ლოცვა ძილსა შინა დაცემისა ერისკაცისა
ძილად დაცემა ნიშნავს როდესაც სიზმარში ანუ ძილში მრუშობ და ამას მოსდევს სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესი. ძილად დაცემის დღეს არ შეიძლება ხატებზე მთხვევა, ნაკურთხი წყლის დალევა, სახარებაზე შეხება და ა.შ. ეს იმას ნიშნავს რომ არ უნდა გაეკარო სიწმინდეს, ამის შემდეგ ასრულებ 50 მეტანიას (მუხლმოდრეკას და მთხვევას) და ამის შემდეგ ამბობ ბასილი დიდის ლოცვას ძილსა შინა დაცემისას:
მრავალმოწყალეო, ყოვლადდიდებულო, უბიწოო და შეუგინებელო უფალო, მხოლოო უცოდველო, განმწმიდე მე მონა შენი ყოვლისა შემწიკვლებისაგან ხორცთა და სულისა, და უბიწოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტეს შენისათა. და განმწმიდე მე დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა. რათა განწმედილი საცთურისა ამისგან განთავისუფლებული ღირს-ვიქმნა ჟამსა კეთილსა, რჩეულთა შენთა თანა, მისლვად და ზიარებად საშინელსა და შესაძრწუნებელსა საიდუმლოსა შენსა. რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ნილოს სინელი მარხვაზე ამბობს: „მარხული სხეული კარგად გახედნილ ცხენსა ჰგავს, რომელიც მხედარს არასდროს გადმოაგდებს. ნაყროვანება კი გულისთქმებს კვებავს, სიზმრეულ ოცნებებსა და ძილში დაცემას იწვევს. მცონარების დასაბამი – ნაყროვანება, ხოლო ქმედითი ცხოვრებისა-თავშეკავება“. იგივე ნილოს განდეგილი იტყვის: მარხვის მოყვარული და ღვთისმოშიში ადამიანი სასოებით ელოდება როდის დადგება სინანულის დიდმარხვა, ხოლო გემოთმოყვარე თვით მკაცრ მარხვაშიც კი საეკლესიო კალენდარში დღეებს ეძებს, როდის იქნება ხსნილი ღვინითა და ზეთითა. ჩვენც სიხარულით ვიღებთ ხოლმე მედავითნის ცნობას, რომ თურმე ესა თუ ის დღე ხსნილია ღვინითა და ზეთით. ის კი გვავიწყდება, რომ მისთვის არის ნუგეშინისცემა ღვინო და ზეთი, ვინც მკაცრ მარხვას ეწევა, შუაღამიანის ლოცვებზე დგება, თავშეკავებულია ენითაც და სტომაქითაც. | |
| |
ნანახია: 3313 | | |
სულ კომენტარები: 0 | |