ფილოსოფია
† ფილოსოფიაწინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი ფილოსოფია — მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი, სოციალურ-პოლიტიკური, ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები. ფილოსოფიის სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად იყენებდნენ ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებს, როგორებიცაა: დიალექტიკა და მეტაფიზიკა, რაციონალიზმი და ემპირიზმი, მატერიალიზმი და იდეალიზმი, ნატურალიზმი და სპირიტუალიზმი, დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი და ა. შ. თანამედროვე ფოლოსოფიის ძირითადი ტენდენციები დაკავშირებულია ისეთი ფუნდამენტური პრობლემების გააზრებასთან, როგორებიცაა თანამედროვე ცივილიზაციის ბედი, კულტურების მრავალფეროვნება და ერთიანობა, ადამიანის შემეცნების ბუნება, ყოფიერება და ენა. ეტიმოლოგია სიტყვა ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან (Φιλοσοφία, philosophia) და ნიშნავს „სიბრძნის მოყვარეს". ამ ტერმინს ხშირად იყენებენ „კონცეფციის" მნიშვნელობით: ურბანიზაციის ფილოსოფია, სასკოლო განათლების ფილოსოფია და ა. შ. ფილოსოფიურ მეცნიერებათა სისტემა ფილოსოფიის დარგები ეთიკა – ესთეტიკა – გნოსეოლოგია – ლოგიკა – ონტოლოგია – აქსიოლოგია – ადამიანის ფილოსოფია – კულტურის ფილოსოფია – ისტორიის ფილოსოფია – სოციალური ფილოსოფია – ბუნების ფილოსოფია ფილოსოფიის საერთო ცნებები და ტერმინები აბსტრაქცია – აზროვნება – ანალოგია – ანტინომია – არგუმენტი – გონი – დიალექტიკა – დრო – თავისუფლება – თვისება – იდეალი – ინტუიცია – კატეგორია – კონცეფცია – ლოგიკა – მატერია – მეთოდი – მოდელი – მოვლენა – მორალი – მოძრაობა – ნივთი – ნორმა – ობიექტი – პიროვნება – პრინციპი – რაციონალიზმი – საგანი – სამართალი – სიკეთე – სილამაზე – სუბიექტი – სუბსტრატი – სული – სულიერება – უარყოფა – ფაქტი – ფორმა – ღირებულება – ღმერთი – ყოფიერება – ცნობიერება – ცოდნა – ჭეშმარიტება – ჰიპოთეზა ფილოსოფიური სკოლები აგნოსტიციზმი – არისტოტელიზმი – აპრიორიზმი – ეგზისტენციალიზმი – ემპირიზმი – ეპიკურეიზმი– ვოლუნტარიზმი – თომიზმი – იდეალიზმი – ირაციონალიზმი – მარქსიზმი – მატერიალიზმი – მოდერნიზმი – ნეოპლატონიზმი – ნიჰილიზმი – რაციონალიზმი – პლატონიზმი – პოსტმოდერნიზმი – პრაგმატიზმი – სტოიციზმი – სქოლასტიციზმი – ფატალიზმი ფილოსოფიის ისტორიული ფორმები აღმოსავლური ფილოსოფია – ებრაული ფილოსოფია – ინდური ფილოსოფია – ისლამური ფილოსოფია – ჩინური ფილოსოფია – დასავლური ფილოსოფია: ანტიკური ფილოსოფია – გვიან ანტიკური ფილოსოფია – შუა საუკუნეების დასავლური ფილოსოფია – აღორძინების ხანის დასავლური ფილოსოფია – ახალი დროის დასავლური ფილოსოფია – თანამედროვე დასავლური ფილოსოფია გამოჩენილი ფილოსოფოსები ავგუსტინე ნეტარი – ავეროესი – ავიცენა – არისტოტელე – ბეკონი, ფრენსის – ბერკლი, ჯორჯ – ბრენტანო, ფრანც – ბრუნო, ჯორდანო – ბოლცანო, ბერნჰარდ – დეკარტი, რენე – დერიდა, ჟაკ – დიოგენე – ეპიკურე – ვიტგენშტაინ ლუდვიგ - ზენონ ელეელი – თალეს მილეტელი – თომა აქვინელი – იაკობი, ფრიდრიხ ჰაინრიხ – იოანე პეტრიწი – კამიუ, ალბერ – კანტი, იმანუელ – კენტერბერიელი, ანსელმ – კონტი, ოგიუსტ – კონფუცი – ლაიბნიცი, გოტფრიდ ვილჰელმ – ლაო-ძი – ლოკი, ჯონ – ლუკრეციუსი – მაკიაველი, ნიკოლო – მალებრანში, ნიკოლა – მამარდაშვილი, მერაბ – მარკუს ავრელიუსი – მარქსი, კარლ – ნიცშე, ფრიდრიხ –ნუცუბიძე, შალვა – პასკალი, ბლეზ – პითაგორა – პლატონი – პლოტინი – რასელი, ბერტრან – რუსო, ჟან-ჟაკ – სარტრი, ჟან-პოლ – სპინოზა, ბარუხ – სოკრატე – უნამუნო, მიგელ დე – ფუკო, მიშელ პოლ – შოპენჰაუერი, არტურ – ჭავჭავაძე, ნიკოლოზ – ჯუან ძი – ჰაიდეგერი, მარტინ – ჰეგელი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ – ჰერაკლიტე – ჰიუმი, დეივიდ – ჰობსი, თომას – ჰუსერლი, ედმუნდ | |
| |
ნანახია: 1200 | | |
სულ კომენტარები: 0 | |