სიძვასა და მრუშებაზე

თუ შენ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, მას გეენიის უშრეტი ცეცხლი დაუპირისპირე და შენი ვნების ალი იმწამსვე ჩაცხრება და განქარდება.
წმ. იოანე ოქროპირი

თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე აცთუნებს, წარმოიდგინე როგორ გაიხრწნება იგი და დამშვიდდები.
აბბა ესაია

რაგინდ დიდი არ უნდა იყოს ავხორცობის ძალა, თუკი საკუთარ გულისთქმას, საკუთარ თავს ღვთისმოშიშებით შემოიზღუდავთ, ვნების მძვინვარებას იოლად დაამარცხებთ.
წმ. იოანე ოქროპირი

ავხორცობა გვაიძულებს, ის მოვიმოქმედოთ, რისი გაფიქრებაც კი გვზარავს.
წმ. იოანე ოქროპირი

ზომიერად მიიღე პური, საწყაულით სვი წყალი და სიძვის ვნება განგეშორება.
აბბა ევაგრიუსი

ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება, მრუშობის ვნება კი ნაყროვანებაზეა დაფუძნებული.
წმ. ნილოს სინელი

ხორციელ ბრძოლას დაუდევრობა იწვევს, იგი ჩუმად წარგიტაცებს სხვების განსჯისა და განკითხვისაკენ და ამ გზით გიმუხთლებს.
წმ. ბარსანუფი დიდი

როგორც ღელვის სიმძაფრე უსაჭო ნავს იტაცებს, ისე უკრძალავსა და უდებებით მიშვებულს გონებას იტაცებს გულის-თქმა სიძვისა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

როგორც ლერწმითა და თივით შეუძლებელია ცეცხლის შემაგრება, ეგრეთვე შეუძლებელია ბრძოლა და მორევნა სიძვის ვნებისა სიმაძღრით ჭამითა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი