დათა თუთაშხია (1 - 7 სერია)
11.11.2018, 21:26

დათა თუთაშხია

სერია 1

 

სერია 2

 

სერია 3

 

სერია 4

 

სერია 5

 

სერია 6

 

სერია 7

 

დამდგმელი რეჟისორები: გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
სცენარის ავტორი: მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან ნამგალაშვილი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორები: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი (დათა თუთაშხია), თენგიზ არჩვაძე (მუშნი ზარანდია), იური იარვეტი (სეგედი), გრიგოლ წიტაიშვილი (როგაჩევი), კარლო საკანდელიძე (ნიკანდრო ქილია), აკაკი ვასაძე (მიქაელი), ვლადიმერ სოლოდნიკოვი (ბელოვი), სოფიკო ჭიაურელი (ნანო თავყელიშვილი), ჯემალ სიხარულიძე (შირერი), გიორგი (გოგი) ხარაბაძე (კაზა ჩხეტია), ქეთევან კიკნაძე (ბეჩუნი პერტია), გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (ილიკო პერტია), გივი (გურამ) ფირცხალავა (რაჟა სარჩიმელია), იმედა კახიანიიმედა კახიანი (გოგი წულაძე), იპოლიტე ხვიჩია (კაჟა ბულავა), რუსლან მიქაბერიძე (შვანგირაძე), იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილიიოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (ნიკიფორე ბუბუტეიშვილი), მალხაზ გორგილაძემალხაზ გორგილაძე (დოცენტი), გიგლა ებრალიძე (ყველო ყუფარია), გიორგი საღარაძე (მაგალი ზარანდია), გიორგი გელოვანი (კოსტა ზარანდია), გივი ბერიკაშვილი (კოსტა დასტურიძე), ზურაბ ქაფიანიძე (ბექარ ჯეირანაშვილი), გურამ საღარაძე (ირაკლი ხურციძე, ადვოკატი), დოდო აბაშიძე (არქიფო სეთური), ვასილ ჩხაიძე (თაბაგარი), სესილია თაყაიშვილი (ასინეთა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (მოსე ზამთარაძე), ია ხობუა (ფატი), ოთარ კობერიძე (სეხნიევი), ლია ელიავა (თიკო ორბელიანი), გიორგი გეგეჭკორი (სანდრო კახიძე), ივანე საყვარელიძე (ისაკი), ლეო ანთაძე (ბუდარა), იზა გიგოშვილი (ბუდარას ცოლი), ბონდო გოგინავა (თიგვა ძაძუა), ელენე საყვარელიძე (ივლიტა), გურანდა გაბუნია (ირინე), მამუკა ყუფარაძე (პატარა გუდუნა), ეფიმ ბაიკოვსკი (მეფის ნაცვალი), ანზორ ურდია (ბარდღუნია), ლეო (ლევან) ფილფანი (ბოდღო ყვალთავა), ბუხუტი ზაქარიაძე (დურუ), ნატო გაგნიძე (კიკუ), ვარლამ (ვალოდია) წულაძე (იასე მღვდელი), ზაზა მიქაშავიძე (კურუ), მალხაზ ბებურიშვილი (ელიზბარი), ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი (ვახტანგ შალითური), იური ვასაძე (ყანდური), ბესარიონ ხიდეშელი (ტაბისონაშვილი), ვიქტორ ნინიძე (ზვამბაია), ვასილ შავგულიძე (დოროთე თოდუა), ზინაიდა კვერენჩხილაძე (ეფემია), თამარ (თათული) დოლიძე (სალომე), მიხეილ ვაშაძე (მღვდელი), ვლადიმერ ბრეგვაძე (ჯონჯოლია), ფლორა (ფეოდოსია) შედანია (თამარი), ვლადიმერ გულიაევი (კომოდოვი), ნოდარ მგალობლიშვილი (ჭოლა საგანელიძე), მარლენ ეგუტია (კვიმსაძე), ავთანდილ მიქაძე (გიმნაზიელი), ნიკოლოზ (ბიჭიკო) ანდრონიკაშვილი (ხაპლანი), ტარიელ საყვარელიძე (გლეხი), თენგიზ მაისურაძე (მახო), ოთარ ზაუტაშვილი (მახოს მეაბჯრე), ავთანდილ ვერულეიშვილი (I-ქურდი), ირაკლი ქოქრაშვილი (II-ქურდი), თეიმურაზ წიქორიძე (გუდუნა), ლია კაპანაძე (ეკა), დავით ოქროსცვარიძე (იასაული), ბორის წიფურია (მეწისქვილე), ვაჟა ფირცხალაიშვილი (მზარეული), ვაჟა ქოქრაშვილი, ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი (სევა)

ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის კინოვერსია. საქართველო, რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდი, XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი. მთავარი გმირი დათა თუთაშხია კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია სხვა არჩევანს აკეთებს – ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ფილმის მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

„დათა თუთაშხიას“ ბეჭდვა 1971-1972 წლებში ჟურნალმა „ცისკარმა“ დაიწყო და საქართველოში მაშინვე პოპულარული გახდა.

ფილმში გაშუქებულია საქართველო, სადაც ადგილი აქვს რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდს. ფილმის მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. მთავარი გმირია დათა თუთაშხია (ოთარ მეღვინეთუხუცესი), რომელიც კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია (თენგიზ არჩვაძე) სხვა არჩევანს აკეთებს — ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ფილმის მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ დათა თუთაშხია ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს რუსეთში „ნაპირების“ (რუს. Берега) სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეს რუსების მოთხოვნა იყო. „დათა“ რუსულად „დატად“ (რუს. Дата) გამოითქმის, რაც თარგმანში „თარიღს“ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა გახდა შემდეგნაირი: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან — მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან — ჩაურევლობას, ხან — ჩარევას, ხანაც — მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დაერქვა ფილმს „ნაპირები“.

კატეგორია: ქართული ფილმი | დაამატა: vasoelis | ტეგები: დათა თუთაშხია
ნანახია: 727 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]