აპოკალიფსის გამოქვაბული

“აპოკალიფსის გამოქვაბული” - წარმოადგენს უნიკალური სილამაზის მქონე მღვიმეს, რომელშიც განთავსებულია მართლმადიდებლური სალოცავი,ორი განყოფილებით.იგი მდებარეობს ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით,საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე. საეკლესიო გადმოცემის თანახმად,სწორედ აღნიშნულ მღვიმეში ჰქონდა “სასწაულებრივი ხილვა” –  ”იოანე ღვთისმეტყველს”.აღნიშნული ხილვა კი იოანემ,თავის მიერ დაწერილ “აპოკალიფსის წიგნში” დაწვრილებით აღწერა.გამოქვაბული მდებარეობს იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის გვერდით და მის ირგვლივ მდებარეობს სოფელი ხორა.აღნიშნულ სოფელში კი სახლობს იმ ხალხის შთამომავლები,რომლებმაც გამოქვაბულში ააგეს სამლოცველოები.ხორა კუნძულ პატმოსის ადმინისტრაციული ცენტრია და რაც გასაოცარია,არის ის,რომ სოფლის ტერიტორიაზე გარდა “აპოკალიფსის გამოქვაბულისა”,კიდევ 51 ქრისტიანული ტაძარია აგებული.შესაბამისად სოფლის (ზოგადად) კუნძულის მაცხოვრებლები თავიანთი რწმენით გამორჩეული ხალხია.ცნობილია,რომ აღნიშნულმა გამოქვაბულმა თავისი პირვანდელი სახე II საუკუნიდან შემოინახა.პატმოსის კუნძული და აპოკალიფსისის გამოქვაბული დღესდღეობით სინონიმებად არიან ქცეული.თავად გამოქვაბულში აგებულია ორი სამლოცველო,რომელიც – “წმინდა ანას” სახელობისაა.აღსანიშნავია ისიც,რომ გამოქვაბულის შესასვლელზე გაკეთებულია წარწერა:

“ეს ადგილი,ტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას,რადგან ის არა მარტო ღვთის სახლი,არამედ ზეციური კარიბჭეცაა”.

“აპოკალიფსის გამოქვაბულს” უამრავი მორწმუნე და ტურისტი სტუმრობს.როგორც თვითმხილველები მბობენ,აღნიშნულ სალოცავში რამდენიმეწუთიანი ლოცვაც კი,ადამიანს მთელი სიცხადით წარმოუდგენს ამ უწმინდესი ადგილის მნიშვნელობას,რადგან გამოქვაბულიდან გამოსვლის შემდეგ სავსე რჩები სრული ღვთიური მადლით და ემოციით.”იუნესკოს” მიერ 1999 წლიდან – “აპოკალიფსის გამოქვაბული”,როგორც უდიდესი რელიგიური და ისტორიული ღირებულების მატარებელი ტაძარი ,”მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა” ნუსხაში იქნა შეტანილი.

კატეგორია: სიწმინდეები | დაამატა: vasoelis (10.02.2015)
ნანახია: 801 | ტეგები: აპოკალიფსის გამოქვაბული | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]