ლოცვანი გაბრიელ ბერისადმი
ტროპარი:
საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო და ჴმამაღალო ქადაგო სიყუარულისაო, მოწამეთა მსგავსად მოღუაწეო და განსაცდელთა შინა მყოფთა მსწრაფლ შემწეო, ქართველთა სიქადულო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
ჯუარცმითა და ღუაწლითა შენითა სულნი კაცთანი მოიმკუენ სასუფევლისათჳს ღმრთისა, უღმრთოთა წინაშე, ვითარცა უჴორცოჲ, უშიშად აღიარებდი ღმერთსა და სისხლითა და ცრემლითა დაამტკიცებდი სასუფეველსა, სიმდაბლჱ შეიმოსე, ვითარცა სამოსელი ნათლისაჲ და წუთისოფლისა ზრახვანი უძლეველად დაამჴუენ სალოსობითა შენითა, სიქადულო ქართველთა ერისაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე შენგან შეყუარებულსა ჯუარცმულსა ღმერთსა, იესუ ქრისტესსა, შეწყალებად და ცხოვნებად სულთა ჩუენთათჳს.
პირველ მუცელსა შინა მყოფი გიცნა შენ უფალმან და პირველ გამოსვლისა შენისა საშოჲთ განგწმიდა შენ. დადვა პირი შენი, ვითარცა მახჳლი, მკუეთი სიცრუისა, და საფარველსა ქუეშე ჴელისა მისისასა დაგფარა შენ; დაგდვა, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა შინა მისსა დაგფარა შენ უღმრთოთაგან, ღირსო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს..
კონდაკი:
ვითარცა სათნომან ღმრთისამან და სარწმუნომან, სიფიცხჱ იგი ბერობისაჲ აღირჩიენ უფროჲს სოფლისა სიტკბოებათა და აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, სიბრძნჱ შენი დაჰფარე სალოსობითა და ვითარცა აღმსარებელი, დღითიდღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ დაუცხრომელად ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან სენისა და განსაცდელისაგან ბოროტისა, რაჲთა გიღაღადებდეთ შენ, ღირსო გაბრიელ: გიხაროდენ, მფარველო მოსავთა შენთაო!
სიყრმითგან წარემატე რაჲ ჰასაკითა სწორთა შენთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა, განმსჭვალულ იყავ მარადის ლოცვითა და სილაღესა სიჭაბუკისასა დაამდაბლებდი მარხვითა, შრომითა, ღამის თევითა და მარადის ხმელსა ზედა წოლითა, ხოლო აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, ჭაბუკმან, ვითარცა მჴცოვანმან და ბრძენმან, შეიმოსე სახე მონაზონებისაჲ, და სიბრძნჱ შენი დაჰფარე სალოსობითა, და ვითარცა აღმსარებელი დღითი დღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ, რაჲთა ღირს ვიქმნნედ დიდებასა მისსა.