საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

25. სექტანტების შესახებ

სექტანტობის ასეთი სწრაფი გავრცელება ქრისტიანისთვის გასაკვირი არ არის. მაცხოვარს ნაწინასწარმეტყველები აქვს, რომ მისი მეორედ მოსვლის დროს დედამიწაზე ცრუ სწავლება ისე იქნება გავრცელებული, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ერთეულები იქნებიან.

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
საქმე 20,28-30 გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წავლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ. ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა. და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა. და თჳთ თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა. მოციქული აფრთხილებს ეკლესიის მეთაურებს, რომ ზოგიერთები თვითონ შეთხზავენ ცრუ-სწავლებას და შეეცდებიან ეკლესიაში განხეთქილება შეიტანონ.
2 ტიმ. 4,3-4 ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და მიმართავენ ზღაპრებისაკენ. რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურობასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა; 4. და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ დადგება დრო, როცა ჭეშმარიტებას არ მიიღებენ, არამედ ცრუ-სწავლებას დაუჯერებენ.
ტიტე 3,10-11 მწვალებელს, პირველი და მეორე შეგონების შემდეგ, გაერიდე. იცოდე, რომ ასეთი კაცი გაირყვნა და სცოდავს, მისმავე თავმა დასდო მსჯავრი. წვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ.  
2 იოანე 1,10-11 თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მოიკითხავთ მას. რადგან ვინც მათ მოიკითხავს, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ" ნუ ეტყჳთ მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ", ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა. პავლე მოციქული გვაფრთხილებს, რომ ის ადამიანი, რომელსაც არ მოაქვს ჩვენთან ჭეშმარიტი მოძღვრება და ადამიანების შეცდენას ცდილობს, არათუ სახლში არ მივიღოთ, არც კი მივესალმოთ. ვინც მას მიესალმება, მისი ბოროტი საქმეების მოზიარეა.