10.04.2014, 17:14 | |
მონ-სენ-მიშელი(ფრან. Mont Saint-Michel - მთავარანგელოზ მიქაელის მთა) - პატარა კლდოვანი კუნძულია, რომელიც ციხესიმაგრედ არის ქცეული და საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მრავალი წლის მანძიზე სააბატო ნამდვილ ციხესიმაგრედ იქცა, რომელშიც სამხედრო და რელიგიური არქიტექტურაა შეხამებული. "რწმენის ციხეს" დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე ბრძოლა არაერთხელ მოუხდა. ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის პერიოდში მონ-სენ-მიშელი საფრანგეთის უკანასკნელი საგუშაგო იყო, რომელიც მტერს არ დანებდა. დროთა განმავლობაში სააბატო ტურისტულ პუნქტად იქცა. მის პოპულარობაზე ის მეტყველებს, რომ ის პარიზის შემდეგ ტურისტების მხირდან ყველაზე ნახვადი ობიექტია. "მონ სენ-მიშელ" ამ სახელწოდებაში ლირიკა და სინაზე გამოსჭვივის. მაგრამ ეს შთაბეჭდილება მცდარია: მონ სენ-მიშელი ეს არის საფრანგეთის ჩრდილო დასავლეთში მდებარე კლდოვანი კუნძულია. აქ ევროპაში ყველაზე მაღალი ზღვის მოქცევა (14 მეტრი), სწრაფი ტალღები და კლდოვანი სანაპიროებია. წყალი მიქცევისას კუნძულს 18 კილომეტრით შორდება, ხოლო მოქცევისას 20 კილომეტრით იჭრება მის სანაპიროებში. ეს ყველაფერი რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში კუნძულს მიუვალ ციხესიმაგრედ აქცევდა. 92 მეტრის სიმაღლის კლდის პირველმა მაცხოვრებლებმა-ძველმა კელტებმა მას მრავლისმეტყველი სახელი "სასაფლაოს კლდე" შეარქვეს. მაშინ სენ მიშელი ჯერ კუნძული არ იყო, ის კონტინენტს ტყეებით დაფარული დაბლობით უერთდებოდა, რომელიც შემდეგ ზღვამ შთანთქა. კუნძული თანამედროვე სახელს მთავარანგელოზ მიქაელს უნდა უმადლოდეს. ლეგენდის თანახმად მთავარანგელოზმა 708 წელს ახლომდებარე ქალაქის აბატს კუნძულზე ეკლესიის მშენებლობა დაავალა. სანამ კონტინენტზე ომები მძვინვარებდა, კუნძული-ციხესიმაგრე დაუპყრობელი რჩებოდა, უფრო მეტიც XVI ს-მდე აქ სააბატოს მშენებლობა მიმდინარეობდა. კუნძული-ციხესიმაგრე მონ-სენ-მიშელი არა მიუდგომელი ციხე, არამედ უფრო ბენედიქტიანული სააბატოა. სააბატო 55 ათას კვ.მ. იჭერს და წარმოადგენს ხელშეუხებლად შენახულ შუა საუკუნეების ფრანგულ მონასტერს. ზღვის საშუალო დონიდან, მონასტრის ყველაზე მაღალ წერტილამდე სიმაღლე 170 მეტრს აღწევს. თავისი მიუდგომლობა კუნძულმა 1877 წელს დაკარგა, როდესაც კონტინენტთან შემაერთებელი დამბა აშენდა. 100 წლის შემდეგ აქ ბერები დაბრუნდნენ, რომელთა რიცხვი 7-ს აღწევს. ყოველელიურად ტურისტების ოდენობა კუნძულზე 2-3 მილიონ ადამიანს აღწევს. მონ-სენ -მიშელი ქვეყნის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. | |
| |
ნანახია: 1049 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |