იღუმენ ნიკონის წერილები სულიერ შვილებს
[ · გადმოწერა წაშლილია (104.31 MB) ]06.03.2012, 22:49
 
ინფორმაცია წიგნზე: „იღუმენ ნიკონის (ვორობიოვის) წერილები სულიერ შვილებს."
 
იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) (1894-1963წწ) ცხოვრობდა იმ ეპოქაში როცა კომუნისტური ხელისუფლება ქრისტიანებს სდევნიდა. იღუმენი სწავლობდა პეტერბურგის ნევროლოგიის ინსტიტუტში, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ მეცნიერება უძლურია ადამიანის შეცნობის საკითხში და მთელი არსებით ღმერთს მიმართა. პირველი კურსის შემდეგ მიატოვა ინსტიტუტი და განმარტოებული ასკეტური ცხოვრება დაიწყო. სწავლობდა სახარებასა და წმინდა მამათა ცხოვრებას. ბერად აღკვეცის დღეს, 1933 წლის 23 მარტს, ნიკონი დააპატიმრეს და ოთხი წლით გადაასახლეს ციმბირის ბანაკებში. განთავისუფლების შემდეგ მოსამსახურედ მოეწყო ექიმთან. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, როცა ეკლესიები გაიხსნა, ნიკონი მღვდლად დანიშნეს. იქ ძმობის წევრებმა, ნახეს რა მისი ქადაგების წარმატება, შურით ცილი დასწამეს, რის გამოც, გარკვეული დროის მანძილზე, ნიკონს ღმრთისმსახურება აუკრძალეს. 
 
იღუმენ ნიკონს პირადად იცნობდა პატარა ალექსი დღეს უკვე ღვთისმეტყველების პროფესორი ალექსი ოსიპოვი. პროფესორი ოსიპოვი თავის გამოსვლებში ხშირად უწევს რეკომენდაციას იღუმენ ნიკონის წერილებს. ჩვენ სწორედ ამ წერილების აუდიო ვერსიას გთვაზობთ.
 
ფაილი:
ჟანრი: აუდიო წიგნი
ფორმატი: mp3
ენა: რუსული
გამოშვება: 2006 წ.
კატეგორია: ქადაგებები | დაამატა: vasoelis
ნანახია: 1253 | რამოტვირთვები: 386 | რეიტინგი: 5.0/1


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]