სირიის მეფე ანტიოქე IV-ემ, ქრისტე შობამდე 170 წელს, დაიპყრო ისრაელი, გაძარცვა სოლომონის ტაძარი და დადგა კერპი, აიძულებდა ებრაელებს მსხვერპლი შეეწირათ კერპისთვის, ხოლო ვინც არ შესწირავდა, მათ აწამებდნენ (7 ძმა მაკაბელი და ელიაზარი და სხვები). აჯანყების შედეგად იუდა მაკაბელმა განდევნა ისრაელიდან ანტიოქი და დაამსხვრია კერპი. ტაძარი გაწმინდეს, განაახლეს და ყველა კანდელი აანთეს (1 დღის სამყოფი ზეთით 8 დღე ენთო)....
არ შეიძლება ურიათა და მწვალებელთაგან გამოგზავნილი რაიმე სადღესასწაულო ძღვენის მიღება, არც მათთან ერთად დღესასწაულობა, არ შეიძლება ურიათაგან (იუდეველთაგან) უცომოს მიღება და მათი უღვთოობის თანაზიარად გახდომა (ლაოდიკიის 37 და 38 კანონები).
წმიდა მოციქულთა 85 კანონი. კანონი 71
ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, ეკლესიიდან მოიკვეთოს.
"სჯულის მტკიცედ პყრობა მართებთ ყველას: ხელმწიფეთა თუ მთავართ, არქიეპისკოპოსთა თუ ეპისკოპოსთ. როგორც ესაია წინასწარმეტყველი ბრძანებს:
"ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ, ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის ხალხს მისი ცოდვები" (ესაია (58:1).
"ვინც სჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა" (იგავნი 28:9).
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაული მიულოცა და ხანუქის პირველი სანთელი აანთო.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. მთავარმა რაბინმა პრემიერს საჩუქრად შანდალი გადასცა. სინაგოგაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი იმყოფებოდნენ
"ტაბულამ" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 2005 წელს პატრიარქმა ხანუკა "იდღესასწაულა", რაც სიცრუეა!
ქვემოთ გთავაზობთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას: "საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (აუცილებელი განმარტება) 2005 წლის 29 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო ლუბოვიჩის რებეს წარმომადგენელი, რაბინი აბრაამ მიხელაშვილი. შეხვედრამ გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა, რასაც გავრცელებული ინფორმაციაც იუწყება. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციაში დაშვებულია სხვა რამდენიმე სერიოზული შეცდომა, რაც გაუგებრობის და არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზი ხდება. კერძოდ: 1) ნათქვამია, რომ რაბინ აბრაამ მიხელაშვილთან შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით მოხდა. სინამდვილეში ინიციატივა იყო რაბინ მიხელაშვილის და შეხვედრა მარხვის და მისი უწმინდესობის მოუცლელობის გამო წინა 12 დღის განმავლობაში ვერ განხორციელდა. 2) ასევე ნათქვამია, რომ "ილია II-მ ხანუკის დღესასწაული მიულოცა ებრაელ ხალხს და რაბინ მიხელაშვილის მიერ საჩუქრად გადაცემული ხანუკის სანთლები დაანთო". სინამდვილეში შეხვედრაზე რაბინმა აღნიშნა, რომ მათ ქონდათ ხანუკის დღესასწაული, განმარტა ამის მნიშვნელობა და პატრიარქს წიგნებთან ერთად საჩუქრად შანდალი გადასცა; ამ შანდალზე, საუბრის ბოლოს, სტუმრის პატივისცემის ნიშნად, მისმა უწმინდესობამ არა ხანუკის, არამედ საპატრიარქოში დამზადებული სანთლები დაანთო. 3) გავრცელებული ტექსტის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კათოლიოს-პატრიარქმა და რაბინმა ერთად ილოცეს და იგალობეს ფსალმუნი, რაც რეალობას არ შეესაბამება. მის უწმინდესობას საერთოდ აინტერესებს მელოდია ფსალმუნის ებრაულად კითხვისა და ამ მიზნით სთხოვა რაბინ აბრაამს ეგალობა პირველი ფსალმუნი, შემდეგ კი თვითონ იგალობა იგივე ფსალმუნი, რომ მისთვის ქართული მელოდია ეჩვენებინა; ამას კი, რა თქმაუნდა, არანაირი ლოცვითი დატვირთვა არ ქონდა. ვიმედოვნებთ მომავალში ასეთ უზუსტობებს და გაუგებრობას ადგილი აღარ ექნება." | |
| |
ნანახია: 1671 | | |
სულ კომენტარები: 0 | |