ლოცვანი სწავლის დაწყების წინ და შემდგომად სწავლისა + PDF ხუცურად
ლოცვანი სწავლის დაწყების წინ და შემდგომად სწავლისა

 

ლოცვა სწავლის დაწყების წინ

ყოვლად სახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩუენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულის-ხმის-ყოფისა და განმაძლიერებელი, ძალთა სულთა ჩუენთასა, რათა ჩუენ, ყურადმღებელნი გარდამოცემულისა ჩუენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ შემოქმედისა ჩუენისა სადიდებლად, მშობელთა ჩუენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ.

 

ლოცვა შემდგომ სწავლისა

გმადლობ, შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ ჩუენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩუენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანელნი ჩუენდა ცნობად კეთილისა, და მოგვეც ჩუენ ძალი და სიმხნე, რათა ახლად შევუდგეთ სწავლასა ამას, ამინ.



წყარო: https://yadi.sk/i/qLkStKCB-bsLLA
კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (21.02.2008)
ნანახია: 1383 | ტეგები: PDF ხუცურად, ლოცვანი სწავლის დაწყების წინ და შემ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]