ტრუმენ კაპოტე – საუზმე ტიფანისთან / Капоте Трумен - Завтрак у Тиффани
28.08.2014, 12:36

ამერიკელი მწერალი, ცნობილი მისი 'დოკუმენტური რომანით' (ფრაზა, რომელიც თავად გამოიყენა პირველად ჟურნალიზმში ლიტერატურული ასპექტის შეტანის გამოსახატავად) "In Cold Blood" (ინგლ. ცივსისხლიანი) და ნოველით "Breakfast at Tiffany's" (ინგლ. საუზმე ტიფანისთან). ორივე მათგანი ადაპტირებულია კინოფილმებში. მისი ნამუშევრები ლიტერატურულ სამყაროში კლასიკადაა ქცეული.

ტრუმენ კეპოტი დაიბადა ახალ ორლეანში, ლუიზიანას შტატში. დედამისი იყო 17 წლის ლილი მეი, მამა-არკულუს პერსონსი, გამყიდველი. როდესაც კეპოტი იყო ოთხი წლის მისი მშობლები დაშორდნენ, პატარა კეპოტი კი დედამისის ნათესსავებთან გააგზავნეს, მონროვილში, ალაბამას შტატში. იქ მას ზრდიდა დედამისის შორეული ნათესავი ნენი რამბლი ფოლკი. მოგვიანებით უკვე მწერალმა, თავისი აღმზრდელი აღწერა მოთხრობაში "შობის ხსოვნა". მონროვილში ტრუმენი იყო ჰარპერ ლის მეზობელიცა და მეგობარიც. ჰარპერ ლიმ, რომელიც ასევე მწერალი გამოვიდა, თავის წიგნში "კაჭკაჭის მკვლელობა" ტრუმენ კაპოტე განასახიერა დილის პერსონაჟში.

მარტოსულმა კეპოტიმ, თვითონ ისწავლა წერა-კითხვა, სანამ სკოლაში შევიდოდა. ხუთი წლის ასაკიდანვე, ტრუმენს თან დაჰქონდა ლექსიკონი და ბლოკნოტი, ათი წლის ასაკში კი უკვე წერდა მოთხრობებს. ამავე პერიოდში მას შეარქვეს ბულდოგი. შესაძლოა, 1930-იანი წლების პოპულარული დეტექტიური ფილმის "ბულდოგ დუმონდთან"-ბულდოგი ტრუმენი, ფონეტიკური მსგავსების გამო.

შაბათობით იგი მიდიოდა მონროვილიდან მობილში, ათი წლისამ კი მონაწილეობა მიიღო ბავშვ მწერალთა კონკურსში მოთხრობით "მოხუცი ქალბაქონი ბასიბოდი".

1933 წელს იგი ჩავიდა ნიუ-იორკში დედამისთან და მის მეორე ქმართან ჯოზეფ კეპოტისთან. ჯოზეფ კეპოტიმ, რომელიც იყო კუბაში დაბადებული ქსოვილების გადამყიდველი, იშვილა თავისი გერი და დაარქვა ტრუმენ გარსია კეპოტი. რამდენიმე ხანში, ჯოზეფ კეპოტეს დაბრალდა ფულის გაფლანგვა და ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა. ამის გამო, ისინი იძულებული გახდნენ პარკ ავენიუზე გადასულიყვნენ საცხოვრებლად.

11 წლის ტრუმენმა სერიოზულად დაიწყო მოთხრობების წერა, დღეში სამი საათი. მოგვიანებით იგი იხსენებდა: "11 წლის ასაკში მე დავიწყე მართლაც სერიოზულად წერა. "სეროზულად", ამას ვამბობ იმ თვალსაზრისით, რომ სხვა ბავშვები მიდიოდნენ სახლში, რათა ემეცადინათ პიანინოზე, ვიოლინოზე ან სხვა რამეზე, მე სკოლიდან ვბრუნდებოდი სახლში იმისათვის, რათა მეწერა დღეში სამი საათი. მე აკვიატებული მქონდა წერა". 1935 წელს ტრუმენი შევიდა "ტრინიტის სკოლაში". შემდეგ კი ესწრებოდა "წმინდა იოსების სამხედრო აკადემიაში". 1939 წელს კეპოტეების ოჯახი საცხოვრებლად გრინვიჩში გადავიდა, სადაც კაპოტემ სწავლა განაგრძო გრინვიჩის კოლეჯში. იქ,იგი წერდა სკოლის ორივე სალიტერატურო ჟურნალისთვის: The Green Witch-ისთვის და სკოლის გაზეთისთვის. 1942 წელს, ნიუ იორკში დაბრუნების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო დუაითის სკოლაში, რომელიც დღემდე მისი სახელობისაა.

17 წლის კაპოტემ დაასრულა სწავლა და მუშაობა დაიწყო ჟურნალში ნიუ-იორკერი. 1954 წელს ტრუმენის დედა, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული გამხდარიყო, საძილე აბების ზედმეტი დოზით თავი მოიკლა.

ტრუმენ კეპოტი გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში 1984 წლის 25 აგვისტოს 59 წლის ასაკში.

გამომძიებლის თქმით სიკვდილის მიზეზი გახდა: "ღვიძლის დაავადება გამოწვეული მრავალგზის მოწამვლით". იგი დაიღუპა თავისი ძველი მეგობრის ჯოანა კარსონის სახლში. ჯოანა იყო ცნობილი ამერიკელი წამყვანის ჯონ კარსონის ცოლი. თავად კეპოტი მრავალჯერ ყოფილა კასონის ღამის შოუს სტუმარი. იგი დაკრძალეს უესტვუდის მემორიალურ სასაფლაოზე, ლოს-ანჯელესში, თავისი ხანგრძლივი კომპანიონის ჯეკ დანფის გვერდით. დანფი დაიღუპა 1992 წელს, 1994 წელს კი მისი და კეპოტის ფერფლი მიმოფანტეს ბრიჯჰემფტონსა და მაგ-ჰარბორს შორის, ლონგ-აილენდზე. კეპოტი საკუთრებას ფლობდა პალმ სფრინგსა და შვეიცარიაში, სადაც ძირითადად სეზონურად ჩადიოდა ჯეკ დანფი, და მთავარი რეზიდენცია გაერთიანებული ერების პლაზაზე, ნიუ იორკში.

კეპოტის სურვილი აღსრულდა დანფის სიკვდილის შემდგომ, როცა დაარსდა სხვადასხვა პრიზები და გრანტები ლიტერატურის განსავითარებლად, მათ შორის "ლიტერატურის კრიტიციზმის ტრუმენ კეპოტის სახელობის ჯილდო ნიუტონ არვინის მახსოვრობაში", რომელიც არამარტო კაპოტეს, ნიუტონ არვინის მიმართ პატივის მიგება იყო. კრიტიკოსის მიმართ, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა სმიტის კოლეგია გამომჟღავნდა რა მისი ჰომოსექსუალობა.

კეპოტის სიკვდილის შემდგომ ახალგაზრდა მწერალმა გორ ვიდალმა აღწერა მისი გარდაცვალება "კარგი კარიერისკენ სვლა".

 

ავტორის წიგნები რუსულად:

Доступные форматы для скачивания:

Скачать в формате FB2 (Размер: 78 Кб)

Скачать в формате DOC (Размер: 68кб)

Скачать в формате RTF (Размер: 68кб)

Скачать в формате TXT (Размер: 65кб)

Скачать в формате HTML (Размер: 67кб)

ფილმი
რეჟისორი:
    ბლეიკ ედვარდსი

მსახიობები:
    ოდრი ჰეპბერნი, ჯორჯ პეპარდი, პატრიცია ნილი, ბადი ებსენი, მარტინ ბალსამი, ხოსე ლუის დე ვილიალონგა, ...

აღწერა:

მსოფლიოს ძლიერთა დედაქალაქი და მყუდრო ბუდე მომხიბლავი ჰოლი გოლაიტლისთვის. ზოგი მას გოგონას გამოძახებით უწოდებს, ზოგი კი – თაღითს. ისინი იფიქრებენ, რომ ის მელასავით ჭკუამახვილია. სხვები გადაწყვეტენ, რომ სულელზე სულელია. ჰოლის ეს არ აინტერესებს, ის ცხოვრებით ტკბება, იცვლის ტანსაცმელს და ეძებს მდიდარ საქმროს. მაგრამ ერთხელაც მეზობლად, ერთ სართლით ზევით, დასახლდება სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი.

 

Loading

Loading

კატეგორია: რომანტიული | დაამატა: vasoelis | ტეგები: Капоте Трумен, ტრუმენ კაპოტე, Завтрак у Тиффани, საუზმე ტიფანისთან
ნანახია: 1659 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]