ქართულ სუფრაზე ლექსად თქმული სადრეგრძელოები ძალიან დიდ ეფექტს ახდენს სუფრის წევრებზე, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე სადღეგრძელოს ლექსად...
24.03.2013, 18:27


****
მე დავიბადე დედამიწის სულ ციცქნა ბაღში
მადლობელი ვარ ამ სამოთხის,მიწის,ზეცისა.
მშვენიერების წალკოტს ეყრები მთასა თუ ბარში
შემყვარებია ყველაფერი ჩემი ქვეყნისა.
მე წვიმაც მიყვარს უეცრად მაშვრალს რომ დაგასველებს,
ის ნათელი მზე წვიმის მერე გულს რომ გაგითბობს.
მე აქაური მიყვარს ჭექაც,მიყვარს ქუხილი
ყურში ჩამესმის გმირი ვაჟის დედის წუხილი.
მიმდევარი ვარ ჩემი წესის ადათის ძველის
მოტრფიალე ვარ ჩემი ქვეყნის ამაყი გერბის
მე ქართველი ვარ ქრისტიანი რა უნდა მსურდეს
მე აქაური ისიც მიყვარს რაც უნდა გძულდეს.
სისხლით ხორცამდე,სულით გულამდე
მე მოწამე ვარ მაღალი ღმერთის,
შემინდობთ ალბათ კერპიც მყავს ერთი
მე სიკვდილამდე სამშობლოს ვეტრფი.


****


სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს.. მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი..
მტერიცა გყავდეს,მოყვარეც გყავდეს.. მაგრამ არცერთთან ჭამო სირცხვილი..
სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს, ვიდრემცა გულის შეწყდება ფეთქვა
და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდე უნდა თქვა მაინც რაც უნდა გეთქვა!
სიცოცხლეს გაუმარ... !!!


*****


დაბადების დღის იმ ლამაზ ღამეს,
შენი აკვნისთვის ღმერთს უკოცნია,
დიდხანს სიცოცხლე შენთვის ცოტაა,
დიდი სიცოცხლე დამილოცია !!!
ცისარტყელა აკისკისდება,მიებჯინა კლდეს...
თოლიები ზღვის ნაპირზე ნაზად კრავენ წრეს
წვიმას იწყებს და წვეთები უღიმიან მზეს...
გეფერები და გილოცავ დაბადების დღეს !



*****

ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს
გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება
და ტკივილს, ტკივილს, ტკივილს უმწარესს
რომლის ბადალიც არ მეგულება.
- ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას
ენაზე თრთოლვას და უძილობას
მეორე შემთხვევით გასროლილ ტყვიას
და მოურჩენელ მძიმე ჭრილობას.
- გრძნობას გაუმარჯოს ფიქრებში დაღლილს
სიყვარულს, სიყვარულს, თუ გინდ დაკარგულს,
- სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს
ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს,
- ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს,
-თვალებს გაუმარჯოს, თვალებს სევდიანს
ერთი შეხედვით რომ ყველაფერს გეტყვიან,
-ეს გაუმარჯოს ცრემლიან თვალებს
უსიტყვო სევდას და უხმო ალერსს...


*****


მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია,
მე კოცნის ზღვაში დავიხრჩობი ასე მგონია,
ამბობენ, თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ
მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობა ქონიათ.


****


მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან, მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს და საყვარელი კაცის კოცნას ...


*****

დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს
ყველაზე მოწყენილ დღეს
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . .
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს
ყველა დაჩაგრულ გულს,
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზააბნეულს ერთს,
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!

*****
სიყვარულს გაიმარჯოს უთქმელს ან ახსნილს,
აი ისეთ სიყვარულს ორს შორის გულ გახსნილს,
მოდი იმ ორს გაუმარჯოს იმ გეგმით და ფიქრით,
ერთმანეთით გაუმაძღრებს თეთრ რაშით რომ მიქრით,
მოდი იმ რაშს გაუმარჯოს ვინც აქროლებს ზურგით,
ვინც იმ ფინალს აახლოებს არ ღალატობს მუხლი,
მოდი მუხლებს გაუმარჯოს ვისაც ტაძარში მიყავს,
მოდი იმათ გაუმარჯოს ვინც იძახის მ ი ყ ვ ა რ ს!
იმ მიყვარს გაუმარჯოს კანკალით რომ ამბობს,
ამ ორს შორის გაუმარჯოს სიყვარულით ამბორს,
ამ ამბორით გაუმარჯოს მომავალს ვინც იქმნის,
უკანაც რომ იხედება მომავლისკენ მიქრის,
ამ მომავალს გაუმარჯოს სიყვარულის ძალით,
ჯაჭვით გადახლართულებს და სიძულვილს კი ძაფით.
კატეგორია: სადღეგრძელო | დაამატა: vasoelis | ტეგები: სადრეგრძელოები, ლექსად თქმული, ქართულ სუფრა, სადღეგრძელო ლექსად
ნანახია: 1602 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]