განგება ნაწილთა აღმოყუანებისა
ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა
სერგი რადონეჟელსა იღუმენისა და
აღმაშენებელისა სამებისა ლავრისა
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: სიყუარულითა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ მძლავრისა ღმრთის მოძულისაჲ, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრჱთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
ადიდა ღმერთმან წმიდაჲ ჴსენებაჲ შენი, და უფროჲსღა ლარნაკი პატიოსანთა ძუალთა შენთა, რამეთუ მღდელ-მთავართა და მთავართა მიერ ღირსად პატივით თაყუანის-იცემების, მგალობელთა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
ძირი ბოროტთა მოჰკუეთე ცულითა სიტყუათა შენთაჲთა და დაჰნერგე სულთა შინა საღმრთოჲ სიბრძნჱ, ღირსო სერგი, ამისთჳსცა განბრწყინვებულთა ნაწილთა შენთა აღმოხუმასა ქებით ვადიდებთ და უფალსა უღაღადებთ: `მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ~.
ეშმაკთა გუნდნი აღსჭრენ, ღმერთშემოსილო, ვითარცა ახოვანმან მჴედარმან მაცხოვრისამან შრომათა მახჳლითა, და დასწუენ ცეცხლებრ ბანაკნი მათნი საჴუმილითა ლოცუათა შენთაჲთა: `მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ~.
ნაწილთა შენთა ძლიერებაჲ ეშმაკთა იოტებს, რამეთუ ვერშემძლებელნი მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და უფალსა უღაღადებთ: `მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ~.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წყაროდ საღმრთოდ საკჳრველებათა გიცნობთ შენ და კურნებასა სენთასა უხუებით მოვიღებთ, რომელნი სარწმუნოებითა ნაწილთა შენთა შევეხებით და სულითა და ჴორცითა განვმრთელდებით.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მადლსა ლოცვისა შენისასა, წმიდაო, ვიქადებთ პირითა და სულითა, დიდებულო, რამეთუ შენ მიერ განსაცდელთაგან და ღელვათა, და მძიმეთა ურვათა, და ცოდვისა ვნებათაგან ვიჴსნებით ყოველნი.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღმრთეებისაჲ და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოდ, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.
დამჴსნელ გრძნებათაჲ გამოსჩნდი, მამაო, ვითარცა დიდი მოციქული პეტრე სასწაულითა წმიდისა ჯუარისაჲთა, და სირცხვილეულ-ჰყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი და ღმრთივგონიერთაგან იდიდე.
დედისა ღმრთისა ცოცხლებრ მავალისა და იოანჱსა და პეტრჱს თანა სხეულებრივ მქცევისა მხილველად, გამოირჩიე უხრწნელისა კიდობნისა მისგან ღმრთივშემწყნარებელისა, მრავალთა შორის მამათასა, სერგი, ღმრთივრჩეულო, ნუ დასცხრები, ღირსო, ვედრებად შემსხმელთა შენთათჳს.
შესწირე ვედრებაჲ ჩუენი დედასა ღმრთისასა წინაშე ქრისტჱსა, თანაშეწევნითა ზეცისა მხედრობათაჲთა და პეტრჱ და იოვანჱ მოციქულთაჲთა, სანატრელო მამაო სერგი, სოფლისათვის მშჳდობაჲ ითხოვე და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.
ღელვათა განსაცდელთასა დააცხრობს ნაწილთა შენთა ძლიერებაჲ, ღირსო და ღმერთშემოსილო სერგი, და ქადაგებს კადნიერებასა შენსა დიდებულსა, რომელი გაქუს ღმრთისა მიმართ.
არაჲ მაქვს სიტყვაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, სანატრელო, არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი და უძლური გალობაჲ და ნაცვლად მადლი შენი მომეც, ღირსო მამაო სერგი.
ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.
შემოკრბა-რაჲ გუნდი მოწაფეთა შენთა მიცვალებასა შენსა, სანატრელო, სიხარულითა აღივსე ხილვითა მათითა, და აკურთხე ყოველი, და სარწმუნოდ და ცხადად ასწავე გალობაჲ ესრეთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იჴსენ კაცობრივი ბუნებაჲ წყევისაგან შობითა შენითა, ქალწულო უბიწოო, რამეთუ შევ მხოლო კურთხეული, მაკურთხეველი ჩუენი, აღმავსებელი მადლითა ცათა და ქუეყანისა.
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისათჳს, არამედ მსგავსად უძლურებისა ჩუენისა, შევსწიროთ შესჴმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ.
სიმტკიცე და სიქადულ ეკლესიათა გამოსჩნდი შენ, ღმრთივგანბრძნობილო სერგი, საკჳრველებათაჲთა ნაწილთა შენთა მიერ საღმრთოთა მარადის განამტკიცებ გონებასა მორწმუნეთასა.
ჰსუფევ რაჲ წინაშე ქრისტჱსსა ელვითა სულისაჲთა განათლებული და დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული, მოგუხედე მაღლით, ღმერთშემოსილო მამაო სერგი, და დააცხრვე აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათაჲ, და გარე წარგუხადე განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი.
იოტებიან ეშმაკთა სიმრავლენი, სერგი ყოვლად ნეტარო, ძუალთა შენთაგან ყოვლად-პატიოსანთა, ვინაჲცა მათ მიერ ფრიად ვნებულმან სამარხოსა შენსა სარწმუნოებითა შეეხო რაჲ, მყის პოვა თავისუფლებაჲ.
სარკედ ბრწყინვალედ აღწერით დაგვიტევა, `ცხორებაჲ~ შენი მოწაფემან შენმან ეპიფანე ყოვლადბრძენმან და შთამხედველ გუყვნა ელვარებასა შენსა, რომლისა-იგი ზიარ იყო სულითა და მობაძავი შენდა სათნოებითა, სანატრელო სერგი.
ვერ შემძლებელ-არს ენაჲ კაცობრივი მითხრობად ღუაწლთა შენთა, ჵ, წმიდაო, სათნოო ღმრთისაო, რამეთუ განვლე სოფელი ესე ღირსად, მამაო საკჳრველო, და აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და ჰსუფევ ქრისტჱს თანა უკუნისამდე.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ითხოვე, ღირსო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და საზეპუროსა ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იტჳრთავ უკვე მტჳრთველსა ყოველთასა წმიდათა მიერ ჴელთა შენთა, რომელსა ევედრე, წმიდაო, უცხოჲსაგან ბოროტის მოქმედებისა უვნებელად ცხორებად ჩუენდა.
განმანათლებელი
აჰა, წყაროჲ მადლისაჲ და ნიშთა სიმრავლისაჲ, დაუწყვედელი მდიდრად, სამარტჳლოჲ ძუალთა შენთაჲ გუაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთჳს იხარებენ დღეს მონაზონთა გუნდნი და განსცხრებიან მამათა დასნი დღესასწაულსა შენსა და ქადაგებენ კეთილთა შენთა მადლსა და შესწირვენ უფალსა ქებასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
დღესასწაულობს აწ წმიდაჲ ეკლესიაჲ, ნეტარო, ნაწილთა შენთა აღმჴუმასა და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ, ჵ, მამაო სანატრელო, ზეცით-გარდამო და გჳჴსნენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.
აქებდითსა ზედა დასდებელი. მუხლი 4. ჴმაჲ 8
ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, შენ უღელი ქრისტჱსი აღიღე ქედსა ზედა, და ახოვნებითა ზედა დასხმანი მტერთანი შეჰმუსრენ და უდაბნონი ქალაქად გამოაჩინენ, ამისთჳს გნატრით შენ და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, მშუენიერო რადონეჟისა დიდებაო, შენ ქრისტემან მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ ჩუენ.
ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, აწ დაჴსნენ წყუდიადი ბრალთაჲ და ვნებათაჲ და მადლი და წყალობაჲ მოეც მოყურეთა შენთა და ცხორებად საუკუნოდ წარუმართე მეოხებითა შენითა პატივისმცემელთა შენთა და წმიდათა ნაწილთა შენთა სურვილით თაყუანისმცემელთა.
სარწმუნოებითა შემოკრებულნი მორწმუნენი, ვითარცა იღუმენსა დიდსა პატივს-გცემთ შენ, ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, და სარწმუნოებითა გევედრებით: ჵ, წმიდასა ანტონს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რომელი სიხარულითა განხუედ უდაბნოდ უალად, და მჴეცთა-წილ დაამკჳდრენ კაცნი ანგელოზთა სწორნი, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაჲთა გუაცხოვნნეს ჩუენ.
ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერგი, გამოჩნდი შენ კანონ მონაზონთა და სიქადულ მართლმადიდებელთა, დამატკბობელ და ბრწყინვალე მნათობ სრულიად რუსეთისა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, რამეთუ არა შეშინდი შიშისაგან მაცთურისა მტერისა და მშჳლდნი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ და მძჳნვარენი საფრჴენი მათნი მოაუძლურენ საღმრთოჲთა ღუაწლითა შენითა. ჵ, ნიჭთა შენთა მოცემულთა, ნეტარო, რომლისა მიერ ბოროტთა ეშმაკთა არცხვინე და განაბრწყინვენ დიდებაჲ ქრისტჱსი.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დავბეროთ საყვირსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მოძღურისა ჩუენისასა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღირსო მამაო სერგი, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა.
ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი,
დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი,
მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი,
შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი
და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.
დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაჲ.
ლიტურღიასა ზედა: მომიჴსენენი კანონისაგან ღირსისა, გალობა 3 და 6.
წარდგომა, ჴმაჲ 7. პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.
სამოციქულო I კორინთელთა, თავი 12, მუხლი 7. (ძმანო, თითოეულსა ჩუენსა...) დასასრული, მუხლი 12. (კაცად-კაცადსა ვითარცა ჰნებავს...)
ალილუია, ჴმაჲ 6. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.
მუხლი. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი.
სახარება მათესი, თავი 11, მუხლი 27. (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა...) დასასრული, თავი 12, მუხლი 1. (ტჳრთი ჩემი სუბუქ-არს...)
განიცადე: საჴსენებელად საუკუნოდ.