რაც შეუძლებელია კაცთათვის...

ბოლოს კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ღვთისმშობლის ცნობილ ხატთან - „ყოველთა დედოფალთან" მოხდა.

ეს ხატი ცნობილია, როგორც კიბოს განმკურნავი. ამიტომ დროდადრო ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში პარაკლისები იმართებოდა ხოლმე. ერთი დედა ამ პარაკლისების დროს სასწაულთმოქმედ ხატს ნარკომანი შვილის განკურნებას ევედრებოდა. ერთხელაც შინ დაბრუნებულს შვილმა ნაკურთხი წყალი მოსთხოვა და აღუთქვა, რომ აღარასოდეს გაეკარებოდა ნარკოტიკს, თანაც მასთან ერთად ივლიდა ეკლესიაში.

ასეც მოხდა. ექიმებმა დაადასტურეს სასწაულებრივი ცვლილებები ყმაწვილის ჯანმრთელობაში.

ჭეშმარიტად - რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღმრთისათვის. შენ მხოლოდ გწამდეს და შესთხოვე!

„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.