„ბავშვობაში ყოველი დღე ჩანდა ხანგრძლივი, მრავალი საინტერესო, მნიშვნელოეანი მოვლენით აღსავსე", - წერს მამა ალექსანდრე (ზახაროვი), მაგრამ შემდეგ დღეებმა გაიელვეს უწყვედი ჯერივით... მე უკვე ორმოცს გადავაბიჯე და მეჩვენება, რომ თითქოს გუშინ ვიყავი ოცი წლის. ცხოვრება ჯერ მიდიოდა, მერე გაიქცა, შემდეგ გაიქცა როგორც ექსპრესი, მალე კი, ალბათ, თვითმფრინავის სისწრაფით გაფრინდება. ჰკითხეთ მას, ვინც ოთხმოცს გადააბიჯა, როგორ გაიარა მთელმა მისმა ყოფამ? კი პასუხობენ, კი არ გაიარა, გაფრინდა...
წლები გემატება და დღეები საოცარი სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს. თვალსა და ხელს შუა გეპარება სიცოცხლე და ვერაფერს უხერხებ დროის ამ ვერაგულ რბოლას. იხედები უკან და თითქოს ერთი გაელვება იყო იგი, ერთი განვლილი წუთი. აქ იკარგება, რამდენი წელია გასული - ორმოცი, ორმოცდაათი თუ ოთხმოცი, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. შეგრძნებაა, რომ მართლაც წუთისოფელია ეს ქვეყანა და უცბად გაირბინა ყველაფერმა ამან. ბუნდოვანი შინაარსის მქონედ აღიქმება განვლილი გზა, რომელშიც თითქოს ბევრი რამ იყო, მაგრამ ამასთან, არც არაფერი არ გახლდათ.
ასაკში შედიხარ და გინდა თუ არ გინდა, მეტად შემოდის გარდაცვალებაზე ფიქრები. არ გსიამოვნებს, სევდიანად გასცქერი ახალგაზრდობის განვლილ წლებს და ის აზრიც ჩნდება, რომ ადრე სულაც ვერ აფასებდი ამ ყველაფერს და ახლა დროის ამ გადასახედიდან თურმე რა საუნჯე ყოფილა იგი. ნელ-ნელა ჯანმრთელობა ირყევა, სხეული ცვდება, ხან ერთი სატკივარი წამოყოფს თავს, ხან მეორე, უნებურად სულ უფრო და უფრო მძაფრი ხდება ერთი გამოთქმის აზრი, რომელიც შეიძლება სულაც არ იცი, მაგრამ მაინც რადგან მეტად ცხოვრებისეულია იგი, მისი შინაარსი შენთვის სრულიად ნაცნობია: „старость не радость" „სიბერე სიხარული არაა".
არსებობს თუ არა ის სამყარო, ფიქრობ ასეც, იქნებ აქ ყველაფერი თავდება. ჩაგდებენ მიწაში, დააფარებენ შენს ჩასასვენებელს სახურავს და ყველაფერი დასრულდება ამგვარად. შესაძლოა მოხდეს კიდევ უარესი რამ, სასაფლაოზე დაგტოვებენ და გარეგნულად კი ცოცხალი არა ხარ, მაგრამ მაინც ყველაფერს გრძნობ. გესმის, განიცდი და თან სიბნელეში გაუნძრევლად წევხარ, შენი გამგონი კი არავინაა. გზაფრავს ამის წარმოდგენა, მეტად მძიმეა იგი აღსაქმელად. ხან კიდევ იმედი გაქვს, რომ მიწაზე სიცოცხლე არ თავდება, ის სიკვდილის შემდგომაც გრძელდება, აქ მარტოოდენ სხეული რჩება, რომელიც თანდათანობით იხრწნება, მისგან კი ბოლოს ძვლებიღაა, სული კი ამოდის და მიფრინავს სადღაც სხვაგან. ხან ძლიერდება ეს იმედი, ხანაც კიდევ სუსტდება - კაცის ბუნება ცვალებადია, აცდება კი ვინმე სიკვდილთან დაკავშირებით ასეთ ფიქრებს, განცდას.
თუ შენს სიცოცხლეს რაიმე საფრთხე დაემუქრა და ეს სურათი ხომ განსაკუთრებით მწვავე, დამთრგუნველია, გარკვეულ წუთებმი კი საოცრად მძაფრია. ძილში რამდენჯერმე გეღვიძება და თვალის გახელისთანავე მთელი შენი არსება ერთ დამზაფრავ აზრს მოუცავს - მალე შეიძლება აღარ იყო და აღმოჩნდე ცივ სამარეშია. ნანობ, რომ გაიღვიძე და ისევ ძილში გსურს დაბრუნება. იქ ხომ მაინც ვერ იგრძნობ ამ მდგომარეობის სისასტიკეს, დამთრგუნველობას. ცივი ოფლი გასხამს. შველა კი არსაითაა. მხოლოდ ერთს ნატრობ - ჯანმრთელობას და მასთან შედარებით მთელი ამქვეყნიური სიამენი დიდად არაფრად მოჩანს.
ზოგჯერ მძიმე ავადმყოფს, მომაკვდავსაც ხვდები და ის აზრი გიტრიალებს, როგორ უძლებს ხალხი ამ საშინელებას. რაღაც მომენტში თავს მის ადგილას წარმოიდგენ და ამბობ: „ღმერთო, მხოლოდ ეს არა". ხანდახან იმასაც ფიქრობ, როგორ მოიქცეოდი მის ადგილას. ადვილი შესაძლებელია, სულმოკლეობა გამოგეჩინა, ღმერთი გაგეკიცხა ზედმეტად, უფრო ნაკლებ ღირსეულად შეხვედროდი ამ სატკივარს. ამასთან შედარებით საკუთარი პრობლემები, გაჭირვება დიდად აღარაფრად მოჩანს. რა მაქვს საწუწუნო, - მსჯელობ ასე, - აქ ადამიანს ამგვარად უჭირს, მე კი გულს ვასკვდები რაღაცას. თუმცაღა გადის გარკვეული ხანი, სნეულის სახება ფერმკრთალდება და ისევ ხშირად ჩნდება საკუთარ მძიმე ხვედრზე ჩივილის განცდა.
მძიმე ავადმყოფებს შორის არიან პატარებიც, ახალგაზრდებიც და ზოგიერთი მათგანიც სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას. უყურებ მძიმე სენით შეპყრობილ ბავშვს, მის ფერმკრთალ, უსიცოცხლო სახეს, სევდიანი, ნაღვლიანი მზერა რომ აქვს, მის მომვლელ დათრგუნულ ხალხს, მშობლებს, ახლობლებს, რომელთაც ასეთი მძიმე ხვედრი არგუნა ბედმა. უმზერ ახალგაზრდა ქალს, ვინც შეიძლება არ იცის, იმედი აქვს გამოჯანმრთელების, მაგრამ მისი სიცოცხლე მალე დამთავრდება. ჯან-ღონით სავსეს ახლა უნდა დაეწყო საქმიანობა. შეექმნა ოჯახი, გაეჩინა შვილები, მოესწრო ამქვეყნად ბევრი რამ, ის კი უკვე წარმავალია. უყურებ მომაკვდავ მოხუცსაც, დახუჭული თვალის უპეები ცრემლით რომ დანამია. მძიმედ სუნთქავს, ხმას აღარ იღებს და მთელი მისი სახე ძალიან დიდი ტანჯვის გამომხატველია. თითქოს კითხულობს: რატომ, რისთვის, უფალო, ამხელა სულიერი, ფიზიკური ტკივილი და შენც თითქოს იმეორებ მის მიერ უტყვად გამოხატულ ამ დამთრგუნველ აზრს. გული გეთუთქება, განიცდი და უნებურად ფიქრობ: რატომ უშვებენ ზემოთ ასეთ სატკივარს, რამხელა სევდას განიცდი მისი შემხედვარე, რომ შეგეძლოს ყველაფერს შეცვლიდი, იქ კი ზეცაში თითქოსდა არცთუ თანაგრძნობით ეკიდებიან ამას.
ეკლესიურ კაცს ასეთი მჭმუნვარე აზრების განსაქარვებლად საკუთარი რწმენა ეხმარება, იმის ცოდნა, რომ უფალი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენდა სასიკეთოდ უშვებს ამქვეყნად ყველა სახის განსაცდელს, სატკივარს. მან უკეთ იცის, როგორ წარმართოს პატარების, ახალგაზრდების, თუ სხვა ასაკის ხალხის ხვედრი და ზოგჯერ უკვე ადრევე, ზეცაში წასვლის მიმართულებით ცვლის მათ მიწიერ გზას. თან ღვთაებრივი სიბრძნით, ჩვენ შესაძლებლობაზე მეტად არ ვიცდებით და ის განსაცდელი მოგვევლინება, რისი გადატანის უნარიც გვაქვს. მამა პაისი ათონელი აღნიშნავს: „ღმერთს, რომელსაც ამხელა სიყვარული, თანადგომა აქვს ადამიანის მიმართ, როგორ გადააქვს ჩვენი ამხელა ტკივილი, ტანჯვა. გადააქვს იმიტომ, რომ იცის იმ ღვთაებრივი საზღაურის შესახებ, რაც მოელის ტანჯულ ადამიანს. ე.ი. რაც მეტად იტანჯება კაცი, მით მეტი საზღაური გადაიდება მისთვის ზეცაშია. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, არ გვესმის და ამიტომაც ვიტანჯებით, განვიცდით უფრო დიდ ტკივილს, ვიდრე საჭიროა. მაგრამ თუ კაცი თუნდაც მცირედ მაინც ხედავს, რა ელის ტანჯულს, წამებულს იმქვეყნად, იცის იმ ღვთაებრივი საზღაურის შესახებ, რასაც მიღებს სანაცვლოდ ზეცაშია, მაშინ ამასთან შედარებით მისი აქაური ტანჯვა დასანახად არცთუ ისე დიდია". ცნობილი ბერძენი ბერი მამა პორფირე თავის სულიერ ძმებს მიმართავდა: „წამალი, რითაც სიმსივნე იკურნება, მეტად მარტივია და ექიმები მას ყოველდღიურად ეხებიან. ის მათ თვალწინაა. ღვთის მადლით, მეც ვიცი იგი, მაგრამ უფალი არ ამჟღავნებს სახელს წამლისა, რადგან ბოლო ჟამს ამ სნეულების გამო, სამოთხე გაივსება ხალხით". წმ. სერაფიმე საროველი ამბობდა: „ადამიანმა რომ იცოდეს, სასუფეველში რა ნეტარებაა, მზად იქნებოდა ათასი წელი მოეთმინა ორმოში ყოფნა, მატლებით და ჭიებით შეწუხებულს, ოღონდაც კი დაემსახურებინა იქ მოხვედრა".
ალბათ, არაფერია სანახავად იმაზე დიდი, შთამბეჭდავი, როცა ადამიანი ვაჟკაცურად, ღირსეულად ხვდება სიკვდილს, გარდაცვალების წამს. ზოგს ეს მართლაც გამოსდის და სხვებისთვის ეს მაგალითია, თუმცაღა ხშირად მარტოოდენ ასეთი შემთხვევების ხილვა არასაკმარისია. იმქვეყნიურ სამყაროსთან შესახვედრად ხალხის ერთგვარი მომზადებაც საჭიროა, ახსნა, ჩვენება იმისა, რომ აქ სიცოცხლე არ თავდება არსებობის ბოლო წამს. ეს წიგნიც სწორედ ემსახურება ამ ურთულეს მისიას.
ადამიანმა დიდი ცოდნა დააგროვა ამა თუ იმ სფეროში, საგნებთან, მოვლენებთან მიმართებაში, მაგრამ ხშირად ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საჭირო, მისი თვალთახედვის მიღმა რჩება, ნაკლებად აქცევს ყურადღებას, იძიებს ცნობებს, ინტერესდება მისით. ერთერთი მათგანი კი გარდაცვალების საიდუმლოა. არის ასეთი ცნობილი გამოთქმა: „გახსოვდეს სიკვდილი". ადრე მონასტერში ამგვარი ჩვევა არსებობდა, მის ერთერთ ძმას ავალებდნენ მისულიყო მონასტრის წევრებთან, როდესაც ისინი სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ გართულნი და შეეხსენებინა, რომ არსებობს სიკვდილი „ძმებო, ჩვენ მოვკვდებით", ის ამბობდა. მონასტრებს, ტაძრებს ხშირად გარს ეკვროდა სასაფლაოები, რაც ასევე ხელს უწყობდა სიკვდილის ხსოვნას.
რაც უფრო ხანში შედის ადამიანი, მით უფრო ძალაუნებურად მეტს ფიქრობს გარდაცვალებაზე, თითქოსდა ეჩვევაო ერთგვარად მას. ბავშვს, მოზარდს, ყრმას კი ეს ნაკლებად ადარდებს, აშფოთებს, იშვიათად რომ გაიხსენოს იგი მან. თუ მაინცდამაინც დაიწყო ამაზე ფიქრი რაღაც მიზეზთა - თავის ავადმყოფობის ან ახლობლის გარდაცვალების - გამო და ხშირად თავზარდამცემი ელფერით აღბეჭდილია ეს. თუმცა, უნდა ითქვას, მწვავე სიტუაციაში არც უფროსები არიან ამ მხრივ დაზღვეულნი, გამონაკლისნი, ისინიც თრთიან, კანკალებენ სიკვდილის მოახლოებისას, მაგრამ მაინც რაც უფრო ასაკოვანია, ხანშიშესული ადამიანი, თითქოსდა უფრო გამძლე ხდებაო გარდაცვალების შიშის მიმართ, ნაკლებემოციური, თითქოსდა შედარებით არამწველი ხდებაო მასთან დაკავშირებული განცდები კაცთან. მცირე ასაკში კი სიკვდილზე ფიქრი ჩვეულებრივ იშვიათად ეკარებათ. უფალი უშვებს ამას. პატარამ რომ კარგად გააცნობიეროს, ჩაწვდეს იმის არსს, რომ ადრე თუ გვიან მოკვდება, მაშინ დაბრკოლდებოდა იგი, ხალისს დაკარგავდა ცხოვრებისა, უსარგებლო, არამიმზიდველი გახდებოდა მისთვის ყველაფერი აქ.
დიდი ათონელი ბერი მამა პაისი ამბობს: „აბა, შეეცადე უთხრა პატარას: გქონდეს სიკვდილის ხსოვნა. იტყვის ტრუ-ლა-ლა და გაიქცევა ბურთის სათამაშოდ სხვასთან. უფალი რომ ეხმარებოდეს იმის გაგებაში, რომ ადრე თუ გვიან მოკვდება, გული გაუტყდებოდა ცხოვრებაზე პატარას, უვარგისი გახდებოდა იგი აღსაქმელად, რამეთუ არც არაფერი იქნებოდა მიმზიდველი აქ. ამიტომაც ღმერთი, როგორც კეთილი მამა, ისე აწყობს, რომ ბავშვმა ვერაფერი გაიგოს, თუ რას წარმოადგენს სიკვდილი და უდარდელად, მხიარულად ითამაშოს ბურთი სხვასთან. მაგრამ რაც უფრო ემატება წლები, უფრო მეტად ესმის თუ რა არის სიკვდილი".
რაც უფრო ასაკში შედის კაცი და უახლოვდება გარდაცვალების წამს, მასთან მიმართებით შეიმჩნევა ერთი არარეალური, საფუძველს მოკლებული, მაგრამ მაინც არსებული უცნაური განცდითი დამოკიდებულება. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აღნიშნავს: „ჩვენ გარმემორტყმულები ვართ სიკვდილის სურათებით, მაგრამ ამავდროულად როგორი უცნაურიც არ უნდა ჩანდეს, არ ვფიქრობთ მასზე, თითქოსდა არ ვიჯერებთო ჩვენს ამქვეყნიდან წასვლას. ვხედავთ, როგორ კვდებიან სხვები. მაგრამ ამასთან, გვეჩვენება, თითქოსდა აქ დავრჩებითო მუდმივად. მართლაც, რა ძნელი წარმოსადგენია ის, რომ ჩვენი გული გაჩერდება რომელიღაც წამს, ის, რომელიც ასე იწვოდა ვნებებით, ბრაზით თუხთუხებდა სიძულვილით და ეჭვით, რა იშვიათად იყო მასთან გრძნობა სიყვარულისა, განა ადვილია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ბაგენი დაიხურება მუდმივად, რომელიც ასე ხშირად წარმოთქვამდა ტყუილს და ცილისწამებას, იშვიათად კი ლოცვას! ჩამოეშვება ჩვენი ხელები, მზად რომ იყვნენ წარეტაცათ მთელი ქვეყანა, ჩამოეშვება უღონოდ, თითქოსდა ჩამოსხმული ყოფილიყოსო ტყვიითა".
რამდენჯერ შევსწრებივართ დასაფლავების სცენას, რა მძიმე, დამთრგუნველია იგი, ხედვა იმისა, როგორ ეამბორებიან ახლობლები, ნათესავები, მეგობრები მიცვალებულს უკანასკნელად, როგორ ახურავენ ჩასასვენებელს თავს, უშვებენ თოკებით საფლავში და აყრიან მიწას, როგორ ემატება ორმოს თანდათანობით და იშლება კიდეც პროცესია. რამდენჯერაც არ უნდა შეხედო ამ სცენას, ვერასდროს თავისუფლდები იმ დამრთგუნველი განცდისგან, რომ როდესღაც შენც ვერ აცდები ამას, გონებაში ჩნდება აზრი, რომ როდესმე თავადაც მიგატოვებენ ამგვარად და დარჩები ხალხის წასვლის შემდგომ მარტოდმარტო აქ. თუმცაღა ამ დროს ხშირად რაღაც უცნაური განცდაც იჩენს თავს, თითქოსდა მიუხედავად ყველაფრისა, რომ იგი გარდაუვალია, ეს შენ მაინც არ შეგეხება, არ მოგელის, ან კიდევ სიკვდილი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. თავს იმშვიდებ, არის კი საჭირო ახლა ზედმეტად შემოშვება გონებაში ასეთი აზრებისა, წარმოდგენებისა, განა გამართლება აქვს ზედმეტად დათრგუნვას, დაზაფვრას მიწაზე, თანაც დროზე ადრე, თითქოსდა რაღაც თავდაცვითი მექანიზმი ირთვებაო, გადაგაქვს ყურადღება სხვაგან.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აგრძელებს თავის საუბარს: „თითოეული ქალაქის, სოფლის მახლობლად შეუმჩნევლად იზრდება სხვა ქალაქიც, სასაფლაოს რომ ვუწოდებთ ამქვეყნად, აქ, მეგზური ამ დასახლებისა. ყოველდღიურად იბადებიან ამ მკვდარ ქალაქში „ჩვილები" თავისა, მასზე მეტყველებენ ახალ საფლავებზე ნესტიანი გროვები მიწისა, მხოლოდ ჩვილები უკვე იწოდებიან არა ახლადდაბადებულებად, არამედ ახლადშესვენებულებად. დასაწყისში საფლავთან ხშირად მიდიან ახლობლები, მეგობრები განსვენებულთა, მაგრამ დროთა განმავლობამი, წლიდან წლამდე უფრო იშვიათად აქვს ადგილი ამას, ბოლოს კი არც აღარავინ არღვევს მდუმარებას სამარისა.
სასაფლაო უტყვია, მაგრამ რამდენს ეუბნება იგი კაცს, ქალაქის ხმაური აღწევს როგორც შორეული ტვირთის ხმა ან გუგუნი შემოდგომის ნიავისა, სასაფლაოზე რაღაც განსაკუთრებული სიწყნარეა, თითქოსდა დრო გაჩერდაო აქ. ეს დუმილი კი ტაძრის სიწყნარეს ჰგავს. თითოეული საფლავი თავის საიდუმლოს მალავს, ზოგზე წარწერაა, ზოგზე კი მარტო ნახევრადწაშლილი ასოებია, ზოგიერთსაც კი მხოლოდ ქვა ადევს ზემოდან. არავინ იცის რა წაიღო ადამიანმა თან, რას განიცდიდა მისი გული გარდაცვალების ჟამს? სიყვარულს თუ სიძულვილს, მადლიერებას ხალხისადმი თუ მწარე იმედგაცრუებას გულისას. ის ამქვეყნიდან როგორ წავიდა? გარშემორტყმული ახლობლებით და მეგობრებით თუ მარტოდ დარჩენილი, მიტოვებული, მივიწყებული ყველასგან... თუ საფლავის ქვებზე წარწერებს ამოვიკითხავთ, შევამჩნევთ, რომ მის ქვეშ წვანან არა მხოლოდ წლებით მოკაკულნი მოხუცნი ამა სოფლისა, არამედ ყრმებიც, ჩვილებიც ამა ქვეყნისა. დაუნდობელია სიკვდილი, სასტიკია, არ არსებობს დედამიწაზე კუთხე, სადაც შეიძლება დაემალო მას - არც მაღალ მთებში და არც სიღრმეში მიწისა. ყველგან შეაღწევს ის, მოგვძებნის აუცილებლად. ის, ვინც მხოლოდ ახლახან დაიბადა, უკვე განწირულია განსასვენებლად".
გარდაცვალებასთან დაკავშირებით ასეთი მძაფრი, დამთრგუნველი შეგრძნებების მიუხედავად, სურათი იცვლება, როცა ადამიანი დიდი სულიერებით გამოირჩევა. ერთ-ერთ ფარულ მონაზონს როცა ჰკითხეს, თუ იგი როგორ გრძნობდა თავს, პასუხად მიიღეს „По стариковски завидуя умирающим" ანუ „ხანდაზმულად, შურს გავნიცდიო რა მომაკვდავთა მიმართ".
როდესაც მამა პაისი ათონელს უთხრეს, რომ მას სიმსივნის ავთვისებიანი მეტად მძიმე ფორმა ჰქონდა და დიდი დღე აღარ ეწერა, თქვა: - მომიტანეთ რაიმე ნაჭერი, რომ დავიწყო ცეკვა, იყავ ჯანმრთელად, ნახვამდის უბედურო ქვეყანა: ცხოვრებაში არ მიცეკვია, მაგრამ ახლა სიხარულისგან გავაკეთებო ამას. რამეთუ ახლოვდება წამი გარდაცვალებისა". უბრალო მოკვდავისთვის, ალბათ, არცთუ ადვილი გასაგებია, თუ როგორ უნდა გარდაისახოს ადამიანი ამგვარად, რომ ასე შეხვდეს სიკვდილის წამს, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლაც ესოდენ ცვლის მისადმი დამოკიდებულებას. ამქვეყნიდან გასვლა განიხილება არა უკვე შემაძრწუნებელი რამ, არამედ პირიქით, როგორც განთავისუფლება ტანჯვისაგან.
წმ. თეოფანე დაყუდებული თავის მომაკვდავი დის ქმარს მიმართავდა: „ჩემი და კი არ მოკვდება, მარტოოდენ მისი სხეული შეწყვეტს არსებობას, მისი ხატება კი დარჩება, მხოლოდ სხვა წესებით დაიწყებს ცხოვრებას. დასვენებულ სხეულში სული არ იმყოფება, არ არის იგი საფლავშიაც, ის სხვა ადგილასაა და ისევე ცოცხალია, როგორც მიწაზე გახლდათ. პირველ საათებში, დღეებში სული თქვენ გვერდით იქნება - მაგრამ ვერაფერს იტყვის. არც მისი დანახვა იქნება შესაძლებელი. აქ დარჩენილები იმქვეყნად წასულებს მივტირით, არადა, იქ მოხვედრისას ისინი მაშინვე უფრო უკეთ და საამოდ გრძნობენ თავს. ვინც გამოსცადა სიკვდილი და შემდგომ ისევ სხეულში მოუნდა დაბრუნება, საცხოვრებლად მეტად მოუხერხებლად აღიქვამდა მას. ჩემს დასაც ამგვარი შეგრძნებები ექნება. მისთვის იქ უკეთესია, ჩვენ კი თავს ვიკლავთ, თითქოს რაღაც უბედურება შემთხვეოდეს მანდ. ის გვიყურებს და ალბათ უკვირს, თუ რას ვტირით აქ".
ამერიკელი მეცნიერი რაიმონდ მოუდი თავის წიგნში „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ" აღწერს იმ შეგრძნებებს, განცდებს, რომელსაც განიცდიან კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფნი ამ კრიტიკული ვითარებისას. ასეთი 100 შემთხვევის გამოკვლევის შემდგომ იგი განმარტავს: „მრავალი განსაკუთრებით სასიამოვნო გრძნობებს, შეგრძნებებს განიცდის მიწიერი სიცოცხლის დამთავრებისას, კლინიკური სიკვდილის პირველი ეტაპის დადგომისას. მძიმე ტრავმის შემდგომ ერთ-ერთი დაშავებული არ ავლენდა სიცოცხლის არავითარ ნიშანს. როგორც შემდგომში იგი ყვება, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჰაერში დალივლივებდა, ბნელ სივრცეში გადაადგილდებოდა. დღე იყო მეტად ცივი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ ყოფნისას სითბოს განიცდიდა და როგორც არასდროს, ისე კარგად გრძნობდა თავს. თან ფიქრობდა, რომ ის ალბათ გარდაიცვალა".
ქალი, რომელსაც გულის შეტევის შემდეგ სამედიცინო დახმარებით სიცოცხლე დაუბრუნდა, აღნიშნავდა. არაჩვეულებრივი შეგრძნებები დამეუფლა, სხვას არაფერს ვგრძნობდი, გარდა სიმშვიდისა, მდგომარეობის შემსუბუქებისა, სიწყნარისა, სიმყუდროვისა. აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემი შფოთვა გაქრა და ჩემთვის გავიფიქრე: „რა კარგია აქ, სიმშვიდეა, არ იგრძნობა არავითარი ტკივილის არსებობა".
კიდევ ერთ-ერთ ასეთ მდგომარეობაში მყოფი იხსენებს: „უბრალოდ, მქონდა მძაფრი შეგრძნება სიმარტოვისა და სიმშვიდისა... ეს მშვენიერი გახლდათ, ისეთი განცდა მქონდა სიწყნარისა, მოსვენებისა".
ვიეტნამში მებრძოლი, რომელიც ჭრილობის შემდგომ „გარდაიცვალა", ყვებოდა, რომ დაჭრის მომენტში განიცდიდა გრძნობას „რაღაც ძალიან დიდისგან გათავისუფლებისა". ტკივილი სულაც არ იყო, არასდროს მიგრძვნია თავი ასე თავისუფლად, ამგვარად. სიმსუბუქეს ვგრძნობდი და ყველაფერი იყო კარგად".
საინტერესოა ისიც, რომ სულის სხეულში დაბრუნებას ბევრი ასეთ მდგომარეობაში მყოფი საკმაოდ უსიამოვნოდ აღიქვამს. როცორც ამერიკელი მკვლევარის წიგნში ვკითხულობთ, თითქმის ყველა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი პირველ წუთებში განიცდის საოცარ სურვილს სხეულში დაბრუნებისა, ამასთან, მწარედ განიცდის ამქვეყნიერი ცხოვრების დასრულებას. მაგრამ სიკვდილის მომდევნო ყოფის გარკვეული ეტაპების გასვლისას, ამის სურვილი უკვე აღარ აქვთ, პირიქით ეწინააღმდეგებიან კიდეც ამას. როგორც რ.მოუდის წიგნში ვკითხულობთ, გამონაკლისი ამ მხრივ მაინც არ ცვლის საერთო, ზოგად კანონზომიერებას. რამდენიმე ქალი, რომელთაც ჰყავდათ პატარა ბავშვები, ყვებოდნენ, რომ სიკვდილის წინა მდგომარეობაში მათ ერჩივნათ დარჩენილიყვნენ იქ, სადაც აღმოჩნდნენ, მაგრამ ისინი გრძნობდნენ, რომ ვალდებულები იყენენ დაბრუნებულიყვნენ მიწაზე, რადგანაც შვილები გასაზრდელი ჰყავდათ".
მართლმადიდებლურ წყაროში „დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი" აღწერილია ერთ-ერთი კაცის შემთხვევა, რომელიც ჯერ გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ კი ისევ ხელახლა გაცოცხლდა. ეს შემთხვევა მე-19 საუკუნის ბოლოს აღიწერა ჟურნალ „მოსკოვის უწყებანში" და სავარაუდოდ, მისი ავტორია კ.ისკული, რომელიც შემდგომ მონასტერში განმარტოვდა. იგი აღნიშნავდა, თუ რა განცდები ჰქონდა მას სულის სხეულში დაბრუნებისას. „თავიდან ვიგრძენი, რომ რაღაცამ მომიჭირა, შემდეგ უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, ამ დაკარგული შეგრძნების აღდგენამ კი ძველ ცხოვრებასთან დამაბრუნა და მაშინვე ღრმა მწუხარებამ მომიცვა. თითქოსდა რაღაც უძვირფასესი განძი დავკარგეო (იმასაც ვიტყვი, რომ ეს განცდა მთელი ცხოვრება მომდევს თან). არაფერი მიზიდავდა უწინდელი ცხოვრებისკენ და არცერთი წუთით არ მომდომებია მასთან დაბრუნება, თუმცა მანამდე იგი სულაც არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და ძნელი ასატანი აქ.
სინესტეში დადებული ფოტოსურათი თუ გინახავთ? სახეებს კი არჩევ, მაგრამ ისინი გახუნებული და ფერგადასული გახლავთ, მშვენიერი გამოსახულების ნაცვლად ამჩნევია რაღაც უფერული, მოყვითალო ლაქა. სწორედ ასე გაუფერულდა ჩემთვის ცხოვრება, გახუნებულ სურათად იქცა და დღემდე რჩება ასეთად. არ ვიცი, როგორ და რანაირად მივხვდი ასე სწრაფად ყოველივე ამას, მაგრამ ეს კია, ძველი ცხოვრება უკვე სრულიადაც აღარ მხიბლავდა, გარე სამყაროსთან კავშირის გაწყვეტის გამო თავიდან განცდილმა ძრწოლამ თავისი საშინელი მნიშვნელობა დაკარგა".
ნეკრესის და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) იხსენებს: „ერთი პერიოდი ხარკოვში ვცხოვრობდი და გარკვეული ხანი სამშობლოში დაბრუნება მომიხდა. უკრაინის ამ ქალაქში ისევ ჩამოსულმა გადავწყვიტე კბილების ამოღება. მათი ამოღება მეშინოდა და ნარკოზი გამიკეთეს. მერე მითხრეს, მკვდარი იყავიო. არადა, ყველაფერს ვხედავდი, როგორ ირჯებოდა ექიმი, ყველაფერი მესმოდა აბსოლუტურად. სამოთხე და ჯოჯოხეთიც კი ვიხილე, ვნახე წმიდა სამებაც. თუმცა, ეს ყველაფერი მაშინ არ ვიცოდი. მერე თანდათან ჩავწვდი ჩემს ხილვას. თეთრებში შემოსილ სულიწმიდას ხელზე ვკოცნიდი და ვთხოვდი, არ დავებრუნებინე მიწაზე აქ. ეს ისეთი ნეტარება გახლდათ. შემდეგ უფალი ვნახე ძოწისფერ და ლურჯ სამოსში, როგორც ხატებზეა გამოსახული იმგვარად. უფლის სიტყვებიც მახსოვს, მხოლოდ მისი თქმის უფლება არა მაქვს. ეს უტკბილესი ხმა გახლდათ. შემდეგ მამა ღმერთიც ვიხილე, მახსოვს, როგორ შემეშინდა, ჩვენ შეგქმენითო, რომ მითხრეს. ვევედრებოდი, არ დავებრუნებინე უკან. ამას ყველაფერს გონისმიერი თვალით ვხედავდი... ჩემმა თხოვნამ არ გაჭრა, ჯერ ადრეაო, მითხრეს და დედამიწაზე დამაბრუნეს, ამის შემდეგ გამოვფხიზლდი კიდევაც".
ის შეგრძნებები, გრძნობები, რომლებიც განიცადეს სიკვდილს მიახლოებულმა ადამიანებმა, მიუთითებს იმაზე, რომ გარდაცვალების პირველ პერიოდს, ხანას თავისი ხიბლი, მიმზიდველობა აქვს და მიწაზე მაცხოვრებელთათვის ეს ნამდვილად ნიშნავს რაღაცას. არადა, სანამ ამგვარ სხვადასხვა მონათხრობს გაიგონებ, მანამდე ძნელად რომ წარმოიდგენ ამას. ჩვენ კი პანიკურად გვეშინია სიკვდილის, მასთან შეხვედრაზე ფიქრიც კი გვზარავს, საოცარი ძალით ვეწინააღმდეგებით მას, თუმცაღა რას გავხდებით, და ამ დროს არც კი ვიცით თუ რას გრძნობს ხალხი მასთან ზიარების ჟამს.
ალბათ, კაცობრიობის სიჩლუნგის ერთ-ერთი დიდი გამოვლინებაა, რომ აქამდე ნაკლებად მახვილდებოდა ყურადღება თუ რა შეგრძნებები, განცდები შეიძლება იყოს ადამიანის სულის სხეულიდან განსვლისას, რაზე მიგვითითებს ამ მხრივ გარდაცვალების წინარე გამოცდილება. არადა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა ამის შესახებ, ინტერესდებოდეს მისით, ესმოდეს რა შეუძლია მოუვიდეს ამქვეყნიური ცხოვრების დასრულებისას. რის შესახებ აღარ ვრცელდება ინფორმაცია, რაზე არ ლაპარაკობენ, საუბრობენ, უმთავრესი კი ყურადღების მიღმაა, არადა, როგორ გაუადვილდებოდა კაცს სიკვდილთან შეხვედრა, რომ იცოდეს რა შეუძლია მოუვიდეს, ელოდოს მას. თანაც ეს ხელს შეუწყობდა კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა დასაჯერებლად იმისა, რომ სიცოცხლე არ თავდება ამქვეყნიური ყოფის გათავებისას.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფ.მიტერანი რომელიღაც წვეულებაზე ერთ-ერთი ქალბატონის გვერდით მოხვდა. როცა მან ჰკითხა, თუ რა პროფესიის გახლდათ იგი, საინტერესო პასუხი მიიღო: „სიკვდილისთვის ვამზადებო ხალხს". როდესაც პრეზიდენტი სიმსივნით დაავადდა და მისი ამქვეყნიდან გასვლის დრო დადგა, ამ ქალს მიმართა დასახმარებლად და მანაც გაუადვილა გარდაცვალების წინა ეტაპი მას. ალბათ ყველა სახელმწიფოში, ქალაქში უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებისდაგვარად გაუადვილებს კაცს სააქაოდან წასვლას, უკვე მიწაზე ერთგვარად აზიარებს მას იმქვეყნიურ სამყაროს, აუხსნის, განუმარტავს თუ რას შეიძლება მოელოდეს სულის სხეულიდან გაყრის ჟამს. ჩვენთან კი ამას ეკლესიის მსახურებზე კარგად ვინ გააკეთებს და არ არის აუცილებელი ისინი მაინცდამაინც მღვდელმსახურები გახლდნენ, შეიძლება ასეთი ხალხის შერჩევა უბრალო ერისკაცთაგან, მოწყალების დათაგან. მხოლოდ ისინი შინაგანი სამყაროთი, საუბრის ნიჭით, ხასიათის თვისებებით, ადამიანური სითბოს, თანაგრძნობის გამომჟღავნების, სიყვარულის გამოხატვის უნარით უნდა შეესაბამებოდნენ ამ ურთულეს მისიას. თან უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა, განათლება მიღებული ამ სფეროში, საეკლესიო მსახურებთან, ფსიქოლოგებთან გავლილი კურსი მომზადებისა. კარგად უნდა იცნობდნენ სხვადასხვა ლიტერატურას გარდაცვალების თემაზე და თავადაც უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, გააზრებული სიკვდილთან დაკავშირებული ესა თუ ის მხარე, სხვადასხვა შემთხვევა.
მაინც რა განცდებს, შეგრძნებებს უნდა ველოდოთ გარდაცვალებისას: მიმართავდა რა თავის მომაკვდავ დას ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული წერდა: „შენ ხომ მართლადა არ მოკვდები, შენი სხეული შეწყვეტს მხოლოდ არსებობას, თავად კი სხვა სამყაროში გადაინაცვლებ, ცოცხალი, საკუთარი თავის ხსოვნითა და გარე სამყაროს ცნობის უნარითა".
ღირსი მამა აბა დოროთე აჯამებს რა ამ საკითხთან დაკავშირებით ადრინდელ ქრისტიანთა შეხედულებებს, აღნიშნავს: როგორც მამები ამბობენ, სულებს ყველაფერი ახსოვთ, ყველაფერი, რაც კი მიწაზე ყოფილა წარმოთქმული, ნამოქმედარი, ნააზრევი. აქედან არაფრის დავიწყება არ ხდება. ფსალმუნში ვკითხულობთ: „მის დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი" (ფს. 145,4). აქ ლაპარაკია ამქვეყნიურ ზრახვათა, შენების, მშობლების, შვილების, ქონების, ყოველგვარი საქმიანობისა და სწავლების შესახებ. სულის მიერ სხეულის დატოვების შემდეგ ყოველივე ეს იკარგება... ის კი, რაც სათნოებასთან ან ვნებებთან არის დაკავშირებული, სულს ყველაფერი ახსოვს, აქედან არაფერი ქრება. ასევე, როგორც ითქვა, სულს არაფერი ავიწყდება იქიდანაც, რაც მიწაზე გაუკეთებია, მას ყველაფერი ახსოვს და თანაც უფრო ცხადად და კარგად, როგორც განთავისუფლებულს თავისი სხეულიდან".
V საუკუნის დიდი მოღვაწე იოანე კასიანე ნათლად აღგვიწერს სიკვდილის შემდგომ სულის აქტიურ მდგომარეობას: „სულთა არსებობა სხეულთან განშორებისას სულაც არ ხდება უაზრო, მოკლებული ყოველგვარ მგრბნობელობას. ამას ადასტურებს თუნდაც სახარებისეული იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებაც (ლუკა 23,22-28)... გარდაცვლილთა სულები არა მხოლოდ არ თავისუფლდებიან თავიანთი გრძნობებისაგან, არამედ არ კარგავენ საკუთარ განწყობილებებს, იმედებსა და შიშს, სიხარულსა და მწუხარებას. ისინი ასევე გარკვეულწილად იწყებენ რაღაც ისეთის განცდასაც, რაც მოელით საყოველთაო სამსჯავროზე წარდგომისას".
მეტად საინტერესო აღწერას ვხვდებით გარდაცვალების შემდგომი განცდების უკვე დასახელებულ მართლმადიდებლურ წყაროში „დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი". კ.ისკული, ვისაც ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი რამ შეემთხვა, ასე აღგვიწერს ამ შემთხვევამდე თავის განვლილ ცხოვრებისეულ გზას. იგი როგორც აღნიშნავს, ერთი მეტად ნელ-თბილი რწმენის კაცი გახლდათ, არც ათეისტი და არც მორწმუნე, ხანდახან ეკლესიაში შეივლიდა და წელიწადში ერთხელ კიდეც ეზიარებოდა. რელიგიური საკითხები სულ არ იზიდავდა და არც ის ესმოდა, საინტერესო მათში რა გახლდათ. არაფერი იცოდა ელემენტარული, ანბანური ცნობების გარდა, მაგრამ ამასთან მიიჩნევდა, რომ ყველაფერი მშვენივრად ესმოდა და თანაც ყველაფერში კარგად ერკვეოდა. თანაც თვლიდა, რომ მისნაირი განათლებული კაცისთვის რელიგიურ სფეროში არც არაფერი იყო გამოუცნობი და თავსატეხი რამ. ერთმა შემთხვევამ კი ამ თვალსაზრისით სრულიად შეცვალა მთელი მისი ცხოვრება. იგი ერთხელ რაღაც საქმეებზე ჩავიდა რომელიღაც ქალაქში და იქ ფილტვების ანთებით დაავადდა. ეს დაავადება იმ დროისათვის საშიშად ითვლვბთდა, რადგან მაშინ არ იყო შესაფერისი ეფექტური წამლები, მედიკამენტები, მისგან განსაკურნებლად. აი, როგორ აღგვიწერს იგი თავის მდგომარეობას, რომელშიც ავადმყოფობის გამწვავების შემდგომ ჩავარდა: „დაახლოებით ოთხი საათისთვის ოდნავ შემამცივნა, საბანში გავეხვიე და ლოგინში ჩავწექი გასათბობად, მაგრამ უეცრად, გავხდი ძალიან ცუდად.
ფერშალს დავუძახე. იგი მოვიდა, თავი წამომიწია და ჟანგბადის ბალიში მომცა. სადღაც ზარმა გაიწკრიალა. რამდენიმე წუთში პალატაში სწრაფად შემოვიდა უფროსი ფერშალი, მას ორი ექიმი მოჰყვა.
სხვა დროს მედპერსონალის ასეთი უცნაური ელვისებური თავშეყრა, ალბათ, გამაოცებდა, მაგრამ ახლა სრულიად გულგრილი გახლდით, თითქოს ყოველივე ეს მე არც კი შემეხებოდა. ჩემში საშინელი გარდატეხა მოხდა! ერთი წუთის წინ სიცოცხლით სავსე გახლდით, ახლა კი, თუმცა კარგად ვხედავდი და მესმოდა ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, მაგრამ ისეთი უცნაური განურჩევლობა და გაუცხოება დამეუფლა, რაც ცოცხალი კაცისთვის, ალბათ, უჩვეულოა სრულიად.
მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მქონდა მიპყრობილი, მაგრამ აქაც განვიცდიდი რაღაც უცნაურობის და გაორების გრძნობას, გარკვევით აღვიქვამდი თავს და, თან იმდენად გულგრილი ვიყავი, თითქოს ფიზიკური შეგრძნების უნარიც კი დაკარგული მქონდა.
მაგალითად, ვხედავდი, რომ ექიმი ხელს ხელზე მკიდებდა და პულსს მისინჯავდა, ვხვდებოდი, რასაც აკეთებდა, მაგრამ შეხების შეგრძნება არ მქონდა. ვუყურებდი და მესმოდა, რომ ექიმებმა წამომსვეს და რაღაცას ერჩოდნენ ჩემს ზურგს, მაგრამ კერძოდ რას აკეთებდნენ, არ ვიცოდი, იმიტომ კი არა, რომ საერთოდ დავკარგე განცდის უნარი, უბრალოდ, არ მაინტერესებდა. სადღაც, ჩემს შიგნით ჩავფლულიყავ.
ჩემში თითქოს ორი არსება გაჩნდა: ერთი - მთავარი, ღრმად დაფარული, მეორე - რომელიც გარეგანი და ალბათ, უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი გახლდათ. ახლა მათი შემაერთებელი რგოლი გაწყდა და დაიფერფლა, ეს ორი არსება კი გაითიშა. იმ ერთს, მთავარს, ცხადად და მძლავრად ვგრძნობდი, ხოლო მეორეს კი, უმნიშვნელოდ, რაც ჩემთვის სულ ერთი იყო, ჩემს სხეულს წარმოადგენდა.
სულ რამდენიმე დღის წინ როგორ გამაოგნებდა ჩემში უცნობი შინაგანი არსების აღმოჩენა და იმის მიხვედრა, რომ იგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მეორე ნახევარზე, რომელიც აქამდე ერთადერთი მეგონა და რომლის არსებობის შეგრძნებაც ახლა საერთოდ შეუმჩნეველი მქონდა.
საოცარი მდგომარეობა იყო: ვცოცხლობდი, ვხედავდი, მესმოდა და, იმავე დროს, არც არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი, გარემოს მიმართ ისეთი გაუცხოება დამეუფლა.
ექიმი რაღაცას მეკითხება, მე მესმის და არ ვპასუხობ. არ ვპასუხობ, რადგან მასთან ლაპარაკი არაფრად მჭირდება. თუმცა, ეს კაცი ხომ ჩემზე ზრუნავს? ჰო, მაგრამ იმ მეორე ნახევრისათვის, რომელიც ახლა სრულიად უმნიშვნელოა ჩემთვის.
უეცრად მან ხმა ამოიღო, და თანაც, როგორ! ვიგრძენი, რომ საოცარმა ძალამ დამქაჩა და სადღაც, ქვევით ვარდნით გამაქანა. თავიდან ასე მეგონა, თითქოს სხეულის ყველა ნაწილზე უზარმაზარი ლოდები დამკიდეს, მაგრამ მალე ეს გრძნობა გაუფერულდა სრულიად. სიმძიმის განსაზღვრა უკვე შეუძლებელი გახლდათ, აქ რაღაც საზარელი მიზიდულობის კანონი ამოქმედდა.
მეჩვენებოდა, რომ მე კი არა, ჩემი სხეულის ყოველი ნაწილი, ყოველი ღერი თმა, უწვრილესი ძარღვი და უჯრედი ცალ-ცალკე სადღაც მიექანებოდა ისეთი ძალით, როგორითაც მაგნიტი ლითონის ნაკუწებს მიიზიდავს. და თუმცა ეს შეგრძნება უზომოდ ძლიერი იყო, სრულიადაც არ მიშლიდა ხელს ყოველივე აღმექვა და განმეცადა. მესმოდა, ჩემს თავს რაღაც უცნაური ამბავი ტრიალებდა, სინამდვილესაც აღვიქვამდი: მახსოვდა და ვიცოდი, რომ საავადმყოფოში ვწევარ, რომ ჩემი პალატა მეორე სართულზეა და ჩემს ქვეშაც ასეთივე პალატაა, მაგრამ იმავე დროს დარწმუნებული გახლდით, მის ნაცვლად ერთი კი არა, ათი ოთახიც რომ ყოფილიყო, ათივე გზას დამითმობდა და ვერაფერი შეუშლიდა ხელს ჩემს ქვემოთკენ გაქანებას... კი, მაგრამ, საით? სადღაც, შორს, მიწისკენ უფრო ღრმად. საოცრად მომინდა იატაკზე დაწოლა, ავწრიალდი და ვცადე გავძალიანებოდი ამ გიჟურ სრბოლას.
ვგრძნობდი, რომ უცნაური მიზიდულობა სულ უფრო მატულობდა, უკვე ვუახლოვდებოდი, საცაა შევეხებოდი კიდეც იმ მაგნიტს, რომელსაც მთელი არსებით უნდა შევერთებოდი და რომელსაც უკვე ვერავითარი ძალა ვეღარ დამაშორებდა. სულ უფრო მეტ შიშსა და ძრწოლას განვიცდიდი, ჩემში შინაგანი ამბოხის ხმა იღვიძებდა და ვგრძნობდი, რომ შეუძლებელი იყო მთლიანად შევრწყმოდი მას, რაღაც უნდა გამომყოფოდა და ეს რაღაც ისეთივე ძალით ეწინააღმდეგებოდა ჩემს მიმზიდავ საგანს, როგორითაც მეორე ნახევარი მიელტვოდა. აუტანელ ტანჯვას მაყენებდა ჩემს ორ ნაწილს შორის ამგვარი ბრძოლა.
„თურმე რა ხდება! მიწა მიზიდავს ასე ძალუმად!" თავში გამიელვა. „თუმცა, მე კი არა, იმას, თავისას, დროებით რაც მომეცა. ნეტავი მიწა იზიდავს, თუ თვითონ მიელტვის მას?" და უეცრად ის, რაც აქამდე ასეთი ცხადი და გასაგები მეგონა (ანუ სიკვდილის შემდეგ მტვრად ქცევა), არაბუნებრივად და შეუძლებლად მეჩვენა.
„არა, მთლად ვერ წავალ, არ შემიძლია!" თითქმის ხმამაღლა შევყვირე, შევეცადე, როგორღაც გავთავისუფლებულიყავი, ხელიდან დავსხლტომოდი იმ ძალას, რომელიც ასე მიზიდავდა, და უეცრად ვიგრძენი შემსუბუქება. თვალი გავახილე და, რაც იმ წუთას ვიხილე, საოცარი სიცხადით დამამახსოვრდა. მარტოდმარტო ვიყავი შუა ოთახში, ხელმარჯვნივ კი მთელი მედპერსონალი რაღაცის გარშემო იდგა. უფროს ექიმს ხელები უკან ჰქონდა შემოწყობილი და დაჟინებით უმზერდა იმ რაღაცას, რასაც მე ვერ ვხედავდი მათი ზურგების მიღმა. მის გვრდით უმცროსი ფერშალი იდგა, ხელში ჟანგბადის ბალიში ეჭირა და უხერხულად იშმუშნებოდა, ჩანს, ვერ ხვდებოდა, კიდევ დამჭირდებოდა იგი თუ არა. ახალგაზრდა ექიმი საწოლთან დახრილიყო ხელით რაღაცა ეჭირა - მე მხოლოდ ბალიშის კიდეს ვხედავდი მანდ.
ამ ჯგუფის დანახვამ გამაოცა: იქ, სადაც ისინი იდგნენ, ჩემი საწოლი გახლდათ. ვერ ვხვდებოდი, რაღას უყურებდა ეს ხალხი, როცა მე უკვე იქ კი არა, ოთახის შუაგულში ვარ. ახლოს მივიწიე და შევხედე, ეს ადამიანები ასე დაჟინებით რას აცქერდებოდნენ.
საწოლზე ჩემი სხეული იწვა.
არა მგონია, შიში განმეცადა ჩემი ორეულის დანახვისას, მხოლოდ გაოცება დამეუფლა: კი, მაგრამ, როგორ? მე ხომ აქა ვარ, და იქ როგორღა ვწევარ? ოთახის შუაგულში მდგომი ჩემი თავი შევათვალიერე. დიახ, ეს მე ვიყავი, სწორედ ისეთი, როგორიც აქამდე ვყოფილვარ. საკუთარი სხეულის მოსინჯვა დავაპირე, და მარჯვენა ხელი მარცხენას შევავლე - სიცარიელეს წავაწყდი. წელისკენ წავიღე ხელი - ისევ სიცარიელე დამხვდა.
ამ უცნაურმა მოვლენამ გამაოგნა, მომინდა, ვინმეს გავერკვიე, რა ხდებოდა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და დავაპირე, ექიმისთვის მხარზე ხელის დადება, მაგრამ ვიგრძენი, რაღაც უცნაურად მივდიოდი, იატაკს არ ვეხებოდი, ჩემი ხელი კი ვერაფრით ვერ სწვდებოდა ექიმის მხარს, თუმცა იგი ორიოდე ნაბიჯზე იმყოფებოდა.
შევეცადე, მყარად დავმდგარიყავი იატაკზე, და თუმცა სხეული მემორჩილებოდა და ძირს ეშვებოდა, იატაკზე დადგომა, ისევე როგორც ექიმის მიწვდომა, ჩემთვის სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენ შორის სულ უმნიშვნელო მანძილი იყო დარჩენილი, მაგრამ მისი გადალახვა ვერაფრით ხერხდებოდა.
და უცებ რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი გამახსენდა: მომვლელი ქალი ჩემი მიქსტურის ცივად შენახვას ცდილობდა და ის წყლით სავსე დოქში ჩადგა, მაგრამ წყალი ბოთლს მაშინვე აგდებდა. მოხუცი ვერაფრით მიხვდა, რა ხდებოდა, ორ-სამჯერ ჩააბრუნა ბოთლი წყალში და თითიც კი დააჭირა, იქნებ გაჩერდესო, მაგრამ როგორც კი ხელს მოაცილებდა, ბოთლი მყისვე ზედაპირზე ამოვარდებოდა. ჩანს, ჩემთვისაც, ამ ახალ მდგომარეობაში, ჰაერი მეტისმეტად მძიმე გახლდათ. მაინც რა ხდება ჩემს თავს?
ექიმს დავუძახე, მაგრამ ატმოსფერო არ ატარებდა და არ გადასცემდა ჩემს ხმას. მივხვდი, რომ სრულიად გავემიჯნე სამყაროს, მარტოდმარტო ვარ, და პანიკურმა შიშმა მომიცვა. მართლაც, რაღაც უცნაური, გამოუთქმელი სიმმიმე ახლდა თან ჩემს მარტოობას. კაცი ტყეში დაიკარგა თუ ზღვაში იხრჩობა, ცეცხლში იწვის თუ სატუსაღოს საკანშია გამომწყვდეული, იმედს არასოდეს კარგავს, რომ მის ხმას ოდესმე გაიგებენ და მაშინ კი აუცილებლად უშველიან, იცის, რომ მისი მარტოობა მხოლოდ იმ წუთამდე გასტანს, ვიდრე ცოცხალ არსებას დაინახავს. საპყრობილეშიც კი ზედამხედველი შევა და ტუსაღს შეუძლია ხმა გასცეს, გააგებინოს, რა უნდა.
მაგრამ როდესაც გარშემო ადამიანები არიან, შენ მათ ხედავ, ლაპარაკიც გესმის, მაგრამ იცი - რაც არ უნდა მოხდეს, იმათ ვერაფერს გააგებინებ, და არავითარ შველას არ უნდა მოელოდე, ეს მართლაც მეტისმეტია. თმა ყალყზე მიდგებოდა და ვკარგავდი უკვე ცნობიერებას. ამას უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრა სჯობს, იქ ბუნება მაინც აღიქვამს შენს არსებობას, აქ კი სრულიად გამორიცხულია გარემოსთან რაიმე კონტაქტის დამყარება. და ეს ამბავი იმდენად უჩვეულოა ადამიანისთვის, ისეთი მძაფრი უმწეობის განცდა იპყრობს, რომ ამ განცდას ვერც ვერაფერს შეადარებ და ვერც სიტყვით გამოთქვამ.
ცხადია, მაშინვე არ დამიყრია ფარ-ხმალი. თავგამეტებით ვცდილობდი, ამ ადამიანების
ყურადღების მიპრობას, მაგრამ ყოველგვარი მცდელობა იწვევდა მხოლოდ სასოწარკვეთას.
„ნუთუ ვერ მხედავენ?" -
გულისტკივილით ვფიქრობდი და კვლავ ვცდილობდი, საწოლთან შეჯგუფულ ხალხთან
მიახლოებას, მაგრამ ამაოდ - არავინ ჩემ მიმართ ინტერესს არ იჩენდა. გაოცებული
ვათვალიერებდი საკუთარ თავს და არ მესმოდა, რატომ ვერ მხედავდნენ, როცა ზუსტად
ისეთი ვიყავი, როგორიც უწინ, მაგრამ თუ სხეულის ხელით შეხებას დავაპირებდი, მაშინვე
სიცარიელის შეგრძნება ჩნდებოდა. სხეულის გარეგანი ფორმა იგივე დარჩა, თუმცა
თვისებები, ჩანს, სხვაგვარი ხელშეუხები გახდა, ჰაერი კი მას იმდენად ემძიმებოდა,
რომ საგნებთან მიკარების უნარი აღარ ჰქონდა.
„ასტრალური სხეული. მგონი, ამას ასე ეწოდება, არა?" - გავიფიქრე - „კი, მაგრამ რატომ? რა დამემართა? ბოლოს და ბოლოს, მოჩვენება ხომ არა ვარ?" - დაუსრულებლად ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ვცდილობდი გამეხსენებინა, ოდესმე ხომ არ მომიკრავს ყური, რომ რაიმე ავადმყოფობა ასეთ უცნაურ ცვლილებებს იწვევდა.
- მორჩა, გათავდა, აღარაფერი ეშველება, - ხელი ჩაიქნია უმცროსმა ექიმმა და გაეცალა საწოლს, რომელზეც ჩემი მეორე „მე" იწვა. საშინლად დამწყდა გული, რომ ყველა ამ მეორე „მე"-ს დასტრიალებდა თავს, რომელსაც საერთოდ ვეღარ აღვიქვამდი და არაფრად აგდებდნენ პირველ, ნამდვილ „მე"-ს, რომელსაც ყველაფერი ესმოდა, მარტოობა ტანჯავდა და შველას ითხოვდა.
„ნუთუ ვერ დამინახავენ, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მე იქ არა ვარ?" ამ მწარე ფიქრით შეპყრობილი საწოლს მივუახლოვდი და დავხედე იმას, ვისაც, ჩემდა სავალალოდ, პალატაში თავმოყრილი ხალხი ასე დასტრიალებდა.
პირველად იმ წუთში გამიელვა აზრმა: ვაითუ, სწორედ ის შემემთხვა, რასაც ჩვენი, ცოცხალი ადამიანების ენაზე, სიკვდილი ეწოდება? ეს აზრი იმიტომ გამიჩნდა, რომ საწოლზე გაშოტილი სხეული ძალიან ჰგავდა მკვდარს - უმოძრაო, უსულო, რაღაც უცნაურად ფერმკრთალი, მაგრად მოკუმული და ოდნავ ჩალურჯებული ტუჩებით, იგი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ჩემ მიერ ნანახი უამრავი მიცვალებული გახლდათ. თითქოს უცნაურია, რომ მხოლოდ საკუთარი უმოძრაო სხეულის დანახვისას მივხვდი, რაც დამემართა, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ჩემი ასეთი მიუხვდომლობა გასაგები გახდება.
სიტყვა „სიკვდილი" ჩვენთვის მხოლოდ განადგურებასთან, სიცოცხლის დასასრულთანაა დაკავშირებული. მაგრამ როგორ უნდა მეფიქრა, მოვკვდი-მეთქი, როცა ისევ ცოცხალი ვიყავი, ვხედავდი, მესმოდა და აღვიქვამდი ყოველივეს, როგორც აქამდე, თან მოძრაობის, ფიქრისა და ლაპარაკის უნარიც უწინდებური მქონდა? ექიმის სიტყვებმაც კი, ყველაფერი დამთავრდაო, ვერ მიიქცია ჩემი ყურადღება და ვერ მიმახვედრა საქმის ნამდვილ ვითარებას, იმდენად სხვადასხვა იყო ის, რასაც მე განვიცდიდი და ის, რასაც ჩვენ სიკვდილად აღვიქვამთ.
ახალ სამყაროში ისეთივე მოვედი, როგორიც ძველიდან წავედი, ანუ თითქმის იმავე მონაცემებით, წარმოდგენებითა და ცოდნით აღჭურვილი, რაც მიწაზე ცხოვრების დროს გამაჩნდა. მაგალითად, როდესაც ყურადღების მიპყრობას ვცდილობდი, მივმართავდი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა საშუალებას: ვეძახდი, ვუახლოვდებოდი, ვცდილობდი როგორმე მივწვდომოდი ან ვინმესთვის ხელი მეკრა. ჩემი სხეულის ახალი თვისება როშ შევნიშნე, გავოცდი - მაშასადამე, ძველი წარმოდგენები დამრჩა, თორემ ხომ აღარაფერი გამაოცებდა. ჩემს სხეულსაც ვსინჯავდი ჩვეულებრივ ადამიანურად.
განვაგრძობ შემდეგ რა მოხდა. ექიმები პალატიდან გავიდნენ, ფერშლები იდგნენ და ჩემი ავადმყოფობის დეტალებზე მსჯელობდნენ, მოხუცი მომვლელი ქალი კი ხატისკენ მიბრუნდა, პირჯვარი გადაისახა და ამ შემთხვევისთვის ჩვეულებრივი წინადადება წარმოთქვა,
- ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს მას! ამის თქმა იყო და ჩემ წინ ორი ანგელოზი გამოჩნდა: ერთში ჩემი მფარველი ანგელოზი შვვიცანი, მეორე კი უცნობი გახლდათ. ხელი მომკიდეს და კედლის გავლით პირდაპირ ქუჩაში გამიყვანეს მათ.
ბინდდებოდა. წვრილი, უხმაურო თოვლი ცვიოდა. ამას კი ვხედავდი, მაგრამ ოთახისა და ეზოს ტემპერატურას შორის ვერ განვიცდიდი ვერავითარ სხვაობას. როგორც ჩანს, ასეთმა მოვლენებმა ჩემი შეცვლილი ბუნებისთვის მნიშვნელობა დაკარგა. სწრაფად მივქროდით ზევით და რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო მეტი სივრცე წინ მეშლებოდა. ბოლოს ეს სივრცე ისე გაიშალა, რომ შიში დამეუფლა - აღვიქვი თავი არარაობად. ახლა ჩემი მხედველობის თავისებურებებიც გამოჩნდა. ჯერ ერთი, ბნელოდა, მე კი სრულიად გარკვევით ვხედავდი ყველაფერს, ესე იგი, სიბნელეში ხედვის უნარი მომეცა, მეორეც, ჩემი მზერა უზარმაზარ სივრცეს სწვდებოდა, რასაც ჩვეულებრივ პირობებში ვერაფრით ვერ მოახერხებდა. თუმცა, ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი, სამაგიეროდ, კარგად ვგრძნობდი, რომ ამხელა სივრცეში მტვრის პატარა ნაწილაკივით ვიყავი ჩაკარგული და ეს ამბავი თავზარს მცემდა, მეშინოდა, რომ ჩემი არსება ჰაერის თვალუწვდენელ ოკეანეში უკვალოდ გაქრებოდა.
დროის შეგრძნება დავკარგე და არ ვიცი, რამდენ ხანს მივქროდით ზევით. უეცრად ჯერ რაღაც გაურკვეველი ხმაური მომესმა, შემდეგ კი საიდანღაც გამოცურდა და სწრაფად მოგვიახლოვდა რაღაც მახინჯი არსებების დიდი გროვა.
„ეშმაკები!" - გამიელვა და რაღაც უცნაური, ჯერ არგანცდილი ძრწოლა დამეუფლა. ეშმაკები! რა ირონიას, რა გულწრფელ სიცილს გამოიწვევდა ჩემში სულ რამდენიმე დღის, რამდენიმე საათის წინაც კი ვინმეს რომ ეთქვა, ეშმაკები ვნახეო, ან მხოლოდ რომ დაეშვა კიდეც მათი არსებობა. ამ სიტყვაში მე ადამიანის მახინჯ მიდრეკილებებსა და ვნებებს ვგულისხმობდი, ჩემთვის იგი სახელი კი არა, ტერმინი იყო, რომელიც გარკვეულ განყენებულ ცნებას გამოხატავდა. და უცებ ეს „გარკვეული განყენებული ცნება" ჩემ წინაშე წარმოსდგა! ახლაც არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ამ საშინელ არსებებში სრულიად უყოყმანოდ ამოვიცანი დემონური ძალა. ერთი რამ კი უეჭველია - ასეთი განსაზღვრება ჩემთვის სრულიად ალოგიკური გახლდათ. სხვა დროს რომ ამგვარი რამ მენახა, უსათუოდ ვიტყოდი, რაღაც უაზრო მოჩვენება და ფანტაზიის მახინჯი ახირებაა-მეთქი, მოკლედ, ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა. ამჯერად კი ეს სიტყვა ისე უცებ წამოტივტივდა, თითქოს რაღაც დიდი ხნის ნაცნობი საგანი დამენახა. ჩემი გონება საოცარი სისწრაფით მუშაობდა, და სანამ ვიტყოდი, ეშმაკები-მეთქი, იმასაც მივხვდი, რომ ამ არსებების მახინჯი გარეგნობა სინამდვილეს არ გამოხატავდა, რომ ეს ჩემს შესაშინებლად მოგონილი საძაგელი მასკარდი, სცენა გახლდათ. წუთით სიამაყის განცდა დამეუფლა, თან შემრცხვა საკუთარი თავისა და ადამის მთელი მოდგმის მაგივრად, რომ ჩვენ, ვისაც ასეთი მაღალი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, სხვა არსებები ისეთივე ხერხებით გვაშინებენ, როგორითაც ჩვენ პატარა ბავშვებს ვაშინებთ ხოლმე აქ. ეშმაკები ყოველი მხრიდან შემოგვეხვივნენ და ხმაურითა და ყიჟინით მოითხოვდნენ ჩემს თავს, ცდილობდნენ, როგორმე დავეჭირე და ხელიდან გამოვეგლიჯე ანგელოზებისთვის, მაგრამ, ჩანს, ვერ ბედავდნენ ამას. მათი წარმოუდგენელი ღრიანცელიდან, რომელიც იმდენადვე აუტანელი იყო სმენისთვის, რამდენადაც გარეგნული სახე - თვალისთვის, აქა-იქ რაღაც სიტყვების და მთელი ფრაზების გარჩევა მიხდებოდა.
მე ლოცვა გამახსენდა და დავიწყე ყველა იმ წმინდანის ხსენება, ვისი სახელიც ვიცოდი, მაგრამ ჩემი მტრები ვერც ამან შეაშინა. საბრალო უვიცს, მხოლოდ ახლა გამახსენდა ის, ვისაც ეწოდება შუამდგომელი ქრისტიანთა - ღვთისმშობელი, დედა ჩვენი მაცხოვრისა. ჩანს, ჩემი მისდამი ლოცვა იმდენად მხურვალე იყო, ჩემი სული კი იმდენად შეძრწუნებული, რომ, როგორც კი მისი სახელი წარმოვთქვი, ჩვენს ირგვლივ რაღაც თეთრი ბურუსივით გაჩნდა, რომელმაც მაშინვე დაფარა ეშმაკთა საშინელი ხროვა, მათი ღრიალი და ყაყანი კი კიდევ კარგა ხანს ჩამესმოდა, მაგრამ თანდათან სუსტდებოდა და მალე მივხვდი, რომ საშინელი დევნა გათავდა.
შიშის განცდა ისეთი ძლიერი იყო, რომ ვერც კი გავიგე, ამ დროს ფრენას განვაგრძობდით, თუ შევჩერდით, და მხოლოდ ჰაერის უსასრულო სივრცის დანახვამ მიმახვედრა, რომ მივფრინავდით კვლავ.
მალე ჩემ ზემოთ რაღაც მკვეთრი სინათლე გამოჩნდა. იგი მზის შუქს ჰგავდა, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი გახლდათ. ჩანს იქ, სადღაც, სამეფოა სინათლისა.
„ჰო, სწორედ სამეფო, მეუფება ნათლისა", - უცნაურად მივხვდი რაღაცას, ჯერ ჩემ მიერ უხილავსა და არგანცდილს, რადგან ამ სინათლეს ჩრდილი თან არ ახლავს. „კი მაგრამ, როგორ შეიძლება არსებობდეს სინათლე უჩრდილოდ? - გამიელვა თავში აზრმა.
უეცრად სწორედ ამ სინათლის სამფლობელოში შევიჭერით და მე დავბრმავდი. თვალები დავხუჭე და ხელები ავიფარე, მაგრამ ამან არ მიშველა - ჩემს ხელებს ჩრდილი არ გააჩნდა. ანდა რას დამიცავდა ასეთი უმნიშვნელო საფარველი მანდ?
„ღმერთო ჩემო, რა ხდება, რა სინათლეა? ჩემთვის ხომ ეს იგივე ბნელია. ისევე ვერაფერს ვხედავ, როგორც უკუნეთ სიბნელეშია", - შევძახე მე, ის კი დამავიწყდა, რომ ასეთი შედარება სრულიად უაზრო გახლდათ, რომ ახლა ვხედავდი სიბნელეშიაც. ამ სიბრმავის გამო ჩემში მატულობდა შიში უცნობი სამყაროსადმი და შეშფოთებით ვფიქრობდი: „რა მომელის? მალე გავივლით თუ არა ამ სინათლის ოკეანეს და აქვს თუ არა დასასრული ამას?" ყველაფერი დამთავრდა სხვაგვარად: მაღლიდან გაისმა დიდებული, ურისხველი, მაგრამ მტკიცე და მეფური ხმა,
- მზაღ არ არის!
შემდეგ... წამით შევყოვნდით და სწრაფად მიწისკენ დავიწყეთ დაქანება. მაგრამ ვიდრე იქაურობას გავეცლებოდი, კიდევ ერთი საოცარი რაღაცის გაგება მომიწია: როგორც კი მაღლიდან ეს სიტყვები გაისმა, სამყაროს ყოველი უმცირესი ნაწილაკი, ყოველი ატომი თავისი თანხმობით გამოეხმაურა ამას. თითქოს მრავალმილიონიანმა ექომ უპასუხა სმენისათვის მიუწვდომელ, მაგრამ გულისა და გონებისთვის გასაგებ ენაზე, თან ყველაფერი ეს ამ განაჩენის სრულ მიღებას აღნიშნავდა. ამ თანხმობაში ისეთი საოცარი ჰარმონია იყო, ხოლო თვით ჰარმონიაში - ისეთი გამოუთქმელი სიხარული, რომლის წინაშეც მთელი ჩვენი მიწიერი სიამენი მოწყენილ, ღრუბლიან დღესა ჰგავს. ჩემი სულიც მთელი არსებით გამოეხმაურა ამას: ერთადერთი, რაც მსურდა - ამ შესანიშნავ ჰარმონიას შევრწყმოდი და შევერთებოდი მას.
თავიდან ვერ გავიგე ამ სიტყვების ნამდვილი აზრი, ვერ მივხვდი, რომ მიწაზე უნდა დავბრუნებულიყავი და ისევ ძველებურად მეცხოვრა. მეგონა, სადღაც სხვა ქვეყანაში მივყავდი და როდესაც ჩემს ქვემოთ ნაცნობი ქალაქის მოხაზულობა დავლანდე, გაუბედავი პროტესტის გრძნობა დამეუფლა.
მალე მივაღწიეთ საავადმყოფოს შენობასაც. ისევ კედლის გავლით, დაკეტილ კარებში შევედით და ჩემი არსება სრულიად უცნობ ოთახში აღმოჩნდა. ამ ოთახში რამდენიმე შავად შეღებილი მაგიღა იდგა, ერთ-ერთზე თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული და ზედ ჩემი „მე", ანუ საკუთარი მკვდარი, გახევებული სხეული იწვა.
იქვე, მაგიდასთან, ვიღაც მოხუცი ფსალმუნს კითხულობდა და ხელში ანთებული სანთელი ეჭირა, მეორე მხარეს კი ჩემი და იჯდა, ჩანს, მას უკვე შეატყობინეს ჩემი სიკვდილი და ჩამოსვლაც მოასწრო, გვერდით ქმარი ედგა და რაღაცას ხმადაბლა ესაუბრებოდა.
- გესმა ღმრთის განაჩენი - მკითხა ჩემმა მფარეელმა ანგელოზმა, რომელიც აქამდე ჩუმად გახლდათ. მერე ჩემს მკვდარ სხეულზე მიმითითა და მითხრა, - შედი და მოემზადე მანდ!
ამის თქმა იყო და, ორივე ანგელოზი მეყსეულად გაქრა.
გარდაცვალების შემდგომი განცდების, შეგრძნებების ამგვარი აღწერა მეტად საინტერესოა გასაცნობად, მაგრამ საყურადღებოა იგი სხვა მხრიდანაც, კერძოდ, იმ თვალსაზრისითაც, რომ გამოიყოს ის, თუ რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის ჟამს. როგორც იღებენ გარკვეულ ცოდნას, ინფორმაციას კაცისთვის მნიშვნელოვან ამა თუ იმ სფეროსთან, მოვლენასთან დაკავშირებით, ასევე ყველას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის შესახებაც, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ის ამ წუთისოფლიდან გასვლისას, რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეს ასეთ დროს და საერთოდ რით ხასიათდება სულის სხეულიდან ამოსვლის გზა. ავიღოთ თუნდაც ის სიმარტოვის განცდა, რასაც სიკვდილის წინა თუ შემდგომ მდგომარეობაში მყოფნი განიცდიან, ელაპარაკებიან, ცდილობენ გააგონონ რაიმე სხვას და არავის ესმის მათი, ეძახიან ხალხს, რომელთაც ისევე აღიქვამენ, უყურებენ, როგორც მიწიერ ყოფაშია, ჰგონიათ, რომ ისინი ჩვეულებისამებრ პასუხს გასცემენ მას და უცებ მდუმარების ასეთ კედელს აწყდებიან. კიდებენ სხვას ხელს და არ იგრძნობა მათი შეხება, მიახლოება. როგორი ელდის მატარებელი უნდა იყოს ყოველივე ეს, როცა სულაც არ ელი ამას. მაგრამ თუ თავიდანვე გეცოდინება, რომ შეიძლება შენი გარდაცვალებისას მოხდეს ამგვარი რამ, ალბათ, უკვე უფრო მომზადებული შეხვდები ასეთ დაბრკოლებას, ნაკლებად დაიზაფრები ასეთ დროს აქ. ანდა გამოვყოთ, ვთქვათ, ის, რომ სიკვდილის შემდგომ ადამიანს შეუძლია გავიდეს დახურულ კარებში, კედელში დაუბრკოლებლად, ვერ იგრძნოს სიცივე, თავის სხეულის ნაწილების შეხებისას ჰქონდეს შეგრძნება სიცარიელისა. ალბათ, საიქიო ყოფის ყველა ამგვარი განცდა, შეგრძნება უნდა გამოიყოს და კაცს უნდა ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენა მათ შესახებაც, თუ რას უნდა მოელოდეს სიკვდილის ჟამს. ამგვარი მიდგომა უკვე ერთგვარი მომზადებაა ამქვეყნიდან გასვლისთვის, ამ მოვლენის უკვე სხვაგვარი აღქმა. რაც უფრო ხანში შედის ადამიანი ალბათ, უფრო და უფრო სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს ამას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა, როცა გარდაცვალების საიდუმლოს ვეხებით ენიჭება ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების, საქმიანობის შეფასებასაც. იქ, ზეციურ სამყაროში აუცილებლად მოხდება განხილვა, განსჯა იმისა, თუ რით ვცოდავდით მიწიერ სიცოცხლეში ან რა ნაკლოვანებები გაგვაჩნდა ამ სოფლად. ვცდილობდით თუ არა მათ გამოსწორებას და რა შედეგს მივაღწიეთ ამ მხრიდან, რამდენად ვინანიებდით დაშვებულ შეცდომებს და როგორ ვევედრებოდით შეწყალებას, დახმარებას უფალს. ბუნებრივია, მოხდება შეფასება იმისაც, თუ რამ კარგი ჩაგვიდენია, გაგვიკეთებია, ამასთან როგორი წარმატებული იყო ჩვენი ბრძოლა ადამიანური ვნებების მოთოკვის, სხვისადმი დახმარების კუთხიდან. ჩვენ იმგვარად ვართ მოწყობილნი, რომ ზოგჯერ ეჭვი გვეპარება, არსებობს ჯოჯოხეთი თუ არა, შესაბამისად, ვაქარწყლებთ იმქვეყნად დასჯის მომენტსაც, გვგონია, რომ სიკვდილი მარტოოდენ განთავისუფლება შეიძლება იყოს მიწიერი სიმძიმისგან, დაძაბულობისგან. ან ვფიქრობთ, რომ მიწიერი სიცოცხლის დასრულებასთან ერთად, რჩება მხოლოდ ჩვენი სხეული, შემდეგ ძვლები და დანარჩენი ფიზიკური, პიროვნული კი, აზრები, გრძნობები, მოგონებები და ა.შ. უკვალოდ გაქრება. ხან მეტად თვლიან ასე, ხან ნაკლებად, ზოგი უფრო სერიოზულად ეკიდება ამას, ზოგი ნაკლებად, ვითარებასაც გააჩნია, ხან თითქოს უფრო სჯერათ იმქვეყნიური ცხოვრების არსებობის, ხან კიდევ არა. მორწმუნესთან მეტია რწმენა სიკვდილის შემდგომ მიწიერი ცხოვრების გაგრძელებისა, ეკლესიის წიაღში სულ უფრო ღრმად შესვლასთან ერთად განმტკიცება ხდება ამისა, მაგრამ მაინც სულიერ გზაზე ისეთ წუთებს ვერავინ აცდება, როცა მაინც ეჭვი გეპარება ამ კუთხითაც. არადა, ღმერთი თუ არსებობს და საკმარისად ჩლუნგი უნდა იყო, რომ ეს ვერ შეამჩნიო, მაშინ არსებობს ზეციური ქვეყანაც. მიწაზე გალიო მრავალი წელი და ამას ვერ მიხვდე, ყველაფერთან ერთად, პრიმიტივიზმის გამოვლენაა. თუმცაღა ზოგჯერ ცნობილ, გამოჩენილ ხალხსაც მოსვლია ეს, მიწიერ ცხოვრებაში მეცნიერული, ხელოვნების თუ მოღვაწეობის სხვა კუთხით რომ გამოუმჟღავნებიათ დიდი ტალანტი, მახვილი ჭკუა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარში რომ ვერ აცდენილან მეტად მნიშვნელოვან გონებაშეზღუდვას. თუ არსებობს იმქვეყნიური სამყარო და ჩვენ ადამიანურად ეჭვი გვეპარება ამაში, შეიძლება იქ ერთნაირად იყოს მკვლელი, ავაზაკი, ქურდი, ყაჩაღი, მეძავი და ამასთან, წესიერი, პატიოსანი კაციც, ვინც სულ ცდილობდა სიკეთე გაეკეთებინა ამქვეყნად, დაეძლია თავისი ვნებები, გამოესწორებინა ესა თუ ის ნაკლოვანება. შეიძლება ერთნაირად პირნათლად წარდგნენ ისინი უფლის წინაშე, მსგავსად სასიამოვნო იყოს მათი ხვედრი იმქვეყნად.
იმაზე, რომ ეს მართლაც ასეა, მიუთითებს ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება, რაც აშკარად შეინიშნება ჩვენს მიწერი ცხოვრებაში ამქვეყნად. ადამიანის სულიერი მოღვაწეობის ერთ-ერთი მხარე აუცილებლად გულისხმობს უფლის შიშის არსებობასაც. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ცოდნისმიერად, თეორიულად ვერ ვსწავლობთ, ვერ ვიშინაგნებთ თუ რა არის ღვთისათვის სათნო და რა არა. მარტოოდენ იმის ცოდნას, რომ არსებობს ათი მცნება, ესა თუ ის ცოდვები, რომლის ჩადენასაც უნდა ვერიდოთ, ვნებები, რომლებსაც არ უნდა მივცეთ გაქანების საშუალება, უმთავრესად გარდატეხა არ მოაქვს. სანამ არ დაეცემა კაცი ამა თუ იმ ცოდვით (თუმცა, ყველა მათგანით დაცემისგან გვაშოროს უფალმა) შემდეგ კი შეიგრძნობს ამისთვის ზეციურ დასჯას, მომხდარზე მინიშნებას ხშირად მანამდე სერიოზულად ამაზე არ ფიქრობს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი არ ყოფნისო გამოსასწორებლად. ჯერ მცირედი სასჯელით მიგითითებს უფალი, თუ რა შეცდომებს უშვებ, რა გაქვს შესაცვლელი, თუ ვერ შეიგნე, ყურადღება არ მიაქციე, ამკაცრებს ყოველივე ამას, კიდევ თუ არ მოხვედი გონს და შეიძლება გამოგიგზავნოს ჭკუის სასწავლებლად მძიმე განსაცდელი, ავადმყოფობა. როცა ამას ამჩნევ და თუ ოდნავ დაკვირვებული თვალი გაქვს, ეს ადვილი დასანახია, გეშინია უკვე ჩაიდინო ესა თუ ის ცოდვა, მისცე შენს ვნებებს გაქანების საშუალება, რამეთუ იცი, რომ ამის შემდეგ ადგილი ექნება დასჯის მომენტსაც. ზოგჯერ ერთი და იგივე ცოდვით დაცემის გამო, რომელიც განსაკუთრებით არასათნოა უფლისთვის და იგი არცთუ იშვიათად ხდება, რადგან ადამიანმა რომც მოინდომოს, სურვილი ჰქონდეს უმთავრესად, უცებ მაინც ვერ სძლევს ამას, ღმერთი გამოსასწორებლად მუდმივად გვიგზავნის რაღაც სატკივარს. და როცა იმავე ცოდვით დაცემის შემდგომ სულ ამჩნევ შესაბამის დასჯასაც, უკვე გეშინია ჩაიდინო იგი, რამეთუ იცი, რომ პასუხს მიიღებ ზეციდან შესაბამისსაც. ამგვარი ზეციური მიდგომა უფლის დიდი წყალობაა, რამეთუ სხვანაირად ვერ ხდება მიზნის მიღწევა ჩვენთან. და თუ დასჯის მომენტი ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეიგრბნობა მძაფრად, თან სდევს შესაბამისი მოთქმა-ვაება, ტანჯვა, განსაცდელი, ავადმყოფობა, იმქვეყნიური ცხოვრება რა ვითომ სხვანაირად წარიმართება? შევიდა კაცი სხვის ბინაში გასაქურდად და ამ დროს ან ვთქვათ, ყაჩაღობისას დაიღუპა, იმქვეყნიურ სამყაროსთან შეხვედრა რა მხოლოდ სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება მასთან!
ის, რომ მიწიერი სიცოცხლის დასრულების შემდგომ, როდესღაც ხდება ადამიანის იმქვეყნიური ცხოვრების განსჯა დასტურდება როგორც მართლმადიდებლური, ისე სხვა ლიტერატურული, სამეცნიერო წყაროებიდან, რომლებიც გარდაცვალების თემას შეეხება და სადაც აღწერილია სხვადასხვა ცხოვრებისეული ფაქტი, შემთხვევა. რაიმონდ მოუდის წიგნში „სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ" კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაგამოვლილთა მოგონებებში ვხვდებით შემდეგი ეპიზოდების აღწერას. ისინი ამ მდგომარეობის რაღაც მონაკვეთში იწყებდნენ წარსულ ცხოვრებისეულ მომენტთა გახსენებას. მათი თვალთხედვის არეში ჩნდებოდა რაღაც „მანათობელი არსება" და იგი უჩვენებდა ადრინდელი ცხოვრების სხვადასხვა განვლილ ეპიზოდს, სურათს, თან ერთგვარად განიხილავდა, აანალიზებდა ყოველივე ამას. ეს, როგორც წიგნშია აღწერილი, ხდებოდა უჩვეულო სიჩქარით და თუ ჩვენი დროის საზომით მივუდგებით, მოგონებები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს სწრაფად. გახსენება გახლდათ მეყსეული, წარსულის ყველა სურათი აღიქმებოდა ერთდროულად და ადამიანი ახერხებდა გარკვეული მჭვრეტელობითი მზერით ყველაფერი მოეცვა ერთად. და მიუხედავად სიცხადისა, თითოეული, ვისაც მოუწია ამის გადატანა, აღნიშნავს, რომ მთელი წარსულის მიმოხილვა მიწიერი დროის განზომილებით მოხდა წამიერად. უნდა ითქვას, ეს მიმოხილვა მიმდინარეობდა ეკრანზე, რომ მონაცვლეობით გამოჩნდებოდა ხოლმე ხილული ხატები იმგვარად და მიუხედავად მისი სიჩქარისა, ახასიათებდა სიცხადე, რეალურობა. სურათები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ თითოეული ამასთან სწრაფად იცნობოდა და აღიქმებოდა. ის ემოციებიც და გრძნობებიც, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ სურათებთან, ხელახლა განიცდებოდა ადამიანის მხრიდან, როცა კი ის მათ უყურებდა.
ზოგიერთი იხსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ესმით თუ როგორ მოხდა ეს, წარსულის მიმოხილვა ყველაფერს მოიცავდა, რაც კი იყო ცხოვრებაში მასთან, დაწყებული წვრილმანი მომენტებიდან, დამთავრებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანითაც. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ძირითადად ხედავდნენ ყველაზე გამორჩეულ მომენტებს თავიანთი ცხოვრებისა. ნაწილი კი აღნიშნავდა, რომ იხსენებდნენ საკუთარი ცხოვრების მოვლენების წვრილმან დეტალებსაც. „უცებ თვალწინ წარსულის სურათები ამიკიაფდა, იხსენებს ერთ-ერთი მათთგანი, ეს რა არის? გავიფიქრე და უცებ უკვე ჩემს ბავშვობაში ვარ. შემდეგ თითქოს წლები ერთმანეთს ცვლიდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში დღემდე ადრეული პატარაობიდან. იყო მეტად გასაკვირი, როცა ჩემ თვალწინ გაჩნდა ასეთი რამ. ვარ პატარა გოგონა, ჩვენი სახლის მახლობლად მოთამაშე რუსთან, შემდეგ გაჩნდა სხვა სცენებიც იმავე ხანისა, განცდები ჩემ დასთან დაკავშირებითაც, ჩვენი მეზობლები და ნაცნობი ადგილები, სადაც კი ყოფნა მიხდებოდა. შემდეგ აღმოვჩნდი საბავშვო ბაღში და გამახსენდა ის დრო, როცა მქონდა მარტოოდენ ერთი სათამაშო, რომელიც მე მართლაცდა მიყვარდა, როგორ გავტეხე ის და შემდეგ კი ვტიროდი დიდხანს. ჩემთვის ეს მართლაც მძიმე გადასატანი გახლდათ, სურათები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და თვალწინ მთელი განვლილი ცხოვრება ჩანდა, შემდეგ გამახსენდა როგორ ვიყავი გოგონათა ჯგუფში და გავემგზავრე ბანაკში, სხვა რამეც მომაგონდა დაწყებით სკოლაში გატარებულ წლებთან დაკავშირებითაც.
შემდეგ გამახსენდა უფროსი კლასების ხანა, როგორ მერგო პატივი, ავერჩიეთ სკოლის სამეცნიერო საზოგადოებაში. ასევე გაიარა მთელი უფროსი კლასების პერიოდმა, დამთავრებამ სკოლისა, ინსტიტუგის პირველმა წლებმა. ის სცენები, რომლებიც ჩემ წინ ცოცხლდებოდა, ჩნდებოდა იმ თანმიმდევრობით, როგორც მას ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა, ისინი იყო მეტად ცოცხალი. თითქოსდა მას გვერდიდან უყურებო და აღიქვამო სამგანზომილებიან სივრცეში, თანაც კიდევ, ფერშიც ლამაზად. სურათები იყო მოძრავი, მაგალითად, როცა სათამაშო გამიტყდა, ვუმზერდი ყველა ჩემს მოძრაობას და ეს სულ სხვაგვარად იყო, ვიდრე იმ წარსულ დროში აღვიქვამდი ამას, თითქოსდა პატარა გოგონა, ვისაც მაშინ ვუკვირდებოდი, როგორც კინოშია, სხვა ვინმე გახლდათ. ვიღაც პატარა ერთობაო სათამაშო მოედანზე ბავშვებთან და მაინც იგი მე ვიყავ.
აღსანიშნავია ის, რომ წარსული სცენების გახსენება რაიმონდ მოუდის წიგნში მანათობელ არსებასთან არის დაკავშირებული, რომელსაც რაღაც ეტაპზე კლინიკურ მდგომარეობაში მყოფნი ხვდებიან. მანამდე ფიქსირდება სხვა სახის განცდებიც, ბევრთან სიამოვნების და სიმშვიდისა, ესმით სხვადასხვა ხმები, ზოგჯერ მეტად უსიამოვნო, მოძრაობენ დიდი სიჩქარით რაღაც სივრცეში, რომელსაც ზოგი გვირაბს უწოდებს, ზოგი ჭას, ცილინდრს და მათ მსგავს, ხვდებიან გარდაცვლილ ადამიანებს, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი და გამოსაყოფი მაინც ურთიერთობაა ამ მანათობელ არსებასთან. იგი მთელ რიგ შემთხვევებში მართავს კიდევაც წარსული სურათების გახსენებასა, ის გაქრა როგორც კი გამოჩნდა ცხოვრებისეული სცენები, იხსენებს ერთ-ერთი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი, მაგრამ მე მაინც ვიცოდი, რომ სულ ჩემ გვერდით გახლდათ, განვიცდიდი მის არსებობას, იგი წარმართავდა ამ ჩვენებას და გამოყოფდა ზოგიერთ მოვლენას, ფაქტს. თითოეულ მათგანში ცდილობდა რაღაცაზე ყურადღების მიქცევას, ირჩევდა გარკვეულ სცენებს და მიჩვენებდა მათ, რათა ისინი გამეხსენებინა, ხელმეორედ აღმექვა. ხაზს უსვამდა სიყვარულის მნიშვნელობასაც. მომენტები, რომლებშიც განსაკუთრებით გამოვლინდა ეს, ჩემს დასთან დაკავშირებული გახლდათ. მე ყოველთვის ახლოს ვიყავი მასთან. ამ არსებამ მიჩვენა რამდენიმე მაგალითი, სადაც ეგოისტურად მოვექეცი მას, შემდეგ კი შემთხვევები, რომელშიც გამოვამჟღავნე ჩემი სიყვარული დასთან. ის სულ ხაზს უსვამდა სიყვარულის მნიშვნელობას სხვისადმი და მიმითითებდა, რომ უნდა მომენდომებინა დავხმარებოდი ადამიანებს, საერთოდ უნდა უფრო კარგი ვყოფილიყავი ამასთან. ჩანდა, რომ მეტად იყო დაინტერესებული იმ საკითხებითაც, რაც შეეხებოდა სწავლას... მან თქვა, რომ ეს დაუსრულებელი პროცესია და იგი გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. მთელი ეს სიტუაცია მართლაც მეტად უჩვეულო გახლდათ. იქ მე ვიყავი, ვუყურებდი წარსულის სცენებს და თანაც გადავიტანე ეს ყველაფერი ნამდვილად. მაგრამ იგი მოხდა ესოდენ სწრაფად და ამასთან, საკმარისად ნელადაც, რათა შემძლებოდა აღმექვა, რასაც ვხედავდი მაშინ მანდ. დარწმუნებული ვარ, რომ დროის შუალედი მეტად ხანმოკლე გახლდათ. ისე ჩანდა, რომ ჯერ სინათლე გაჩნდა, შემდეგ კი უკვე გადავიტანე ყველაფერი ის, რაც გადამხდა, შემდგომ კი ისევ სინათლე აკიაფდა, თითქოსდა ხუთ წუთზე უფრო ნაკლები გავიდა, შეიძლება 30 წამზე მეტი, არ შემიძლია ზუსტად ამის თქმა.
ცალკე გამოსაყოფია კლინიკურ მდგომარეობაში მყოფთა ის განცდები, რომლებიც მანათობელ არსებას უკავშირდება. როგორც მოუდის წიგნში ვკითხულობო, ყველაზე უჩვეულო და თან ამავე დროს ჩვეულებრივი მხარეც სიკვდილის წინა გამოცდილების შემთხვევების, ის, რაც ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ხალხზე, არის შეხვედრა მანათობელ არსებასთან. ის, როგორც აღნიშნავენ, ერთგვარი პიროვნებაა და დიდი სითბო, სიყვარული მოდის მისგან. ამასთან, განსაკუთრებულ მიზიდულობასაც განიცდის კაცი მის მიმართ. გამოჩენისთანავე მალე ეს არსება ურთიერთობას ამყარებს ხალხთან. ამ მანათობელ არსებასთან კონტაქტისას არ ესმით არც ფიზიკური ხმა და ბგერები, თან თავადაც არ პასუხობენ ამგვარად. როგორც ამტკიცებენ, აზრების უშუალო გადაცემა ხდება, მაგრამ ამასთან ცხადად, რაიმე ტყუილი ან გაუგებრობა ამ არსებისადმი შეუძლებელია. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ადამიანის მშობლიურ ენაზე წარიმართება, ამიტომაც ყველაფერი კარგად ესმით და აღიქვამენ სწრაფად. ეს არსება შეხვედრისთანავე კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფს მაშინვე გადასცემს გარკვეულ აზრს და ხალხი, ვინც ეს განიცადა, ასახელებს მის მიერ დასმულ სხვადასხვა კითხვას: „გარდაცვალებისთვის, სიკვდილისთვის ხარ კი შენ მზად?", „რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, რა შეგიძლია მიჩვენო მე აქ?", „შენს მიწიერ ცხოვრებაში, ყოფაში რა არის გამოსაყოფი, მნიშვნელოვანი?".
ერთ-ერთმა დაასახელა მანათობელი არსებისგან დასმული ასეთი კითხვა: განვლილი სიცოცხლე განა დახარჯულ დროდ ღირდა, ანუ თვლიდა თუ არა ის, რომ გასული წლები გატარებულ იქნა არა ამაოდ, ფუჭად, იმ თვალსაზრისით, რასაც ეს უჩვეულო მდგომარეობა მას კარნახობდა. ამავე დროს ყველა აღნიშნავდა, რომ ეს კითხვა ესოდენ ღრმა და დასკვნის გამკეთებელი, შემაჯამებელი არსებითისა, ყოველგვარი განკითხვის გარეშე ისმებოდა. ყველა თანხმდებოდა, რომ არც ბრალდება და არც მუქარა ამ დროს არ ისმოდა, თითოეული ყოვლისმომცველ სიყვარულს განიცდიდა, მხარდაჭერას, რომელიც ამ არსებისგან მოდიოდა, მიუხედავად იმისა, თუ კითხვებზე პასუხი როგორი გახლდათ. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს კითხვები კაცს თავის განვლილ გზაზე უფრო მეტად აფიქრებდა, მას გულახდილობისკენ უბიძგებდა. ეს არსება ხაზს უსვამდა იმასაც, რომ საჭირო იყო ხალხის დახმარება, პიროვნულად უფრო კარგად გახდომის მონდომება, მცდელობა ცოდნის შეძენისა.
აღსანიშნავია ის, რომ მანათობელ არსებასთან და საერთოდ იმქვეყნიურ გამოცდილებასთან, განცდებთან დაკავშირებით საკმარისად ფრთხილია მართლმადიდებელ მოღვაწეთა დამოკიდებულება, მას ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად არ ენდობიან. საკითხი დგას ამგვარად, ის, რასაც ასეთ დროს ადამიანი განიცდის, აღიქვამს, ყველაფერი განა რეალური საფუძვლის მქონეა, ყველაფერი ღვთაებრივი ნიშნით აღბეჭდილია? ეკლესია უშვებს მეორე ღვთის საწინააღმდეგო, უარყოფითი, ბოროტი ძალის არსებობასაც, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ პროცესებზე, განცდებზე ახდენს ზემოქმედებას. იგი ზოგჯერ ახელებს კაცის წარმოდგენას და მას სხვადასხვა სურათებს წარმოუსახავს. მართლმადიდებლური მიდგომა ამგვარია, ხომ შეიძლება სიკვდილის წინარე მდგომარეობის სურათები იყოს დემონური ხილვის გათამაშება. სასულიერო ლიტერატურაში მრავალი შემთხვევაა აღწერილი, როგორ უჩვენებს ღვთის საწინააღმდეგო ძალა ბერებს, მონაზვნებს, უბრალო ერისკაცებს, ისე, რომ მათ ვისგან მოდის ეს, არ იციან, მოჩვენებითი სასუფევლის ნეტარ, წარმტაც სურათებს, მშვენიერებას, ეცხადებათ ზოგჯერ მაცხოვრის, წმინდანების, ანგელოზების სახითაც, ვითომდა უბიძგებთ მოიპოვონ სხვადასხვა ქრისტიანული სათნოება, ილოცონ, იმარხულონ, გამოავლინონ სიყვარული მოყვასის მიმართ, იცხოვრონ რაც შეიძლება სათნოდ, ეკლესიურად. მაგრამ ამასთან, ეს დემონური ძალა კაცს დიდ წარმოდგენას უქმნის საკუთარი თავის მიმართ და ამით ხიბლის მდგომარეობაში აგდებს მას. ათონის მთის მკვიდრთ სხვადასხვა სახის ჩვენებებთან, ხილვებთან დაკავშირებით ასეთი დაუწერელი კანონი აქვთ, არც უარყონ და არც მიიღონ, უბრალოდ გვერდი აუაროს მათ. ჩვენება შეიძლება უფლის მიერი გახლდეთ და მისი შინაარსის უარყოფა უპატივცემულობის გამოვლენა აღმოჩნდეს უზენაესის მიმართ, მაგრამ ამასთან, ის შეიძლება დემონური გათამაშების შედეგიც იყოს და მაშინ მისადმი გამოჩენილმა ნდობამ კაცი ჩააგდოს ბოროტი ძალის კლანჭებში. ამიტომაც ეკლესიური მიდგომა ასეთია: სიმდაბლის გამოჩენით არ ვენდოთ საკუთარ თავს და ჩავთვალოთ, რომ ვერ ხელგვეწიფება ხილვის, ჩვენების ჭეშმარიტი ბუნების, წარმომავლობის განსაზღვრა.
ასეთი ფრთხილი დამოკიდებულებისადმი მოგვიწოდებს ეკლესია სიკვდილის წინა გამოცდილების მიმართაც. სხვადასხვა ლიტერატურულ, განსაკუთრებით არამართლმადიდებლურ წყაროებში აღწერილ მის გამოვლინებებს, ეპიზოდებს შეიძლება გავეცნოთ. რაღაც-რაღაცეები გავითვალისწინოთ მათგან, მაგრამ ამავე დროს სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ყოველივე ამისადმი დაკავშირებითაც. მანათობელი არსება დიდ სიყვარულს, სითბოს ამჟღავნებს ადამიანის მიმართ. ამასთან დაკავშირებით კი, ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე სერაფიმე როუზი აღნიშნავს: „სპირიტიზმის ერთ-ერთი კლასიკური ნაშრომი მიუთითებს, რომ ეს სწავლება ყოველთვის, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში თანხმობაში მოდის მაღალ მორალურ, ზნეობრივ, დაშვებებთან, წესებთან. რწმენასთან დაკავშირებით ის სულ გახსნილია, გამოხატავს მისადმი პატივისცემას, მაგრამ არცთუ ისე ინტერესდება იმ ინტელექტუალური ნორმებით, რომლებიც ესოდენ დიდ ყურადღებას იქცევდა „ეკლესიის მამათა". როგორც სერაფიმე როუზი ამბობს: „გასაღები, ცენტრალური დოქტრინა სპირიტული სწავლების სიყვარულის გამოვლინებაა, სულებისგან სპირიტები იღებენ „ღირსშესანიშნავ სწავლებას, რომელიც ავალებს მათ მისიონერულ საქმიანობას, მოღვაწეობას „სწავლების გასავრცელებლად". ასეთ ხალხს შთააგონებენ, რომ სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე ნამდვილად გრძელდება, სრულყოფილი სულები კი კარგავენ პიროვნულ შეზღუღულობას, ხდებიან შედარებით გავლენიანნი და უფრო და უფრო ივსებიან „ნიშნით სინათლისა". „ჩვენ არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, - წერს სერაფიმე როუზი, რომ სიკვდილის წინა მდგომარეობის შემთხვევების, „მანათობელი არსება", ვისაც არ გააჩნია რაიმე ხილული ფორმა, ვინც იწეევს საუბარმი სულს, უჩვენებს „წინარე სურათებს თავის წარსულისა" გახლავთ ანგელოზი, მეგზური იმქვეყნიური ცხოვრებისა. არა ყველა არსება, რომელიც ჩნდება ანგელოზის სახით, არის მართლაცდა ასეთი, რამეთუ ხშირად თვით სატანაც კი იერს იღებს უფლის მსახურისა" (2 კორ. 11,14)... „მანათობელ არსებასთან" დაკავშირებით შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს კაცს, ვინც ეცხადება ხალხს, იმათ, ვინც არაფერი იცის ავსულთა ვერაგობის შესახებ, დემონური ხრიკების მზაკვრობისა".
ის სიფრთხილე, რასაც მართლმადიდებლური სარწმუნოება იჩენს სხვადასხვა სახის ჩვენებათა, როგორც ჩვეულებრივი ცხოვრებისეული, ისე სიკვდილის წინარე მდგომარეობის მიმართ, სრულიად გამართლებულია, რამეთუ იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ ყველა სახის ხილვას, ნამდვილად დაუშვებელია. სპირიტული მოძღვრება ეკლესიის მხრიდან, ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიჩნეულია დემონურ სწავლებად, იგი კი ერთი შეხედვით მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, მისიონერული საქმიანობისკენ, რწმენის, სათნოებათა განმტკიცებისკენ ანუ დადებითზე ამახვილებს ყურადღებას. კომუნისტები რა უარყოფითი ძალის წარმომადგენლებიც იყვნენ, ყველას კარგად მოეხსენება, გარეგნულად კი ისინი „ქადაგებდნენ" ძმობას, ერთობას, სამართლიანობას, თანასწორობას. ეშმაკი რომ თავისი ნამდვილი სახით გვეცხადებოდეს, მის მიერ ჩვენში აღძრული აბრები, ემოციები, ჩვენებები რომ სულ ცოდვისმიერი, ბოროტისეული გახლდეთ, მაშინ ყველა მიხვდება ამას და განეშორება მას. ამიტომაც მოდის იგი ხშირად „სინათლის ანგელოზის" სახით და ადამიანი ცდომილებაში შეჰყავს.
რ. მოუდის წიგნში „სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ" აღწერილი სიკვდილის წინა მდგომარეობა, თავისი არსით მეტად საინტერესო, წარმტაცია. სიყვარულის, სითბოს გამოჩენის, ცოდნის მიღებისკენ და ა.შ. მოწოდება, რაც ამ დროს გაისმის, ყვედრების, მუქარის გარეშე წარსულის სურათების გახსენება, ჩვენება არცთუ მთლიანად ემთხვევა მართლმადიდებლურ მიდგომას იმქვეყნიური ცხოვრების მიმართ. წმიდა წერილი განგვიმარგავს „ვინც უყვარს, მას სჯის, ცემს ყველა თავის შვილს, ვისაც იღებს". თუ მკვლელი, ავაზაკი, ქურდი, მეძავი გარდაიცვლება, როგორ შეიძლება ვიფიქროთ დიდი სიყვარულით, სითბოთი მოეპყრობიან იმქვეყნად მათ. ყოველგვარი მუქარის, საყვედურის გარეშე აგრძნობინებენ, რომ არასწორად იქცეოდა და სამუდამო ნეტარებაში გაუშვებენ ამათ. რბილად რომ ვთქვათ, ძნელი წარმოსადგენია ზეციურ სამყაროში მოხდეს ასეთი რამ. თუ აქ იგრძნობა მკაცრი დასჯა, ჩვენი უფლისმიერი აღზრდა და თუ ოდნავ დაკვირვებული თვალი გაქვს, კარგად ამჩნევ ამას, იქ რა ამ კუთხით განსხვავებული სურათი დაგვხვდება. ამიტომაც ეკლესიური სიბრძნე მიგვითითებს, რომ ჩვენ როცა საჭიროა შეიძლება გავეცნოთ, გავითვალისწინოთ ის გარკვეული ცოდნა, გამოცდილება, რომელიც გვხვდება ამა თუ იმ არამართლმადიდებლური წყაროს მხრიდან, მაგრამ ამასთან დიდი სიფრთხილით, შერჩევით უნდა მოვეკიდოთ ამ დროს მიღებულ სხვადასხვა ცნობას, არ მივიღოთ უპირობოდ ყოველივე ის, რაც იქ წერია, რამეთუ ბოროტი ძალის ზემოქმედება ვრცელდება ამ კუთხითაც.
რ. მოუდის წიგნის გაცნობას თავისი დადებითი მხარეები აქვს. იგი უფრო მეტად აფიქრებს კაცს სიკვდილის შემდგომ ყოფაზე, უმტკიცებს ამ მხრივ რწმენას, უღვივებს მას. აცნობს თუ რას უნდა მოველოდეთ ასეთ დროს, რა ეტაპები შეიძლება გარდაცვალების შემდგომ გაიაროს სულმა, რას შეიძლება განიცდიდეს იგი, რა შეგრძნებები ჰქონდეს მას, მაგრამ ამასთან, ბოლომდე ნდობა ყველაფერ იმისა, რაც იქ წერია, აღწერილია, გაუმართლებელია.
მართლმადიდებლური დაშვებით გარდაცვალების შემდგომ ადამიანის სული საზვერეებს გადის, სადაც მას სხვადასხვა ცოდვებისთვის პასუხი მოეკითხება. წმ. თეოფანე დაყუდებული აღნიშნავს: იმქვეყნად წასულები მალევე იწყებენ საზვერეებში გადანაცვლებისთვის ბრძოლას, აქ ჩემს დას დახმარება დასჭირდება ჩვენ რომ შეგვეძლოს, გავიგონებდით - „დამეხმარეთ" - მის გოდებას. აი, რას უნდა მიექცეს მთელი ყურადღება, სად უნდა გამოვლინდეს ჩვენი სიყვარული მის მიმართ, ვფიქრობ, მიცვალებულის ყეელაზე დიდი დაფასება იქნება, თუ თქვენ სულის სხეულიდან გამოსვლის მომენტიდან სხვას მიანდობთ მის სხეულბე ზრუნვას, თავად კი განმარტოვდებით, სადაც კი შესაძლებელია და დაიწყებთ მისი მოსახსენიებელი ლოცვების კითხვას, რათა სულს დახმარება გაეწიოს ახალი მდგომარეობით მოტანილ სირთულეებთან ბრძოლისას".
ოცდაერთი საზვერე არსებობს, სადაც ბოროტი სულები კაცის განვლილი ცხოვრების შეცოდებებს წარმოადგენენ, ზოგს მართალს, ზოგსაც კი ტყუილსა. ეს საზვერეებია: ცილისწამების, მრისხანების, ამპარტავნების, მრუშობის, ბილწსიტყვაობის, სიმთვრალის და სხვა. ნეტარი თეოდორა, წმიდა ბასილი ახლის სულიერი შვილი, ამგვარად აღწერს თავისი გარდაცვალების შემდგომ ხანას: ამ დროს ნათლმოსილმა ანგელოზებმა ხელში ამიყვანეს და ჩემი სული ზეცისკენ წავიდა. მოვიხედე უკან და უძრავად, უსულოდ, უგრძნობად მდებარე საკუთარი სხეული დავინახე ისე, როგორც ტანისამოსი გაიხადოს კაცმა, დააგდოს და ყურება დაუწყოს მას. როცა ანგელოზებს ხელში ვეჭირე, ბოროტი სულნი მოვიდნენ და თქვეს: ჩვენ მრავალი ცოდვა ვიცით მისი და ამისთვის პასუხს ვითხოვთ მისგან. პასუხად კი ანგელოზებმა ყველა ის კეთილი საქმე წარუდგინეს, რაც კი ოდესმე ჩამიდენია. მაგალითად, ღარიბისათვის პური მიმიწოდებია, მწყურვალისათვის წყალი, სნეული და საპყრობილეში მყოფნი მომინახულებია, ეკლესიაში ერთგულად მივლია, უცხოსთვის მოსასვენებლად სახლში ბინა დამითმია, კანდელში ზეთი ჩამისხამს, ეკლესიისთვის საკმეველი შემიწირია, მტრად გადაკიდებულნი შემირიგებია, ანუ ცრემლი მიფრქვევია, უსიამოვნება მოთმინებით გადამიტანია, უცხოთათვის ფეხი დამიბანია, მცირედმორწმუნენი სარწმუნოებაში გამიძლიერებია, ცოდვისაგან ვიღაც გადამირჩენია, სხვისი უბედურება და განსაცდელი მწყენია, შევწუხებულვარ მათთვის, სიკეთე არ დამიშურებია, უფლისთვის მრავალჯერ თაყვანი მიცია, ხორცის და სულის დათრგუნვისთვის მიმარხულია, არ მიყურებია უსარგებლო სანახაობისთვის და უქმი ლაპარაკისთვის, ცილისწამებისთვის, სიცრუისთვის თავი ამირიდებია. ყველა ეს კეთილი საქმე ანგელოზებმა ჩემი ცოდვების სანაცვლოდ წარმოადგინეს მათ გასაუქმებლად. ეს ასეც მოხდა; ბოროტი სულები კი მრისხანებდნენ და ჩემი მოტაცება, უფსკრულში ჩაგდება უნდოდათ. წმიდა ბასილი გამოჩნდა და ანგელოზებს მიმართა: „ამ სულმა მრავალი სამსახური გამიწია, მომიარა უძლურების, მოხუცებულობის ჟამს, ვილოცე მისთვის და უფალმა მოიღო ეს მოწყალება". მისცა მათ რაღაც ყუთი და უთხრა: „საზვერეების, ჰაერის მცველთა განსვლისას მზაკვარ და ბოროტ სულებს პასუხი მიეცით აქედან, ამით გამოიხსენითო მისი სული დემონთაგან. მოძღვრისგან მიცემულ ყუთში ნათქვამი აღსარებები და ამ დროს მღვდლის მიერ წაკითხული შენდობის ლოცვა იგულისხმება, რის გამოც იმ ცოდვებზე, რომლებიც მონანიებული აქვთ, ბოროტი სულები საზვერეებში კაცს ვეღარ ეკიდებიან. ავსულები ხედავდნენ რა ამას, დიდხანს იყვნენ ჩუმად, ბოლოს უცბად ღრიალი და ყვირილი მორთეს: „ვაი ჩვენ და რომ ვიშრომეთ მისი დევნით ტყუილად, იმის გამოძიებით თუ სად და როგორ სცოდავდა იგი". სთქვეს ეს და გაქრნენ იმავ წამს. შემდეგ ისევ გამოცხადდა წმ. ბასილი და მრავალი სხვა კეთილსურნელოვანი ყუთი მოიტანა. თან ისინი ანგელოზებს გადასცა".
ზოგს შეიძლება მკაცრი მოეჩვენოს მართლმადიდებლური სწავლება სულის გარდაცვალების შემდგომი პერიოდისა, კერძოდ, დაშვება საზვერეების არსებობისა, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ეს ლოგიკური და გამართლებულია, თუნდაც მიწიერი ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც. როცა კაცს აპატიმრებენ, ატუსაღებენ ქურდობისათვის, მკვლელობისთვის თუ სხვა დანაშაულისთვის, სვამენ ციხეში, ადვილია განა იქ წლების გატარება, ზოგჯერ სიცოცხლის ბოლომდეც კი იქ ყოფნა, განა დიდი სიმწარის, ტანჯვის განმაცდეველი არ არის ყოველივე ესა. ამასთან, იგრძნობა უფლისმიერი დასჯაც და თუ აქ ასე მკაცრად მოეთხოვება პასუხი ადამიანს ჩადენილი დანაშაულისთვის, ცოდვებისთვის, დაშვებული შეცდომებისთვის, იქ რა ზეციურ სამყაროში უნდა ველოდოთ ვითომდა სხვა სურათს, განა მხოლოდ სითბოთი და გაგებით იქნება ჩვენი მოღვაწეობის, საქმიანობის მოკითხვა. რა თქმა უნდა, ძნელია ამის დაშვება, როცა ჩვენ მიწიერ, ამქვეყნიურ ყოფაზე, არსებობაზე დაკვირვება სულ სხვა კუთხით გვახედებს ყოველივე ამას.
უნდა ითქვას, რომ ეკლესიური დაშვებით ჩვენ ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლო წუთამდე
გვაქვს შესაძლებლობა, მოვინანიოთ ცოდვები, მცდარი ცხოვრებისეული ნაბიჯები და
წარვდგეთ სულიერად განწმენდილები უფალთან. აქ მონანიებული ცოდვები კი
იქ უკვე აღარ მოგვეკითხება. იმაზე თუ რამდენად უმსუბუქებს მდგომარეობას მღვდელთან
ნათქვამი აღსარება კაცს, უხსნის მას ბევრ სულიერ, ფსიქოლოგიურ პრობლემას მიუთითებს
თუნდაც ის შეგრძნებები, რომლებიც გვეუფლება სინანულის საიდუმლოს აღსრულებისას. დიდი
ათონელი ბერი მამა პაიბი აღნიშნავს: „არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო, ის მეტად დიდი
რამაა. სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს მასზე დემონთა ძალაუფლებას. იმდენად
დიდი ცვლილებები შეიმჩნევა სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს
ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამღე და მის შემდგომაც. მაშინ
დაინახავს, განსხვავება როგორი დიდი და აშკარაა. როდესაც სინანულის საიდუმლომდე
სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ. აღსარების შემდეგ სულ
სხვა სურათია - მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს".
ხმირად აღსარების შემდეგ, არა მხოლოდ სულიერად გრძნობენ შვებას, დამშვიდებას, უბრუნდებათ რწმენა, იმედი ღვთისა, განცდა აქვთ სიხარულისა, არამედ ფიზიკურადაც კი შეიგრძნობენ სინანულის საიდუმლოთი მოტანილ დიდ მადლს. გრძნობენ სიმსუბუქეს სხეულში, განთავისუფლებას დაძაბვის, შებოჭვის შეგრძნებებისგან, თითქოს რაღაც მძიმე ლოდი ჩამოეხსნათო ზურგიდან. უფრო მსუბუქი გახდაო წონა სხეულისა.
ის, თუ რა დიდ მნიმვნელობას ანიჭებენ სინანულის საიდუმლოს ზეციურ სამყაროში, როგორ ათავისუფლებს იგი ადამიანს ბოროტი ძალის ზეგავლენისაგან და ამის გამო უფალმა შეიძლება სასწაულიც კი მოახდინოს, ამაზე მიუთითებს ერთი მეტად საინტერესო შემთხვევა. ერთ-ერთი ეკლესიური ქალბატონი იხსენებს: 10-11 წლის წინ მოსკოვში თავისი კეთილშობილური ცხოვრებითა და ლოცვით გამორჩეულ, ცნობილი სასულიერო პირის, მამა იოანეს (კედროვი) სულიერ შვილს დიდი განცდები და მღელვარება ჰქონდა, რამაც მას სულიერი სიმშვიდე დააკარგვინა. ამ მდგომარეობაში მყოფმა გადაწყვიტა მამა იოანესთან მისულიყო, რათა ნუგეში ლოცვასა და წმიდა ნაწილების ზიარებაში ეპოვა, მითუმეტეს, რომ იტანჯებოდა არა მხოლოდ მორალურად, არამედ ძილიც დაკარგული ჰქონდა, მაშინ როცა იმყოფებოდა სახელმწიფო სამსახურში და თავისი სპეციალობის მიხედვით სხვადასხვა მძიმე მოვალეობას ასრულებდა. მან თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანა, მაგრამ აღსარების დროს ცრუ სირცხვილის გამო არ აღიარა ერთი ცოდვა, რომელიც მას განსაკუთრებით სტანჯავდა.
ზიარების შემდგომ მან არა მხოლოდ ნუგეში ვერ ჰპოვა, არამედ უსასოობაშიც კი ჩავარდა. დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ის დიდი ცოდვილია და თავისი ცოდვის დამალვის გამო სინდისი სტანჯავდა. მის გატანჯულ გულს ახალი ძალით დაუწყო წვალება ყველა განცდამ და პირადმა სადარდებელმა და აქ პირველად დაებადა აზრი თვითმკვლელობის შესახებაც.
რა თქმა უნდა, აქ საქმე ადამიანთა მოდგმის მტრის ჩარევის გარეშე არ წასულა, რომელიც თავისი მომაკვდინებელი ძალდატანებით მოქმედებს და საბრალოში აზრი თვითმკვლელობის შესახებ საბოლოოდ მომწიფდა. როდესაც მან ამის შესახებ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ განზრახვის სისრულეში მოყვანა უფრო წარმატებით რა გზით შეიძლებოდა.
გოგონა ადგილობრივი რკინიგზის ხაზის მახლობლად ცხოვრობდა და მისი ბინის შორიახლოს ლიანდაგებზე გადასასვლვლი შლაგბაუმი იყო მოთავსებული, რომლის ახლოსაც დარაჯი ქალის ჯიხური იდგა. გოგონა ადგილმდებარეობის გასაცნობად გაემართა და აღმოაჩინა, რომ ჯიხური გადასასვლელის მარცხენა მხარეს გახლდათ, ხოლო მარჯვნივ კი მას საჭიროების შემთხვევაში ნავთის ფარანი უნათებდა. დარაჯი მატარებლის ჩავლისას ფარნის გვერდზე დგებოდა, ხოლო ჯიხურიდან კი სქელი ჩრდილი ეცემოდა, ისე რომ იქ წინასწარ სრულიად შეუმჩნევლად დამალვა შესაძლებელი იყო. თუ უცბად გამოიქცეოდი და მიმავალ მატარებელს ჩაუვარდებოდი, დარაჯი ვერ შეძლებდა ამაში ხელის შეშლას. მან გადაწყვიტა მეორე დღეს სწორედ ამგვარად მოქცეულიყო, როცა შუაღამის შემდეგ ღამის მატარებელი ჩაივლიდა.
როდესაც მოსაღამოვდა და უკვე საკმარისად გვიან იყო (საცოდავ გოგონას, რომელმაც მტკიცედ გადაწყვიტა თავის მოკვლა, ორი საათის სიცოცხლეღა დარჩენოდა), მის კარზე მოულოდნელად ზარი გაისმა. იგი, ფრიად დამწუხრებული იმით, რომ ასე მოულოდნელად მოვიდნენ და შეიძლებოდა განზრახვის შესრულებაში ხელი შეეშალათ, კარის გასაღებად გაემართა.
კარი რომ გააღო, ქუჩის ფარნის შუქზე ახალგაზრდა გოგონა დაინახა ბეწვის ქუდში, ზონარზე გამობმული მუფტით და ბეწვშემოვლებული მოკლე ქურქით. უცნობმა მისი გვარი დაასახელა და მის შესახებ იკითხა.
- მაპატიეთ, მაგრამ თქვენი მიღება არ შემიძლია, უკვე ძალიან გვიანაა, - დაბნეულად ამოილუღლუღა მამა იოანეს სულიერმა შვილმა.
- მე დიდხანს არ დაგაკავებთ, გთხოვთ, შემოსვლის ნება მომცეთ. თქვენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს და უნდა მომისმინოთ, - უპასუხა უცხო გოგონამ, და ამ სიტყვებით ოთახში შევიდა. აქ ახალგაზრდა გოგონამ აუხსნა, რომ იგი მამა იოანეს (კედროვის) ქალიშვილი იყო და დასძინა.
- მე ვიცი, რომ დღეს თავის მოკვლა გაქვთ გადაწყვეტილი. მისმინეთ, ამას ნუ იზამთ. თქვენი სულის მჭვუნვარე მდგომარეობა და უიმედობა იქიდან მოდის, რომ აღსარების დროს მამაჩემს მძიმე ცოდვა დაუმალეთ, რომელიც გაწვალებთ ახლა. მიდით ხვალ მამასთან, მოინანიეთ ეს ცოდვა და ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯეროთ მინდა.
ამის შემდეგ გოგონა წავიდა. მამა იოანეს სულიერი შვილი ამის მოსმენისას გაშეშდა და როგორც კი გონს მოვიდა, გოგონას კვალდაკვალ პარმაღისაკენ გაიქცა, მაგრამ ვერც იქ და ვერც ქუჩაში ვერავინ დაინახა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რას განიცდიდა საცოდავი, როცა მისი ფარული აზრი ასეთი მოულოდნელი სახით გამჟღავნებულ იქნა.
მეორე დღეს იგი მამა იოანეს სახლში ეწვია და სთხოვა, მისი აღსარება დაუყოვნებლივ მოესმინა. მოინანია რა თავისი ცოდვა, თავის სულიერ მამას მოუყვა, თუ როგორ უმადლიდა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას მის ქალიშვილს, რომელიც გუშინ გვიან საღამოს ეწვია მას და დაჟინებით ერჩია იმ ცოდვის მონანიება, რომლის ცრუ სირცხვილის გამო დაფარვა მოუხდა.
მამა იოანემ გამოიტანა დიდი ფოტოსურათი, რომელზეც მისი ოჯახი იყო გადაღებული და ჰკითხა: „თუ ამ სურათზე გამოსახული ჩემი ქალიშვილებიდან რომელი მოვიდა გუშინ საღამოს შენთან?". სულიერმა შვილმა მამა იოანეს ერთ-ერთ მათგანზე მიუთითა.
- იგი წლინახევრის წინ გარდაიცვალა, - მწუხარებით აღნიშნა მოძღვარმა.
მას შემდეგ, რაც ამთავრებს მიწიერ სიცოცხლეს, მართლმადიდებლური დაშვებით, ზეციურ სამყაროში ადამიანს საკუთარი მდგომარეობის შეცვლა თავისით უკვე აღარაფრით შეეძლია. მამა პაისი ამბობს: „როცა ადამიანი კვდება, გონს მოდის და საკუთარ თავს ეკითხება: „ეს რა ჩავიდინე, რა მომივიდა? მაგრამ ამ კითხვას უკვე სარგებლობა არ მოაქვს. მაგალითად, მთვრალი კლავს საკუთარ დედას, იცინის, მღერის, რადგანაც არ ესმის რას აკეთებს! მაგრამ როგორც კი ბახუსის ზემოქმედება გადის, იწყებს ტირილს, გოდებას, რა ჩავიდინეო, მოთქვამს. იგივე ემართება მათაც, ვინც ცოდვებით დამძიმებული ატარებს ამქვეყნიურ ყოფას. ისინიც გვანან მთვრალ ხალხს. ვერ გრძნობენ საკუთარ დანაშაულს, თუ რას აკეთებენ. მაგრამ როგორც კი ამქვეყნიდან მიდიან, თავისუფლდებიან რა მიწიერი ბანგისგან, გონს მოდიან, ეხსნებათ სულიერი თვალი და აცნობიერებენ თავის დანაშაულს. რადგანაც სული როგორც კი სხეულს შორდება, მოძრაობს, ხედავს, შეიგრძნობს ყველაფერს წარმოუდგენლად უფრო სწრაფად... ადამიანი განისჯება იმ მდგომარეობისდა მიხედვით, რომელშიც სიკვდილი ეწევა. სასჯელმისჯილი გარდაცვლილები ითხოვენ დახმარებას, მაგრამ თავად უშველონ საკუთარ თავს მათ უკვე აღარ შეუძლიათ. ისინი, ვინც ჯოჯოხეთში იმყოფება, მაცხოვრისგან ერთს ინატრებდნენ, მისცემოდათ მიწიერი ცხოვრების თუნდაც ხუთი წუთი ცოდვების მოსანანიებლად. ჩეენ ამ მიწაზე მცხოვრებლებს გვაქვს დროის მარაგი ცოდვათა, დაშვებულ შეცდომათა, ნაკლოვანებათა აღსარებაში სათქმელად მაშინ, როცა იმქეეყნად წასულებს უკვე აღარ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის ამ მხრივ შეცვლა, გაუმჯობესება. ისინი უკვე ჩვენგან ითხოვენ დახმარებას, შველას. ამიტომაც ჩვენ ვალდებულები ვართ დახმარება გავუწიოთ მათ.
მართლმადიდებლური დაშვებით, მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე უფალი მსჯავრდადებულ მაცვალებულთა სულებს საშუალებას აძლევს მიიღონ ლოცვითი ქმედითი დახმარება ამქვეყნად მცხოვრებთაგან. თუ მიწიერ სიცოცხლეში მეფის მეგობარს შეუძლია იშუამდგომლოს მის წინაშე სასჯელმისჯილის დასახმარებლად, ამგვარადვე თუ ადამიანი „ღვთის მეგობარია", შეუძლია ითხოვოს უფალთან, მისჯილთა სულების ერთი „საპატიმროდან" მეორეში, შედარებით უკეთესმი გადაყვანა, რათა ისინი ერთი საკნიდან სხვაში საცხოვრებლად უფრო მოხერხებულში მოთავსებულ იქნან. შეიძლება თხოვნა იმისთვისაც, რომ გადაყვანა მოხდეს საკნიდან რომელიღაც ოთახშიაც ან ბინაშიაც. ღმერთს სურს დაეხმაროს მიცვალებულებს, რადგან ტკივილს განიცდის მათდამი, მაგრამ არ აკეთებს ამას იმის გამო, რომ კეთილშობილება აქვს, არ უნდა, რომ მისცეს უფლება ეშმაკს, რათა მან თქვას: როგორღა უნდა იხსნა ეს ცოდვილი, როცა ის ამ კუთხით საერთოდ არ შრომობდა, საქმიანობდა? თუმცაღა უკვე მიცვალებულისთვის ლოცვისას ჩვენ ვაძლევთ უფალს ჩარევის „უფლებას". უნდა ითქვას, რომ უფრო მეტად ალბობს უფლის გულს ჩვენი ლოცვები მიცვალებულთათვის, ვიდრე ცოცხლებისათვის აღვლენილი ვედრება. ამიტომაც ჩვენმა ეკლესიამ დაადგინა საკურთხის კურთხევა, სელის მოსახსენიებელი მსახურებები, პანაშვიდის გადახდა.
მიცვალებულთა სულის საოხად ჩატარებულ მსახურებებს იმხელა ძალა აქვს, რომ მას შეუძლია ადამიანის სულის გამოხსნა ჯოჯოხეთიდან. ერთ-ერთი ეკლესიური ქალბატონი იხსენებს: „გარდაცვლილი პროფესორი, გეოლოგი სამოილოვი ჩემი შორეული ნათესავი იყო, თავისი სპეციალობით იგი ძალიან ცნობილი, შეიძლება ითქვას გამოჩენილიც კი გახლდათ. მას კარგა ხანია ვიცნობდი, მის ძმასაც, ასევე ცნობილ ფიზიოლოგ-პროფესორსაც. ორივე ძმა ძალიან განათლებული, ჭკვიანი იყო, მაგრამ, ამასთან, გამოირჩეოდა ურწმუნოებითაც.
1929 წ-ს განსვენებული პროფესორი გეოლოგი საზღვარგარეთ ფოსფატებისადმი მიძღვნილ გეოლოგთა ყრილობაზე მიემგზავრებოდა.
საღამოს იგი მეუღლესთან და მეგობართან ერთად მომავალი მოგზაურობის შესახებ მსჯელობდა. სტუმრის წასვლის შემდეგ მოულოდნელად ცუდად შეიქნა და რამდენიმე წუთში გულის შეტევის გამო სული დალია. ცოლმა ნაცნობ-მეგობრებს ტელეფონით მომხდარი ამბავი შეატყობინა.
მე მათკენ გავეშურე. გარდაცვლილის მეუღლე დარდისაგან ცოცხალ-მკედარი დამხვდა, მის საწოლზე კი შევნიშნე პატარა ხატის გამოსახულება. შევჩერდი, პირჯვარი გადავსახე მიცვალებულს და გულდამძიმებული წამოვედი უკან. ვიცოდი, რომ ეკლესიურად წესის აგების გარეშე დაკრძალავდნენ მას.
მეორე დღეს ეკლესიაში მივედი და საღამოს მსახურებაზე გადავეცი მისი სახელი სულის მოსახსენიებლად. ვიყავი დასაფლავებაზეც. ეს დასაფლავება ჩემთვის მძიმე გახლდათ. სუფევდა საზეიმო განწყობა, ბევრი მეცნიერი, სტუდენტი ესწრებოდა. კუბო გვირგვინებმი ჩაფლულიყო. დასაფლავებას ხელმძღვანელობდა გარდაცვლილის 2 ასისტენტი, მათი სახეები კარგად დამამახსოვრდა. ეს სახლში ხდებოდა.
როდესაც გარდაცვლილთან გამოთხოვების დრო დადგა, მხოლოდ მე ერთმა გადავიწერე პირჯვარი და მასაც გადავწერე, ამასთან ვგრძნობდი, რომ ასეთი საქციელი აქ თითქოსდა უადგილო გახლდათ. მაგრამ მე მასთან გამომშვიდობება არ შემეძლო სხვანაირად. ნოვოდევიჩის სასაფლაოზე არ წავსულვარ, არ მინდოდა მესმინა გარდაცვლილის საქებარი სიტყვები მისთვის ლოცვის მაგივრად.
ორი დღის შემდეგ მნიშვნელოვანი სიზმარი მესიზმრა: მაგიდას ორი ძმა პროფესორი, სიცოცხლეში ძალიან დაახლოვებულები უსხედან. და აი, მეც შევედი მათთან. მაშინ გარდაცვლილი ძმას მხარზე ხელს კიდებს, აცილებს და ეუბნება: „წადი, დაისვენე". შემდეგ მე მიბრუნდება და მავედრებელი ტონით მთხოვს მისთვის მეტად აუცილებელი და საჭირო ქაღალდის ხელში მიცემას.
მაშინვე მივხვდი, რომ იგი წესის აგებას ითხოვდა და შენდობის ლოცვის იმ ქაღალდს, რომელიც წესის აგების შემდგომ მიცვალებულს ხელში აქვს. მაგრამ ჩემთვის იმდენად ცხადი იყო მისი მტკიცე და შეუვალი ურწმუნოება, რომ ჩემი პასუხი მის მიმართ საკმაოდ ცივი გახლდათ.
- თქვენ ხომ არ გწამთ გარდაცვალების შემდგომი ცხოვრებისა, რისთვის გჭირდებათ ეს ქაღალდი მანდ? - მან მაშინვე ცოცხლად მიპასუხა:
- მე ცოცხალი ვარ, ცოცხალი, გაიგეთ, ისევე ცოცხალი, როგორც თქვენ ხართ. მომეცით ჩემი ქაღალდი, მჭირდება მე იგი აქ.
ამ დროს ოთახში ის ორი ასისტენტი შემოვიდა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ მის გასვენებას. მასთან მივიდნენ და მოწიწებით მოახსენეს, რომ შედგება მისი, როგორც გამოჩენილი პროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხდომა, იქ კი ცხოველურ უჯრედზე მისი ნაშრომების შესახებ წაკითხულ იქნება სხვადასხვა მოხსენება. ასისტენტები თანდათან უახლოვდებოდნენ, მაგრამ იგი მათ თავიდან იშორებდა და იძახდა: ჩემთვის ეს ახლა არც მნიშვნვლოვანია და არც არაფერში მჭირდება, - შემდეგ კი ისევ მე მომიბრუნდა და კვლავ მომთხოვა მისთვის საჭირო და აუცილებელი ქაღალდი მიმეცა.
აქ გამომეღვიძა. ჩემთვის სრულიად ცხადი იყო, რომ იგი დაუსწრებლად წესის აგებას ითხოვდა. მაგრამ მე ამის გაკეთების სურვილი არ მქონდა. ვფიქრობდი, რომ ეს ეკლესიური ლოცვა რახან არ შესრულდა, ეს მისი ბრალიც გახლდათ. მაგრამ პროფესორის ცოლთან მისვლა და ჩემი სიზმრის შესახებ მოყოლა, სულმოკლეობის გამო, არ მწადდა. ვიხსენებდი რა იმ ორი ასისტენტის სიტყვებს, რომ ცხოველური უჯრედის შესახებ პროფესორის შრომებბე იქნება ლაპარაკი, ვცდილობდი ამით თავი დამერწმუნებინა, რომ ჩემს სიზმარს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ ეს სიზმარი მოსვენებას მაინც არ მაძლევდა და ჩემს სულიერ მოძღვარს მოვუყევი ყველაფერი, რომლის რჩევითაც გადავწყვიტე წესის აგება და ქვრივის მონახულება. ოჯახში ყველას მოვუყევი ამ ცხოველური უჯრედის შესახებ, რომელსაც ჩემი აზრით, გეოლოგიასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
გარდაცვლილის ქვრივს მოვუყევი ჩემი სიზმარი და ვაუწყე, რომ ვაპირებდი მისი ქმრისთვის დაუსწრებლად ამეგო წესი იმ ტაძარში, სადაც ჩემი სულიერი მოძღვარი მსახურობდა. იგი ატირდა, მადლობა გადამიხადა და დამპირდა, რომ წესის აგებას დაესწრებოდა. მას აშფოთებდა ხარჯი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა უფასოდ და ძალიან კარგად, მონაწილეობით გუნდისა. მიცვალებულის სულის საოხად წაიკითხეს ლოცვა, მან მიიღო თავისი ქაღალდი, მე კი ვიგრძენი სულიერი შვება.
ამ ამბიდან თვენახევრის შემდეგ გამომიგზავნეს სამგლოვიარო კონვერტი: მოსაწვევი ბილეთით სხდომაზე, რომელიც განსვენებული პროფესორის ხსოვნას ეძღვნებოდა. წასვლა არ მინდოდა, ვინაიდან გეოლოგიაში არაფერი გამეგება, მაგრამ ქმარმა დამიყოლია. რადგან განსვენებულის ცოლს, რომელმაც მოსაწვევი გამოგვიგზავნა, შესაძლოა სწყენოდა.
წავედით პოლიტექნიკურ მუზეუმში; კედელს უზარმაზარი პორტრეტი ამშვენებდა. დაიწყო მოხსენებები. მე უყურადღებოდ ვუსმენდი, ჩემამდე ცოტა რამ თუ დადიოდა. მინდოდა გარდაცვლილისთვის მელოცა, მახსენდებოდა მისი სიტყვები, რომ მიწიერი საქმეები და ცხოვრება მას უკვე არ სჭირდებოდა. თვით ჩემი სუსტი ლოცვაც კი მისთვის უფრო საჭირო იყო. ვიდრე ის, რაც იქ ხდებოდა.
და აი, კათედრაზე ავიდა ერთ-ერთი იმ ასისტენტთაგანი, რომელიც დამესიზმრა, მას მეორეც მიჰყვა, - ისინი მეცნიერების წინაშე მისი დამსახურების შესახებ საუბრობდნენ. და რა? ორივემ ცხოველურ უჯრედზე მისი შრომების შესახებ დაიწყო მოხსენება. გაირკვა, რომ მან გააკეთა აღმოჩენა, რომ ურალის ქედის გასწვრივ მდებარე მთები ზღვის ნიჟარების ნარჩენებისგან შედგება, ვინაიდან წინათ იმ ადგილებში გახლდათ ზღვა. ეს მისი დამსახურება იყო, იქ ცხოველური უჯრედის აღმოჩენა.
გამაცია, როცა ვუსმენდი ამ მოხსენებას. მე ხომ სულ ამ ცხოველურ უჯრედს ვეყრდნობოდი, როცა წესის აგება არ მინდოდა. ამის შესახებ კი თვენახევრით ადრე მეუწყა. ცუდად ვიგრძენი თავი და ქმარმა სახლში წამიყვანა, მომხდარით შეძრული. ეს საღამო არ დამავიწყდება.
თუ რა სარგებლობა მოაქვს ჯოჯოხეთში მყოფ სულთათვის როგორც პირად, ისე საზოგადო ლოცვებს, ვედრებას, აღწერილია წმინდანთა, ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრებაში, ასევე თხზულებებში წმიდა მამათა. მაგალითად, წმინდა მოწამე პერპეტუას (III ს.) ცხოვრებიდან ვიგებთ, თუ მისთვის ავსებული წყალსატევის საშუალებით თავისი ძმის, დემოკრატეს, ხვედრი გამხელილი როგორ იქნა. წყალსატევი იმდენად მაღლა იყო, რომ წმინდანის ძმა იმ უსუფთაო და აუტანლად ცხელი ადგილიდან, სადაც ის იყო დატყვევებული, ვერაფრით ვერ ახერხებდა, მიწვდომოდა მას. დის მთელი დღეღამის გულმხურვალე ლოცვის შედეგად მან წყალსატევამდე მიღწევა შეძლო და წმ. პერპეტუამ იგი ნათელ ადგილას მყოფი იხილა. ამ ჩვენებით წმინდანი მიხვდა, რომ მისი ძმა სასჯელისგან განთავისუფლდა.
მსგავს ამბავს ვხვდებით უკვე ჩვენი დროის, მეოცე საუკუნეში მცხოვრები მონაზვნის (ანასტასია ლოგაჩევას) ცხოვრებიდან. მან გულმხურვალე ლოცვით თავისი ძმის გულისათვის, რომელმაც სიმთვრალეში თავი ჩამოიხრჩო, შეიძლება ითქვას, ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. მონაზონი რჩევის საკითხავად დივეევის მონასტერში მცხოვრებ ნეტარ პელაგიასთან მივიდა და ჰკითხა, თუ რა შეეძლო უბედური ძმის საიქიო ხვედრის შესამსუბუქებლად გაეკეთებინა. ბჭობის შედეგად გადაწყდა ასეთი რამ: ანასტასია თავის სენაკში უნდა ჩაკეტილიყო, ემარხულა და ძმისთვის ელოცა, ყოველდღე 150-ჯერ ჩაეკითხა ღვთისმშობლის ლოცვა. ღვთისმშობელო, ქალწულო გიხაროდენ... ორმოცი დღის შემდეგ ანასტასიამ ღრმა უფსკრული დაინახა, რომლის ძირშიაც სისხლიანი ლოდივით იდო რაღაც და ზედ ორი კისერზე ჯაჭვმობმული ადამიანი იწვა. მათგან ერთ-ერთი მონაზვნის ძმა გახლდათ. როცა ანასტასიამ ხილვის შესახებ ნეტარ პელაგიას მოეთხრო, მან ლოცვის და მარხვის კვლავ გაგრძელება ურჩია. ორმოცი დღის გასვლის შემდეგ დამ იგივე უფსკრული იხილა ლოდზე მიჯაჭვული ორი ადამიანით, მხოლოდ ახლა მისი ძმა ადგა, გაიარ-გამოიარა, შემდგომ ისევ დაეცა ლოდზე და მიეჯაჭვა მას. ნეტარი პელაგიას რჩევით, ანასტასიამ იგივე ღვაწლი მესამედ იტვირთა. შემდგომი ორმოცი დღის გასვლისას დამ ისევ ნახა უფსკრული ლოდით, მაგრამ მასზე დარჩენილი მარტოოდენ ერთი კაციღა გახლდათ, მისი ძმა კი თანდათანობით შორდებოდა ლოდს და მალე იგი თვალს მიეფარა. ლოდზე დარჩენილი კი ამბობდა: „რა კარგია, რომ მიწაზე ასე მხურვალედ მლოცველნი გყავს". ამის შემდეგ ნეტარმა პელაგიამ თქვა: განთავისუფლდა შენი ძმა წამებისაგან თუმცაღა ნეტარება არ მიუღია.
ასეთი შემთხვევები მართლმადიდებელ წმინდანთა, მოღვაწეთა ცხოვრებაში მრავლადაა. თუ ვინმე ამგვარ ჩვენებათა პირდაპირ აღქმას მოინდომებს, მან უნდა იცოდეს, რომ სახე, რომელიც აქვს ამ დროს ხილვებს (ჩვეულებრივ სიზმრებში) - აუცილებლად სულის იმქვეყნიური მდგომარეობის ფოტოგრაფიულ სურათს კი არ წარმოადგენს, არამედ ისინი უფრო ხატია იმისა, თუ მიწაზე დარჩენილთა ლოცვებით როგორ უმჯობესდება სულის საიქიო ყოფა.
თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსვენებულთა მოხსენიება წირვის დროს, ეს შეიძლება დავინახოთ შემდეგი შემთხვევებიდან: ჯერ კიდევ მანამ, სანამ წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველის სახელი ხალხისთვის ცნობილი გახდებოდა, მღედელ-მონაზონ ალექსის, რომელიც განსვენებულის ცხედართან იჯდა, ჩათვლემისას ასეთი ხილვა ჰქონდა: მას წმინდანი გამოეცხადა და უთხრა: მადლობელი ვარ ჩემთვის გაწეული ამაგისთვის, მაგრამ, ამასთან, ერთი თხოვნაც მექნება შენთან, ლიტურგიის გადახდისას ჩემი მშობლებიც მოიხსენიოო ეგება. წმინდანმა ბერს თავისი მშობლების სახელები ამცნო (მარიამი და ნიკიტა). მანამდე მათი სახელები არავინ იცოდა. მხოლოდ წმინდანის კანონინაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ მონასტერში, სადაც წმ. თეოდოსი წინამძღვრად მსახურობდა, მისი მოსახსენიებლის პოვნით იქნა დადასტურებული ნათქვამ სახელთა ჭეშმარიტება. „შენ, წმინდანი, თავად ღვთის ტახტთან მდგომარე, მადლით რომ აცისკროვნებ ადამიანებს, მე როგორ მთხოვ ლოცვას?" - ჰკითხა მღვდელ-მონაზონმა მას. „ეს მართალია, - უპასუხა წმინდა თეოდოსიმ, - მაგრამ განსვენბულთათვის ლიტურგიის დროს შესაწირავის შეწირვა ჩემს ლოცვაზე მეტად ძლიერია".
ამიტომაც, მართალია, სასარგებლოა მიცვალებულთათვის პანაშვიდის გადახდა, შინ ლოცვაში მოხსენიება, მათ სახელზე გაკეთებული კეთილი საქმეები, მოწყალების გაღება ან ეკლესიისათვის შესაწირავის შეწირვა, მაგრამ განსაკუთრებით კარგია მათთვის წირვაზე მოხსენიება. ამაზე მიუთითებს მიცვალებულთა მრავალი გამოცხადება, ამასვე ადასტურებს სხვადასხვა მოვლენა. ამით ბევრ იმქვეყნად სინანულით წასულ ადამიანს, სიცოცხლეში რომ ვერ მოუხერხებია მისი გამოხატვა, შემსუბუქებია საიქიო ხვედრი, განთავისუფლებულა ტანჯვისგან. ეკლესიაში მუდმივად აღევლინება ლოცვები მიცვალებულთათვის, მაგრამ სულთმოფენობის დღეს, მუხლმოყრილი ლოცვისას განსაკუთრებით ჯოჯოხეთში მყოფ სულთათვის ევედრებიან.
წმ. გრიგოლი დიდი, პასუხობს რა თავის საუბრებში კითხვას - შესაძლებელია თუ არა რითიმე სულთათვის სარგებლობის მოტანა? - გვასწავლისა დიდი სარგებლობა მოაქვს ამ დროს მაცხოვრის წმინდა მსხვერპელთშეწირვას. იმ თვალსაზრისით, რომ მიცვალებულთა ცოდვები მომავალ ცხოვრებაში მიტევებულ იქნას. ამიტომაც არის. რომ ზოგჯერ გარდაცვლილთა სულები თავისთვის ითხოვენ ლიტურგიის ჩატარებას. რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ თავადვე ვიზრუნებთ ამ ცხოვრებაში იმაზე, რასაც ველით ჩვენი სიკვდილის შემდეგ სხვისგან. სჯობს, თავისუფლებამოპოვებულები წარვდგეთ ღვთის წინაშე, ვიდრე ბორკალდადებულებმა ვეძიოთ იგივე თავისუფლება.
წმ. გრიგოლის მიცვალებულთა ცოცხლად გამოცხადების რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, რომლის დროსაც ისინი ლიტურგიის ჩატარებას ითხოვდნენ თავისთვის ან კიდევ ამისთვის იხდიდნენ მადლობას. ტყვე, ვისაც ცოლი დაღუპულად თვლიდა და მისთვის წირვას უკვეთავდა განსაზღვრულ დღეებში, ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ასეთ რაღაცას მოჰყვა: თურმე მას ზოგჯერ ჯაჭვებისგან ათავისუფლებდნენ და აღმოჩნდა, რომ ეს ხდებოდა იმ დღეებში, როცა მისთვის ტარდებოდა ლიტურგია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მოხსენიება პირველი ორმოცი დღის განმავლობაში სულის სხეულიდან გაყრისას. აქედან კი კიდევ უფრო მეტად გამოსაყოფია მეორმოცე დღე, როცა ზეციერ სამსჯავროზე ხდება სულის ადგილსამყოფელის დადგენა. როდესაც კაცი საპატიმრთში ხვდება, განა დასაწყისში უფრო მძიმე არ არის მისთვის იქ გაძლება, ასევეა მაშინაც, როცა ჩვენ ამ ცხოვრებიდან მივდივართ. განაჩენის გამოტანისას ხომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, გვერდში დადგომა.
როგორც მამა პაისი აღნიმნავს, მიცვალებულთა სულის საოხად ასევე მეტად მნიშვნელოვანია მიწაზე დარჩენილ მათ შთამომავალთა, ახლობელთა სწორი საქმიანობა, ღვთისთვის სათნო მოღვაწეობა. „უფრო სასარგებლო ყველა სახის მოხსენიებასა და სულის საოხად ჩატარებულ მსახურებაზე, წერს იგი, გახლავთ ჩვენი გულისხმიერი ცხოვრება, ის ბრძოლა, რომელსაც ვეწევით საკუთარი ნაკლოვანებების შესასუსტებლად, გამოსასწორებლად, განსაწმენდად სულისა. შედეგი მატერიალური და სულიერი ვნებებისგან ჩვენი თავისუფლებისა იქნება არა მხოლოდ ის, რომ თვითონ შევიგრძნობთ მდგომარეობის შემსუბუქებას, არამედ გაუმჯობესებას იგრძნობენ წასული წინაპრებიც მთელი ჩვენი გვარისა. ისინი სიხარულს განიცდიან თუ მათი შთამომავალი იმყოფება უფალთან ახლოს, ხოლო თუ ჩვენი სულიერი მდგომარეობა არაკეთილსახოვანია, მაშინ ჩვენი იმქვეყნად წასული მშობლები, პაპები თუ დიდი ბაბუები, ყველა სხვა წინაპარი საკმარისად იტანჯებიან: „ნახე ერთი, როგორ ცხოვრობს ჩვენი შთამომავალი", - ამბობენ ისინი და მათი განწყობა გაუარესებულია. მაგრამ თუ ჩვენი სულიერი ყოფა წარმატებულია, ისინი სიხარელს განიცდიან, რადგან ჩვენი გაჩენისას ერთგვარად მათაც ხომ ითანამშრომლეს უფალთან. ამიტომ გარკვეული თვალსაზრისით ღმერთი თითქოს ვალდებულიცაა დაეხმაროს მათ".
ეკლესიური გაგებით მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი იმქვეყნად ადამიანის ხვედრის, ადგილსამყოფელის, მდგომარეობის შეცვლა, შემდეგ კი უკვე საბოლოოდ ხდება მისი იქაური ადგილის დადგენა. „საყოველთაო სასამართლოზე", როგორც მამა პაისი აღნიშნავს, უცბად გამჟღავნდება თუ თითოეული კაცი რა მდგომარეობაში იმყოფება. ყველა წავა იმ ადგილას, რისი ღირსიცაა. როგორც ტელევიზორში, ისე დაინახავს საკუთარ უზნეობასაც და სხვის შინაგან მდგომარეობასაც. ადამიანი სარკეში რომ ჩანს, ისე წარმოჩნდება და თავჩაღუნული გაეშურება თავის გამოყოფილ ადგილას. ვთქვათ თუ რძალი მიწიერ სიცოცხლეში იჯდა ფეხი-ფეხ გადადებული, დედამთილი კი კოჭლობით თავის შვილიშვილზე, მის შვილზე ზრუნავდა, საყოველთაო სამსჯავროზე რძალი დაინახავს თუ როგორ განუკუთვნებს მაცხოვარი მისი ქმრის დედას სამოთხეს, მას კი ეს არ ეღირსება. იგი ვერაფერს იტყვის საწინააღმდეგოს, ვერაფერს კითხავს უფალს, თუ რატომ ხდებაო ამგვარად, რადგან მთელი თავის მიწიერი ყოფის სურათი თვალწინ დაუდგება მას. კარგად ემახსოვრება, დედამთილი დაზიანებელი ფეხით როგორ უვლიდა თავის შვილიშვილს და ვერ გაბედავს სამოთხეში შესვლას. ბერები, მონაზვნებიც დაინახავენ იმ სირთულეებს, სიძნელეებს, რაც გადაჰქონდა საერო ხალხს. შეხედავენ როგორ უძლებდნენ, ლახავდნენ მათ. თუ ღვთისმსახურნი ცხოვრობდნენ არასწორად, მაშინ თავჩაქინდრულნი თავად წავლენ იმ ადგილას, რისი ღირსნიც არიან. მონაზვნები, რომლებიც არასათნო ეყვნენ უფალს, საყოველთაო სამსჯავროზე დაინახავენ გმირ დედებს, რომელთაც მართალია არ დაუდიათ მონაზვნური აღქმა, არ ჰქონიათ ღვთის ის კურთხევა, ხელშემწყობი პირობები, რაც მონასტრის დებს აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გმირობა ჩაიდინეს და მიაღწიეს მაღალ სულიერ მდგომარეობას. ამის შემყურე როგორ შერცხვებათ თავის მეწვრილმანეობის, მდაბალი ბუნების გამოვლენა, რასაც ამჟღავნებენ ისინი და რის გამოც თავადვე იტანჯებოდნენ აქ. ვფიქრობ, ამბობს მამა პაისი, საყოველთაო აღდგომა ამდაგვარად იქნება, მაცხოვარი არ იტყვის „იქ წადი, რა ჩაიდინე მანდ" ან „შენ ჯოჯოხეთში წახვალ, შენ კი იქნებიო სამოთხეში. არა თითოეული შეადარებს რა საკუთარ თავს სხვას, თავადვე მიაშურებს იმ ადგილს, რაც კი მან თავის ამქვეყნიერი ყოფით დაიმსახურა".
ბევრისთვის ერთ-ერთი მეტად ძნელად გასაგები საკითხია ის, თუ რატომ უშვებს უფალი პატარა ბავშვების, უმანკო ყრმების ან კიდევ იმ ადამიანთა ნაადრევ სიკვდილს, დაღუპვას, ვინც თავისი კეთილსახოვანი ხნით, ცხოვრებით გამოირჩევა. აქაც ეკლესიური კუთხით ერთ-ერთ ყველაზე გასაგებ, ამომწურავ პასუხს მამა პაისი ათონელი იძლევა: „ჯერ არავის დაუდია ხელშეკრულება ღმერთთან, თუ როდის უნდა წავიდეს იმქვეყნად. ღმერთს გაჰყავს თითოეული ადამიანი ამ სოფლიდან მისთვის ყველაზე შესაფერის ჟამს, თან გაჰყავს განსაკუთრებელი, მისთვის საჭირო ხერხითაც, ისე, რომ მისი სული იხსნას. თუ იგი ხედავს, რომ ადამიანი შემდგომმი უკეთესი გახდება. მაშინ ცოცხალს ტოვებს მას. მაგრამ თუ დაინახავს, რომ უარესობისკენ წავა, მიჰყავს რათა ის იხსნას. სხვები კი, რომლებიც ეწევიან ცოდვილ ცხოვრებას - მაგრამ აქვთ მისწრაფება, განწყობა სიკეთის ქმნისა - მიჰყავს თავისთან ჯერ კიდევ მანამ, სანამ კეთილ საქმეს იქმნიან. ღმერთი ამას უშვებს მისთვის, რომ იცის ეს ხალხი სიკეთეს ჩაიდენდა თუ ამის ხელშემწყობი საშუალება ექნებოდა. ე.ი. ეს იგივეს ნიშნავს, რომ უფალი ეუბნება მათ: „ნუ გაირჯებით". საკმარისია თქვენი ის კეთილი განწყობა, მომართვა, რომელიც გაქვთ". ხოლო ზოგიერთი კი ასევე მეტად კარგი, მიჰყავს თავისთან იმიტომ, რომ სამოთხეში ყვავილის კოკრებიც საჭიროა.
რა თქმა უნდა, გარდაცვლილი პატარის მშობლისთვის, ახლობლისთვის ეს ადვილი გასაგები არაა. როცა ბავშვი კვდება, ქრისტეს მიჰყავს ის, როგორც თითქოსდა ანგელოზი პატარა, მშობლები კი ქვითინებენ და გულში ხელს იცემენ მაშინ, როცა უნდა სიხარული განეცადათ. არადა, რა იციან, რა გამოვიდოდა მისგან, როცა იგი გაიზრდებოდა? მოახერხებდა კი სულიერად ხსნას. როცა 1924 წელს ჩვენ მცირე აზიიდან ხომალდით მივემგზავრებოდით, ჯერ კიდევ ჩვილი ვიყავ. გემზე ბევრი ლტოლვილი გახლდათ და გემბანზე შეხვეული ვეწვინე დედას. ერთმა მეზღვაურმა შემთხვევით ფეხი დამაბიჯა. დედამ იფიქრა, რომ დავიღუპე და ტირილი დაიწყო მან. ერთმა ქალმა ჩვენი სოფლიდან ჩვრები გახსნა, რაშიც შეხვეული ვიყავი და დარწმუნდა. რომ არაფერი მომსვლოდა. მაგრამ მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, სამოთხეში ვიქნებოდი ნამდვილად. ახლა კი ამდენი წლის ვარ, ვიღვაწე ამდენ ხანს, მაგრამ მოვხვდები თუ არა სასუფეველში, დარწმუნებული ახლაც არ ვარ. თუ ღმერთი ხედავს, რომ ბავშვი ასცდებოდა სწორ გზას, უფსკრულისკენ მიექანებოდა და ხსნის სხვა საშუალება არ არსებობდა, ის თავისთან მოულოდნელი სიკვდილით მიჰყავს მას. დავუშვათ, უფალი უშვებს მთვრალმა მძღოლმა მანქანით გაიტანოს პატარა და ამგვარად გაჰყავს ამ წუთისოფლიდან. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ბავშვი უკეთესი გამხდარიყო, მაშინ ღმერთი ხელს შეუმლიდა უბედურ შემთხვევას. შემდეგ მძღოლს გასდის სიმთვრალით გაბრუება, გონს მოდის და სინდისი ქენჯნის მთელი დარჩენილი ცხოვრება. „დანაშაული ჩავიდინე", - ამბობს ის და სულ ევედრება ღმერთს, აპატიოს მას. ამგვარად, ღებულობს ეს ადამიანი ხსნას. დაღუპული ბავშვის დედა კი, იტანჯება რა სულიერი ტკივილისაგან, უფრო მოწესრიგებული ხდება, ფიქრობს და იქაურ ცხოვრებაში გადასასვლელად ემზადება. ასე ხდება მისი გადარჩენაც. ნახეთ, უფალი დედის ლოცვით როგორ აწყობს ადამიანთა ხსნას? მაგრამ თუ ეს დედებს არ ესმით, მაშინ ისინი იწყებენ ღმერთის გამტყუნებას? რისი მოსმენაღა აღარ უწევს უზენაესს მათგან.
ამას გარდა, ბავშვების სიკვდილი თავად მის მშობლებსაც ეხმარება. მათ უნდა იცოდნენ, რომ იმ მომენტიდან, როცა კი ბავშვი უკვდებათ - სასუფეველში მლოცველი უჩნდებათ. როცა მშობელი გარდაიცვლება, შვილები სასუფევლის კარებთან დახვდებიან მას, ასე შეხვდებიან სულებს დედათა და მამათა. ეს პატარა საქმე ხომ არაა. გარდა ამისა, პატარა ბავშვებს მაცხოვარი მიმართავს: „მოდით, აირჩიეთ ყველაზე კარგი ადგილი სამოთხეში, აქ. პატარები კი ეპასუხებენ მას: იქ მშვენიერია, მაგრამ გვინდა, რომ გვერდით იყოს ჩვენი დედაც და ღმერთიც გაუგონებს რა მათ, საშუალებას იპოვის მშობელიც იხსნას".
კაცი სინამდვილეში სულაც არ კვდება და სიკვდილი მხოლოდ ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლაა, მარტოოდენ მცირე ხნით განშორებაა. დავუშვათ, ვიღაც ერთი წლით საზღვარგარეთ მიემგზავრება, მისი ახლობლები წუხან იმიტომ, რომ ამდენი ხნით შორდებიან მას ან კიდევ თუ მიდიან უკვე ათი წლით, შფოთდებიან ამ ათ წელთან დაკავშირებითაც. ამგვარადვე უნდა შევხედით იმ განშორებასაც, რაც უკვე სიკვდილს მოაქვს. თუ ხანშიშესულ ხალხს უკვდება ახლობელი ადამიანი, მათ უნდა თქვან: „თხუთმეტი წლის შემდეგ შევხვდებით კვლავ". თუ ისინი, ვისაც ახლობელი გარდაეცვალა, ახალგაზრდები არიან, უნდა იფიქრონ: „ორმოცდაათი წლის შემდეგ ისევ შევხვდებით მას". რა თქმა უნდა, განვიცდით ტკივილს ახლობლის გარდაცვალების გამო, მაგრამ სიკვდილს უნდა მივუდგეთ სულიერადაც. გახსოვთ, რას ამბობს პავლე მოციქული: „რაც შეეხება განსვენებულებს, არ მინდა დაგტოვოთ, ძმებო, უცოდინარნი, რომ არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ" (თესალონიკელთა მიმართ 4,13). ვიფიქროთ ასე: ვთქვათ ცოცხალი რომ დარჩენილიყო, რამდენად ხშირად ვნახავდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს? თვეში ერთხელ, ასე უნდა ვიმსჯელოთ: იმ ცხოვრებაში კი ვიქნები მასთან მუდმივად. ჩვენი შიში მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ადამიანი, ვინც გარდაიცვალა, ცხოვრობდა არაქრისტიანულად, ცუდად. ვთქვათ, თუ ეს ადამიანი სასტიკი გახლდათ, ჩვენ ბევრი უნდა ვილოცოთ მისი სულის საოხად. თუ მართლაც გვიყვარს იგი და გვინდა შევხვდეთ იმქვეყნად.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ალბათ ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება და მეტად ძნელია მასზე პასუხის გაცემა, არის ის, რომ თუ იმქვეყნად წასულები სხვადასხვა ადგილას ხვდებიან, ზოგი სასუფეველმი, ზოგიც კიდევ დასასჯელ ადგილას, და ამგვარი სხვადასხვაგვარი ხვედრი შეიძლება ჰქონდეთ ახლობლებს, ერთი ოჯახის წევრებსაც, მაშინ განა ძნელი გადასატანი არ უნდა იყოს მათთვის, ვინც სასუფეველშია, იმაზე ფიქრი, დარდი, რომ იქ, სადღაც ჯოჯოხეთის ჯურღმულებში მისი ახლობელი იტანჯება. განა ამით დიდად არ უნდა გაფერმკრთალდეს ის ნეტარება, რასაც მართალთა სულები განიცდიან სამოთხეში, უფლის სიახლოვესთან. აი, მამა პაისი ამის თაობაბე რას განგვიმარტავს: „წარმოვიდგინოთ, ოთახში შუქია. ის, ვინც ქუჩაშია, ხედავს მათ, ვინც ამ სინათლეში სახლშია. ასევე ისინიც, ვინც ჯოჯოხეთში არიან, დაინახავენ მათ, ვინც სამოთხეშია. და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ხალხის ტანჯვას და ასევე წარმოვიდგინოთ ისინიც, ვინც ღამით სინათლეშია, ხომ ვერ ხედავენ მათ, ვინც ღამით ქუჩაში, სიბნელეში იცდიან. ასევე სამოთხეში მყოფნიც ვერ დაინახავენ იმათ, ვინც ჯოჯოხეთშია. თუ ის ხალხი, რომელიც სასუფეველშია, დაინახავს ტანჯულ ცოდვილებს, ეს ტკივილს მიაყენებს მათ. ისინი დამწუხრდებიან მათ მწარე ხვედრზე და სასუფევლის სიტკბოებას ისე ვეღარ განიცდიან. მაგრამ სამოთხეში „ავადმყოფობა არაა..." ისინი, ვინც სამოთხეშია, არა მხოლოდ ვერ დაინახავენ მათ, ვინც დასასჯელ ადგილას გამწესებულია, არამედ არ ემახსოვრებათ, რომ ჰყავდათ ძმა, დედა ან მამა თუ ისინი სამოთხეშიც არ იქნებიან მათთან ერთად. „იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები" - მეფსალმუნე დავითი გვეუბნება (ფს. 145,4) თუ სამოთხეში მყოფთ ჯოჯოხეთში ტანჯული ნათესავნი ემახსოვრებათ, მაშინ როგორღა იქნება მათთვის იქ სამოთხის ნეტარება და უფრო მეტიც, ვინც სასუფეველშია, იფიქრებს, რომ სხვები (იმათ გარდა, ვინც სამოთხეშია) არც არიან. ასევე მათ არ ემახსოვრებათ ის ცოდვები, რაც მიწიერ ცხოვრებაში ჩაუდენიათ. თუ მათი მეხსიერება ადრინდელ ცოდვებს აღბეჭდავს, ღვთისადმი სიყვარულის გამო ვერ აიტანენ იმ აზრს, რომ მათ აწყენინეს უფალს.
სამოთხისეელი განცდების შესახებ თქმულმა ამ მონაკვეთმა შესაძლოა ეჭვი დაბადოს, აღიქმებოდეს ბუნდოვნად, არცთუ მთლად გასაგები იყოს, ჩანდეს ვიღაცის გამონაგონად, რაც მარტოოდენ ერთგვარად განმარტავს თუ როგორ შეიძლება კაცი არ განიცდიდეს სამოთხეში ტანჯვას დაკავშირებით თავის დასჯილ ნათესავებთან, ახლობლებთან. აქ სათქმელია ერთი რამ, რაც უკვე აქ, ამ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში თვალსაშისაცემია ის, რომ უფალს ხელეწიფება თავისი მადლით შეასუსტოს ან საერთოდ გააქროს უარყოფით, დამძაბველ, მწუხარების მომნიჭებელ აზრთა, ემოციათა ზეგავლენა ადამიანთან. როცა აღსარებაში ამბობ საკუთარ ცოდვათა შესახებ, მართალია, ისინი ზოგიერთი შემდგომში გახსოვს, მაგრამ ამასთან, ვის არ შეუნიშნავს ისიც, თუ როგორ სუსტდება მათი ჩადენის ხსოვნით გამოწვეული დამთრგუნველი, მწვავე გავლენა კაცთან. ანუ ღვთის წყალობით მათთან დაკავშირებული განცდები, მოგონებები ისეთი მწველი, უსიამოვნო აღარ გახლავთ. მორწმუნეთაგან ვის არ შეუგრძვნია მძიმე, დამთრგუნველი შინაგანი მდგომარეობისას ხშირად ლოცვის დაწყება როგორ აფერმკრთალებს უარყოფით განწყობას, იწვევს გუნების გამოკეთებას, ასუსტებს ან საერთოდ აქრობს ცხოვრებისეულ პრობლემებზე დარდს. თუ უფალი გვიჩვენებს თავის უარყოფითი განცდების შესუსტებასთან დაკავშირებულ კეთილისმყოფელ გავლენას აქ, განა არ შეიძლება იგი უფრო შთამბეჭდავად, სრულად ამასთან სხვა სახითაც იქნეს გამოვლენილი სამოთხემიაც. თუნდაც, იმგვარად რომ უბრალოდ იქ მყოფთ არ ახსოვდეთ თავიანთი ჩადენილი ცოდვების და თან უსიამოვნო ადგილას მყოფი ახლობლების შესახებაც. „შეუძლებელ კაცთათვის, ღვთისთვის შესაძლებელ არს".
სიკვდილის მოვლენასთან მიმართებით გამოსაყოფია კიდევ ერთი, მეტად საჭირბოროტო რამ. ვუთხრათ თუ არა მძიმე ავადმყოფებს, რომ გარდაცვალების წუთი მათთან ახლოა. ბევრი თვლის, რომ ეს აუცილებელია, რადგან კაცი ერთგვარად მომზადებული უნდა შეხვდეს მარადისობას, ასეთ დროს საჭიროა ბიძგი, რათა აღსარება თქვან, ეზიარონ, სხვა კუთხითაც შეხედონ საკუთარ ყოფას. ეს ერთი მხრივ, ასეა, მართლაცდა ზოგჯერ თუ არ ითქვა მოახლოებული აღსასრულის შესახებ, შეიძლება ავადმყოფმა არც არაფერი შეცვალოს პირად ცხოვრებაში, არ ჩაუღრმავდეს საკუთარ წარსულს, თავს, მაგრამ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ. ზოგიერთს რომ პირდაპირ, ყოველგვარი მომზადების გარეშე უთხრა ამის შესახებ, არ შეარჩიო მიმართვის დრო, ფორმა შეიძლება სასოწარკვეთაში, ღვთის გმობაშიც კი ჩააგდო იგი, მან ხელი ჩაიქნიოს, დაკარგოს ხალისი ყველაფრისა. საკმარისად ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა. ზოგს სულიერად ძლიერს შეიძლება აცნობო, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში დიდი სიფრთხილით, ტაქტით უნდა მოხდეს განსაზღვრა ამისა. სიკვდილის მოახლოების გაგება უმთავრესად იმდენად დიდ განცდებთან, სტრესთან არის დაკავშირებული, რომ აქ მოურიდებლობა, აჩქარება გაუმართლებელია, საჭიროა ყველასთან თავისებური მიდგომა. მამა პაისი ათონელი წერს: „თუ როგორ ვეტყვით მოახლოებული აღსასრულის შესახებ, ეს გააჩნია ადამიანს. ზოგჯერ სიმსივნით დაავადებული მეკითხება: „მამაო, როგორ ფიქრობთ, მოვკვდები თუ ცოცხალი გადავრჩები? თუ ეტყვი, რომ მალე წავა ამ ქვეყნიდან, შეიძლება მდგომარეობიდან გამოსვლისგან შენ თვალწინ გათავდეს ამ სიტყვების მოსმენისგან, თუკი არ ეტყვი და ის მხნევდება, შიშის გარეშე უყურებს თავის სნეულებას. როცა „მომწიფდება", თავადვე ღებულობს საკუთარ ჯვარს და პოულობს ძალას გაუძლოს ყველაფერ ამას, რაც შემდგომში ელოდება. ე.ი. შეიძლება იცხოვროს კიდევ რამდენიმე წელი, დაეხმაროს საკუთარ ოჯახს, თავად მოემზადოს იმქვეყნად წასვლისთვის, მისცეს შესაძლებლობა ახლობლებს ისინიც მოემზადონ ამისთვის".
აქ ხაზგასასმელია ერთი რამ. ამ დროს ეკლესიური კუთხით მიზანია: საკუთარ თავში ჩაღრმავება, წარსული განვლილი გზის შეფასება, ცოდვათა მონანიება, ზიარება მაცხოვრის წმიდა სისხლისა და ხორცისა. ანუ ამ მიმართულებით წადგმა დიდი ნაბიჯისა. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს სხვა საშუალებითაც. შეიძლება კაცს არ უთხრა. რომ მას მიწაზე მცირე სიცოცხლეღა დარჩენია და დაელაპარაკო სულ სხვანაირად. აუხსნა, რომ არცთუ იშვიათად ცოდვების მონანიებით, შემდეგ ზიარებით ბევრი სნეულის მდგომარეობა გაუმჯობესებულა, ზოგიერთი კი, საერთოდ, სრულიად გამოკეთებულა. რომ ხშირად ავადმყოფობას უფალი ჩვენი შეცდომების, ნაკლოვანებების, ცოდვების გამო გვიგზავნის და თუ მოვინანიებთ, დიდ ნაბიჯს წავდგამთ მათ გასაქარწყლებლად, რის გამოც ადვილი შესაძლებელია, უფრო მეტი შემართებით, ღირსეულად მოხდეს გასაჭირის გამკლავება. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ მაცხოვრის წმიდა სისხლის და ხორცის მიღებისას მაზიარებელს ეუბნებიან: „საკურნებლად სულისა და ხორცისა". და იგი მეტად ქმედითი საშუალებაა ფიზიკური სნეულების დაძლევისას. ყოველივე ამის შემდეგ თუ მიზნის მიღწევა მოხდა, ავადმყოფი უფრო მეტად ჩაუფიქრდა თავის განვლილ ცხოვრებას, ცოდვებს, შეცდომებსაც, შემდეგ უკვე ეზიარა, საჭიროა კი ასეთ დროს ვუთხრათ, რომ მას მცირე სიცოცხლეღა დარჩენია, განა არ ჯობია, ავარიდოთ მას ზედმეტად დათრგუნვა.
აქ კიდევ გამოსაყოფია ის, რომ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ავადმყოფის მდგომარეობა, როგორც მრავალი დიდი მართლმადიდებელი მოღვაწე აღნიშნავს, მას მაინც უნდა მივცეთ იმედი გამოჯანმრთელებისა. მამა ვიტალი (სიდორენკო) თავის სულიერ შვილებს ასწავლიდა ავადმყოფის გამხნევებას მათთან გულთბილად და ალერსიანად საუბარს, გამოჯანმრთელების იმედის ჩასახვას ყველასათვის მაშინაც კი თუ იგი იყო ძალიან ავად.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოძღვარს, მრევლის ჯგუფს, რომელმაც ონკოლოგიურ საავადმყოფოში სიარულის და იქ პაციენტებისთვის სულიერი დახმარების სურვილი გამოთქვა, კურთხევა მისცა, რომ რაც არ უნდა მძიმე ავადმყოფი ყოფილიყო, გამოჯანმრთელების იმედი არ წაერთმიათ მისთვისაც.
რა რელიგიურ, სამეცნიერო თუ სხვა სახის წყაროებსაც არ უნდა გაეცნო, როგორც არ უნდა დაინტერესდე ამ ურთულესი თემით, მაინც ბოლომდე ვერ ჩაწვდები, გაიგებ, თუ რა ხდება ამქვეყნიერი სიცოცხლის დასრულებისას. ეს უფლის დიდი საიდუმლოა, რომელიც უფრო მეტად გამჟღავნდება, რასაც მეტად ჩავწვდებით გარდაცვალების ჟამს. აქ, ამქვეყნად, ძალიან დიდ უმრავლესობას ადამიანებისას, მხოლოდ გარკვეული წარმოდგენა შეიძლება შეექმნათ, თუ რას უნდა ელოდონ სულის სხეულიდან გაყრისას და მიუხედავად ჩვენი ადამიანური ამგვარი შეზღუდულობისა, ცოდნის სიმწირისა, მაინც მეტად მნიშვნელოვანია უკვე აქ მიწიერ სიცოცხლეში ვემზადოთ სიკვდილისთვის და დაახლოებით ვიცოდეთ. თუ რისი გადატანა შეიძლება მოგვიწიოს იმქვეყნიურ სამყაროსთან ზიარებისას.