რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია!
"ერო და ბერო, შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:
ზურგს ნუ შეაქცევთ... გაიკითხეთ, ბედი არ გვციდიდეს
გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი"
შოთა ნიშნიანიძე
სარჩევი
მთავარი » ფაილები » სხვადასხვა » სხვადასხვა

16 ვებ-გვერდი ტვინის გასავარჯიშებლად
10.12.2018, 17:51

16 ვებ-გვერდი ტვინის გასავარჯიშებლად

ჩვენი ტვინი ზარმაცია. თუ მას დავტვირთავთ ერთი ტიპის დავალებებით, ის მალე „ჩლუნგდება“ და კარგავს სწრაფად მოქმედების უნარს.

გთავაზობთ 15 საიტს, სადაც შეხვდებით მრავალფეროვან სავარჯიშოებს ტვინისათვის. დავალებებისა და თამაშების დახმარებით დღეს გავივარჯიშებთ მეხსიერებას, ხვალ ლოგიკას. შედეგად კი მივიღებთ ნავარჯიშებ ტვინს.

Cognifit

აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ტვინი, შექმნათ დავალებებისინდივიდუალური პროგრამა, ივარჯიშოთ და თვალი ადევნოთ პროგრესს. ყველაფერი გაფორმებულია ლამაზად და მოსახერხებლად. მთავარი მინუსი – საიტის უფასო ვერსია საკმაოდ შეზღუდულია.

Wikium

ვიკიუმი გთავაზობთ, თავდაპირველად, გაიაროთ ტესტირება და განსაზღვროთ თქვენი მეხსიერების, აზროვნებისა და ყურადღების ხარისხი. ამ შედეგების საფუძველზე თქვენ მიიღებთ დავალებების პროგრამას. აქაც არის ფასიანი დონე, სადაც გვპირდებიან მეტ შესაძლებლობებს.

Happymozg

საიტზე შესაძლებელია შეამოწმოთ თქვენი მეხსიერება და გაიაროთ ყურადღების, კონცენტრაციის, რეაქციისა და ტვინის სხვა ფუნქციების ონლაინ-ვარჯიშები პროგრამებისა და თამაშების მეშვეობით. არის დაწვრილებითი თეორიული ნაწილი, რომელიც გვიამბობს, თუ რა არის ტვინი და როგორ შევინარჩუნოთ იგი კარგ მდგომარეობაში.

Petruchek

აქ თავმოყრილია ცნობილი ლოგიკური თამაშები, რომლებიც შეგიძლიათ გაუშვათ ონლაინ რეჟიმში, რათა გაივარჯიშოთ ტვინი.

Brainscale

ამ ვებ-გვერდზე მხოლოდ ერთი სავარჯიშოა ტვინისათვის – „N-Back“.ეს არის დავალება, რომელიც აუმჯობესებს ოპერატიულ („მუშა“) მეხსიერებას, აუმჯობესებს მოძრავ ინტელექტს, აზროვნების სიჩქარეს. თამაშის არსი: მომხმარებელი ხედავს კვადრატებს და ესმის ასოები. ამასთან უნდა განსაზღვროთ და მიუთითოთ შეგხვედრიათ თუ არა წარმოდგენილი გამოსახულება n-პოზიციით (1, 2, 3…) უკან.

Uplift

ვებ-გვერდზე განთავსებული თამაშები ავარჯიშებენ მეხსიერებას, აზროვნების სისხარტეს, მოქნილობას, გამოთვლით უნარებს. სანამ დაიწყებდეთ ვარჯიშს, საჭიროა განისაზღვროს ტვინის ის შესაძლებლობები, რომელთა განვითარება პირველ რიგში გსურთ. ეს განსაზღვრავს თქვენი დავალებების არჩევანს.

Fitnessbrain

კიდევ ერთი ვებ-გვერდი ლოგიკური თამაშებით, თავსატეხებით, მეხსიერების გასავარჯიშებელი დავალებებითა და ყურადღების განვითარების სავარჯიშოებით.

Zanimatika

ვებ-გვერდზე „საინტერესო პედაგოგიკა“ არის ტესტი, რომლის გავლით შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ტვინის ასაკი.

S-mind

ეს არის ვებ-გვერდი ადამიანის ტვინის შესაძლებლობებისა და ინტელექტის განვითარებაზე. აქ გვიყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ არის მოწყობილი ჩვენი თავი, როგორ მუშაობს იქ ყველაფერი, და გვაძლევენ რჩევებს როგორ ავაჩქაროთ ეს სამუშაო.

Chisloboi

ონლაინ-თამაში გამოთვლის სიჩქარის გასაუმჯობესებლად. არის რამდენიმე რეჟიმი, სავარჯიშო, სადაც ითვლება დრო; მარათონი – რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოთ 20 კითხვას; უშეცდომო, სადაც თამაში გრძელდება ორი წუთი, მაგრამ არ შეიძლება შეცდომის დაშვება, და სხვა.

Quantified-mind

თუ ინგლისურ ენას კარგად ფლობთ, შესაძლოა, დიდი ხნით დარჩეთ ამ ვებ-გვერდზე. აქ არის სხვადასხვა ტესტი: ვერბალური, კონტექსტის გადართვა, მოკლევადიანი მეხსიერება, რეაქციის დრო, ვიზუალური აღქმა და მრავალი სხვა. ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ არა მარტო ტვინის გავარჯიშება, არამედ მონაწილეობის მიღება სხვადასხვა კვლევაში.

Litlbetr

საიტი გვთავაზობს სხვადასხვა მხიარულ დავალებასა და თავსატეხს მეხსიერების, ყურადღების, აზროვნების სისხარტის გასავითარებლად. შეგიძლიათ უბრალოდ იმხიარულოთ – მაგალითად, არის სასაცილო თავსატეხი „Семечко“ სადაც მომხდარის ლოგიკას კარგავთ სადღაც მეხუთე-მეექვსე ნაბიჯზე.

Mozgame

ონლაინ-თამაშები მეხსიერების, დაკვირვებულობისა და მხედველობითი მეხსიერების გასავითარებლად.

Brainexer

Brainexer-ზე არის მრავალფეროვანი სავარჯიშოები: დავალებები კონცენტრაციისთვის, არითმეტიკული ოპერაციები, გამოტოვებული რიცხვები, სიმბოლოების დათვლა, გზის მოძებნა და სხვა. ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო თამაში-სავარჯიშო არის „Stroopeffect“. აუცილებლად სცადეთ.

concurs.mziuri.ge

ტვინის გასავარჯიშებლად გამოდგება ქართულენოვანი ინტერნეტრესურსიც - მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი:

www.aura.ge





კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: vasoelis | თეგი: ვებ-გვერდი, გასავარჯიშებლად, ტვინი, 16
ნახვა: 33 | ჩამოტვირთვა: 0 | რეიტინგი: 5.0/1

Free web hosting - uCoz  სულ კომენტარები: 0
ძიება
Онлайн библия по русски
სულ ონლაინშია 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0
სტუმარი წევრი
Orthodox.do.am ©2011-2019
TOP.GE Rambler's Top100

მასალის მრიცხველი
Comments: 33
Photo: 128
News: 10
Downloads: 908
Publisher: 432
Directory: 254
Games: 443
Guestbook: 7
დღეს შემოსული წევრები
სულ ონლაინშია 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0