წმინდა თეოდორას სახელობის ტაძარი საბერძნეთში, ნახევარკუნძულ პელოპონესზე, რომლის სახურავზეც ამოსულია 30 მეტრამდე სიმაღლის 17 ხე

საოცარი ტაძარი მდებარეობს საბერძნეთის ნახევარკუნძულ პელოპონესზე, არკადიას რაიონში, სოფელ ვასტასთან ახლოს, რომლის სახურავზეც ამოსულია 30 მეტრამდე სიმაღლის 17 ხე, რომლებსაც არ გააჩნიათ ფესვები. ერთი შეხედვით გეგონებათ, რომ სადაც არის ხეების სიმძიმისგან ჭერი ჩამოიქცევა, მაგრამ უკვე 10 საუკუნეა ყველანაირი ფიზიკური კანონების საპირისპიროდ ტაძარი არსებობს.


ეს ეკლესია გინესის წიგნშია შესული, ამოუხსნელი ფენომენის გამო. ლეგენდა კი ასეთია:

საბერძნეთში, ბიზანტიის ბატონობის დროს, ოჯახიდან ჯარში თუ კი ვინმე არ წავიდოდა, დიდძალი თანხის გადახდა ევალებოდა, მიუხედავად ბიჭი ჰყავდათ თუ არა. ერთერთ ოჯახს ქალიშვილები ჰყავდა, თანაც არც ჯარიმის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ. 17 წლის უფროსმა გოგომ, თეოდორამ გადაწყვიტა ეხსნა მშობლები. გამოეწყო ბიჭის ფორმაში და ჯარში წავიდა. ერთ სოფლის გოგონას, ჯარისკაცი შეუყვარდა, რომლისგანაც გულგრილობა მიიღოო. შურისძიების გამო, სხვისგან ორსულად დარჩენილმა, ბავშვის მამად თეოდორა აღიარა, ჯარისკაცს არ შეეძლო თავი მართლება, რა ეთქვა?! ამიტომ დუმილი ამჯობინა, რისთვისაც სოფელმა ჩაქოლა. სიკვდილის წინ, ღმერთს შესთხოვა: ,,მიუტევე ჩემს მტრებს, ჩემი სხეული ტაძრად აქციე, თმები ხეებად, სისხლი, კი მდინარედ''- დაუჯერებელად ჟღერს, მაგრამ აი ხედავთ, საუკუნეებს გაუძლო ამ პატარა ეკლესიამ. სოფელი ვასტა და მდინარე ხარადო, სადაც წმიდა თეოდორას ნაწილებია დაკრძალული.


ესაა, ამ პატარა ეკლესიის ლეგენდა.იმასაც ამბობენ, რომ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა. სწორედ ამ მდინარის წყალობით ხარობს 17 უზარმაზარი ხე. საოცრებაა პატარა ეკლესიის თხელმა კედლებმა, რომლის სისქე 70 სმ-ია, საუკუნეებს გაუძლო. საკვირველება მხოლოდ ეს არაა, ხეებს ფესვები არსად არ უჩანს, როგორც თმებს. ამიტომაა ამოუხსნელი ფენომენი.

მომლოცველთა საყურადღებოდ

ტაძრის მოლოცვისათვის საუკეთესო პერიოდია აპრილიდან ოქტომბრის შუამდე, რადგან საბერძნეთში ამ დროს მზიანი და თბილი ამინდებია და არ არის წვიმები. მისასვლელად შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე გზა: 1)  მანქანით ან საექსკურსიო ავტობუსით ათონიდან ვასტამდე (დაგჭირდებათ 2-3 საათი)

2)  ქალაქ ტრიპოლიდან შემდეგი მარშრუტით: ტრიპოლი - კალამაკი, ქალაქ მეგალოპოლისამდე, შემდეგ უნდა გადაუხვიოთ ტრასაზე ისარი - ვასტა (მარშრუტი D6) (დაგჭირდებათ 1,5 საათი)

გაითვალისწინეთ, რომ რომელი მარშრუტითაც არ უნდა წახვიდეთ ბოლო 6 კმ-ს გავლა მოგიწევთ ფეხით მთიან ადგილებში.

კატეგორია: სასწაულები | დაამატა: vasoelis (21.09.2014)
ნანახია: 2625 | ტეგები: 30 მეტრამდე სიმაღლის 17 ხე, წმინდა თეოდორას სახელობის ტაძარი, Церковь святой феодоры | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]