"ერო და ბერო, შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:
ზურგს ნუ შეაქცევთ... გაიკითხეთ, ბედი არ გვციდიდეს
გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი"
შოთა ნიშნიანიძე

სარჩევი
მთავარი » სტატიები » » სასწაულები [ სტატიის დამატება ]

+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი
სასწაული სოფელ მარკოპოულოში (კუნძული კეფალონია, საბერძნეთი)


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

1) საუკუნეების მანძილზე სოფელ მარკოპოულოში (კუნძული კეფალონია, საბერძნეთი) 5-15 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის ტაძარში თავს იჩენენ მცირე ზომის შავი გველები. გველებს თავზე პატარა ჯვარი აქვთ გამოსახული და მათი ენაც ჯვრის ფორმისაა. ხსენებულ პერიოდში მათი ნახვა შესაძლებელია ეკლესიის ირგვლივ, კედლებზე, სამრეკლოს ტერიტორიაზე, თვით ეკლესიაშიც. მსახურების და დღესასწაულების განმავლობაში ისინი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენენ და არც ხალხის ეშინიათ. 15 აგვისტოს, როგორც კი ღვთისმსახურება მთავრდება, ისინი აგრესიულები ხდებიან და მაშინვე უჩინაურდებიან ეკლესიის გარეთ. მათი მონახვა შეუძლებელია მომდევნო წლის აგვისტომდე, როდესაც ისინი თვითონ იჩენენ თავს ეკლესიის მიდამოებში. ადგილობრივი მაცხოვრებლები დიდი მოწიწებით ეპყრობიან მათ, აგროვებენ და ათავსებენ რა მათ ღვთისმშობლის ვერცხლის ხატზე.

გველის ღვთისმშობელი

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა. ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება. მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ. მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას.

როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას.

და ეს ხატი პანაგია ფეტუსა გახლავთ.

ყოველი წლის მარიამობის წინა საღამოს მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სწორედ ამ სამლოცველოსთან იკრიბებიან, ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან. მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ და მასზე გართხმულები უსმენენ ღვთისმსახურებას. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან-მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, ტაძარში შესვლაში ეხმარებიან, ეთამაშებიან და ეფერებიან ხოლმე. წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ. იმ წუთებიდან მათთან შეხებას არავის ურჩევენ, რადგან მათი შხამი მომაკვდინებელია.<br> მარიამობას მათ დანახვას არავინ უფრთხის-ადგილობრივი თუ სტუმრად ჩასული მართლმადიდებლები სიხარულით ელიან ამ დიდი სასწაულის ხილვას. მარკოპოლოელმა ქრისტიანებმა იციან, რომ, თუკი გველები არ გამოჩნდნენ, ესე იგი, იმ წელს დიდი განსაცდელს უნდა ელოდნენ. ასე იყო 1943 წელს-მაშინ ფაშისტებმა უამრავი ადამიანი დახვრიტეს - თითო ოჯახიდან თითო კაცი; გველები არ მოდიან ეკლესიაში მაშინაც, თუკი იმ წელს გვალვა ან მიწისძვრაა მოსალოდნელი.

საინტერესოა შემდეგი ფაქტიც:
1923 წლამდე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი მისდევდა იულიუსის (ძველ) კალენდარს. 1923 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა კრება, რომელზეც განიხილეს უფრო ზუსტი – შესწორებული იულიუსის კალენდრის - მიღების საკითხი. ამან საბერძნეთში მორწმუნეთა რიგებში დიდი გაუგებრობა გამოიწვია. იგივე ხდებოდა კეფალონიის კუნძულზეც, რომლის მაცხოვრებლებმაც ვერ გადაწყვიტეს თუ რომელ კალენდარს გაყოლოდნენ, მაგრამ მიენდვნენ ღვთისმშობელს და მის “სასწაულებრივ გველებს”. ვინაიდან გველები, როგორც წესი, გამოდიან განსაზღვრულ პერიოდში, კუნძულზე მცხოვრებ მორწმუნეებს სურდათ ენახათ თუ როდის გამოჩნდებოდნენ გველები იმ წელს – ძველი თუ ახალი (ანუ შესწორებული იულიუსის) სტილით. ყველანი გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც გველები გამოჩნდნენ ახალი სტილით, რაც მათთვის ეს ღვთისაგან ნიშანი იყო. ამის გამო მთელი კუნძული დღემდე მისდევს ახალ სტილს.

2) გარდა ამ სასწაულისა, ამავე კუნძულზე ოღონდ სხვა ტაძარში ადგილი აქვს სხვა სასწაულსაც: ყოველ მაისს მანდილოსნები კუნძულზე აგროვებენ შროშანებს და ათავსებენ მათ ღვთისმშობლის ხატის ირგვლივ. ბუნებრივია, მოჭრილი ყვავილი მალევე ხმება და ჭკნება და აღარ ძალუძს რომ აყვავილდეს. მაგრამ ისინი სასწაულებრივად აყვავილდებიან 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს. საოცარი სწორედ ისაა, რომ ისინი ყვავილობას იწყებენ არა წინადღეს, 14 აგვისტოს, არამედ უშუალოდ 15 აგვისტოს.



წყარო:
კატეგორია: სასწაულები | დაამატა: vasoelis (02.02.2015) | ავტორი: E-mail  WWW
ნანახია: 736 | კომენტარი: 0 | თეგები: სასწაული სოფელ მარკოპოულოში (კუნძულ, საბერძნეთი) | რეიტინგი: 5.0/1
Free web hosting - uCoz   სულ კომენტარები: 0




ძიება
სულ ონლაინშია 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0
სტუმარი წევრი
Orthodox.do.am ©2011-2018
TOP.GE Rambler's Top100
სულ ონლაინშია 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0