„წადი და მოიყვანე შენი შვილი!"
ვიქტორი უკეთილშობილესი ადამიანი იყო, მაგრამ დიდი ნაკლიც ჰქონდა - ალკოჰოლის მომეტებულ სიყვარულს ვერ უმკლავდებოდა. ხელფასს რომ აიღებდა, აუცილებლად ამხანაგებთან ერთად სუფრას შემოუჯდებოდა. დედა ბევრს ცდილობდა, შვილი დაღუპვის გზიდან შემოებრუნებინა. გამუდმებით ევედრებოდა უფალს, ეხსნა იგი ამ მძიმე ვნებისაგან. ერთხელ ძალიან შეაგვიანდა. დედა მთელ ღამეს ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინ ცრემლებით. აღარც კი ახსოვს, რამდენი ხანი იდგა მუხლებზე. უეცრად ხმა მოესმა: „წადი მდინარე ოკას ნაპირას და წამოიყვანე შენი შვილი!"
შეშინებული დედა ქალაქში გავიდა. ბურუსი იდგა. იგი ძლივს არჩევდა საგნებს, მაგრამ მაინც განაგრძობდა ძებნას. და უცებ!.. „ის არის!" - გაიფიქრა და მდინარის პირას დაგდებული კაცისაკენ წავიდა. დედას გულმა არ უმტყუნა - ის მართლაც ვიქტორი იყო. თურმე მეგობრებთან ერთად დაელია და შეგვიანებოდა. შინ მობერუნებულს მდინარე ოკას ხიდზე უნდა გაევლო. ხიდი ამ დროს გახსნილი ყოფილა. ნასვამს სიბნელეში ეს ვერ შეუნიშნავს, ფეხი ხიდზე შეუდგამს და მდინარეში ჩავარდნილა.
შიშისა და სიცივსგან აკანკალებული ვიქტორი მდინარის ფსკერისკენ წავიდა. უკვე იხრჩობოდა, რომ ცისფერ სამოსში გამოწყობილი ჭაბუკი დაინახა. მერე მისი ხმაც გაიგონა: „არ შეიძლება დაიხრჩოს ის შვილი, ვისთვისაც დედა ასე ლოცულობს!" ვიქტორს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ძლიერი დარტყმით ნაპირზე გადმოადგეს.
„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.