03.02.2019, 19:27 | |
ალზასი საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია, რომელიც ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში, გერმანიისა და შვეიცარიის საზღვართან მდებარეობს. რეგიონი განთქმულია საოცხოო ღვინით. ალზასის დათვალიერებისას ოთხივ კუთხივ თვალში მოგხვდება გორებსა და მთებზე შეფენილი, ფაქიზად მოვლილი ვენახები. მიუხედავად ამისა, დაუკვირვებელ თვალსაც კი არ გამოეპარება ჯვარცმის მონუმენტები, რომლების ყველა სოფელში არა ერთია. ადგილობრივების თქმით, ამგვარი გამოხატვით მუდამ ემახსოვრებათ, როგორ გავაკარით ჯვარზე ქრისტე და გამუდმებით პატიებას შევთხოვთო.
სტრასბურგიდან 20-30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ულამაზესი სოფელი სტილი, რომლის განაპირა მხარეს მდებარე ერთი პატარა ბორცვი მოგვაგონებს გოლგოთას. აქ წარმოდგენილია ჯვარცმის 15 ფრესკა, რომელიც მნახველთ მოგვითხრობს (გვიჩვენებს) ქრისტეს უკანასკნელ დღეებს გარდამოხსნამდე. "ჯვარცმის გზა" 1789 წელს გერმანელმა ჟან-ეტიენ შტაუბარმა ააგო. 1983 წლიდან კი ამ ადგილს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
| |
| |
ნანახია: 485 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |