ქართული საგალობლების ნოტები
|
ღვთისმშობელო ქალწულო... | ||
ღვითსმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. |
43,3 KB | გადმოწერა |
დიდება... ნათლისმცემელო ქრისტესო... აწდა... მეოხ გვეყვენით... მოწყალებასა შენსა... | ||
დიდება მამასა და ძესა და
წმიდასა სულსა. |
92,4 KB | გადმოწერა |
რაჟამს ლოდი... რაჟამს შთახედ... | ||
რაჟამს ლოდი იგი დაბეჭდულ იყო
ურიათა მიერ და მხედარნი ჰსცვიდეს უხრწნელსა გუამსა შენსა, ხოლო შენ აღდეგ
მესამესა დღესა, და მოანიჭე სოფელსა მშვიდობა, ამისთვისცა ძალნი ცათანი
გიღაღადებენ შენ, ცხორების მომცემელო: დიდება აღდგომასა შენსა ქრისტე,
დიდება მეუფებასა შენსა, დიდება გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყუარე. |
117 KB | გადმოწერა |
ტროპარი აღდგომისა | ||
იხარებდინ ცანი და იშუებდინ ქუეყანა, რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავითა თვისითა
უფალმან, დასთრგუნა სიკვდილითა სიკვდილი, და პიმშო ექმნა შესვენებულთა, მუცლისაგან
ჯოჯოხეთისა მიხსნნა ჩუენ, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა. |
151 KB | გადმოწერა |
ტროპარი აღდგომისა | ||
ანგელოზთა ძალნი დიდებულსა საფლავსა შენსა ზედა იხილეს, და მცველნი იგი
მკუდარ-იქმნნეს, სდგა მარიამ საფლავსა მას თანა და ეძიებდა შემურვად უხრწნელსა
გვამსა შენსა, ხოლო შენ წარმოსტყვენე ჯოჯოხეთი, და არა გევნო მის მიერ, ახარე
ქალწულსა ცხორება საუკუნო, რომელი აღდეგ მკვდრეთით, უფალო, დიდება შენდა. |
124 KB | გადმოწერა |
დიდება... აწდა... ღვთისმშობლისა | ||
დიდება მამასა და ძესა და
წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
84,8 KB | გადმოწერა |
დიდება... აწდა... ღვთისმშობლისა | ||
დიდება მამასა და ძესა და
წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
70,4 KB | გადმოწერა |
დიდება... აწდა... ღვთისმშობლისა | ||
დიდება მამასა და ძესა და
წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
68,2 KB | გადმოწერა |
დიდება... აწდა... ღვთისმშობლისა | ||
დიდება მამასა და ძესა და
წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
134 KB | გადმოწერა |
დიდება... აწდა... ღვთისმშობლისა | ||
დიდება მამასა და ძესა და
წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
59,2 KB | გადმოწერა |
დიდება... აწდა... ღვთისმშობლისა | ||
დიდება მამასა და ძესა და
წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
146 KB | გადმოწერა |
შობა უფროსად დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა
ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
შობამან შენმან... გადიდებთ შენ... | ||
შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა
სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი,
დახსნა წყევა, და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი, და მოგვანიჭა ჩვენ
ცხოვრება საუკუნო. |
70,7 KB | გადმოწერა |
ადიდებს სული ჩემი... | ||
ადიდებს სული ჩემი ყოვლად
დიდებულსა შობასა ღვთისა დედისასა. |
67,8 KB | გადმოწერა |
მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა
აცხოვნე უფალო... | ||
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა. |
46,6 KB | გადმოწერა |
სადიდებელი. ჩასართავი თ სძლისპირისა. საიდუმლო სამოთხე... | ||
გადიდებთ შენ,
ცხოვრებისმომცემელო ქრისტე, და პატივს ვსცემთ წმიდასა ჯვარსა შენსა,
რომლითა მონებისაგან მტერისა მიხსენ ჩვენ. |
90,8 KB | გადმოწერა |
ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
და მარადის ქალწულისა მარიამისა
ტროპარი | ||
დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო. |
55,9 KB |
გადმოწერა |
ჩასართავი თ სძლისპირისა. კიდობანსა მას... | ||
ანგელოზთა რა იხილეს შესვლა
ყოვლადწმიდისა, დაუკვირდათ, ვითარ ქალწული შევალს წმიდათა შორის წმიდათასა. |
83,4 KB |
გადმოწერა |
შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
ტროპარი | ||
შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემა შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა. |
54,3 KB |
გადმოწერა |
ჩასართავი თ სძლისპირისა. საიდუმლო უცხო და დიდებული... | ||
ადიდე სულო ჩემო უპატიოსნელი
მაღლისა მხედრობათა ქალწული ყოველადწმიდა ღვთისმშობელი. |
67,6 KB |
გადმოწერა |
წმიდა განცხადება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
ტროპარი | ||
რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა. |
55,1 KB |
გადმოწერა |
ჩასართავი თ სძლისპირისა. ვერ შემძლებელ ვართ... | ||
ადიდე სულო ჩემო უპატიოსნელი
მაღლისა მხედრობათა ქალწული ღვთისმშობელი ყოველადწმიდა. |
74,9 KB |
გადმოწერა |
მირქმა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
ტროპარი | ||
გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა. |
73,5 KB |
გადმოწერა |
წერილთა მიერ სჯულისათა... ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა - ტროპარი |
||
წერილთა მიერ სჯულისათა
მოგვესწავა ჩვენ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველივე წული პირველ საშოსა
განმღებელი წმიდა უფლისა იწოდოს. აჰა, დღეს ვიხილოთ ჩვენ პირმშო ზეცით და
ქვეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ. |
98,8 KB |
გადმოწერა |
ფერისცვალება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
ტროპარი. ჩასართავი თ სძლისპირისა | ||
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა
შენთა დიდება შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცა, ცოდვილთა ნათელი
შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება
შენდა. |
75,4 KB |
გადმოწერა |
შობა შენი... | ||
შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთო მუცლით შენით გამოვიდა, განხორციელებული კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩვენ შენ ღვთისმშობელო, მარადის ყოველნი გადიდებთ. |
46,4 KB |
გადმოწერა |
მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
და მარადის ქალწულისა მარიამისა
ტროპარი. ჩასართავი თ სძლისპირისა | ||
შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე,
ღმრთისმშობელო, მიხვედ ცხორებად დედა ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი
სიკვდილისაგან სულთა ჩუენთა. |
60,6 KB |
გადმოწერა |
ძლეულ იქმნეს... | ||
ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყველნი შენთვის ქალწულო უსძლოო. ქალწულებრივი შობა და სიკვდილი ცხოვრებისმომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკვდავი ცხოველ ხარ ღვთიმსშობელო, სამართლად გადიდებთ შენ. |
59,1 KB |
გადმოწერა |
დიდებით შესვლა იერუსალიმში
უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
(კვირიაკესა ბაიაობისასა)
ტროპარი (ლაზარობას) | ||
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკვდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩვენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკვდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. |
59,8 KB |
გადმოწერა |
დაფლულნი შენთანა... ღმერთი უფალი... | ||
დაფლულნი შენთანა
ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმენით
აღდგომითა შენითა და სიხარულით ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ
არს მომავალი სახელითა უფლისათა. |
99,0 KB |
გადმოწერა |
ამაღლება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
ტროპარი. ჰშევ ქალწულო... | ||
ამაღლდი დიდებით, ქრისტე
ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა,
განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი
სოფლისა. |
73,7 KB |
გადმოწერა |
სულთმოფენობა (კვირიაკე წმიდისა მეერგასისა)
ტროპარი. ჩასართავი თ სძლისპირისა. | ||
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად
მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ
ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა. |
67,7 KB |
გადმოწერა |
გიხაროდენ შენ წმიდაო... | ||
გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ. |
48,3 KB |
გადმოწერა |
დიდი დღესასწაულთა და წმინდანთა ტროპარები
წმინდა ბასილი დიდის ტროპარი. წინადაცვეთისა. | ||
ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა
სიტყვა შენი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი დაბადებულთანი
გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ და სამეფო იგი მღუდელობა განაშუენე,
წმიდაო მღუდელ-მთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა
ჩუენთათვის. |
99,5 KB |
გადმოწერა |
წმიდა ნინოს ტროპარი. წმიდა გიორგის ტროპარი | ||
სიტყვისა ღვთისა მსახურთა
თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა
განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა
ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. |
64,4 KB |
გადმოწერა |
წმიდა ნიკოლოზის ტროპარი. წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის ტროპარი | ||
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა
გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე
სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ,
ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. |
102 KB | გადმოწერა |
ანდრია მოციქულის ტროპარი. | ||
ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ. |
40,6 KB |
გადმოწერა |
სვეტიცხოვლობის ტროპარი | ||
კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული სუეტისა წმიდისა და კვართისა საუფლოსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა უკუდავებად წმიდად მირონსა გვიწყაროებს: რომელნი წმიდასა ღვთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყვანისვჰსცემთ: რათა ვჰპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა. |
64,4 KB |
გადმოწერა |
წმიდა ბარბარეს ტროპარი. წმიდა პანტელეიმონის ტროპარი. წმიდა დემეტრეს ტროპარი | ||
ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი
შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა
ჯუარისათა. |
113 KB |
გადმოწერა |
წმიდა შუშანიკის ტროპარი | ||
წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი და აწ კადნიერად მდგეომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო. |
59,4 KB |
გადმოწერა |
წმიდა გრიგოლ ხანძთელის ტროპარი. წმიდა გიორგი მთაწმიდელის ტროპარი | ||
შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ
აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა,
ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა,
რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო გრიგოლ. |
104 KB |
გადმოწერა |
წმიდა დავით აღმაშენებლის ტროპარი. წმიდა ქეთევანის ტროპარი | ||
საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის
კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა
რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა
მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ
ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა. |
117 KB |
გადმოწერა |
ტაძრის კურთხევის ტროპარი | ||
ვითარცა ზენათა სამყაროსა მშვენიერება გამოაჩინე ქვენაცა ბრწყინვალედ წმიდისა საყოფელისა დიდებისა უფალო და დაამტკიცე ესე უკუნითი უკუნისამდე და შეიწირენ მასდა დაუცხრომელად შენდა შეწირულნი თხოვანი ჩვენნი ღვთისმშობელისა მიერ ყოველთა ცხოვრებაო და აღდგომაო. |
65,7 KB |
გადმოწერა |
წმიდა ლუარსაბ მეფის ტროპარი | ||
იშვებდ დღეს ქვეყანა ქართველთა დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისასა, რამეთუ ქრისტესთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრე სუფევისა მოიგო. მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის. |
62,8 KB |
გადმოწერა |
წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ტროპარი. წმიდა პეტრე-პავლობის ტროპარი | ||
ხსენება მართლისა ქებით აღესრულებით, ხოლო შენდა კმა არს წამება უფლისა,
წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ
ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და იწამე
ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორითა და
სიხარულით ახარე გამოჩინებული, და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს
ჩუენ დიდსა წყალობასა. |
94,0 KB |
გადმოწერა |
მღვდელმთავრის წირვის საგალობელნი
ღირს არს. ტონ დესპოტინ | ||
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ.
ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა
სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. |
80,8 KB |
გადმოწერა |
იხარებს სული შენი... | ||
იხარებს სული შენი უფლისა მიერ, რომელმან შთაგაცვა შენ სამოსელი ცხოვრებისა და კვართი სიხარულისა, შეგმოსა ვითარცა სიძესა, დაგადგა გვირგვინი, ვითარცა სძალი, შეგამკო სამკაულითა მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა, მარჯვენემან შენმან მოსრნა მტერნი, კურთხეულ, მოსცა მადლი მღვდელმთავართა მისთა და სიმართლისა გიძღოდეს მარჯვენე შენი. |
64,3 KB |
გადმოწერა |
მოვედით თაყვანი ვსცეთ... მრავალჟამიერ | ||
მოვედით თაყვანი ვსცეთ და
შეუვრდეთ ქრისტესა. გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღვთისაო, აღდგომილო მკვდრეთით
(წმიდათა შორის საკვირველო) მგალობელნი შენნი, ალილუია. |
87,6 KB |
გადმოწერა |
წმიდაო ღმერთო... | ||
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩვენ. |
66,5 KB |
გადმოწერა |
წმიდაო ღმერთო (მხოლოდ სამი ხმისათვის). კვერექსი. | ||
წმიდაო ღმერთო, წმიდაო
ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩვენ. |
51,0 KB |
გადმოწერა |
რომელნი ქერუბიმთა... და ვითარცა... | ||
რომელი ქერუბინთა საიდუმლოდ
ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელსა სამებასა, სამწმიდა არსობისა გალობასა
შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა |
141 KB |
გადმოწერა |
სულ კომენტარები: 0 | |