მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შოთა შიოშვილი) - წილკნის მიტროპოლიტი

დაბ. 1951 წ. თბილისი

1972 - პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
1977 - მცხეთის სემინარია;
1976 - დიაკვნად კურთხევა;
27.07.1977 - მღვდლად კურთხევა;
1981 - ბერად აღკვეცა;
11.10.1983 - ჭყონდიდელი ეპისკოპოსი;
20.07.1984 - წილკნელი ეპისკოპოსი;
1984-1989 - მცხეთის სემინარიის რექტორი;
1984-1994 - საგამომცემლო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
1996 - წიკლნელი მთავარეპისკოპოსი.

წილკნისა და დუშეთის ეპარქია შიდა ქართლში, მცხეთის საკათალიკოსო ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალავერდის ეპარქია, ჩრდილო-დასავლეთიდან სტეფანწმინდისა და ხევის, დასავლეთიდან სამთავისისა და გორის, სამხრეთიდან მცხეთა-თბილისისა და საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიები, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფოს საზღვარს ემთხვევა. სამღვდელმთავრო მოიცავს მდინარეების - არაგვისა და ქსნის აუზებს და კავკასიის მთიანეთს. წილკნის ვრცელი ეპარქია ქსნისა და არაგვის ხეობაში მცხოვრებ „ყოველთა მთეულთა" - „ფხოელნი" და „ფხოვნი", „გუდამაყარნი", „მოხევენი", „ფადელნი", „ცხავადნი", „ჭართალელნი", „წილკანელნი", „ერთწუთიანელნი", „ყუარელნი", „თუშნი" და სხვა - აერთიანებს. ეპარქიის სახელწოდება „წილკანი", მთის ხეობაში შესასვლელი წინაკარი - წინკარი - წირკანი - წილკანი - სოფლის სახელიდან წარმომდგარა, სადაც ბაქარ მირიანის ძემ „აღაშენა ეკლესია წილკნისა" (ლეონტი მროველი).

ქადაგებანი

კატეგორია: წერილები, ქადაგებები | დაამატა: vasoelis (25.01.2012)
ნანახია: 1016 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]