ცოდვილის მონანიება
ერთი დედა ბერთან მივიდა და გულმოკლულმა შესთხოვა:
- ჩემი შვილი სვამს, ცხოვრობს უპატიოსნოდ, მცემს, ჩემ თვალზე ცრემლი არ შრება, ილოცეთ მისთვის, მამაო!
- შენ კი მადლობა შესწირე უფალს ამისთვის.
- როგორ, მამაო, რატომ?
- მას რომ არ ესვა, შენ ეკლესიაში არ წახვიდოდი და ჩემთანაც არ მოხვიდოდი. წადი, ილოცე შენი შვილისათვის! - არცერთი წვეთი დედის ცრემლისა ტყუილად არ იკარგება. დედის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. შენი შვილი კი ქრისტიანად მოკვდება.
ყველაფერი ბერის სიტყვების მიხედვით ახდა. ცოტა ხანში აქ ქალის შვილი კიბოთი დაავადდა, ჩამოდნა, თვალდათვალ გაილია. მან სმას თავი დაანება და დიდ სინანულში ჩავარდა. იგი ყველას პატიებას სთხოვდა და ამბობდა: „მაპატიეთ, ძვირფასებო, საშინლად, საშინლად ვცხოვრობთ, ვიღუპებით, თქვენც მოინანიეთ!" სიკვდილის წინ მღვდელი მოიხმო, აღსარება უთხრა და ეზიარა ასე, ღმერთთან შერიგებული გავიდა ამ ქვეყნიდან.
შვილის სიკვდილის შემდეგ დედამ მთელი სიცოცხლე უფლის სამსახურში გაატარა. ის ტაძრებში საქმიანობდა და თან გამუდმებული ლოცვით შვილის სულს ეხმარებოდა.
„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.