ლოცვა მგზავრობის მნებებელთაგზა და ჭეშმარიტება შენ ხარ ქრისტე, მოგზაური ანგელოსი აწ მოუვლინე მონასა შენსა მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისა კეთილმითვალულებასა შინა უვნებელად დამცუელი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლო კაცთმოყვარე. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანა მავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა მგზავრობის მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს რაოდენიცა გენებოს ვითარცა კაცთმოყვარე ხარ. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელი ჭეშმარიტი და ცხოველი გზა ხარ, რომელმან წმიდისა იოსებ დამწინდველისა და ყოვლად-წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა თანა ეგვიპტეს შინა მოგზაურობაჲ ინებე და ლუკას და კლეოპას ემმაუს შინა თანა მავალ ექმენ, აწცა, ყოვლადწმიდაო მეუფეო, მდაბლად გევედრებით შენ: მონათაცა ამათ შენთა, მადლითა შენითა თანამავალ ექმენ, და ვითარცა მონასა შენსა ტობიას, ეგრეთვე ამათცა ანგელოზი მფარველი და წინამძღვარი მოუვლინე, მცუელი და მხსნელი ხილულთა და უხილავთა მტერთა ყოვლისა გარემოდგომილებისაგან, და მცნებათა შენთა აღსრულებისა მასწავლელი, მშვიდობით და წარმატებით და ხორცთა მრთელობით და უშფოთველად სახლსა თჳსსა მომყვანებელი; და სადიდებელად შენისა მოეც მათ ყოველი კეთილი, წარმატებით აღსრულებად განზრახვისა მათისა შენდა სათნო ყოფისა გამო. რამეთუ შენი არს შეწყალება და ხსნაჲ ჩუენი და შენდა დიდებასა აღუავლენთ თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა მგზავრობის მნებებელთათვის
| |
| |
ნანახია: 381 | | |
სულ კომენტარები: 0 | |