„იეღოვას მოწმეთა" რიცხვში აღმოჩენილო ძვირფასო თანამემამულეებო! იცით თუ არა, რომ:
1.
ეს რელიგიური ორგანიზაცია 1878 წელს წარმოიშვა ა.შ.შ. – ში. ანუ ახალ
აღთქმისა და იესო ქრისტეს ეკლესიის მემკვიდრე არ არის და ვერც იქნება.
ქრისტე მათეს სახარებაში (თავი 16, მუხლი 18) ამბობს: „აღვაშენო ეკლესიაჲ
ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.”სად იყვნენ „იეღოვას
მოწმეები" ამ დროს, 1300, 1600 თუ 1800 წელს? თუ ეკლესია არ არსებობდა?
მაგრამ ეს ისევ და ისევ წმინდა წერილს ეწინააღმდეგება. შეუძლებელია, იესო
ქრისტეს მიერ ორმოცდამეათე დღეს დაფუძნებული ეკლესია (საქმ. თ. 2, მუხ.
47). გამქრალიყო და შემდეგ კი კვლავ წარმოშობილიყო . . . 1878 წელს
ესეიგი ეს ის ეკლესია არ არის, რომელიც ქრისტემ დააფუძნა!
2. ამ რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელები „ქვეყნიერების აღსასრულს" წინასწარმეტყველებდნენ 1914, 1915, 1918, 1925, 1975 წლებში. ამის შესახებ ბიბლიაშიცაა ნათქვამი: „მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა". (მათ.24,11) რატომ ცრუწინასწარმეტყველნი? ბიბლია ამბობს: „. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან."(მათ.24,36) „იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს." (მათ.24,42). ამოირჩიეთ ბიბლიას დავუჯეროთ თუ ცრუწინასწარმეტყველებს. (მათ.24,11)
3. ბიბლიის, „ახალი სამყაროს" თარგმანს, რომელიც „იეღოვას მოწმეებმა" გააკეთეს მეცნიერულად არასარწმუნოა და შეგნებულად გაკეთებული ასობით შეცდომითაა აღსავსე. სპეციალისტი ბერძნული ენის სფეროში დოქტორი მენტიუ ამ თარგმანის შესახებ ამბობს: „არ შემხვედრია არცერთი ე. წ. „თარგმანი", რომელიც ასე შორს იყოს იმისგან, რასაც სინამდვილეში ასწავლის წმინდა წერილი.„იეღოვას მოწმეების" მიერ გაკეთებული თარგმანები, ძალიან შორს დგას იმისგან, რაც ბერძნულ და ებრაულ ტექსტებშია. ეს შოკისმომგვრელი პაროდიაა!" „ახალი სამყაროს" თარგმანი ძველი ენების დარგის არცერთმა სპეციალისტმა არ აღიარა სარწმუნოდ". განა ამაზე არ ამბობს ბიბლია: . . „და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა"(მრკ.7,13)?
4. დამაარსებლის, ჩარლზ ტეიზ რასელისთვის სულერთი იყო ვის ხმას უსმენდა: ღმერთის თუ სატანის. 1879 წლის „სიონის საგუშაგო კოშკის" ივლისის ნომერში ის წერს: „ჭეშმარიტება –– სატანისგან მოცემული, ესეთივე ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება – ღვთის მიერ წარმოთქმული. მიიღეთ ჭეშმარიტება, სადაც არ უნდა ჰპოვოთ და რასაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ის." გასაკვირი არ არის, რომ „იეღოვას მოწმეები" ამ სიტყვებსაც კი შეიწყნარებენ და ამ სიტყვების უკან ბიბლიის ხმა აღარ ისმის: „თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ . . . ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს." (იოან.8,44) „და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ." (2 კორ. 11, 14–15)
5. „იეღოვას მოწმეები" ასწავლიან, რომ ღმერთს შეიძლება უწოდო მხოლოდ „იეღოვა" ანუ „არსებული". ბიბლია კი სულ სხვას გვიმტკიცებს. ქრისტე მას მამას უწოდებს: „ მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა (მათ.6,9), იოანე მახარებელი ამბობს, რომ „სიტყვა იგი იყო ღმერთი" (იოან. 1,1) და „ღმერთი არს სიყვარული" (იოან. 4,8). ქრისტე, როცა ჯვარიდან მიმართავს თავის მამას, ამბობს: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?" ანუ „ ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევე მე?" (მათ.27,46) „ელი" არსებითი სახელის „ ელუახის" ფორმაა, რაც „უფალს" ნიშნავს. მაშ, რატომ არ ამბობს ის „ იეღოვა, იეღოვა! ლამა საბაქთანი?"!
6. „იეღოვას მოწმეებს არ სწამთ, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ბიბლია კი ამბობს: „ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა." (ფილიპ. 2, 9–11). „დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა" (1 ტიმ. 3, 16) „. ხოლო ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ." ( 1 იოან. 5, 20) „. და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა" (ტიტ. 2, 13).
ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი ბრალია ის, რომ პირველად „იეღოვას მოწმეები" გესტუმრნენ და არა ქრისტეს ეკლესია და თქვენ ერთ–ერთი მათგანი გახდით. ჩვენ კი პავლე მოვიქულთან ერთად გეუბნებით: „ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ. რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად." (კოლას. 2, 8–9)
დაუფიქრდით ჩვენს შეკითხვებს და პატიოსნად გვიპასუხეთ: შეგიძლიათ შეეგუოთ ამ სწავლების აშკარა წინააღმდეგობებს წმინდა წერილთან თუ ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოთ?