მუხლი |
თანამედროვე ქართულით |
ძველი ქართულით |
კომენტარი |
1 კორ. 3,10-11 |
მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც
ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ
ყველამ უყუროს, როგორ აშენებს. რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს,
გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. |
მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა,
ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი
აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს. რამეთუ
საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი
დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე. |
ქრისტეს ეკლესია „ერთიანია" |
იოანე 11,52 |
(იესო მოკვდა) იმისათვის, რომ ერთად შეეკრიბა
ღმრთის გაფანტული შვილები. |
ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს. და
არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი
შეკრიბნეს ერთად. |
იოანე 17, 21-22 |
რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ,
მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.
დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. |
რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ,
მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ,
რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. და მე დიდებაჲ, რომელი
მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ. |
ფილიპ. 2,2 |
აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ
თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და
თანამოაზრენი. |
აღავსეთ სიხარული ჩემი, რაჲთა მასვე
ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ-ზრახვა
იყვენით. |
რომ. 16,17 |
შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც
განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც
გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი. |
გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან,
რომელნი იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი
თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან. |
1 კორ. 1,10 |
შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს
სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის
განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით. |
ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა
ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ
თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და
მითვე მეცნიერებითა. |
ეფეს. 4,4-5 |
ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც
ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით. ერთია უფალი, ერთია რწმენა,
ერთია ნათლისღება. |
ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით
ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა; ერთ არს უფალ, ერთ
სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღებაჲ |
მათე 16,18 |
და მე გეუბნები: შენ ხარ კლდე, და ამ
კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. |
და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და
ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ
ერეოდიან მას.
|
ეკლესია იქნება მეორედ მოსვლამდე და ვერავინ
ვერასდროს სძლევს მას. აქედან ჩანს, რომ არ იყო არც ერთი დღე ეკლესიის
დაარსებიდან, როცა ქრისტეს ეკლესია არ არსებობდა, რადგან თუ ის შეწყვეტდა
არსებობას თუნდაც ერთი დღით, ეს ნიშნავს, რომ "ბჭენი ჯოჯოხეთისანი" მას
მოერიენ. |
მათე 7,22-23 |
მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო!
განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ
ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით სასწაულს? და მაშინ
ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ; გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო. |
მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო,
უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა
ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას
ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი
მოქმედნი უსჯულოებისანი. |
ეკლესიიდან გასულნი და ურჯულონი, თუმცა სწამთ
იესუ ქრისტე, მისი მტრები არიან; მათ დაღუპვა ელით. |