არის სამოთხე და ჯოჯოხეთი!
მეგობარ გოგონებს, ნ-სა და ვ-ს გადაწყვეტილი ჰქონდათ მონასტერში გამგზავრება. ღამეს ერთ-ერთ მათგანთან ათევდნენ სახლში, რათა დილაადრიან გასდგომოდნენ გზას. ძილის წინ წაიკითხეს საუფლო ლოცვა - „მამაო ჩვენო" და დაწვნენ.
ნ-მ გულში სთხოვა ღმერთს, რათა ძილში მას განცხადებოდა, არსებობს თუ არა სამოთხე და ჯოჯოხეთი იმქვეყნიურ ცხოვრებაში.
მაგრამ მას არაფერი დასიზმრებია.
უეცრად, გაღვიძებულს, ესმის მეგობარი გოგონას ხმა:
- შენ რამე გესიზმრა წუხელ?
- არაფერი - უპასუხა ნ-მ.
- მე კი საოცარი სიზმარი ვნახე: ძილში ანგელოზი თუ წმინდა მამა გამომეცხადა და მაუწყა: - გადაეცი ნ-ს, რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი.
ასე აღუსრულა ღმერთმა თხოვნა ნ-ს, მაგრამ იმავე დროს საბაბიც არ მისცა ზედმეტი სიამაყისათვის.
(ანა ვინოგრადოვას ჩანაწერი)
„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში", კრებული I, თბილისი, 1996 წ.