ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ (ქორწინების სამართლებრივი საფუძვლები)

პაპისა და შვილიშვილისათვის

  1. პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის სიდედრს.
  2. პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის სიდედრის დედას.
  3. პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის სიდედრის ბებიას.
  4. პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის ცოლის დას.
  5. პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის ცოლის პაპის დას.
  6. პაპა და შვილიშვილი ვერ შეირთავენ მამის დასა და ძმისშვილს.
  7. პაპა და შვილიშვილი ვერ შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს.
  8. ვერც პაპის მამა და შვილიშვილი შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს.
  9. ხოლო პაპის მამა და შვილიშვილი შეირთავენ ბებიის დედასა და შვილის შვილის შვილს.
    მე შევირთავ ქალს და პაპაჩემის მამა შეირთავს ჩემი ცოლის ბებიის დედას.
  10. პაპაჩემის მამა შეირთავს ჩემი ცოლის მამიდას.
  11. პაპა და შვილიშვილი შეირთავენ ბიძაშვილის შვილს და დედის ბიძაშვილს.

ორი ძმისათვის

  1. ორი ძმა ვერ შეირთავს ორ დას.
  2. ორი ძმა ვერ შეირთავს ძმის შვილსა და მამიდას.
  3. ორი ძმა ვერ შეირთავს ორ პირველ ბიძაშვილს.
  4. ორი ძმა შეირთავს ასულს და სიდედრის ბიძაშვილს.
  5. ორი ძმა შეირთავს ორ მეორე ბიძაშვილს.
  6. ორი ძმა ვერ შეირთავს დედასა და შვილს.
  7. ორი ძმა ვერ შეირთავს შვილიშვილს და ბებიას.
  8. ორი ძმა ვერ შეირთავს შვილიშვილის შვილს და ბებიის დედას.
  9. ორი ძმა ვერ შეირთავს პაპის დას და ძმის წულის ასულს.
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.

ბიძისა და ძმისშვილისათვის

  1. ბიძა და ძმისშვილი შეირთავენ მამიდას და ძმის ასულს, თუ ბიძა მამიდას შეირთავს და ძმისშვილი ასულს, ხოლო თუ ბიძა ძმის ასულს შეირთავს და ძმისშვილი მამიდას, ეს არ შეიძლება, რადგან აირევა სახელები - ბიძა ძმისშვილად იწოდება და ძმისშვილი ბიძად. ბასილი დიდი ბრძანებს, როდესაც სახელები აირევა, ასეთი ქორწინება დაუშვებელია.
  2. ბიძა და ძმისშვილი შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს დაუბრკოლებლად.
  3. ორი პირველი ბიძაშვილი შეირთავს ორ პირველ ბიძაშვილს.
1.
2.
3.

აქ დასრულდა ორნათესაობა

სამნათესაობისათვის

ახლა უკვე სამნათესაობისთვის ვთქვათ, სამნათესაობა მძახლობითვე არის, მაგრამ სამი ნათესავისაგან იქმნება: ერთი ნათესავი მე ვარ, მეორე ნათესავია ჩემი ცოლი და მესამე ნათესავია ჩემი ცოლის ძმის ცოლი.

  1. თუ მოკვდება ჩემი ცოლი, ჩემი ცოლის ძმის ცოლის დას შევირთავ დაუბრკოლებლად.
  2. ხოლო თუ ჩემი ცოლის ძმა მოკვდება, მე ვერ შევირთავ მის ცოლს, ჩემი ძმა კი შეირთავს.
  3. შემიძლია შევირთო ჩემი ძმის გერის ცოლი (გერის სიკვდილის შემთხვევაში).
  4. თუ დედინაცვალს, რომელსაც ქმარი მოუკვდება და დარჩება გერად ქალი და ისიც მოკვდება, დედინაცვალი ვერ გაჰყვება ცოლად თავისი მკვდარი გერის ქმარს.
  5. თუ მოკვდა ჩემი ცოლი, მე ცოლად ვერ შევირთად ჩემი მკვადრი ცოლის ბიძის ცოლს.
  6. შევირთავ შემი ცოლის ძმის გერს.
  7. ჩემი სიძის (დის ქმრის) ძმის ცოლი შეიძლება შევირთო მე ცოლად.
  8. თუ მოკვდება ჩემი ცოლიცა და ჩემი სიძის (ასულის ქმრის) ძმაც, მე ვერ შევირთავ ცოლად ჩემი სიძის ძმის ცოლს.
  9. დაუბრკოლებლად შემიძლია ჩემი სიძის ძმის ცოლის და ცოლად შევირთო.
  10. თუ ორ ძმათაგან ერთ ჰყავს ცოლის ძმა და მეორე კი - ცოლის და, ისინი ერთმანეთის ცოლ-ქმარნი შესაძლებელია რომ გახდნენ.
    ლეონ პატრიარქისა და არსენ პატრიარქის ბრძანებით, ორი ძმა დაუბრკოლებლად შეირთავს რძალ-მულს.
    ჩემი ძმის ქალიშვილს ჰყავს ქმარი, თუ ჩემი ძმის ქალიშვილი მოკვდება, მისი ქმარი და მე შევირთავთ ორ დას.
    მიქაელ პატრიარქის ბრძანებით, პირველი ცოლისგან შობილი ჩემი ასული და ჩემი მეორე ცოლის ძმის ასული შეირთავენ ორ ძმას. სიძე და ცოლის ძმა შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს.
  11. პარტიარქ სტიპის დადგინება შესაძლებელს ხდის სიძისა და ცოლის ძმის მიერ ორი დის შერთვას.
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.

მოკვდა მარიამი, შეირთო პეტრემ ირინა და პეტრეს ცოლის მარიამის ძმამ გიორგიმ შეირთო ირინას და ანნა.

13.

შვილად აყვანის ნათესაობა

(რომელიც ასე იყო: რამეთუ აიყვანდნენ სხვის შვილს და ეკლესიური ლოცვითა და განგებით თავისად დააწესებდნენ).
ზოგს, ვინც უშვილოა და ბერწი, ხოლო ზოგს, ვისაც უშვია, მაგრამ მოჰკვდომია, შეუძლია აიყვანოს სხვისი შვილი და ის იქნება ისევე, როგორც ხორციელად მისი მიერ შობილი. ნათესაობაშიც და თავებშიც ჩვეულებრივ აღირიცხება და მემკვიდრეობასაც მიიღებს.
ვერ შევირთავ მე ცოლად ჩემს მიერ აყვანილის შვილის ასულს და ვერც ჩემს მიერ აყვანილი შვილი შეირთავს ჩემს ცოლს, რადგან სულიერი დედაა მისი. მეფე ლეონ ბრძენის მეოცე კანონი ბრძანებს, რომ არავის შეუძლია მისცეს თავისი ასული ცოლად თავის აყვანილ შვილს, იმიტომ რომ ისინი არიან სულიერი და-ძმანი.
თუ (ძველ დროს) სურდათ შვილის აყვანა, აიყვანდნენ მარტო სიტყვით საღმრთო ეკლესიური განგებისა და ლოცვის გარეშე. ხოლო ახლა, ვისაც სურს შვილის აყვანა, საჭიროა, რომ აიყვანონ საღმრთო ლიტურგიით, განგებითა და წმ. წერილით და მაშინ გახდებიან იმ ყრმის ნამდვილი მშობლები. და, თუ ისინი შობენ ხორციელ შვილებს, აყვანილ შვილს ვერ მისცემენ მათ ცოლად მერვე თავამდე.
შვილად აყვანის ნათესაობა მერვე თავამდე აღირიცხება, როგორც ნათლისღებისა მხოლოდ აღმავალთა და შთამომავალთათვის, ხოლო გვერდ განმავალთათვის არა აქვს ნათესაობა რაიმე.
ჩემს მიერ აყვანილი სულიერი შვილი და ჩემი ძმის შვილი შეიძლება ერთმანეთის ცოლ-ქმარნი გახდნენ.
ესეც იცოდეთ, რომ, თუ მონაზონი ან ქალწული აიყვანს შვილს, ესენიც გახდებიან მათი სულიერი დედებისა (თუ მამების) მემკვიდრეები ყოველგვარი ცოლიბისა და მსჯავრის გარეშე მეფე ლეონ ბრძენის მეოცე კანონის ბრძანებისამებრ.

ნათლისღების ნათესაობისათვის

წმ. ნათლისღება არის საღმრთო შობა და სულის განახლება, და, რომელმაც ამოიყვანოს ჩვილი წმინდა ემბაზიდან (ანუ მონათლოს), იქნება ის ჩვილის სულიერი მამა და აღმომქმელი (ანუ ნათლია) ხორციელ მამაზე უფრო დიდი ნათესავი იქნება და ყოვლად წმ. სულის შუამდგომელობით ნათლია იქნება თავისი ნათლულის ხორციელი მამის ძმა და ხორციელი მამა და სულიერი მამა ითვლებიან ორ თავად, რადგან მისი ძმა არის. ხოლო ჩვილისათვის სულიერი მამა ითვლება ერთ თავად, ხოლო მისი ნათლულის ძმები ითვლებიან სამ თავად, როგორც მისი ძმისწულიები, რადგან მამა ძმა არის მათი სულიერი მამისა და ნათლიის შვილები მისი ნათლულებისთვის ითვლებიან ორ თავად.
მე ვარ მამა ჩემი შვილებისა, რომლებიც მე დავბადე ხორციელად და ზოგიც სულიერად წმ. ემბაზიდან (ანუ მოვნათლე). ჩემი სულიერი და ხორციელი შვილები ითვლებიან ორ თავად, ხოლო ჩემი ნათლიმამის (ანუ ნათლულის მამის) სხვა შვილები, რომლებიც არ მომინათლავს, ითვლებიან ხორციელად შობილი ჩემი შვილებისათვის მეოთხე თავად, როგორც ორი ძმის შვილები, რომელთაც ეწოდათ პროტა ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და ამათი შთამომავალნი აღირიცხებიან, როგორც სისხლით ნათესავები მერვე თავამდე, და არ შეიძლება მათი ქორწინება, ვიდრე არ დამთავრდება მერვე თავი, როგორც ამბობს მეექვსე კრების ოცდამეცამეტე კანონი - სისხლით ნათესაობაზე უფრო დიდი ნათლიაობითი ნათესაობაა. ვინაიდან რჯულისა და კანონისგან ასე გვებრძანა, მაშასადამე ვალდებულნი ვართ, რათა უმეტესად წმიდად და მკაცრად დავიცვათ ეს კანონი და მერვე თავამდე არ მოვახდინოთ შეერთება. და, როდესაც განსრულდება მერვე თავი, გახსნილი იქნება, როგორც სისხლით და შვილად აყვანის ნათესაობა, მხოლოდ ესეც აღმავალთა და შთამომავალთათვის აღირიცხება, ხოლო გვერდ განმავალთათვის დაუბრკოლებელია ქორწინება.
ჩემი ძმის შვილი მიერ მონათლულ ქალს ცოლად შეირთავს, აგრეთვე მეც შევირთავ ცოლად ჩემი ნათლიმამის დას.
ხოლო ვინც საკუთარი შვილი მონათლოს, უნდა დატოვოს თავისი ცოლი, იმიტომ, რომ სულიერი შვილი მონათვლის გამო ცოლი გახდა მისი სულიერი და. ამდენად შეუძლებელია მათი ცოლ-ქმრობა.

ყრმებისათვის, რომლებიც მოინათლნენ წმიდა ემბაზში, 
სვიმეონ თესალონიკელისა

არის ვიღაც ორი კაცი, რომელთა შორისაც არ არის რაიმე ნათესაობა. თუ მათი შვილები ერთიდაიგივე კაცმა მონათლა, აღარ შეიძლება მათი ცოლ-ქმრობა, ვინაიდან ორივე ერთი და იმავე კაცის მონათლულები არიან, ე.ი. ერთი სულიერ მამის ამოყვანილები წმიდა ემბაზიდან.

ნათელღებულთათვის, რომელიც ვერ გახდება მემკვიდრე 
და ვერც დაიმკვიდრებს თავისი ნათლიის სამკვიდრებელს, 
თუ არ აიყვანს იგი შვილად

წმ. ნათლისღების ნათესაობა არ გულისხმობს მემკვიდრეობას, განსხვავებით სისხლით ნათესაობისა და შვილად აყვანის ნათესაობისაგან. მხოლოდ თავები ვრცელდება (აღირიცხება) შესაძლებელი ქორწინებისათვის. როგორც ზემოთ ვთქვით, მერვე თავამდე შეუძლებელია ქორწინება და ესეც მხოლოდ შთამომავალთათვის და აღმავალთათვის.

ბროშურიდან: „ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ", თბილისი, 1995 წ.