წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან გამოკრებილნი სწავლანი
† orthodoxy.ge † წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან გამოკრებილნი სწავლანი


1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში დაიბადა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი, მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე).

მამა მღვდელი იყო და ერთხანს გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვარი გახლდათ. 

სწავლა დაიწყო ტფილისის სასულიერო სამაზრო სასწავლებელში, რომელიც ორი წლის მერე ბრწყინვალედ დაამთავრა და სწავლა განეგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში. 1841 წელს მისი ერთ-ერთი პროფესორი ფსკოვის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს და მან გერასიმეც თან წაიყვანა. 1844 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემი და მიიღო მაგისტრის ხარისხი. იმავე წელს დაქორწინდა. პეტერბურგში სწავლის პერიოდში მომავალი ეპისკოპოსი დაუახლოვდა გიორგი XII-ის ვაჟს, მიხეილ ბატონიშვილს, რომელიც კარგად ერკვეოდა ფილოსოფიაში.

1850-1858 წლებში მსახურობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ საღვთისმეტყველო საგნებში. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად, 1854 წლიდან მუშაობდა ტფილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სჯულის მასწავლებლად. 1854 წელს აკურთხეს მღვდლად.

1856 წელს თავს დაატყდა დიდი უბედურება, მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. აღიკვეცა ბერად.

1858 წელს არქიმანდრიტი გაბრიელი დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წელს აკურთხეს ეპისკოპოსად და ჩააბარეს გორის ეპარქია. 1860 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსი იყო გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა აფხაზეთისა (1869-1886) და სამეგრელო-სვანეთის (1873-1886) ეპარქიებს.

გაბრიელ ეპისკოპოსი გარდაიცვალა 1896 წლის 26 დეკემბერს, დაკრძალულია გელათში. 1995 წელს ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

ეპისკოპოსი გაბრიელი გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. მეუფემ საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია დაარსდა.

გაბრიელ ეპისკოპოსი იყო შესანიშნავი სიტყვის ოსტატი-მქადაგებელი. მისი სიტყვები და ქადაგებების ორტომეული მის სიცოცხლეშივე გამოიცა ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ის გახლდათ ცნობილი მეცნიერი. 1858 წელს პეტერბურგში გამოვიდა მისი ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები". ცნობილია მისი პასუხი გიორგი მუხრანბატონის წინააღმდეგ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მცირე ერებს მომავალი არ აქვთ, ამიტომ უკეთესი იქნება მალე გავრუსდეთო. გაბრიელ ეპისკოპოსს ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და სხვა საკითხებზე. იღვწოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. გააქრისტიანა 18 000 მეტი აფხაზი...

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან

გამოკრებილნი სწავლანი

ადვოკატი ამაღლება ამქვეყნიური ბედნიერება
აღზრდა აღსარება აღსარება სჯულისა
აღსრულება სჯულისა ახალი წელი ბედნიერება
ბზობა ბოროტისმეტყველება გარდაცვალება
განკითხვა განმართლება განსაცდელი
განცდა თავისი თავისა განცდა ცოდვისა გარეგანი მოქმედება
გლახაკი სულით გულში ქრისტეს შობა დაბეზღება
დედაკაცი დიდი ხუთშაბათი დღესასწაული
ეკლესია ეკლესიაში ლოცვისათვის ეკლესიაში სიარულის შესახებ
ეკლესიაში ქცევისათვის ეპისკოპოსი ეპიტიმია
ერთგულება ღმრთისა ეშმაკის საცთური ზიარება
ზიარების შემდეგ თავისუფლება თანანადები
თაყვანისცემა ღმრთისა თეოდორეს კვირიაკე კეთილი საქმე
კვირა კვირიაკე შენდობისა კმევა
ლოცვა ლოცვა და მარხვა მადლობა ღმრთისა
მართლმადიდებელი სარწმუნოება მავნე ჩვეულებანი მაცთურნი
მგლოვარე გულით მეზვერე მეორედ მოსვლა
მთავრობის მოყვარება მიგებება მიმომწვლილველობა
მიძინება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა მკითხაობა მოვალეობა ერისკაცისა
მოვალეობა ქალისა მოთმინება მოყვასი
მოწოდება ღმრთისაგან მოწყალე სამარიტელი მოწყალება
მრისხანება მსახურება ღმრთისა მსგავსება ღმრთისა
მღვიძარება და მხნეობა მშვიდობა მშვიდობის-მყოფელი
მწვალებელი მწუხარება ნაყოფი
ნება ღმრთისა ორთა უფალთა მონება ოჯახი
პატივმოყვარეობა პატიოსნება პეტრე და პავლე
პირუტყვის შებრალება პირჯვარი პური არსობისა
ჟამი აღსასრულისა რჩეული სათნოება
სამკაული სანთელი საპყრობილეში მყოფთა დარიგება
სარწმუნოება სარწმუნოება ცხოველი და მკვდარი სასუფეველი
სასჯელი და განგებულება საუნჯე საქმე ღმრთისა
საქორწინე სამოსელი საღმრთო სჯული საღმრთო ქორწილი
საღმრთო შური საშინელი სამსჯავრო სიკვდილი
სიმთვრალე სიმდაბლე სიმდიდრე
სიმტკიცე ხასიათისა სიმშვიდე სინანული
სინდისი სიტყვა და საქმე სიყვარული
სიყვარული მტრისა სიყვარული ღმრთისა სიცრუე
სიხარული სულიერი ცხოვრება სწავლა და ზნეობა
ტალანტი ტაძარში დგომის წესი ტირილი
უარყოფა თავისა თვისისა უარყოფა ქრისტესი უბედურება
ურწმუნონი, ანუ სჯულის წინააღმდეგნი უქმი და უსარგებლო ცხოვრება უძღები შვილი
ფარისეველი ფიცი ქადაგება
ქართლის ცხოვრება ქაღალდის თამაში ქება
ქების ღირსი ქველმოქმედება ქრისტიანი
ქრისტიანული მოქალაქეობა ქურდობის ცოდვა ღმრთის მსახურება
ღმრთისმსახურება ერისკაცისა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი შედგომა ქრისტესი
შესაწირავი შიმშილი სიმართლისა შრომა
შური ცილისწამება ცოდვა
ცოდნა და რწმენა ცრუ აზრი ცრუ მოძღვარნი
ცუდადმეტყველება ცხოვრება ძველი აღთქმის სჯული
ძლევა წანდილი წინააღმდეგობა საღმრთო სჯულისა
წმინდანი წყევლა წყურვილი მადლისა
ჭორი და დაბეზღება ხასიათის სიმტკიცე ხორციელი სიწმინდე
ჯარისკაცთა მიმართ ჯვარი ჯვარცმა ქრისტესი

შეადგინეს გვანცა კოპლატაძემ და გრიგოლ რუხაძემ

 

კატეგორია: წერილები, ქადაგებები | დაამატა: vasoelis (13.02.2012)
ნანახია: 2940 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]