„მადლობდეთ უფალს და ღვთისმშობელს!"
უსინათლო ბავშვი განკურნა მეორე რუსმა წმიდანმაც სერაფიმე ვირიცელმა. მაშინ ის უბრალო ბერი იყო. ერთ საღამოს მის სენაკს შორი გზიდან ჩამოსული ქალი ეწვია, რომელსაც თან ბრმა გოგონა ახლდა.
დედა ცრელმებით ევედრებოდა ბერს ეშველა მისი ბრმა შვილისათვის. მამა სერაფიმემ ილოცა, მერე ანთებული კანდელიდან ზეთი ამოიღო, ბავშვს თვალებზე წაუსვა და დედას უთხრა, მისთვის თვალები აეხვია. თან გააფრთხილა, რომ სახვევი მეორე დღეს საღამოს შეეხსნა.
ასე ზღაპრებში ხდება, ხომ? ჭეშმარიტი რწმენაც ხომ ზღაპარივით არის! - ხდება ის, რაც მიწიერი აზროვნებისათვის აბსოლუტურად აუხსნელი და შეუძლებელია.
გავიდა ორიოდე დღე. ბერის სენაკის კარს ისევ მიადგნენ ორნი - ამჯერად მომღიმარი, ბედნიერი დედა და თვალხილული შვილი, რომელთაც ხელში ყვავილების დიდი თაიგული ეჭირათ.
დედამ მამა სერაფიმეს წინ დაიჩოქა და მადლობა მოახსენა იმისათვის, რომ უფალმა მისი ლოცვითა და მეოხებით მის უსინათლო შვილს თვალისჩინი აჩუქა.
გოგონამ ბავშვური გულწრფელობით და მადლიერების გრძნობით ყვავილების თაიგული მიართვა ბერს.
მამა სერაფიმემ დედა-შვილს უთხრა: „მადლობდეთ უფალს და ღვთისმშობელს; ეს თქვენი რწმენისაებრ მოგემადლათ განკურნება, რათა თქვენც და თქვენმა შვილებმაც ძნელბედობის ჟამს უწყოდეთ, რომ მჭუმუნვარე და მორჩილ გულთან ის ყოველთვის ახლოს არის".
„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.
a