„ღირს არს"-ის ნაცვლად საკითხავნი საგალობლენი სრულიად წელიწადსა შინა
ღირს არს

 

ბზობის კვირას

მოწაფეთა რა იხილეს, შესვლა ქრისტესი იერუსალიმს შინა, დაუკვირდათ ვითარ ყრმანი და ჩვილნი ერთა თანა ურწმუნოთა უგალობდენ ოსანასა.

 

ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს, განმზადეთ დღესასწაული და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე ბაიაითია და რტოებითა ქებისმეტყუელთა, კურთხეულ არს მომავალი სახლითა უფლისათა უკუნისამდე.

დიდ ორშაბათს

განადიდე შენ, ქრისტე, მშობელი შენი ღმრთისმშობელი, რომლისა მიერ ქმნისა ჩუენისა თჳთ მოქმედმან, მჰსგავს ვნებანი, შეისხენ ჴორცნი დამჴსნელნი უმეცრებათანი, ამას უკუე ჰნატრიან ყოველნი ტომნი და შენ გადიდებენ.

დიდ სამშაბათს

დაუტევნელისა ღმრთისა მუცლითა დამტევნელსა და სოფლის სიხარულის მშობელსა, შენ გადიდებთ, ღმრთისმშობელო ქალწულო.

დიდ ოთხშაბათს

სულთ განწმედითა და ბაგეთა სიმართლითა, მოვედით, განვადიდოთ უქორწინებელი და ყოვლად უბიწო დედა ემმანუილისა, მისგან შობილისა მიმართ ოხის მიმრთმეველი, ულხინე სულთა ჩუენთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო და გვაცხოვნენ ჩუენ.

დიდ ხუთშაბათს

სტუმრობისა საღმრთოსა და უკვდავისა ტაბლისა, ზესთა ადგილთა გრძნობათა, უმაღლესთასა, მორწმუნენო, მოვედით, მოვიღოთ, უზენაესისა სიტყვისა სიტყვითა განსწავლულთა და მას ვადიდებდეთ.

დიდ პარასკევს

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუჴრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდ შაბათს

ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი, საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად-მიღე, თვინიერ თესლისა, რამეთუ აღვსდგე და ვიდიდო მე ღმრთეებრ და მაღალ ვყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

აღდგომიდან ამაღლებამდე

ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ამაღლებიდან სულთმოფენობამდე

ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა.

ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქუმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

სულთმოფენობიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე
(სულთმოფენობის შემდგომი შაბათის ჩათვლით)

მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდაჲ.

გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

ფერისცვალებიდან მის წარგზავნამდე
(6-დან 14 აგვისტომდე, ძველი სტილით)

ადიდე, სულო ჩემო, თაბორს ზედა ფერისცვალება უფლისა.

შობა შენი უჴრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განჴორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳს ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, სამართლად ყოველი გადიდებთ.

ღმრთისმშობლის მიძინებიდან მის წარგზავნამდე
(15-დან 25 აგვისტომდე, ძველი სტილით)

ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას.

ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობა და სიკუდილი ცხოვრების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

ღმრთისმშობლის შობიდან მის წარგზავნამდე
(8-დან 13 სექტემბრამდე, ძველი სტილით)

ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან შობილსა ქალწულსა მარიამს.

განჰკვიდრეს ზესკნელსა ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეხცადა და საშო შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ, გადიდებენ შენ.

ჯუართამაღლებიდან მის წარგზავნამდე
(14-დან 22 სექტემბრამდე, ძველი სტილით)

ადიდებს სული ჩემი ყოვლადპატიოსანსა ჯვარსა უფლისასა.

საიდუმლო სამოთხე ხარ, ღმრთისმშობელო, რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ხოლო ჩუენ, ჯვარითა ცხოვრებაშემოსილნი, ქუეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა ამისთჳს აწ აღვამაღლებთ, თაყუანის-ვსცემთ და შენ გადიდებთ.

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებიდან მის წარგზავნამდე
(21-დან 26 ნოემბრამდე, ძველი სტილით)

ანგელოზთა რა იხილეს შესლვა ყოვლადწმიდისა, დაუკვირდათ, ვითარ ქალწული შევალს წმიდასა შინა წმიდათასა.

კიდობანსა მას შჯულისასა ვერ შეეხებოდა ჴელი ყოველთა, ხოლო აქა დღეს ბაგენი ჩუენ მორწმუნეთანი ჴმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიელის თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.

ქრისტეს შობიდან მის წარგზავნამდე
(25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, ძველი სტილით)

ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ქალწული ყოვლადწმიდა ღმრთსმშობელი.

ჯერ არს დუმილი, ვინაითგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუენისა შევსწიროთ შესხმა, რომლითა გადიდოთ შენ.

წინადაცუეთას
(1 იანვარი, ძველი სტილით)

შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოსთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმიდასაო, სამოთხეო პირმეტყუელო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუა განჴორციელდა და ყრმა იშვა პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩუენი, რომელმან საშოჲ შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდება შენდა.

ნათლისღებას
(6 იანვარს, ძველი სტილით)

ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა, ქალწული ღმრთისმშობელი ყოვლადწმიდა.

ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი და მოუძლურდებიან ზეცისანი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უზესთაეს იქმენ, შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩუენი, უწყით სიყუარული შენი და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა გადიდებთ.

მირქმას
(2 თებერვალი, ძველი სტილით)

ღმრთსმშობელო ქალწულო, სასოებაო ქრისტიანეთაო, დაგვიფარე, დაგვიცევ და გვაცხოვნე, რამეთუ შენ ზედა დაგვიძს სასოება.

წერილთა მიერ შჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული პირველ საშოჲსა განმღებელი წმიდა უფლისაჲ იწოდოს. აჰა, დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშო ზეცით და ქუეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ.

ხარებას
(25 მარტი, ძველი სტილით)

აუწყებდით ქუეყანა სიხარულსა დიდსა, აქებდით ზეცისა ღმრთისა დედასა.

კიდობანსა მას შჯულისასა ვერ შეეხებოდა ჴელი ყოველთა, ხოლო აქა დღეს ბაგენი, ჩუენ მორწმუნეთანი ჴმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიილისა თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (21.02.2008)
ნანახია: 1369 | ტეგები: „ღირს არს-ის ნაცვლად საკითხავნი საგ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]