ლოცვა გრიგოლ ხანძთელისა,
შიშისაგან ეშმაკისა და ანტიქრისტესა,
და ყოვლისა სულმოკლეობისაგან
ჟამსა ამას უცხოებისა და უპოვარებისა ჩუენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩუენთანა ხარ, განჰმზადებული ჩუენთჳს ადგილსა ამას კეთილსა, განსასვენებელსა ნებისა შენისასა, რომელსა შინა მარადის ვედრებასა შევსწირავთ მოსალოდნელისა მისთჳს დღისა - დიდებით მეორედ მოსლვისა შენისასა, ღმერთო, რა ჟამს იგი საშინელებათა ზარ და საყჳრისა ოხრაჲ შეაძრწუნებდეს დაბადებულთა ყოველთა, რამეთუ მიეცემოდიან ყოველნი ბრალეულნი გუემათა და საარებათა, ხოლო მართალთა ახარებდეს ცხოურებასა დაუსრულებელსა.
|