მუხლი |
თანამედროვე ქართულით |
ძველი ქართულით |
კომენტარი |
იოანე 3,5 |
ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ
შევა სასუფეველში |
უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა,
ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. |
|
მათე 19,14 |
ხოლო იესომ უთხრა: გამოუშვით ბავშვები და
ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა
სასუფეველი |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა
მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს
სასუფეველი ცათაჲ. |
იესომ მოუწოდა თავისკენ ბავშვებს |
საქმე 2,38-39,41 |
ხოლო პეტრემ უთხრა მათ:
„მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების
მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს, ვინაიდან თქვენ გეკუთვნით
აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი
ღმერთი ჩვენი"... ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლენენ და იმ დღეს
შეემატა სამი ათასამდე სული. |
ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ
და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა
მისატევებელად ცოდვათა, მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ. რამეთუ თქუენი არს
აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის
უფალმან ღმერთმან ჩეუნმან... და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ
მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი
ოდენ. |
პირველი ქრისტიანები მთელი
ოჯახებით ინათლებოდნენ, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც |
საქმე 16,15 |
მოინათლენენ ის (ლიდია) და მისი სახლეული |
ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან. |
საქმე 16,33-34 |
მაშინვე მოინათლენენ ის (საპყრობილის
ზედამხედველი) და ყველა მისიანი. მიიყვანა ისინი (პავლე და სილა)
თავის სახლში, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, რომ
იწამა ღმერთი |
და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა
და განბანნა იგინი ნაგეუმთა მათგან. და ნათელ-იღო მან და მისთა
ყოველთა; მეყსეულად აღიყვანნა იგინი სახედ თჳსა და დაუგო მათ ტაბლაჲ.
და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი. |
კოლ. 2,11-12 |
თქვენ მასში წინადაცვეთილებიც ხართ
ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის წაძრობით -
ქრისტესეული წინადაცვეთით. მასთან ნათლისღებით დამარხულები მასთანავე
აღდექით ღვთის ძალისადმი რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით. |
რომლითაცა წინადაიცჳთეთ წინადაცუეთითა მით
ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა
წინადაცუეთითა ქრისტესითა. მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით,
რომლისა თანაცა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნითა ღმრთისაჲთა,
რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით. |
წინადაცვეთა შეიცვალა ნათლობით,
ხოლო წინადაცვეთა სრულდებოდა ჩვილ ბავშვებზე მერვე დღეს დაბადებიდან. ე.ი.
თუ წინადაცვეთის შესრულება შეიძლებოდა ბავშვებზე, მაშინ შეიძლება ნათლობის
შესრულებაც |
დაბ. 17,11-12 |
დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა
ჩემსა და თქვენს შორის. რვა დღისამ წინდაიცვითოს თქვენში ყოველმა
მამაკაცმა თაობიდან თაობამდე. სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით
ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ ტომის არ არის |
|