ფოტოგრაფი ლენარტ ნილსონი - რეპორტაჟი ქალის საშვილოსნოდან: როგორ იბადება სიცოცხლე
შვედი ფოტოგრაფი ლენარტ ნილსონი მიკროგადაღებით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაინტერესდა. ცნობილი კი ის არა წყლის წვეთებისა და ყვავილის გაფურჩქვნის პროცესში გადაღებული ფოტოებით გახდა, არამედ სიცოცხლის დაბადების ამსახველი კადრებით.  უცნაური "რეპორტაჟის" გადაღება ქალის სხეულის სიღრმეებიდან შესაძლებელი მას მერე გახდა, რაც ნილსონმა რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ შეძლო გაეკეთებინა მიკროკამერა და მიკროგამნათებელი, რომელიც მიამაგრა ცისტოსკოპის მილს (ეს მოწყობილობა შარდის ბუშტის შიგნიდან დასათვალიერებლად გამოიყენება) – ასე გაჩნდა ადამიანის ემბრიონის დაბადებისა და მისი განვითარების პროცესის ამსახველი უნიკალური კადრები.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ფოტოები არ დაძველდა – ისინი დღემდე ამაღელვებელია. თუმცა, ნახეთ და თავად განსაჯეთ!

ასე გამოიყურება სექსუალური ჰორმონები;
ფალოპის მილი – ამ ორგანოს ამოცანაა, დაიცვას და გაუკვალოს გზა კვერცხუჯრედს საშვილოსნოსკენ;
სპერმატოზოიდი ჭრილში: ყველაზე ფასეული გენეტიკური მასალა მის თავში მდებარეობს;
სპერმატოზოიდი საშვილოსნოს მილების გავლით იჩქარის კვერცხუჯრედთან შესახვედრად;
საშვილოსნოს ყელი;
"ნუთუ ეს ყველაფერი ჩემია?": იმის ცოდნა, რომ კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდზე ბევრად დიდია – ერთია, მაგრამ ნახო ეს საკუთარი თვალით – სულ სხვაა.
"მთავარი პრიზი" 200 მილიონიდან მხოლოდ ერთს, ყველაზე სწრაფს ერგება. სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში შედის.
წარმატებული შეხვედრიდან 8 დღის შემდეგ: ემბრიონი საშვილოსნოს კედელს მიემაგრა.
5-კვირის ემბრიონი – ყალიბდება სახის ფორმა
7 კვირის ემბრიონი
8 კვირის ემბრიონი
16 კვირის ემბრიონი საკუთარ ხელებს ათვალიერებს
18 კვირის ემბრიონს უკვე ესმის და რეაგირებს გარე ხმებზე
20 კვირის ნაყოფი დედის მუცელში თითს წოვს
ნაყოფის ფეხი
ნაყოფის ხელი
უნიკალური კადრების ავტორი – შვედი ფოტოგრაფი ლენარტ ნილსონი
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: vasoelis (24.12.2013)
ნანახია: 1519 | ტეგები: როგორ იბადება სიცოცხლე, რეპორტაჟი ქალის საშვილოსნოდან, ფოტოგრაფი ლენარტ ნილსონი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]