

გაბრიელ ბერის ლოცვა
რა ჟამს გამოსჩნდე ზეცით ქრისტე მეუფეო და დასჯდე განსჯად საყდართა მათ საშინელთა და მდინარე ცეცხლისა დიოდეს წინაშე შენსა და ცოდვილნი სტიროდნენ და გოდებდნენ, ხოლო მართალნი მხიარულ იყვნენ, მაშინ სახიერ შემიწყალე მე და ნუ განმაგდებ პირისაგან შენისა. ამინ!