მეცნიერება რწმენას ეფუძნება
ერთხელ უნივერსიტეტში პროფესორმა სტუდენტს კითხვა დაუსვა. პროფესორი: ღმერთი კარგია? სტუდენტი: დიახ პ: ეშმაკიც კარგია? ს: არა პ: სწორია. მიპასუხე შვილო, დედამიწაზე ბოროტება არსებობს? ს: დიახ პ. ბოროტება ყველგანაა და ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ხომ მართალია? ს: დიახ პ: ე.ი. ვინ შექმნა ბოროტება? ს: ... პ: დედამიწაზე არის სიმახინჯე, თავხედობა, ავადმყოფობა, უმეცრება? ეს ყველაფერი ხომ ნამდვილად არის? ს: დიახ, სერ პ: ვინ შექმნა ისინი? ს:,... პ: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს 5 გრძნობა აქვს იმისთვის, რომ მის ირგვლივ მყოფი სამყარო აღიქვას. მიპასუხე შვილო, როდისმე გინახავს ღმერთი? ს: არა, სერ პ: გვითხარი, ღმერთის ხმა გსმენია? ს: არა, სერ პ: როდესმე გიგრძვნია ღმერთი? მისთვის გემო თუ გაგისინჯავს? ან თუ გიყნოსია? ს: ვშიშობ, რომ არა, სერ პ: და შენ მაინც გწამს მისი? ს: დიახ პ: მიღებული დასკვნების საფუძველზე მეცნიერებას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს. რაიმეს დაუპირისპირებ ამას? ს: არა პროფესორო, მე მხოლოდ რწმენა გამაჩნია. პ: სწორედ ასეა. რწმენა-ესაა მთავარი პრობლემა მეცნიერებისათვის. ს: პროფესორო, არსებობს ყინვა (სიცივე)? პ: რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა. შენ არასოდეს შეგცივებია? (სტუდენტებს ყმაწვილის კითხვაზე გაეცინათ) ს: სინამდვილეში სერ, ყინვა (სიცივე) არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც ჩვენ სიცივეს ვეძახით, სითბოს არარსებობაა (უქონლობაა). ადამიანი ან საგანი ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ იმის მიხედვით, თუ მას გააჩნია ენერგია ან გასცემს მას. აბსოლუტური ნოლი (-460 გრადუსი ფარინგეიტით), ეს სითბური ენერგიის სრული არქონაა (არარსებობაა). ასეთ ტემპერატურაზე მატერია ინერტული და სრულიად უუნარო ხდება. სიცივე არ არსებობს. ეს სიტყვა იმისთვის მოვიგონეთ, რომ სითბოს არარსებობის შემთხვევაში ჩვენი მდგომარეობა ავღწეროთ. ( აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოწვა). ს: პროფესორო სიბნელე არსებობს? პ: რა თქმა უნდა. რა არის ღამე, თუ არა სიბნელე. ს: თქვენ ისევ ცდებით, სერ. სიბნელე სინამდვილეში სინათლის არქონაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე და არა სიბნელე. ნიუტონის პრიზმის გამოყნებით შეგვიძლია თეთრი შუქის უამრავ ფერად დაშლა და თითოეული ფერის სხვადასხვა სიგრძის ტალღების შესწავლა. თქვენ არ ძალგიძთ სიბნელის გაზომვა. სინათლის უბრალო სხივს შეუძლია სიბნელეში შეღწევა და მისი განათება. როგორ უნდა გამოვიკვლიოთ რამდენად ბნელია რაიმე სივრცე? ამისათვის თქვენ ითვლით, თუ რა რაოდენობის სინათლეა იქ. სიბელე ეს ის მცნებაა, რომელსაც ადამიანი იმისთვის იყენებს,რომ გაიგის რა ხდება სინათლის არქონის შემთხვევაში. ეხლა კი მიპასუხეთ პროფესორო, სიკვდილი არსებობს? პ: რა თქმა უნდა. არის სიცოცხლე და არის სიკვდილი-მისი საწინააღმდეგო მხარე. ს: თქვენ ცდებით, პროფესორო. სიკვდილი-სიცოცხლის საწინააღმდეგო მხარე კი არა, მისი არარსებობაა. თქვენმა მეცნიერულმა თეორიამ სერიოზული ბზარი მისცა. პ: რისკენ მიდიხართ ახალგაზრდავ? ს: თქვენ გვასწავლით, რომ ჩვენ მაიმუნისგან წარმოვიშვით. თქვენი თვალით გინახავთ ევოლუცია? პროფესორმა ღიმილით დააქნია თავი, როცა მიხვდა საით მიდიოდა საუბარი. ს: არავის არ უნახავს ეს პროცესი. ამიტომ თქვენ უფრო მღვდელი ხართ, ვიდრე მეცნიერი. (აუდიტორია ახარხარდა) ს: ეხლა მითხარით, არის ამ კლასში ვინმე, ვისაც პროფესორის ტვინი უნახავს? უყნოსია მისთვის, მისი ხმა გაუგია, ან შეხებია მას? (სტუდენტები კვლავ ხარხარებენ) ს: მე მგონი ასეთი არავინაა. მაშინ მეცნიერულ ფაქტზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ პროფესორს ტვინი არ აქვს. მიუხედავად ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემისა პროფესორო, როგორ უნდა ვენდოთ თქვენს ლექციებს? ( აუდიტორია გაირინდა) პ: ვფიქრობ, რომ თქვენ უბრალოდ უნდა მენდოთ (დამერწმუნოთ). ს: ნამდვილად! ღმერთს და ადამიანს შორის ერთადერთი კავშირია-ეს არის რწმენა (ნდობა) ! პროფესორი დაჯდა. ამ სტუდენტს ალბერტ აინშტაინი ერქვა. | |
| |
ნანახია: 819 | |
სულ კომენტარები: 0 | |