საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

9. ადამიანის სული უკვდავია თუ არა?

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
დაბ. 2,7 გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა.   ადამიანს სული მისცა ღმერთმა, ის არ არის მატერიალური. სხვა არც ერთი ქმნილებისათვის მას სული არ შთაუბერია
ეკკლე-სიასტე 12,7 მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.   სიცოცხლის სუნთქვა - უკვდავი სულია
საქმე 20,9-12 ევტიხი, რომელიც პავლეს უსმენდა, ფანჯრის რაფიდან გადმოვარდა და მკვდარი აიყვანეს. „ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანავეა". პავლემ პური გატეხა და ჭამა, განთიადამდე საუბრობდა: „ამასობაში ის ყრმა ცოცხალი მოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი". ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი. გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს. აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებადმდე და ესრეთ განვიდა. ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ. ვიდრე სული სხეულშია, ადამიანი ცოცხალია, ხოლო როცა მას სული განშორდება, ის კვდება
ლუკა 16,22-23 მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. ბოროტი ადამიანის სული მიდის სატანჯველში, ხოლო პატიოსანი ადამიანის სული - სასუფეველში
მათე 22,32 მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი – ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ. ღმერთისთვის ყველა ცოცხალია, რადგანაც კარგა ხნის მკვდარი აბრაამის, ისააკის, იაკობის სულები უკვდავია
ფილიპ. 1,23-24
იხ. 2 კორ. 5,1-10
მიზიდავს ორივე: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია, მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო. შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად, ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელადრე თქუენთჳს. მოციქულებს დიდი სურვილი აქვთ დატოვონ თავიანთი სხეული და სულით მივიდნენ უფალთან
გამოცხ. 6,9-10 როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეს დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სულებისათვის". და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა. და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: „ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა?" მოციქულ იოანეს გამოცხადებაში კარგად ჩანს, რომ კვდება ადამიანის სხეული, ხოლო სული განაგრძობს არსებობას
1 პეტრე 3,18-19 რადგან ქრისტე მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უსამართლოთა გამო, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც. რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა. იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ჩავიდა ჯოჯოხეთში და უქადაგა იქ მყოფ სულებს