ბიბლია ამხელს "იეღოვას მოწმეთა" სექტას
ბიბლია ამხელს "იეღოვას მოწმეთა" სექტას

მაშ, რას მოწმობენ ისინი?

ბიბლია ამხელს "იეღოვას მოწმეთა" სექტას

თქვენთან მოდის ორი ახალგაზრდა, რეკავს ზარს, იწყებს საუბარს ღმერთზე, გადმოგცემთ ჟურნალს "საგუშაგო კოშკი" და გთავაზობთ, მათთან ერთად შეისწავლოთ ბიბლია. კარგად დაფიქრდით, ვიდრე მათ
სახლში შემოუშვებთ. შეიძლება თქვენ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდეთ, რომ თქვენ სახლს ესტუმრა ტოტალიტარული სექტა "იაღოვას მოწმეები". გახსოვდეთ, რომ "საგუშაგო კოშკის საზოგადოებიდან" მხოლოდ ორი გზა არსებობს - ფსიქიატრიული საავადმყოფო ან სიკვდილი.

მაშ, ვინ არიან ეს აქტივისტ-მქადაგებლები, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ქრისტე ღმერთი კი არა, მხოლოდ ღმერთის ქმნილებაა, და რომ დედამიწაზე მოსვლამდე იგი ზეცაში მთავარანგელოზი მიქაელი იყო? ვინ არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ სწავლება წმიდა სამებაზე ეშმაკის მოგონილია, რომ მართლმადიდებლურ ტაძრებში ღმერთს კი არა, სატანას ემსახურებიან, და რომ ქრისტიანული
დღესასწაულებისა და საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა უდიდესი ცოდვაა? რა აიძულებთ ამ უცნაურ "ქრისტიანებს", არცთუ ალერსიანი მიღების მიუხედავად, ჯიქურ იარონ სახლიდან სახლში და იმეორონ
გაზუთხული ფრაზები? მაშ ასე, ვინ არიან და რას მოწმობენ ისინი?

ბიბლია ამხელს "იეღოვას მოწმეთა" სექტას

"იეღოვას მოწმეებს" არ უყვართ საკუთარ თავსე საუბარი და ვერც იმაზე მეტს შეიტყობთ, რაც უკვე სწერია მათ ბრჭყვიალა ბუკლეტებში, რომლებიც ბანანის კუნძულებზე დასასვენებელ რეკლამებს უფრო მოგვაგონებს. რიგითი "მოწმეების" აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვთ ორგანიზაციის ისტორიასა და მიზნებზე; მმართველი კორპორაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ისტორია არ გახმაურდეს. მათ მართლაც ბევრი რამ აქვთ დასამალი, რადგან მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში გაჩნდა მათი "ჭეშმარიტი სწავლება", იგი მრავალგზის იცვლებოდა, და ამასთან, მუდამ
"ჭეშმარიტად" რჩებოდა.

ყყველაფერი კი ასე დაიწყო: პიტსბურგის საგალანტერეო მაღაზიების მფლობელმა, ჩარლზ რასელმა (1852-1916წ.წ), რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება, დაიწყო ბიბლიის თვითნებური
განმარტება. ბიბლიის მიხედვით გაკეთებული "გულმოდგინე გამოთვლების" შემდეგ, მან საკუთარ ჟურნალში, "სიონის საგუშაგო კოშკი", გამოაქვეყნა მანამდე ყველასათვის უცნობი "გამოცხადება". ამ "წინასწარმეტყველების"
არსი კი ის გახლდათ, რომ 1914 წელს დაიწყებოდა არმაგედონი, ე.ი. ქრისტიანული სამყაროს სრული განადგურება, დაიხოცებოდა ყველა გარდა 144 ათასი რჩეულისა, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, რასელის მიერ 1884 წელს დაარსებული "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" წევრები იქნებოდნენ. გამოაცხადა რა თავი "მოძღვრად", მან გამოსცა წინააღმდეგობებითა და თვითნებური განმარტებებით სავსე 6-ტომეული შრომა "საღმრთო წერილის გამოკვლევა", რომელიც აღარანაირ ეჭვს არ ტოვებს ავტორის სრულ რელიგიურ გაუნათლებლობაში.

1913 წელს რასელს სასამართლოში უჩივლა მისმა მეუღლემ და იგი გარყვნილებასა და ცოლქმრულ ღალატში დაადანაშაულა. რასელის ცოლმა ეს პროცესი მოიგო. ოდნავ მოგვიანებით რასელი მეორედაც გაასამართლეს, ამჯერად თაღლითობისა და სექტის ფინანსების თვითნებური გამოყენებისთვის. სასამართლო პროცესზე "მოძღვარმა" კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი, როდესაც დაიფიცა (იმ პერიოდში ამერიკის სასამართლოში
წესისამებრ ბიბლიაზე იფიცებდნენ), რომ ბრწყინვალედ ფლობს ბერძნულ ენას, სინამდვილეში კი ბერძნული ანბანის ასოებსაც კი ვერ ასახელებდა. მოვიდა 1914 წელიც, მაგრამ დაპირებული "ქვეყნის აღსასრული" არ
დადგა და მრავალმა წევრმა დატოვა სექტა. "მოძღვარი" რასელი არ დაიბნა და არმაგედონი 1915 წლისათვის გადაიტანა, რომელმაც აგრეთვე მშვიდობიანად ჩაიარა. 1916 წელს კი თავად "უიღბლო წინასწარმეტყველიც" გარდაიცვალა, რომელმაც თავისი უაზრო სწავლებით ათასობით მიამიტი ადამიანი სამუდამო სიკვდილით უფსკრულისაკენ მიმავალ გზას გაუყენა.

სექტის მომდევნო ხელმძღვანელი გახდა ჯოზეფ რუტერფორდი, რომელმაც პირველი რაც გააკეთა, არმაგედონის ახალი თარიღი - 1918 წელი დაასახელა. ამ თარიღის მშვიდობიანად გასვლის შემდეგ, "მთელი რიგი მარტივი გამოთვლებით", რუტერფორდმა "ადამიანური ცივილიზაციის აღსასრული" 1925 წლისთვის დაადგინა. ამ წელს იმდენად დიდი იყო ქვეყნის აღსასრულის რწმენა, რომ ბევრმა ფერმერმა 1925 წლის გაზაფხულზე მინდვრებიც კი არ დაამუშავა. მორიგი კრახის შემდეგ არმაგედონის თარიღი დიდხანს აღარ სახელდებოდა, ვიდრე მან 1942 წლისათვის არ გადაინაცვლა; კვლავ "გული
მიეცა" ათასობით გულუბრყვილო ადამიანს. არმაგედონის შემდეგ "მიწაზე დამყარებული სამოთხის" მოლოდინში მათ სანდიეგოში ააშენეს ბრწყინვალე სახლი, სახელად "ბეთსარიმი" (ებრაულად "მთავართა სახლი"), რომელშიც მშვიდად ცხოვრობდა სექტის მეთაური 1942 წლამდე, თავის გარდაცვალებამდე. დავასახელებთ "საგუშაგო კოშკის" მიერ დადგენილ კიდევ რამოდენიმე თარიღს სამყაროს "გაჟლეტისა და არსებული სისტემის სრული განადგურების" წინასწარმეტყველებით: 1946 - 1955 - 1966 - 1975 და ბოლოს 1980 წელი.
როგორც ვხედავთ მათი წინასწარმეტყველებანი ცრუ აღმოჩნდა. გამოდის, რომ "იეღოვას მოწმეთა" ყველაზე საშიში მტერი მათივე ლიტერატურაა, რომელიც არამც და არამც არ მეტყველებს მათი სწავლების საღმრთო ბუნებაზე. სწორედ ასეთი წინასწარმეტყველების შესახებ ამბობს წმიდა წერილი:

წინასწარმეტყველი თუ უფლის სახელით ილაპარაკებს და არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი, არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა - თვითნებურად ულაპარაკნია წინასწარმეტყველს" (მეორე სჯული 18.22).


კერძო საუბრებში "მოწმეები" აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ სახარებით ცხოვრობენ და ნათლად ესმით ღმრთის სიტყვა. მართალია თუ არა ეს, ამის გარჩევა არ იქნება რთული, თუკი მათ "მოძღვრებას" ბიბლიას
შევადარებთ.

ყყველაფერი კი ასე დაიწყო: პიტსბურგის საგალანტერეო მაღაზიების მფლობელმა, ჩარლზ რასელმა (1852-1916წ.წ), რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება, დაიწყო ბიბლიის თვითნებური
განმარტება. ბიბლიის მიხედვით გაკეთებული "გულმოდგინე გამოთვლების" შემდეგ, მან საკუთარ ჟურნალში, "სიონის საგუშაგო კოშკი", გამოაქვეყნა მანამდე ყველასათვის უცნობი "გამოცხადება". ამ "წინასწარმეტყველების"
არსი კი ის გახლდათ, რომ 1914 წელს დაიწყებოდა არმაგედონი, ე.ი. ქრისტიანული სამყაროს სრული განადგურება, დაიხოცებოდა ყველა გარდა 144 ათასი რჩეულისა, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, რასელის მიერ 1884 წელს დაარსებული "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" წევრები იქნებოდნენ. გამოაცხადა რა თავი "მოძღვრად", მან გამოსცა წინააღმდეგობებითა და თვითნებური განმარტებებით სავსე 6-ტომეული შრომა "საღმრთო წერილის გამოკვლევა", რომელიც აღარანაირ ეჭვს არ ტოვებს ავტორის სრულ რელიგიურ გაუნათლებლობაში.

1913 წელს რასელს სასამართლოში უჩივლა მისმა მეუღლემ და იგი გარყვნილებასა და ცოლქმრულ ღალატში დაადანაშაულა. რასელის ცოლმა ეს პროცესი მოიგო. ოდნავ მოგვიანებით რასელი მეორედაც გაასამართლეს, ამჯერად თაღლითობისა და სექტის ფინანსების თვითნებური გამოყენებისთვის. სასამართლო პროცესზე "მოძღვარმა" კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი, როდესაც დაიფიცა (იმ პერიოდში ამერიკის სასამართლოში
წესისამებრ ბიბლიაზე იფიცებდნენ), რომ ბრწყინვალედ ფლობს ბერძნულ ენას, სინამდვილეში კი ბერძნული ანბანის ასოებსაც კი ვერ ასახელებდა. მოვიდა 1914 წელიც, მაგრამ დაპირებული "ქვეყნის აღსასრული" არ
დადგა და მრავალმა წევრმა დატოვა სექტა. "მოძღვარი" რასელი არ დაიბნა და არმაგედონი 1915 წლისათვის გადაიტანა, რომელმაც აგრეთვე მშვიდობიანად ჩაიარა. 1916 წელს კი თავად "უიღბლო წინასწარმეტყველიც" გარდაიცვალა, რომელმაც თავისი უაზრო სწავლებით ათასობით მიამიტი ადამიანი სამუდამო სიკვდილით უფსკრულისაკენ მიმავალ გზას გაუყენა.

წმიდა სამების შესახებ

- იეღოვას მოწმეები: "სწავლება სამებაზე არის არასწორი, არაბიბლიური სწავლება, რომელიც გადმოღებულია წარმართებისგან და სატანისაგან მომდინარეობს" ("საგუშაგო კოშკი". 1946 წ; გვ. 81; 1995 წ. თებერვალი, გვ.5).

- ბიბლია: ჯერ კიდევ ძველი აღთქმა დასაწყისშივე ამტკიცებს: "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად... შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად" (დაბ. 1. 26-27). "გავაჩინოთ" – მიუთითებს შემოქმედი ღმერთის პირთა სიმრავლეზე; შემდგომ წმიდა წერილი ამბობს: "შექმნა ღმერთმა", რითაც ხაზი გაუსვა, რომ ღმერთის ამ სამ სახეში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი.

- ახალი აღთქმა კი მოწმობს: "და ნათელ-იღო იესო და მეყსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისა, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმა იყო ზეცით და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელ მე სათნო-ვიყავ." (მათე 3. 16-17);

"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათე 28. 19);
"არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამა ჩემ თანა არს? სიტყუათა, რომელთა გეტყ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყ, არამედ მამა ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა. გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამა ჩემ თანა არს? უკეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენენ ჩემი" (იოანე 14. 10-11);
"ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდა, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქვენ ყოველი და მოგა სენოს თქუენ ყოველივე, რაოდენი გარქუ თქუენ"
(იოანე 14.26.);
"ესე იესო აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე; მარჯვენითა უკუე ამაღლდა და აღთქუმა სულისა წმიდისა მოიღო და მოჰფინა, რომელსა-ესე თქუენ აწ ჰხედავთ და გესმის" (საქმე მოციქულთა 2.32-33)

- მოციქულ პეტრეს მიერ სულთმოფენობას ხალხის წინაშე წარმოთქმული სიტყვები.

"წინასწარ ცნობითა ღმრთისა მამისათა და სიწმიდითა სულისათა დასამორჩილებლად და საპკურებლად სისხლისა იესო ქრისტესისა მადლი თქუენ თანა და მშდობა განმრავლდინ!" (1 პეტრე. 1.2);
"მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა
თქუენ ყოველთა თანა. ამინ." (2 კორინთელთა 13.13);
"რამეთუსამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამა, სიტყუა და სული წმიდა; ესე სამნი ერთ არიან." (1 იოანე 5.7.)

სწავლება ყოვლადწმიდა სამებაზე დაფუძნებულია ბიბლიაზე.

უფალ იესო ქრისტეს შესახებ


- იეღოვას მოწმეები: "იესო არის არა ღმერთი, არამედ იეღოვას პირველი ქმნილება" (`იეღოვას მოწმეები მე-20 საუკუნეში~ 1994 წ., გვ.13); "იესო იყო განხორციელებული მთავარანგელოზი მიქაელი, და
ზეცად ამაღლებულმა სახელი მიიღო" (`რას თხოულობს ჩვენგან ღმერთი~ 1996 წ., გვ.6).

- ბიბლია: მათეს სახარების პირველსავე თავში ნათქვამია, რომ ბეთლემში შობილი ყრმა არის ღმერთი, რომლის შობაც ნაწინასწარმეტყველებია ძველ აღთქმაში:

"აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩვენ თანა ღმერთი" (მათე 1.23; ესაია 7.140); ანგელოზი კი ამგვარად აუწყებს მწყემსებს:

"რამეთუ იშუა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა" (ლუკა 2.11). წმინდა პავლე მოციქული ამბობს:

"და აღსარებულად დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ორცითა..." (1 ტიმოთეს 3.16).

თავად მამა ღმერთი მოწმობს იესო ქრისტეს შესახებ: "ესე არის ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავი" (მათე 3,17;)

"საქმენი წამებენ ჩემთვის, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე. და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთვის" (იოანე 5. 36-37) როდესაც ჰკითხეს უფალს: ჯერ ორმოცდაათი წლისაც
არა ხარ და აბრაამი გინახავს?

"ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ" (იოანე 8. 57-58).

"ვარ", როგორც ძველ აღთქმაშია ნათქვამი, ნიშნავს ღმერთს: "მე ვარ, რომელიც ვარ" (დაბადება 3.14). "... დიდება ჩემი არარა არს, არამედ არს მამა ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი." (იოანე 8. 54); "მე და მამა ჩემი ერთ ვართ" (იოანე 10.30);
"თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ." (იოანე 13.13).
თავად წმიდა მოციქულები არაერთგზის საუბრობდნენ ქრისტე მაცხოვრის ღმრთაებრიობაზე. თომა მოციქული
აღდგომის შემდეგ მიმართავს მაცხოვარს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (იოანე 20.28). მოციქული პეტრე: "...ქრისტე ხორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა..." (რომაელთა 9. 5) "ჩუენდა ერთ არს მამა, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ მისა მიმართ, და ერთ არს უფალი იესო ქრისტე, რომლისა
მიერ არს ყოველი და ჩუენ მის მიერ." (1 კორინთელთა 8.6); "ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესო უფალი, მას შინა ვიდოდეთ... რამეთუ მას შინა დამკვიდრებულ არს ყოველივე
სავსება ღმრთეებისა ორციელად" (კოლასელთა 2. 6,9). "ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან... განგამტკიცენინ თქუენ ყოველითა სიტყთა და საქმითა კეთილითა" (2 თესალონიკელთა 16-17); "დამარხვად შენდა მცნება იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე
გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა" (1 ტიმოთეს 6. 14); "და მოველოდეთ ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრებისა ჩუენის იესო ქრისტესსა" (ტიტეს 2.13) და ა.შ. ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მთავარანგელოზი მიქაელი იქცა ქრისტედ; იგი მკაფიოდ განასხვავებს ღმერთს ანგელოზებისაგან (ებრაელთა 1.11-14). ქრისტეს ღმრთაებრიობის დამადასტურებელი პირდაპირი მითითებები, როგორც ვხედავთ, ბევრია. ბიბლიის საღვთისმეტყველო ლექსიკონში მხოლოდ მითითებები ბიბლიაზე რამოდენიმე გვერდს იკავებს, მაგრამ "იეღოვას მოწმეებს" ურჩევნიათ იკითხონ არა ბიბლია, არამედ ტვინის ამრევი ბრუკლინის (ა.შ.შ.) სპეციალისტების მიერ შედგენილი ბიბლიის კონსპექტი, რომელიც არ შეესაბამება ბიბლიის ჭეშმარიტ ტექსტს. სწორედ ასეთი "მისიონერების" შესახებ გვაფრთხილებს მოციქული იოანე ღმრთისმეტყველი, როდესაც ამბობს:

"ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარყოს, ვითარმედ იესო არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე,
რომელმან უარყოს მამა და ძე. ყოველმან, რომელმან უარყოს ძე, არცა მამა არს მის თანა და რომელი აღიარებს ძესა, მამაცა არს მის თანა" (1 იოანე 2. 22-23).

"იეღოვას მოწმეებს", ისევე როგორც სხვა ტოტალიტარულ კულტებს, გააჩნიათ მმართველობის მკაცრი სისტემა; მეთაურობს მმართველი კორპორაცია, რომელიც აბსოლუტურ ხელისუფლებასა და ერთადერთ ავტორიტეტს წარმოადგენს. ყველანი, ვინც შეძლეს მოენახათ საკუთარ თავში იმის ძალა და სიმამაცე, რომ დაეტოვებინათ სექტა, ამბობენ, რომ იქ მოხვედრილთ ელით არა ბიბლიის შესწავლა, არა ლოცვა და კეთილმსახური ცხოვრება, არამედ ტვინის უმოწყალო რეცხვა, რაც ამერიკული წესისამებრ ლამაზადაა გაფორმებული. "იეღოვას მოწმეს" მკაცრად ეკრძალება: საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება, დაბადების დღის აღნიშვნა, სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, სამხედრო სამსახური და ურთიერთობა იმათთან, ვინც არ მიიღო მათი მოძღვრება.

ასეთი კაბალური მცნებების მიზეზით ათიათასობით ოჯახი დაინგრა, ამდენივე ბავშვი დაობლდა. იეღოველთა უსაშინლეს ცდომილებას წარმოადგენს სისხლის გადასხმის კატეგორიული აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია მსგავსს არაფერს ამბობს. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში იღუპება ათასობით ადამიანი, რომლებიც ფანატიკურად უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე; იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ბავშვები, რომელთა გადარჩენაზე უარს ამბობენ მათი მშობლები. სწავლება არმაგედონზე, რომლითაც კორპორაციას
დაშინებული ჰყავს რიგითი სექტანტები, ქადაგებს "თანამედროვე მიწიერი ცივილიზაციის სრულ განადგურებასა" და გადარჩენილი "იეღოვას მოწმეების" "უსასრულო ნეტარებით ტკბობას". ამგვარია ბრუკლინის კორპორაციის
"სახარება არმაგედონზე".

ყოველივე ეს უფლებას გვაძლევს, ჩავთვალოთ "იეღოვას მოწმეები" არაადამიანურ ტოტალიტარულ სექტად, რომელიც ლახავს ადამიანის თავისუფლებას და საზოგადოების ცხოვრებაში დამანგრეველი საწყისი შემოაქვს. სექტაში მოხვედრილი ადამიანი სოციალურად უსარგებლო ხდება ოჯახისა და სახელმწიფოსათვის. სექტა მანიპულირებს რელიგიური გრძნობებით, ქადაგებს სიძულვილს წმიდა ეკლესიისადმი, ეროვნული კულტურისადმი, ნერგავს მტრობას ადამიანებში და შეუწყნარებლობას ნებისმიერი ოპოზიციისადმი. ბევრ ქვეყანაში სექტა ოფიციალურადაა აკრძალული, რადგან მისი ქადაგების ძირითად თემას რელიგიებს შორის შუღლის გაღვივების პროპაგანდა წარმოადგენს.

შეგვეწიოს უფალი, რათა არ დაუშვას ამ სიმსივნის გავრცელება თანამედროვე საზოგადოებაში. მოგვცეს უფალმა სულიერი სიბრძნე, სიფხიზლე და კეთილგონიერება, რათა არ გადაგვიბირონ იეღოველებმა და არ დავუთმოთ მათ ჩვენი შვილები. როგორც მოციქული პეტრე გვაფრთხილებს,

"თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთუსჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ." (2 პეტრე 3. 17-18).
კატეგორია: აპოლოგეტიკა | დაამატა: vasoelis (19.08.2012)
ნანახია: 1019 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]