Windows XP-ის დაყენება USB ფლეშიდან
29.04.2012, 16:59


მოკლედ...ბევრი ჩვენთაგანი იცის როგორ დააყენოს ოპერაციული სისტემა კომპიუტერზე ან ნოუთბუკზე CD ან DVD ROM-დან. უპრობლემოა...დებ CD ან DVD დისკს ROM-ში, მერე Boot და წავიდააა...მაგრამ რა უნდა ვქნათ როცა კომპიუტერს ან ნოუთბუკს არ აქვს CD/DVD ROM და არ გვაქვს სურვილი დავხარჯოთ ფული USB ROM-ზე? რა თქმა უნდა უნდა ჩავწეროთ ოპერაციული სისტემა USB ფლეშზე და შემდგომ დავაყენოთ კომპზე ან ნოუთზე...


1. USB ფლეშის დამზადება
ა) პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება რამოდენიმე პროგრამა
ბ) დისკი ან იმიჯი (iso) Windows XP-ს
გ) USB ფლეში ზომით 1-დან 4 გიგაბაიტამდე

ვაკოპირებთ გადმოწერილი ფაილი D:\ დისკზე (ან C:\ ან სადაც მოისურვებთ) და ვუშვებთ. ვუკეთებთ Extract-ს მონიშნულ ფოლდერში. მოკლედ უნდა მივიღოთ ასეთი საქაღალდე D:\Flash\სადაც იქნება 2 ფოლდერი - bootsect და usb_prep8



შექმენით ახალი საქაღალდე და დაარქვით WinXP (გამოტოვების გარეშე) იგივე D:\ დისკზე და დააკოპირეთ ფაილები Windows XP-ს დისკიდან, ან თუ თქვენ გაქვთ გამზადებული Windows XP-ს იმიჯი (iso) ამოარქივეთ ყველა ფაილი იგივე ფოლდერში 7-zip ან WinRar-ის გამოყენებით. ფოლდერი უნდა გამოიყურებოდეს დაახლოებით ასე:



ეხლა ვაერთებთ ჩვენს USB ფლეშს კომპიუტერში ან ნოუთბუკში. გადავდივართ ფოლდერში D:\Flash\usb_prep8\-ში და ვხსნით ფაილს usb_prep8.cmd



უნდა გაიხსნას ასეთი ფანჯარა:



ყურადღება!!! არავითარ შემთხვევაში არ დახუროთ ეს ფანჯარა, სანამ არ დამთავრდება ჩაწერის პროცესი

ვაჭერთ ნებისმიერ ღილაკს. გაიხსნება პროგრამა PeToSUB:



ვაძლევთ START-ს, შემდეგ პროგრამა შეგეკითხებათ თუ ხართო დარწმუნებულიო, ვაძლევთ OK-ს, შემდეგ ისევ შეგეკითხებათ რო თქვენ იწყებთ ფლეშის ფორმატირებას და ა.შ....ვაძლევთ ისევ OK-ს...შემდეგ დაიწყება ფლეშის ფორმატირება (2-4 წუტი), დამთავრებისას გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ეწერება Operation Completed Successfully, და ვაჭერთ OK-ს...ამის შემდეგ შეგიძლიათ დახუროთ PeToSUB:

ეხლა ვუშვებთ Windows-ის კონსოლი (Start ---> Run ---> ჩაწერეთ cmd)

შეიყვანეთ შემდეგი ბრძანება D:\Flash\bootsect\BootSect.exe /nt52 j:
ყურადღებით!!! j - არის თქვენი ფლეში. ანუ შეიძლება გქონდეთ სხვა ასოები (E, H, J, I და ა.შ.)

დააჭირეთ Enter-ს. თუ ყველაფერს სწორედ ჩაწერთ, მანდვე, კონსოლის ფანჯარაში დაეწერება bootcode was saccessfully updated on all tageted volumes...ეს ფანჯარა შეგიძლიათ დახუროთ

ეხლა ვბრუნდებით იმ ფანჯარასთან, რომელიც გავხსენით სუ თავიდან...შეიყვანეთ იქ ციფრი 1 და დააჭირეთ Enter



აირჩიეთ თქვენი Windows Xp-ს ფოლდერი (ანუ WinXP ფოლდერი) და დააჭირეთ OK



ვუბრუნდებით ისევ კონსოლის ფანჯარასთან, შეიყვანეთ ციფრი 3



დააჭირეთ Enter-ს და შეიყვანეთ თქვენი ფლეშის ასო (ჩემ შემთხვევაში ასო არის j )



დააჭირეთ Enter-ს და შეიყვანეთ ციფრი 4



დააჭირეთ Enter-ს ჩაწერის პროცესის დაწყებისთვის. შემდეგ უნდა შეიყვანოთ ასო Y და დააჭიროთ Enter-ს



შემდეგ დაიწყება ვირტუალური დისკის შექმნის პროცესი, ფაილების კოპირება იმ ვირტუალურ დისკზე და მერე ჩაწერა ფლეშზე. არ შეგეშინდეთ, თქვენ უბრალოდ რამოდენიმე ჯერ მოგიწევთ ნებისმიერი ასოს დაჭერა (რა თქმა უნდა როცა მოგთხოვთ კონსოლმა) და ყველა გამოსულ ფანჯრებზე OK-ის მიცემა (2 ჯერ ან 3 ჯერ)

2. Boot ფუნქცია USB ფლეშიდან
შედიხართ BIOS-ში და Boot Device Pryoritet-ში პირველი უნდა დააყენოთ თქვენი ფლეში. შემდეგ აუცილებლად დაამახსოვრებინეთ ცვლილებები და გამოდით BIOS-იდან

3. Windows-ის დაყენება
ფლეშიდან ჩატვირტვის შემდეგ უნდა გამოჩნდეს ესეთი ეკრანი:



ირჩიეთ TXT Mode Setup Windows XP და დააჭირეთ Enter-ს...დაიწყება ჩვეულებრიბი Windows-ის ჩაწერა...დაწვრილებით ჩაწერაზე არ გავჩერდები, მემგონი ყველამ იცით
დისკის ფორმატირების შემდეგ კომპი ან ნოუთი გადაიტვირთება. ისევ დაიწყება ჩატვირტვა ფლეშიდან, მაგრამ ამჟამად აირჩიეთ GUI Mode Setup Windows XP....
Windows-ის დაყენების შემდეგ ისევ აირჩიეთ TXT Mode Setup Windows XP, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოგიგდებთ Error-ებს.

ოპერაციული სისტემის დაყენების შემდეგ მოგიწევთ ცოტათი შეცვალოთ boot.ini ფაილი. ამისთვის უნდა შეხვიდეთ My Computer, C დისკი, მისამართში შეიყვანოთ C:\boot.ini და შემდეგ Enter



გაიხსნება Text Document-ი. შეცვალეთ disk(1) - disk(0)-ზე და დაამახსოვრებინეთ



ოპერაციული სისტემა დაყენებულია.thank_you

შემდეგ უკვე დრაივერები და რაც გაგიხარდებათ.
კატეგორია: კომპიუტერი | დაამატა: vasoelis
ნანახია: 869 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]