და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.
1988 წელს დოგმატიკის სფეროში მიიღო ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი.
1994 წელს ეკურთხა დიაკვნად და მღვდლად.
1995 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა იონა.
2008 წლის გაზაფხულზე აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
2008 წლის 4 სექტემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
2008 წლის 28 დეკემბერს არჩეულ იქნა მთავარეპისკოპოსად ვაშინგტონისა და მიტროპოლიტად სრულიად ამერიკისა და კანადისა.

მისამართი: Mailing Address via U.S. Postal Service Mail: PO Box 675 Syosset, NY 11791-0675.
Delivery Address via Fedex and UPS: 6850 N. Hempstead Turnpike Syosset, NY 11791; Office: 516-922-0550 Fax: 516-922-0954; Office Hours: 9:00 AM - 5:00 PM, EST. www.oca.org.