ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი
აგარაკი – სახნავ-სათესი მიწა. აზმნობა – ფიქრი; არა აზმნობდეს – არა ფიქრობდეს, არა ჰგონებდეს. ალაფი – დავლა, ნადავლი. ამაო – უსარგებლო, უქმი. ამბორის ყოფა – კოცნა. ამჴმელი – ამღები. ანაზდეული – უცაბედი, მოულოდნელი. ანგარება – სიხარბე, ვეცხლისმოყვარეობა. ანთრაკი – ერთგვარი ძვირფასი ქვა, ნაკვერცხლის ფერი. არგანი – ჯოხი, კვერთხი. არდაბაგი – სარკმელი. არდაგი – წინსაფარი, ტილო. არება – მიმოდა არებ თვალთა – აქეთ-იქით იხედები. არვე – ცხვრის ფარა. არია – პლანეტა მარსი. ასლი – პურეულთა ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა, ორმარცვალა. ასო – ადამიანის სხეულის ნაწილი, ორგანო. ასპიტი – ძლიერ შხამიანი გველი. აფროდიტი – პლანეტა ვენერა. აღდება – მოდება, მოკიდება (ცეცხლისა); აღდებული – მოდებული, მოკიდებული. აღვსება – აღდგომა. აღკრება – დაკრეფა, აღება. აღლაღება – გალაღება, გათამამება. აღმონაღები – ამონღები, ნარწყევი, ნანთხევი. აღმოსავალი – აღმოსავლეთი. აღმოჴდა – ამოღება, ამოთხრა. აღნადგინები – სარგებელი, პროცენტი. აღტყველვა – ტაშის შემოკვრა სიხარულით. აღტყინებული – ანთებული, აღგზნებული. აღუბორგველობა – აღუშფოთველობა, გაურისხველობა. აღუზვავებელი – ვინც არ არის გაამაყებული, გადადგულებული ან გაამპარტავნებული. (საპირისპირო ცნებაა აღზევებული). აღქმა – აყვანა; აღიქვა – შეისვა. აღძრვა – აჯანყება, აბუნტება. აღჭურვა – შეიარაღება. აღჴოცა – აღფხვრა, წაშლა, აღგვა. ბაია – დანაკის კუდის ფოთოლი ბასრობა – კიცხვა, დაცინვა, გინება. ბებკი – ძონძი, კონკი, ნაგლეჯი. ბევრი – ათი ათასი (10 000); ბევრეული - ათი ათასეული. ბევრის ბევრეული – ათი ათასჯერ ათი ათასეული ანუ მრავალი, უთვალავი. ბელიერი – ეშმაკი, ავი სული. ბერწი – უშვილო. ბეცება – ბარბაცი. ბიალონი – თხელი და მსუბუქი წამოსასხამი (ხმარობდნენ სასულიერო პირები). ბისონი – ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული სამოსელი, რომელსაც იცვამდნენ მეფეები და მღვდელმთავრები. ბოროტ-მზრახველობა – ბოროტი ლაპარაკი, ლაყბობა. ბრჭალი – ტერფი. ბურდო – ფეტვის ბზე, გაულეწავი. ბურვა – ხურვა. ბუქი – ქარბუქი. ბჭე – კარი, შესავალი. გავალაკი – საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი. გამკაცრება – გაფრთხილება, მორიდება. გამოვრდომა – გამოვარდნა. გამოთარგმანება – განმარტება. გამომჴდელი – გამომგდები, გამომდევნელი. გამოტევება – გამოშვება. გამოღება – გამოსხმა (ნაყოფისა). გამოხვმა – გამოღება, გამოყვანა. გამოწვლილვა – დაწვრილებით გამოძიება, გამოკვლევა. გამოჴუება – გამოკლება. განბასრვა – გაკიცხვა, დაცინვა, დამცირება. განბძარვა – გაგლეჯა. განბჭობა – განსჯა. განგლისპებული – გაანჩხლებული, გაავებული, გაკაპასებული. განგოზი – კირი, გაჯი. განდრეკილობა – განდგომა, გადახრა (მართლმადიდებელი სარწმუნოებიდან). განვაჭრებული – განსყიდული. განვლინება – გაგზავნა, გაშვება. განვლტოლა – გაქცევა. განვრდომა – გავარდნა. განზვავებული – გაამაყებული, გადიდგულებული. განკითხვა – განსჯა, გასამართლება. განკრძალვა, განკრძალება – მორიდება, გაფრთხილება. განკრძალული – გაფრთხილებული, მორიდებული. განლაღება – გალაღება, გათამამება. განლევა – გათავება. განლიგება – გაშტერება, გარინდება, გაჩუმება. განმარტება – გაშლა. განმსტრობა – დაზვერვა. განმტკიცება – გამაგრება. განმხრწნელი – წამხდენელი, სიცოცხლის მომსპობი. განოტება – განდევნა, გაძევება, მოშორება. განპოხება – გასუქება. განრინება – ხსნა, გადარჩენა. განსარინებელი – გადასარჩენი. განსვენება – მოსვენება. განსპეტაკება – გათეთრება, გაწმენდა. განსხიპვა – გაჭიმვა, გაკვრა. განსხმა – გაძევება, განდევნა. განქარვება – გაუჩინარება, გაბრობა. განქიქება – შერცხვენა, გაკიცხვა. განქრევა - გაუჩინარება, გაბრობა, მოსპობა. განჩინება – განკითხვა, განსჯა. განცდა – დანახვა, განჭვრეტა. განცემა – სობა, გარჭმა. განცოფება – გაგიჟება, გახელება. განცხოველება – გაცოცხლება. განცხრომა – ლხენა, შვება, დროს ტარება. განძება – გაძევება, განდევნა. განძვინება – გამძვინვარება, გააფთრება. განწონება – გაჩრა, გარჭმა, ჩასობა. განწყობა – საბრძოლველად გამზადება. განხეთქა – დახევა. განხვმა – გაღება, გახსნა, გახელა. განხრწნადი – მოკვდავი. განჴდა – გახდა, გაძრობა. განჴმელი – დამშრალი; ხმელი, გამხდარი. გარდამოჴდომა – გადმოხტომა. გარე-შემოუწერელი – შემოუსაზღვრელი, შემოუფარგლავი. გარე-წარქცევა – გარეთ მიბრუნება. გაროქვა – გაძარცვა, ქონების გატაცება. გახელება – გაგიჟება. გება – არ ეგების – არ შეიძლება. გეენია – ჯოჯოხეთი. გვადრუცი – კოლოფი, ყულაბა. გვემა – ცემა. გლახაკი – 1. მათხოვარი, გლახა; გლისპი – ანჩხლი, კაპასი, ავი. გონება-მოუდრეკელი – რეგვენი. გრძნა – არავინ აგრძნას, არავინ შეიტყოს. გულდამზიდველი – გულდამზიზღებელი. გულისთქმა – წადილი, სურვილი. დაბებკული – დაკონკილი, დაძონძილი. დაბრყვილებული – მოსუსტებული, დაკლებული. დაბურვა – დახურვა. დაბძარვა – დახეთქვა, დაჭრა, დაგლეჯა. დაგება – 1. შერიგება; დადგინება – დანიშვნა, დაყენება. დადგრომა – დადგომა, გაჩერება. დაუდგრომელი – გაუჩერებელი, მოუსვენარი. დადუხჭირება – დაუშნოვება. დავანება – დამკვიდრება, დასადგურება. დაზრქელებული – გასქელებული. დათიჴება – ატალახება. დათხევა – დაღვრა. დათხეული – დაღვრილი. დაკვეთება – დაცემა, დავარდნა. დაკრება – ჩაქვავება, ჩაქოლვა. დალტობა – დასველება. დალტობილი – დასველებული. დამარხვა – 1. შენახვა; დამმარხველი – შემნახველი. დამაშვრალი – დაღლილი. დამთხე – მომზრახი (საბა), ქადაგი. დამოკიდებული – ჩამოკიდებული. დამსჭვალვა – დალურსმვა. დამსჭვალული – დალურსმული. დამტკნარება – შესქელება. დამშთვარი – დამხრჩვალი. დამძიმება – შეწუხება. დამწიკულება – გაჭუჭყიანება, გასვრა. დანაკის-კუდი - ფინიკი, ინდის ხურმა. დანთქმა – დაძირვა, ჩაძირვა. დასავალი – დაძავლეთი. დასტაქარი – ქირურგი, ჭრილობათა და მოტეხილობათა მკურნალი. დასხმა – დაფუძნება. დატევება – მიტოვება. დაფლვა – დამარხვა, დაკრძალვა. დაფლული – დამარხული. დაფხვრა – დაგლეჯა. დაღნიოშება – გაცუდება, დაუშნოვება. დაყენებული – აკრძალული. დაყუდება – დადგომა, ჩადგომა, გაჩერება. დაშთობა – დახრჩობა. დაშთომა – დარჩენა. დაშრტობა – ჩაქრობა. დაცადება – შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული – დაყოვნებული, შეჩერებული. დაუცადებელი – შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი. დაცემა – დაკვრა (საყვირისა). დაწერტა – დაჩხვლეტა ეკლით. დაწვლილება – დაწვრილება. დაწუხვა – დახუჭვა. დაწყობა – შეთანხმება, შეწყობა. დაჭირვებული – გაჭირვებული; დანაღვლიანებული, დამწუხრებული. დაჴსნა – დარღვევა, დაშლა; დაუძლურება. დამჴსნელი – დამარღვეველი, დამშლელი. დაჴშვა – დახურვა, დაკეტვა. დედაწული – ჯალაბობა, სახლეული. დია – პლანეტა მუშთარი. დიაცი – ქალი, დედაკაცი. დიკა – გაზაფხულის ნათესი ხორბალი. დილეგი – საპატიმრო, საპყრობილე. დრაკჰანი – ოქროს მონეტა. დრტვინვა – ბუზღუნი. ებგური – გუშაგი, ყარაული. ედემი – სამოთხის ბაღი. ემბაზი – სანათლავი ჭურჭელი. ემპლასტრო – მალამო, სალბუნი. ენაბრგვნილობა – ენაჩლუნგობა, ენაბლუობა. ენკრატისი – მოწესე ქალი. ენქერი – ხელსახოცი. ერმი – პლანეტა მერკური. ექსორია – სამშობლოდან გაძევება, განდევნა. ვასილისკო – ბასილისკო, თვალთ მაკვდინებელი მხეცი, გესლიანი (საბა). ვაშკარანი – ტომარა, ჩანთა. ვაჴში – სარგებელი, პროცენტი, აღნადგინები. ვლტოლა – გაქცევა. ზავებული – შეზავებული. ზაკვა, ზაკუვა – ცბიერება, თვალთმაქცობა. ზარდაჴშა – პატარა ყუთი, კოლოფი. ზატიკი – პასექი. ზატიკობა – აღდგომა. ზე – 1. ...-ის დროს. მოსეს ზე – მოსეს დროს. ზეზი – ოქროქსოვილი. ზეშთა-მჩენი – ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზეშთა-მჩენობა – ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა. ზეცისა ძალნი – ანგელოზები. ზვავი – ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზვაობა - ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა. ზვარაკი – შესაწირავი ცხოველი; ზვარაკი ჭამებული – ნასუქარი, შესაწირავად გასუქებული მოზვერი. ზოდი – ზოდიაქო. ზოსტერი – ძვირფასი ქვებით შემკული ტყავის ქამარი. ზრახვა – ლაპარაკი. ზრდა – კვება. თავადი – ბატონი, დიდებული, უფროსი. თავდამოქცევა – თავდაყირა. თავის მიდრეკა – თავშეფარება; თავთა მისადრეკი – თავშესაფარი. თანა-განმზრახი – მრჩეველი. თანა-მოდასე – თანაწევრი, დასის წევრი. თანანადები – ვალი, გადასახადი. თარგმანი, თარგმანება, თარგმნა – განმარტება. თაფლი ველური – „ხე არს მსგავსი ურთხლისა, რომლისა მიერ მსგავსი მანანასი ჩამოეწვეთების". თაფლუჭი – ერთგვარი მათრობელა სასმელი. თეო - ფარეხის გარშემო საყარაულო ადგილი. თვალვა – თვლა. თვალ-მოუღებელი – თვალმოუშორებელი, თვალაუღებელი. თვით-სჯულება – თავნებობა. თვისი – ნათესავი, მოყვარე, თავისიანი. თხზულება – დაწნული. თხიერი – ტიკი. იგავი – „იგავნი", ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. იავარ-ქმნა – აკლება, განადგურება, აოხრება. ინანი – ერთგვარი სურნელოვანი სასხურებელი წყალი. ისმაიტელი – ბიბლიური გადმოცემით, აგარის შვილის ისმაილის ჩამომავალი. შემლგომში ისმაიტელებად იწოდებოდნენ მაჰმადიანები. იფქლი – ხორბალი, პური. იქედნე – შხამიანი გველი, რომელიც პირიდან მაკდება და მშობიარობის დროს კვდება. იშვით – იშვიათად. იძრვისი – რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი). იწრო – ვიწრო, პატარა (ადგილი); იწროება – სივიწროვე, გაჭირვება. იხ. შეიწრებული. კავშირი – ელემენტი (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი). კაზმა – იხ. განკაზმა. კარაული – სახედარი, ჯორი. კაჩალო – ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი. კაცად-კაცადი – თითოეული. კბოდე – ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი. კდემა – რიდი, რცხვენა. კვართი – ქრისტეს პერანგი. კვეთება – შეხეთქება, შესკდომა. კირიელეისონ – ბენძნულია, ქართულად ნიშნავს „უფალო, შეგვიწყალენ!". კლემაქსი – კიბე, წმ. იოანე სინელის თხზულება. კლიტე – გასაღები. კმა – საკმარისი. კოლვიზმა – დიდი მარხულობა. კომსობა – ერისთავობა. კოჭიკური – ნაპარსი თმა. კრეტსაბმელი - ფარდა. კრონოს – პლანეტა სატურნი. კრჩხიალი, კრჩხიალება – საზარელი კივილი. კრძალვა – რიდება. კუკული – ბერის ქუდი. კუროს თავი – ტატაშა, შავი ნარი (აქვს ეკლები). ლაინი – შეღებილი ნარმა. ლალვა – ჩხუბი. ლანქერი – თოვლის ღვარი. ლანძვი – სარკმელი, ფანჯარა. ლიზღობა – მლიქვნელური და უშვერი (კადნიერი) ლაპარაკი. ლირწი – ვნებიანი, მხურვალე (ითქმის ქალთა სქესზე); ლირწება – ვნებიანობა, მხურვალება. ლიტონი – უბრალო. ლიქნა – პირფერობა. ლმობა – ტკივილი. ლტობა – დასველება. ლტოლვილი – გაქცეული. მაგისტროსი – მოძღვარი. მალიად – სწრაფად, ჩქარა. მამონა – უსამართლოდ შეძენილი ქონება. მამწყობარი – შემწყობელი. მანანა – ზეციური პური, რომლითაც კვუბავდა ღმერთი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში. მანდატური – ხელარგნოსანი, მეფის მცველი მოხელე. მანიაკი – მოთვალულ-მომარგალიტებული საყელო. მანქანება – სხვადასხვა სავნებელი ხერხი, ხრიკი. მაოტებელი – განმდევნელი, გამაქცეველი. მაოხარი – ამაოხრებელი. მართვე – ბარტყი, ბახალა. მარმენიო – ბედისწერა. მარტვილი – წამებული, მოწამე. მაღნარი – მაღალი და ხშირი ტყე. მახა – ასლი. მგბარი – მოხარშული. მგვემელი – მცემელი. მგზნებარი – მოგვი, ცეცხლის მნათებელი ქურუმი. მგმობარი – მგმობელი, ქრისტიანული სარწმუნოების უარმყოფელი. მგრგვალი – ????????? მდუმრადი – მდუმარე, უსიტყვო, ჩუმი. მდღევარი – დღიური. მებეჭე – მისანი, რომელიც ბეჭის ძვლით მკითხაობს. მებრუჟეობა – ლოთობა. მეზვერე – მებაჟე, ხარკის ამკრეფი. მეინახე – თანამესუფრე. მეკერმე – კერმის (წვრილი ფულის) ამკრეფი. მეკობრე – ავაზაკი, ყაჩაღი. მეკრე – კარის მცველი. მელი – მელია. მემთრვალე – ლოთი; მემთრვალეობა – ლოთობა; მთრვალობა – თრობა. მთხრებლი – ორმო, თხრილი. მიგება – მიზღვევა; მისაგებელი – მისაზღავი. მიდამო-ვლა – აქეთ-იქით სიარული. მიდგომა – დაორსულება მუცლად-ღება; მიდგომილება – დაორსულება. მიდრკომა – გადახრა, გადახვევა. მითვალვა – მითვლა, თვლით მიცემა. მილიონი – მილი (სიგრძის საზომი ერთეული). მიმდემი – მუდმივი, მარადიული. მიმყოლი – მიმდევარი. მიმწუხრი – საღამოს. მიპყრობა – მიწოდება, მიცემა. მისაგებელი – იხ. მიგება. მისადრეკკლი – თავშესაფარი. მიტაცება – წართმევა, წაგლეჯა. მიღება – წართმევა. მიჩემება – მისაკუთრება. მიწევა – მიღწევა. მიწურვა – მიახლოვება. მიხვეჭა – წართმევა, მიტაცება. მიხვმა – (ჴორცნი) მარიამისაგან მიიხვნა – (ხორცი) მარიამისაგან შეისხა. მკალი – კალია. მკელობელი – კოჭლი. მკვრელი – დამკვრელი. მკოდოვანი – ღარიბი, ღატაკი, უქონელი; მკოდოვნება - სიღარიბე, სიღატაკე, უქონელობა. მლევანება – გულსავსეობა, გულუხვობა. მოაბა – ტახტრევანდი. მოგება – 1. მოსაზრება, ჭკუაზე (გონს) მოსვლა; მოგვი – ვარსკვლავთმრიცხველი, ასტროლოგი. მოდასე – დასის წევრი; მოდასეობა – დასის წევრობა. მოდნობა – მონელება. მოდრეკა – მოქცევა, მობრუნება. მოვაჭრებული – მოშოვებული, შეძენილი. მოვლება – მოტარება. მოზავებული – ??????? მოთვალული – თვლებით მოჭედილი. მოკვეთა – მოჭრა, გადატ. მოკვლა. მოკიცხარი – მქირდავი, მკიცხველი, ვინც სხვას დასცინის. მოლალე – მოჩხუბარი, მოშუღლე. მომახურება – მარყუჟის გაკეთება. მომედგრება – გაზარმაცება. მომსყიდელი – მყიდველი. მომტვერება – მტვრად ქცევა, მოსპობა. მომღერალი – მოცეკვავე, მოთამაშე. მომყმარი – მშიერი; მომყმარება – შიმშილი. მონებება – მონდომება, მოსურვება. მონიჭება – დასაჩუქრება, საბოძვარის მიღება. მორბევა – დარბევა, აოხრება. მორისვა – მოპარსვა, გაკრეჭა. მორყვნა – მუცლის მოშლა. მოსავაჭრებელი – საშოვნელი, შესაძენი. მოსიკვდიდ – იხ. სიკვდილი. მოსმიერი – ღვინის მსმელი. მოსპოლვა – მოსპობა, განადგურება. მოსრვა – მოსპობა, ამოწყვეტა, ამოჟლეტა. მოსურნე – შეყვარებული. მოტყინარე – მოგიზგიზე, ანთებული. მოფხვრა – მოგლეჯა. მოქცევა – მობრუნება. მოღება – 1. მოტანა; მოღვაწება – შოვნა, მოპოვება. მოყივნება – მოტყუება, შეცდენა; გამასხრება, შერცხვენა. მოყმობა – შიმიშილით სიკვდილი. მოშთობა – მოხრჩობა. მოშოება – შოვნა, შეძენა; მოშოებული – ნაშოვნი, შეძენილი. მოცალე – მოცლილი. მოძაგება – შეძულება, შეძგაება. მოწესე – მონაზონი ქალი. მოწიწვა – მოწიწება, მოკრძალება. მოწლედ – მოწიწებით, მოკრძალებით. მოწყვედა – ამოწყვეტა, ამოჟლეტა. მოხად – მოვხადოთ – მოვუწოდოთ; მოხადა – გამოიწვია. მოხვეჭა – ქონების შეძენა უსამართლო გზით. მონახვეჭი – შეძენილი ან მოპოვებული უსამართლო გზით. მოხოიშნება – იხ. მეხვაიშნობა. მოჴდომა – თავდავხმა, მოვარდნა. მპარავი – ქურდი. მრე – მძლე, მომრევი. მრთელი – ჯანმრთელი. მრივსელი – მპარსველი, მკრეჭელი. მროკავი – მოცეკვავე. მრჩობლი – წყვილი, ორი. მსასოებელი – მოიმედე. მსგეფსი – ერთი კვირა. მსოფლიო – ამქვეყნიური. მსტოვარი – მზვერავი, ჯაშუში. მსხემი – მწირი, უცხო; მსხემყოფა – მწირობა, უცხოობა. მსხუნავი – მსუსხავი. მტილი – ბაღი. მუნებური – იქაური. მუნთქვესვე – მაშინვე, იმწამსვე. მფოფინარე – მდუღარე. მქისე – ხორკლიანი. მქსინვარე – ძლიერ მქროლავი; სუსხიანი. მღერა – თამაშობა. მღილი – ჩრჩილი. მყვრელი – ძლოკი, ანკარა, გველხოკერა. მყია – ნაპრალი, ღრე. მყის – უცბად, მაშინვე. მცბიერი – ცბიერი. მცემელი – დამკვრელი (საყვირისა, ფანდურისა და მისთ.). მძიღვი – მჯიღი, მუშტი. მძრომი – ქვეწარმავალი, ქვემძრომი. მძრწოლარე – მოშიშარი, ვინც შიშისაგან კანაკალებს. მწამლველი – მოგვი, გრძნეული. მწერტელი – მჩხვლეტელი. მწვალებელი – ერეტიკოსი, ქრისტიანული ორთოდოქსალური სარწმუნოებიდან გადამდგარი. მწვანვილი – მწვანე ბალახი. მწვირე – წუმპე, მყრალი ტლაპო. მწვლილი – 1. მარცვალი; მწიკვლი – ჭუჭყი; მწიკვლიანი, მწიკვლევანი – ჭუჭყიანი, ბინძური; უწმინდური. მწირობა – მსხემობა, მწირად (უცხოდ, სტუმრად) ყოფნა. მწყაზარი – ლამაზი, მშვენიერი. მწყევარი – ვინც იწყკვლება. მწყემსი – გადატ. მღვდელი, საეკლესიო პირი. მწყობელი – მომღერალთა (მგალობელთა) გუნდის (დასის) წევრი. მწყობრი - მომღერალთა (მგალობელთა) გუნდი (დასი). მწყრომი – მომდურავი, მწყრალი. მწყურნები – ჭყანტობი, წყლიანი ადგილი. მჭამელი – ჟანგი. მჭელი – პეშვი, ერთი მუჭა. მჭირსნედ – ძლიერად, დიდი საჭიროებით. მჴევალი – ნაყიდი ან ნამზითვი ყმა-ქალი, საერთოდ მსახური ქალი. მჯიღი – მუშტი. ნაანგარევი – სიხარბით ნაშოვნი, მონახვეჭი, ნატაცები. ნაგვემი – ნაცემი. ნათხაზი – ნაწნავი, დაწნული. ნაკრტენი – ბუმბული. ნარცხი – ნარეცხი. ნასხამოანი – ასხმული. ნატყვენავი – ნაალაფევი, ტროფეი. ნაღვარევი – უწყლო ხევი. ნაყროვანი – გაუმაძღარი; ნაყროვანება – გაუმაძღრული ჭამა-ყლაპა ნაწერტი – ნაჩხვლეტი. ნაწყაროები – წყაროსავით მონადენი. ნებ – უნებს – უნდა. ნერწყვა – მიფურთხება; ნანერწყვი – ნაფურთხი. ნესტვი – ჩასაბერი ინსტრუმენტი – სტვირი, სალამური. ნეფხვა – ძლიერი ყინვა. ნიში – სასწაული. ნიჭი – საბოძვარი. ნუზლი – საგზალი, სანოვაგე, საჭმელი. ოლარი – წვრილი და გრძელი ოქროქსოვილის წინსაფარი, რომელსაც გულზე კისრიდან კოჭებამდე იკიდებდნენ საეკლესიო პირები ომოფორი – ეპისკოპოსთა სამხრე (მხრებზე მოსახვევი). ორძალი – ორძალიანი საკრავი ინსტრუმენტი ოსანნა – ძველი ებრული სიტყვაა „????" ოტება – განოტება ოფაზი – წმინდა, ბაჯაღლო ოხჭანი – დასასრული, ბოლო პალეკარტი – ბერის სამოსელი – გრძელი, ფართო და ნაოჭიანი პარეხი – გამოქვაბული პატიჟი – ტანჯვა, სასჯელი პელაგონი – ზღვა პეტალი – ილერკო ქარვასავით შექმნილი კინაკი – ჯამი პირად-პირადი - ფერად-ფერადი, მრავალფერი პირ-აშკმა – პირის დაღება; პირაშკმული – პირდაღებული პირმშო – პირველშობილი პურის-მტე – თანამესუფრე პურშავი – პურძვირი, ძუნწი რბევა – დარბევა, აწიოკება რიდე – თავსაბურავი როკვა – ცეკვა რონინი – სიარული რუდუნება – გარჯა, შრომა რღვნა (წყლისა) – წარღვნა რცხვა – რეცხვა საამბორებელი – საკოცნელი საანჯმნოდ – საჯაროდ, საქვეყნოდ, სახალხოდ საბლარდნელი – ჩასაცმელი საბრჴე – მახე საბურველი – თავსაფარი საბუხარი – ბეწვის ან თბილი ქსოვილისაგან დამზადებული სამაჯური, მაჯაზე წამოსაცმელი საგვემელი – რითაც სცემენ, ერთგვარი სატანჯველი საგრძნობელი – შეგრძნების ორგანო (თვალი, ყური, ენა, ცხვირი, ხელ-ფეხი) სადაგველი – რკინის იარაღი, რომელსაც სხეულის დასადაღად ხმარობდნენ სადუკეველი – ებრაელთა რელიგიური სექტა; უარყოფდა სულის უკვდავებასა და მკვდართა აღდგომას სავაჭრებელი – საშოვნელი, შესაძენი საზრდელი – საჭმელი, საზრდო, საკვები საკანონო – სასჯელის მაგვარი საზღაური, რითაც შეიძლება ცოდვის გამოსყიდვა საკიდრობა – საკიდარი, რაც ასაკიდია სალბუნი – მალამო სამე – მართლაც, ნამდვილად სამთელებელი – გამაჯანმრთელებელი, საკურნებელი სამკვიდრო – მამული და საცხოვრებელი ადგილი სამროწლე – სანახირე სამსალა – საწამლავი სამსჭვალი – ლურსმანი სამწყურვალო – მოსაწყური სამჭედური – ანკესი სანეშტე - ფეხისალაგი სანიჭარი – საბოძვარი, საჩუქარი საპოხლად – გასასუქებლად სარეწავი – ხელფასი სარვაგი – ანგარიშიანობა, სარფა სართული – ჭერი, სახურავი სასოება – იმედი სასტიკი – ძლიერი, მკაცრი სასყიდელი – საფასური სასძლო – სასუფეველი საურწყო – რძის ნაწარმი (რძე, ერბო, ყველი და მისთ.) საქონელი – უძრავი ქონება საღნიოშო – სიბილწისა და სიბინძურის ადგილი საყნოსელი – ცხვირი საყოლელი – მოძრავი ქონება საცნობელი – ჭკუა-გონება საძნაური – საძნელო საწერტელი – ეკალი; საჩხვლეტი. საწმისი – მატყლი საჭვირობელი – საჭვრეტელი, საყურებელი საჭურველი – საომარი იარაღი საჭურჭლე – საგანძური სახიობა: სახიობითა ჴმობენ – მღერიან საჴმილი – ცეცხლსაგზებელი; დიდი ცეცხლი, ხანძარი საჴმილავი – ღამის ყარაულობის სამსაათიანი ცვლა სენაკი – ბერის საცხოვრებელი ოთახი სერი – 1. ვახშამი; სერობა – ვახშმობა 2. ჭრილობის ნასახი სერობინი – ექვსფრთიანი ანგელოზი სეფეწული – დიდებულთა ვაჟი, უფლისწული სიბორგილე – სიგიჟე, სიშმაგე სიგლისპე – სიანჩხლე, სიკაპასე სივლტოლა – გაქცევა სირი – ჩიტი სიღნიოშე – სიბილწე, სიბინძურე სიღოდა – უწესური ყოფა-ქცევა; სქესობრივი გარყვნილება სიყმილი – შიმშილი სიცბილი – ცბიერება სიცოფე – სიგიჟე სკორე – ცხოველთა განავალი სკუპა – პატარა ქუდი სმინება – გაგებინება სნება – ავადმყოფობა, სნეულება; სნებოვანი – სნეული, დასნეულებული სოდომური ცოდვა – მამათმავლობა სოფელი – ქვეყანა, წუთისოფელი სპასპეტი – მხედართმთავარი სპეტაკი – თეთრი სრბა – სირბილი სრვა – სენი მომსრველი, ჭირი; ხოცვა-ჟლეტა სტავრა – სირმით საქსოვი ფარჩა, ოქროქსოვილი სტევი – აქლემის მატყლი სტიხარი – სამღვდელო კვართი (მოსასხამი) სტომაქი – კუჭი სულთქმა – ოხვრა-კვნესა, მწუხარება სქემა – ბერის სამოსელი; აცვია იმ პირს, რომელიც ბერობაში უკიდურეს ასკეტურ ცხოვრებას ეწევა (აქედან: სქემოსანი ბერი) სხეპლა – ოქროს ან ვერცხლის წვრილი სირმა ტაბლა – სუფრა ტაკუკი – ღვინის ხელადა ტალავარი – კარავი ტალანტი – ვერცხლის ან ოქროს ფული ტარიგი – კრავი ტევა: არა უტეოს – არ მიუშვას; არა უტევებთ – არ უშვებთ ტვირთვა – დატევა ტრაპეზი – ბერთა სასადილო, ტაბლა ტყება – დიდი მწუხარებისას ხელების თავში რტყმა ტყველვა – ტაშის შემოკვრა უამავრობა – უამრავი, ურიცხვი უაღრესი – საქმით თუ თანამდებობით უფროსი (საპირისპირო ცნებაა უდარესი) უბანი – ქუჩა, შუკა, მოედანი უგლიმი – გულქვა, შეუპოვარი უდარესი – უმცროსი, უმრწემესი უდები – ზარმაცი, მცონარე; უდებება – სიზარმაცე, მცონარება უზავებელი – შეუზავებელი უზაკველი – უბოროტო უზეშთაესი – უზენაესი, უმაღლესი უზმა – უჭმელი ;უზმაობა – უჭმელობა უთმინო – მოუთმენელი უკერველი – შეუკერველი უკმორეწყდომა – ცოტა უკან ჩამორჩენა ულირწველობა – არა-ვნებიანობა უმაშვნო – უვარგისი, ურგები, დახშული (ჰაერი) უმკოდოვნესი – უღარიბესი, უღატაკესი. იხ. მკდოვანი უმრწემესი – უმცროსი უმსჯავრო – უსამართლო უმწერტელესი – ძლიერ მჩხლეტავი. იხ. წერტა უნაყროვნო – არა-მაძღრული. იხ. ნაყროვანი უნდო – 1. უღირსი, ცუდი 2. მიუნდობელი უნებური – არასასურველი უნჯი – განძი; უძრავი ქონება; უნჯება – განძის (ქონების) შეძენა (დარგოვება) უოხჭნო – დაუსრულებელი, მარადიული, მუდმივი უპოვარი – უქონელი; უპოვარება – უქონლობა უპირატესი – უაღრესი, აღმატებული ურვა – წუხილი ურწყული – უდაბნო; ურწყავი ადგილი უსართულო – უსხლკარო, უთავშესაფრო უსასო – უიმედო; უსასოება – უიმედობა უსასყიდლო – უძვირფასესი, ფასდაუდებელი უსჯულო – არა-ქრისტიანი; მაჰმადიანი უფალი – ბატონი, მეპატრონე უღნიოშესი – უფინთესი, უბილწესი, უსაძაგლესი, უბინძურესი უღონო – უსაშველო; უღონოება – უსაშველობა უშრეტი – ჩაუქრობელი უც – უდევს უცები – უვიცი უცნობო – უსულო, რასაც ცნობა არა აქვს უძილი – დაუძინებელი უწვევარი – დაუპატიჟებელი უწყალო – შეუბრალებელი უხანოება – ხანმოკლეობა უხრწნელი – 1. წაუხდენელი, უბიწო 2. უკვდავი, უბიწო; უხრწნელება – უკვდავება უჴამური, უჴამრობელი - ფეხშიშველი უჴმობელი – ხმაამოუღებელი, უხმო, ჩუმი უჴსარი – გაუხსნელი ფარეხი – ცხვრის სადგომი ფარისეველი – მოჩვენებით საეკლესიო წესების შემსრულებელი, სინამდვილეში კი სრულიად საწინააღმდეგოს მოქმედი ფარშამანგი - ფარშევანგი ფერეზიკი – დალალი (ვაჭარი, რომელსაც სავაჭრო ქუჩა-ქუჩა დააქვს) ფეშხუმი – საეკლესიო ჭურჭელი, დაბალ ფეხიანი, იხმარება ბარძიმთან ერთად ფილონი – სამღვდლო სამოსელი ფენიქსი – ზღაპურლი ფრინველი; ფენიქსისებრ - ფენიქსივით ფიჩვი – ბერის შავი მოსასხამი ფიცხელი – მაგარი ფლატუნი – ჩამონგრეული, ჩამოზვავებული, ნაყარი (მიწა) ფლაფნა – ჩიფჩიფი ფოლი – წვრილი ხურდა ფული ფორიაქის დაცემა – აკლება, აფორიაქება ფოფინი - ფართხალი, ფხარკალი ფრიადი – დიდი, დიდძალი ფსალმუნი – დავით წინასწარმეტყველის საგალობელთა კრებული, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ფსალმუნება – გალობა ფუტური – მაშმელი, ფუტურო ფუცება - ფიცი ფშვა – სუნნელების დენა ფხვრა – გლეჯა ქადაგი – მქადაგებელი ქადება – დამუქრება ქალწულება – უმანკოება, უბიწოება; მეორე სქესთან მიუკარებლობა; ქალწულობის აღთქმის დადება – ქალი ან კაცი, რომელიც უქორწინობის აღთქმას დადებს ქარტა – ქაღალდი ქაცვი – ძეძვი, ძეძვის ეკალი ქედი – კისერი ქერობინი – უპირველესი და უმაღლესი ჩინის ანგელოზი ქვაბი – გამოქვაბული ქვეყანა – მიწა, დედამიწა ქვე-ჩამოზვლევა – ჩამოზვავება, ჩამონგრევა ქლამინდი – მეფეთა და სამღვდელო პირთა უსახელო, ფილონის მსგავსი წამოსასხმელი ქოთება – ღელვა (ზღვისა) ქორი – 1. მტაცებელი ფრინველი 2. სართული, ჭერი ღაწვი – ლოყა ღირღლოვანი – ოღრო-ჩოღრო, ღელე-ღულიანი ღრჭენა – ღრაჭუნი, კრაჭუნი ყაფუზუნა – მაიმუნი ყაჯირი – ძერა ყვიბარი – მომცრო ჭური, ქოცო ყვრიმალი – ყურის არე ყურდგელი – კურღელი შანთი – გახურებული რკინა შარი – ბამბის ქსოვილი შარავანდედი – სხივი (მზისა) შატროვანი – ნაქარგი შებრუჟებული – ღვინონასვამი, ოდნავ მთვრალი შეგბობა – მოხარშვა შეგმანება – სქესობრივი კავშირის დაჭერა შევრდომა – მუხლებით დაჩოქება; შევრდომილი – მუხლებდაჩოქილი შეიწრებული – შევიწროებული, გაჭირვებული შეკდემა – შერცხვენა შელმობა – იხ. ლმობა შემთხვევა – შეხვედრა შემსჭვალვა: არა შეამსჭვალავ (=მიაჩერებ, გაუშტერებ) თვალთა შემუსრვა – დამტვრევა, დალეწვა, დამსხვრევა; შემუსრვილი – დამტვრეული, დალეწილი, გატეხილი შემწვარი – დამწვარი შემწვირიანებული – გასვრილი, გაწუმპული, გათხუპნული შემწიკვლება – გაჭუჭყიანება, გასვრა, ამოთხუპნა; შემწიკვლებული – გაჭუჭყიანებული, გასვრილი, ამოთხუპნული; შუემწიკვლელი – უბიწო, უმწიკვლო შენაწევრება – შეკავშირება; შენაწევრებული – შეკავშირებული შენებულობა – შენობა შერაცხა – ჩათვლა შესაქმე – დაბადება, შექმნა (ძველი აღთქმის პირველი წიგნი) შესვენებული – გარდაცვლილი შეტევა – შეშვება შეტყუილი – ტყუილი შეუმწიკვლელი – შემწიკვლება შეურაცხი – ცუდი, დაწუნებული შეშთობა – შეპყრობა და მოხრჩობა; დაჩაგვრა; შეშთობილი – მოხრჩობილი, დაჩაგრული შეწვა – დაწვა შეჭუვნება – შეწუხება შეჭურვა – საჭურველის ასხმა, შეიარაღება შვიდჴერი – შვიდრტოედი; შვიდსანთლიანი შანდალი შთათხევა – ჩაქცევა, ჩაგდება შთამოჭრა – ჩამოვარდნა, ჩამოჭრა შიშთვილი – ჩამოსახრჩობი თოკი; შიშთვილის-ბმა – თავის ჩამოხრჩობა ჩამოჭრა – ჩამოვარდნა; იხ. შთამოჭრა ჩარყაფი – ქარგა ჩაფულა – ქალამნის მსგავსი ამოსასხმელი ფეხსაცმელი ჩაფხუტი – მუზარადი, რკინის ქუდი ჩინჩვა – სავაჭროზე ფასის დაკლებისთვის ლაპარაკი ჩუკენობა – ჴელით დაცემა, ონანიზმი ცანდალი – სანდალი, ხის ან ტყავისძირიანი ფეხსაცმელი, რომელსაც თავზე თასმებით იმაგრებენ ცახე – მტვრის უმცირესი ნაწილი, რომელიც ჰაერში მზის შუქზე მოჩანს ცემა – 1. ტრყმა 2. დაკვრა 3. კბენა ციცა – კატა ცნობილი – გონზე მყოფი ცოლ-კეთილი – კეთილცოლიანი ცოლ-უკეთური – ავი, ანჩხლი ცოლიანი ცუდ-დიდება, ცუდ-დიდებობა – ამაო დიდება ცუნდრუკება – მოყვასის მიმართ მალულად ბოროტების ჩადენა ცხებული – კურთხეული ცხედარი – საწოლი, ტახტი ცხოველი – ცოცხალი ცხრო-ჴურვება – ციებ-ცხელება ძალი – ნაწლავი ძალნი ზეცათანი – ზეცისა ძალნი ძე ადამისი ან ადამის ძე – კაცი, ადამიანი ძვილ – ძლივს ძი – კითხვითი ნაწილაკი „თუ", „აბა თუ": რა-ძი ძნიად – ძნელად ძრცვა – გახდა ძრწოლა – შიში წალა – ჩირქი, წუთხი წამახვა – გალესვა, გამწვეტება წარბ-მაღლობა – მედიდურობა, ამაყობა წარგება – წაგება, მიცემა, გაცემა, დახარჯვა წარგვრა – წართმევა და წაყვანა (ან წაღება) წარგრაგნა – გადახვევა გრაგნილივით წართქმა – წარმოეთქვა წარვლტოლა – გაქცევა წარმართი – უსჯულო, არაქრისტიანი წარმდები – მეტიჩარა წარმოლტოლვილი – გამოქცეული, გადმოხვეწილი წარმრღვნელი – წამლეკავი წარპარვა – მოპარვა, გაპარვა წარპყრობა – გაწვდა, მიშვერა წარტაცება – გატაცება; წარტაცებული – გატაცებული, წაღებული წარტყვევნა – დაპყრობა და დარბევა (ქალაქისა) წარწირვა: წარეწიროს სასოება – იმედი გადაიწყვიტოს წარხედვა – გახედვა წარხვმა – წაღება; წარხვმული – წაღებული წერტა – ჩხვლეტა. იხ. ნაწერტი, საწერტელი, უმწერტელესი წეს: შენ გიწესს – გიძახის, გიწვევს წველი – ჩალა წვიმებული – ნაწვიმარი, მოწვიმული წვლილადი – წმინდა (ნაქსოვი) წვრთა – სწავლა, მეცადინეობა, ვარჯიში წიაღსლვა – წყალს გაღმა გასვლა წილჴდომილი – წილში ნარგები წინადაცვეთა, წინადაცვეთილება – მეტკვეთილება. ებრაელთა რელიგიური ჩვეულება: მამრობითი სქესის ახალდაბადებულ ბავშვს მერვე დღეზე აჭრიან სასქესო ასოს წინა კანს. ეს ჩვეულება გავრცელებულია მაჰმადიანებშიც. წიწვა – რცხვენა წუთხი – სისხლნარევი ჩირქი წუმწუბა – გოგირდი წელვა – ჭრილობის მიყენება, დაკოდვა ჭახრაკი – საწნეხი, რომლითაც ხდიან ზეთს ჭიჭნაური – აბრეშუმი ჭმახე – შეძმარებული (ღვინო) ჭრელებული – ჭრელ-ჭრელი, აჭრელებული ხადა, ხადილი: მამად ვჰხადით (=ვუწოდებთ) ღმერთს ხალენი – მღვდელთა და ბერთა სამოსელი, მაზარა ხამი – ხამი აბრეშუმი, ყაჭი ხარატული – მოჩუქურთმებული ხარისხი – საფეხური (კიბისა) ხარჭა – ხასა, საყვარელი ხელი – გიჟი, შმაგი ხვასტაგი – ოთხფეხი საქონელი ხორგი – მდინარეში მოცურავე ყინვის ნახეთქი ხორშაკი – სიცხე-პაპანაქება ხოჭიჭი – აკვანი ხრტიალი – ხრიალი (მომაკვდავისა) ჴამლი - ფეხსაცმელი ჴდომა – მივარდნა, თავდასხმა ჴელარგნოსანი – ხელჯოხიანი, მანდატური ჴელის აღპყრობა – დახმარება, შემწეობა ჴელქვეშე – ხელქვეითი, ქვეშევრდომი ჴვებული – მოკლებული ჴვედნა – დაჩაგვრა ჴუმილი – ყარაული, დარაჯი, მცველი ჴურთი – წკეპლების კონა ჴშული – დახშული, დაკეტილი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნანახია: 1302 | |
სულ კომენტარები: 0 | |