საეკლესიო მოსახსენიებელის შევსების წესები

მოსახსენიებელი

თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენ მიერ საკურთხეველში შეგზავნილი მოსახსენიებელი ყურადღებით და აუჩქარებლად წაიკითხონ, გახსოვდეთ შემდეგი წესები:

მოსახსენიებელი უნდა შეაგზავნოთ საკურთხეველში საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე. კარგი იქნება, თუ ამას გააკეთებთ წირვის წინდღით – საღამოს
ღამისთევის ლოცვაზე, ანდა ადრე დილით, მსახურების დაწყებამდე ეკლესიაში. 2. მოსახსენიებელი დაწერეთ მკაფიო, გარკვეული ხელით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბევრი ახლობელისა და ნათესავის მოხსენიება გსურთ, რამდენიმე მოსახსენიებლის შეგზავნაც შეიძლება.

მოსახსენიებელი

პირველად უნდა ჩაიწეროს მღვდელმთავართა და მღვდელთა სახელები, ამასთან საჭიროა მიეთითოს მათი წოდება, მთლიანად ან შემოკლებით (მაგალითად, „მთავარეპისკ. ნიკოლოზი“, „მღვდელი პეტრე“).
მოსახსენიებელს (თუკი ის უბრალო ფურცელია) თავზე აუცილებლად დააწერეთ „ცოცხალთათვის“ ან „მიცვალებულთათვის“, „შესვენებულთათვის“.
ჩაწერეთ მხოლოდ იმ ადამიანთა სახელები, რომელნიც არიან (ან იყვნენ) მართლმადიდებლური წესით მონათლულნი.
ჩაწერეთ ნათლობის სახელის სრული ფორმა. მაგალითად, „დავითი“ და არა „დათო“, „ნიკოლოზი“ და არა „ნიკა“, „ეკატერინე“ – „ეკა“.
ბავშვი 7 წლამდე იწოდება „ყრმად“.
არ არის საჭირო მოსახსენიებელ ადამიანთა გვარის, მამის სახელის, ტიტულების, პროფესიებისა და იმის აღნიშვნა, თუ როგორ ნათესავად მოგხვდებიან ისინი თქვენ.
დასაშვებია მოსახსენიებელში ისეთი სიტყვების ჩაწერა, როგორიცაა:
„მეომარი“, „მონაზონი“, „სნეულებაში ან უძლურებაში მყოფი“, „მოგზაურობაში მყოფი“, „საზღვარგარეთ ან უცხოობაში მყოფი“, „პატიმრობაში მყოფი“,
„ორსულობაში მყოფი“.
არ არის საჭირო ისეთი სიტყვების ჩაწერა, როგორიცაა: „შეცთომილი“,
„ვნებული“, „ტანჯული“, „მგლოვიარე“, „ბოროტეშმაკეული“, „მოსწავლე“, „ქალწული“, „ქვრივი“.
შესვენებულთა მოსახსენიებელში აღნიშნეთ ხოლმე „ახლადშესვენებული“ (გარდაცვალების დღიდან მე-40 დღემდე).
იმათთვის, ვინც უკვე წმინდანად არის შერაცხული ეკლესიის მიერ, ლოცვა საჭირო არ არის.

კატეგორია: განმარტებები | დაამატა: vasoelis (28.11.2019)
ნანახია: 589 | ტეგები: საეკლესიო მოსახსენიებელის შევსების | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]