ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ (ქორწინების სამართლებრივი საფუძვლები)


ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ

ნათესაობა განიყოფა ხუთ წესად და აღირიცხება ხუთ ნაწილად: ერთი დედ-მამისაგან შობილი ორი ძე, არიან ძმები: ან ერთი მამისა და ორი სხვადასხვა დედისაგან ნაშობნიც იწოდებიან ძმებად, და არავის შეუძლია თქვას, რომ, რადგან ის სხვა დედისაგან იშვა, ჩემი ძმა არ არისო. სხვადასხვა მამისა და ერთი დედის შვილებსაც არ შეუძლიათ თქვან, რომ არა ვართ ძმები, ვინაიდან სხვადასხვა მამისაგან ვართო.
ძმებს შორის არის ორი თავი (ანუ ხარისხი) და მათ შვილებს ჰქვიათ პროტო ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და მათ შორის იქნება ოთხი თავი; ერთი მე, მეორე ჩემი ძმა, მესამე ჩემი შვილი, და მეოთხე ჩემი ძმისშვილი.
პირველი ბიძაშვილებიდან იშვებიან რა შვილები, იწოდებიან დევტერა ექსადელფიად (ე.ი. მეორე ბიძაშვილებად) და გახდება ექვსი თავი, ხოლო მეორე ბიძაშვილებისაგან რომელნიც დაიბადებიან, ეწოდებათ ტრიტა ექსადელფია (ე.ი. მესამე ბიძაშვილები) და მათ შორის იქნება რვა თავი.

განყოფილება ნათესაობისა

ნათესაობა იყოფა ხუთად. პირველი - სისხლის, მეორე - მძახლობის, მესამე - სამნათესაობის (ეს მძახლობითვე არის, მაგრამ სამი ნათესავისაგან იქმნება), მეოთხე - წმ. ნათლისღებისა და მეხუთე - შვილად სახელდებულისა (აყვანისა), ე.ი. ვინც შვილს აიყვანს, გახდება შვილი, როგორც მისგან შობილი და დაიმკვიდრებს თავის შვილად აღმყვანებლის ქონებას.

სისხლით ნათესაობისათვის

სისხლით ნათესაობა იყოფა სამად: აღმავალად, შთამომავალად და გვერდ განმავალად.
აღმავალნი არიან მამა ჩემი, პაპა ჩემი და ბებიის დედა ჩემი, ხოლო შთამომავალნი - ჩემი შვილი, შვილის შვილი და სხვები. გვერდ განმავალნი არიან: რომლებისგანაც მე არ დავბადებულვარ და არც ისინი შობილან ჩემგან, მხოლოდ ერთი ნათესავისაგან ვართ: ე.ი. ჩემი ძმა, ჩემი და, ბიძაშვილი, ბიძაჩემი და სხვები.

სისხლით ნათესაობისათვის, 
რომელშიც მეშვიდე თავში ქორწინება აკრძალულია

სისხლით ნათესაობის მეშვიდე თავი დაყენებულია ყოველნაირად და არ იქორწინება. რჯულიც არ წერს ვინმეს მიერ თავისი მეორე ბიძაშვილის ასულის ცოლად შერთვას. თუ ვინმე მალულად გააკეთებს და გაუგებენ, კანონს გადასცემენ და დააცილებენ, ხოლო სხვა შემთხვევაში აკრძალვა კანონისგან არ არის. რჯული ამბობს: არავის ძალუძს მეორე ბიძაშვილის ასულის შერთვა. არც მეორე ბიძის ასულის ასულისა. რადგან ფარულად ასეთ ქორწინებას მაინც მიმართავდნენ, ამის შესახებ მოახსენეს კრებას და პირველად მსოფლიო პატრიარქ ლუკას, მაშინ კრებასთან ერთად ბრძანა მისმა ყოვადუწმიდესობამ, რომ აღარ იყოს ასეთი უკანონო ქორწინება. და, თუ ვინმე იკადრებს ფარულად ქორწინებას და გაიგებენ ამას, გააშორონ ერთმანეთს, ხოლო მღვდელი, რომელმაც შეასრულა ქორწინების წესი, განაყენონ სამღვდელო წესისაგან. ხოლო, თუ მღვდელმა არ იცოდა და შეაცდინეს, ნუ განაყენებენ მას მღვდლობისაგან, არამედ კანონი დაადონ. ხოლო მათ, რომელთაც იცოდნენ მათი მეშვიდე თავობა (ხარისხი) და ის, რომ შეუძლებელი იყო მათი შერთვა და მაინც მათი შუამდგომელობით მოხდა ეს ქორწინება, შეაჩვენონ ისინი, რადგანაც მათ რჯული უარყვეს. დააკანონა ეს მისმა უწმიდესბამ, რათა არავის მეოყვანა ცოლად მეორე ბიძაშვილის ასული, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ.
აგრეთვე პატრიარქმა აღვსიოსმაც ბრძანა, რათა არ მოხდეს ასე და ეს დააკანონა 942 წელს. როგორც ცხენთათვის აღვირია, ასევე რჯულია მათლმადიდებელი ქრისტიანებისათვის და ვალდებულნი ვართ შევასრულოთ ის, რასაც გვიბრძანებს და განგვიცხადებს რჯული.

სისხლით ნათესაობისათვის, როცა მერვე თავი შესაძლებელია (განხსნილია) 
ქორწინებისათვის და რომელ თავზეა აკრძალული

მერვე თავი სისხლით ნათესაობისა ასე იქნება: ერთი ადამიანისაგან რამდენი შვილიც არ უნდა იშვეს, ერთმანეთთან ისინი აღირიცხებიან (ითვლებიან) ორ თავად - ისე როგორც მამაჩემმა მშობა მე და არის ეს ერთი ნათესაობა და ერთი თავი: და შობა ჩემი ძმაც და გახდა ორი ნათესაობა და გახდა ორი თავი. და რამდენი და ან ძმაც დაიბადება ერთმანეთის მიმართ ისინი ორ თავად აღირიცხებიან (ან ითვლებიან).
მაგალითად: მამაჩემმა მშობა მე და არის ნათესაობაც და თავიც ერთი; და მე ვშობე ძე ერთი და მამაჩემისათვის გახდა ორი ნათესაობა. და ჩემმა შვილმაც შობა ძე და გახდა ნათესაობა სამი და თავიც სამი. და ჩემმა შვილის შვილმა შობა კვლავ ძე, რომლითაც გახდა ნათესაობაც და თავიც ოთხი.
მამაჩემმა შობა ჩემი ძმა, რომელიც გახდა ორი ნათესაობა და მამაჩემისთვის კი თავი ერთი, ხოლო ჩემთვის, რომელიც მისი ძმა ვარ, გახდა თავი ორი. ჩემმა ძმამ შობა ძე, ჩემი ძმისწული, რომელიც თავისი მამისათვის არის თავი ერთი, ხოლო ჩემთვის, ვინაიდან მისი ბიძა ვარ, გახდა თავი სამი, ისე როგორც ჩემი შობა ერთი, ჩემი ძმისა ორი და ჩემი ძმისწულისა სამი.
ვშობე მეც ძე და არის ჩემი ძმისწულისა და ჩემი შვილის შობა მეოთხე, კვლავ ჩემმა ძმისწულმა შობა ძე და გახდა ჩემი მამისათვის სამი ნათესაობა და თავიც სამი, ხოლო ჩემთვის, მისი ბიძისთვის გახდა ნათესაობა და თავი ოთხი, ჩემი შვილისთვის თავი მეხუთე, ჩემი შვილიშვილისთვის, რომელიც მისი მეორე ბიძაშვილია, გახდა თავი მეექვსე.
კვლავ შემი ძმისწულის შვილმა შობა ასული, რომელიც არის ჩემი ძმისთვის თავი მესამე და ჩემთვის მეხუთე, ჩემი შვილისთვის მეექვსე, ჩემი შვილიშვილისთვის მეშვიდე, ხოლო ჩემი შვილის შვილის შვილისთვის, რომელიც იქნება მისთვის მესამე ბიძაშვილი, მერვე თავია. მერვე თავისთვის ქორწინება დაუბრკოლებელია.

1.
2.
3.
4.
5.
6.
7.

იხილე შეერთებათათვის

სისხლით ნათესაობა საჭიროა წმიდად დაიცვას ყველამ მერვე თავამდე, მერვე თავის შემდეგ კი გახსნილია დაუბრკოლებელად. მე ცოლად შევირთავ მესამე ბიძის ასულს ყოველგვარი კანონის გარეშე, როგორც ზემოთ ვთქვით. აგრეთვე შევირთავ მეორე ბიძის ასულის ასულის ასულს. ხოლო მძახლობითი ნათესაობა გახსნილია მეშვიდე თავში და მეექვსეშიც, ხოლო შვილად წოდებულთა და ნათლისღებით ნათესაობას შორის ქორწინება მერვე თავში დაშვებულია, ისე როგორც სისხლით ნათესაობა, ხოლო ტრიღენია ე.ი. გერობით დაკავშირებულ ნათესავებს შორის შესაძლებელია ქორწინება მეხუთე თავში და მეექვსეშიც.

ექსტანტიისათვის ე.ი. მძახლობით ნათესაობისათვის

სისხლით ნათესაობა ადვილი გასარჩევია, ხოლო ძნელია გასარჩევად მძახლობითი ნათესაობის თავნი. ამისათვის მოვალენი ვართ, უდიდესი ენერგიითა და მოკრძალებით გამოვიძიოთ, რომ არ მივიღოთ რაიმე შეცდომა და არ ვეზიაროთ ურჯულო საქმეს, და ამისთვის საუკუნო სატანჯველს არ მივეცეთ.

რომელნიც ნებსით აღუდგებიან წინ რჯულს ქრთამით ან საჩუქრებით, ან კაცთმოთნეობისათვის, შუამდგომელნიც და ცოლ-ქმარნიც, რომელთაც შეერთებით სისხლის აღრევა მოახდინეს, მაკურთხეველთან ერთად სატანჯველის მიეცემიან, რადგან ღვთის შეუმცდარი თვალი ყოველივეს ხედავს და ყოველივე იცის.

წმ. მამანი და მოძღვარნი მეშვიდე თავს აძლევდნენ უფლებას, მაგრამ ახლა მეშვიდე დაყენებულია და მეექვსე კი - გახსნილი, (ბევრ ადგილას მეექვსეს აქვს უფლება და მეშვიდეს არა, ბევრ ადგილას კი - პირიქით. ამის მიზეზია თავთა აღრევა და აღურევლობა). რადგანაც მეექვსე თავს არა აქვს იმდენი აღრეულობა, რამდენიც მეშვიდე თავს:

  1. რჯული დააყენებს იმ კაცს, რომელიც შეირთავს დედასა და ასულს (საუბარია მეორედ ქორწინებაზე, ცოლის გარდაცვალების ან გაყრის შემთხვევაში).
  2. ბებიასა და ასულის ასულს.
  3. ან ბებიის დედასა და ასულის ასულის ასულს.
  4. ან ისევ ბებიის ბებიასა და ასულის ასულის ასულის ასულს.

გინდა ცოლის ძმის ან ცოლის დის ასულს. გინდა მეორე ბიძის ასულს, რადგანაც არ არის მეშვიდე თავი.

ცოლი და ქმარი ერთხორცი არიან და ერთ თავად ითვლებიან. ჰკითხეს ეს ნიკოლოზ პატრიარქს და მის საეკლესიო კრებას და არ ინებეს შენდობის მიცემა, და გამოსცეს სახელმწიფო და საეკლესიო ბრძანება, რომ ასეთი ქორწინება არასოდეს იქმნას. კანონი იტყვის, შეირთავს კაცი ცოლად თავისი ცოლის მეორე ბიძაშვილის ასულს.

1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.

ბიძის სახელისათვის

ბიძა ჰქვია მამაჩემის ძმას. დიდი ბიძა ჰქვია ჩემი პაპის (ბაბუის) ან ბებიის ძმას, ხოლო პატარა ბიძა ჰქვია მამაჩემის ან დედაჩემის პირველ ბიძაშვილს. მამაჩემის ძმა ჩემთვის მესამე თავია, ხოლო მამაჩემის პირველი ბიძაშვილი ჩემთვის მეხუთე თავია.

  1. მამა და ძე ცოლად ვერ შეირთავენ დედასა და ასულს.
  2. მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის ბებიას.
  3. მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის ბებიის დას.
  4. მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის დას.
  5. მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის მამიდას
  6. მამაჩემი შეირთავს ჩემი ცოლის დედის ბიძაშვილს და ასეთი ქორწინება დაშვებულია.

მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის მეორე ბიძის ასულს. რჯული ბრძანებს, რომ თუ ძე შეირთავს ქალს, მის მამას შეუძლია შეირთოს თავისი ძის სიდედრის ბიძაშვილი, ხოლო როდესაც მამა და შვილი ორ ბიძაშვილს შეირთავენ, ნაცვლად მამაშვილობისა, ისინი სიძეები იქნებიან ერთმანეთისა და ამის გამო კრძალავს სჯული.

მამისა და შვილის სახელები არ აღირევა, როდესაც შვილი შეირთავს ქალს და მამა თავისი ძის სიდედრის ბიძაშვილს, მაგრამ თუ შეირთავენ ორ ბიძაშვილს, მაშინ აღირევიან, როგორც ზემოთ ვთქვით. ე.ი. მამაშვილობის ნაცვლად სიძეები იქნებიან და ამის გამო ასეთი ქორწინება არ შეიძლება. რომელ თავზეც სახელები აღირევა, მაშინ ასეთი ქორწინება იკრძალება და, თუ ვინმე ფარულად ჩაიდენს, განდგომილი იქნება რჯულისაგან.

თუ მამა თავისი შვილის სიდედრის ბიძაშვილს შეირთავს, შეიძლება, ხოლო შვილმა თავისი მამის სიდედრის ბიძაშვილი რომ შეირთოს, არ შეიძლება, რადგან მათ შორის აირევა სახელები. მამა შვილად მიიღება და შვილი - მამად. მამა და შვილი ვერ შეირთავენ ცოლად ძმისწულს და მამიდას.

კატეგორია: ქრისტიანული ოჯახი | დაამატა: vasoelis (09.02.2012)
ნანახია: 932 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]