ლოცვანი ოჯახის კეთილდღეობისთვის

ოჯახის მფარველი ხატი

ლოცვაჲ ქალწულისა 
მიმადლებისათჳს ღმრთივსათნოჲსა მეუღლისა

ჰოჲ, უფალო მრავალმოწყალეო, არაჲ მოლტოლვილ ვარ სხჳსა მიმართ მკურნალისა და არცა განმიმარტებიან ჴელნი ჩემნი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არამედ შენისა სახიერებისა მიმართ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი, რომელსა გაქუს ჴელმწიფებაჲ ყოველთა სულთაჲ და არა განაგდებ ვედრებასა შენდამი მოლტოლვილთასა. შენ სთქუ, უფალო, ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ნუ განმიშორებ ვედრებასა ჩემსა, სახიერო, შემიწყალე მე, უფალო, ისმინე სახიერებისა შენისათვის. ზეგარდამომივლინე მადლი შენი მხევალსა ამას შენსა და დამიფარე ამპარტავნებისა და ცუდმეტყუელებისაგან; დაე გონიერებაჲ, თავმდაბლობაჲ, მოკრძალებაჲ და უბიწოებაჲ მამშუენებდეს მე, რაჲთა წმიდითა გულითა და მეცნიერებით აღვასრულებდე წმიდათა მცნებათა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელმან დასაბამსა შეჰქმენ მამაკაცი და დედაკაცი და მიანიჭე ბეჭედი მეუღლეობისაჲ, ოდეს სთქუ: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო. უქმნეთ მას შემწე მისებრი“ და მოიღე-რაჲ ერთი გუერდი ადამისი, აღაშენე ცოლად მისა და მიიყუანე მისდა. და ვითარცა დალოცე და აკურთხე ისინი, და დაუდგინე განმრავლებაჲ და იყუნენ ორნივე ერთ-ჴორც, ეგრეთვე შეისმინე ღაღადებაჲ ჩემი, ქალწულებრივი გულიდან აღმოქუმული შენდა მომართ: ჰოჲ, მეუფეო ყოვლადწმიდაო, მომეც მე მეუღლე პატიოსანი და ღმრთის-მოსავი, რაჲთა არა ვნებითა და მანკიერებითა, არამედ კრძალულებითა და მორჩილებით გავსწიო უღელი ტჳრთმძიმე მეუღლეობისაჲ. უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი საკრველითა სიყუარულისაჲთა შეჰკრავ განუხსნელად, ერთობაჲ ჩუენი განუშორებელად დაამტკიცე და მოგუმადლე კეთილშვილიერებითი სიცოცხლჱ, რაჲთა სიყუარულითა და თანხმობით ვმადლობდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა

ლოცვა მოციქულ სვიმონ კანანელისადმი
ბედნიერისა ქორწინებისათვის

წმიდაო დიდებულო და ყოვლადქებულო მოციქულო ქრისტესო სვიმონ, რომელი ღირს-იქმენ მიღებად სახლსა შინა შენსა კანას გალილეასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისა, დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და თუალითა შენითა მხილველ-იქმენ ყოვლადდიდებულისა სასწაულისა ქრისტესსა, ქორწილსა შინა შენსა აღსრულებულსა, წყლისა ღვინოდ გარდაქცევისა! გვედრით შენ სარწმუნოებითა და სიყვარულითა: ევედრე ქრისტესა უფალსა, რათა სულნი ჩუენნი ცოდვისმოყვარული გარდააქციოს ღვთისმოყვარულად; დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ ლოცვითა შენითა განსაცდელთაგან საეშმაკოთა და დაცემათაგან ცოდვისათა და გარდამოგვივლინე ჩუენ ზეგარდამო შეწევნაჲ მოწყენილობათა შინა ჩუენთა და უძლურებათა, რათა არა შემიბრკუნეს სვლანი ლოდსა ზედა საცთურისასა, არამედ უცვალებელად ვიარებოდეთ მაცხოვნებელსა გზასა მცნებათა ქრისტესთა, ვიდრეღარა მივიწეოდეთ ნეტართა მათ სავანეთა სამოთხისათა, სადაცა შენ განსვენებულხარ და სიხარულსა ეძლევი. ჰოი, მოციქულო მაცხოვრისაო! ნუ გუარცხვენ ჩუენ, რომელთა სასოებაჲ მტკიცე დაგვიძს შენზედა, არამედ შემწე და მფარველ გუექმენ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, რათა ღმრთისმოსაობასა და ღმრთისსათნომყოფელობასა შინა განვლოთ საწუთროჲ ცხორებაჲ ესე, კეთილსა და მშვიდობითსა ქრისტიანულსა აღსასრულსა მივემთხვივნეთ და წრფელსა პასუხის-გებასა ღირს-ვიქმნეთ საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა; განრომითა საზვერეთა ჰაერისმცუელთასა და ხელმწიფებისაგან ბოროტისა ამის სოფლისა თავადისათა, დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათაჲ და ვადიდებდეთ დიდადშუენიერსა სახელსა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვაჲ მამათაჲ შვილთა თჳსთათჳს

უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი, განსასრულებლად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებელად მისა, სახედ მეუფებისა შენისა; და მსგავსებაჲ ესე, სიტყჳერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყუარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის; გმადლობ, რამეთუ მეცა, ცოდვილი და უჴმარი მონაჲ შენი (სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქმელსა სიტკბოებასა მისსა; შეიწირე ვედრებაჲ ესე ჩემი და შეიწყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა; განანათლენ გულნი და გონებანი მათნი (ან: გული და გონებაჲ მისი) ნათლითა მეცნიერებისა შენისაჲთა; შეუნდვენ და მიუტევენ და აჴოცენ ყოველნი შეცოდებანი მათანი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იჴსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოჲსა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯუენით მათსა, მცველად ცხორებისა მათისა, და მარადის უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა; სიწმიდითა და კეთილითა მოქალაქობითა აღავსე ცხორებაჲ მათი და გარე-შეზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვაჲ ბოროტისაჲ; მოყუარენი და მეგობარნი განმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხჳლეულ ჰყვენ; მოჰმადლენ კეთილგონიერებაჲ, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ და სიმდაბლე; განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და ჴორციელნი ძლანი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე; წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა; განკურნენ სულიერთა და ჴორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხორებაჲ მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი; და დღითა კეთილითა აღვსებულნი ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რაჲთა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყუარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

 

მშობელთა ლოცვითი სულთქმანი შვილთა თვისთათვის
(დედის ლოცვა)

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ხელმწიფებასა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელი). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა. უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესისა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ხორცისა. უფალო, აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. უფალო, დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. უფალო, გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან. უფალო, განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობის თანა ახლობელთა და შორებელთა მიმართ. უფალო, განამრავლე და განამტკიცე გონებითნი ნიჭნი და ხორციელნი ძალნი მათნი ბოძებულნი შენ მიერ, კურთხევა შენი ღვთისმოშიშებითსა და უკეთუ სათნო შენდა არს, ოჯახებრივსა ცხოვრებასა და ურცხვენელსა შვილთსხმასა მათსა ზედა. უფალო, მომეც მე უღირსსა და ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) შვილთა ჩემთა და მონათა შენთა ზედა კურთხევა მშობლიური ამჟამინდელსა ცისკარსა (დილასა), დღესა და ღამესა შინა სახელისა შენისათვის, რამეთუ საუკუნო, ყოვლისა შემძლებელ და ყოვლადძლიერ არს მეუფება შენი, ამინ.

* * *

ღმერთო, შემოქმედო ყოველთა დაბადებულთაო, შენ ღირს-მყავ მე დედობასა ოჯახისასა, სახიერებამან შენმან მომმადლა მე შვილნი, და კადნიერ ვიქნები თქმად: შენნი არიან იგინი, რამეთუ შენგან აქვთ მყოფობა, და შენ განაცხოველე იგინი სულითა უკვდავითა, აღმოშობე ნათლისღებითა ცხოვრებად ნებითა შენითა, იშვილე იგინი და დაადგინე წიაღსა შინა შენისა ეკლესიისა. გარდმომივლინე მე მადლმოსილი შეწევნა შენი აღზრდად მათდა სადიდებელად სახელისა შენისა. მომმადლე მე ამისთვისცა მოთმინებაი და ძალი. მასწავე მე ვითარ დავნერგო გულსა შინა მათსა ძირი სიბრძნისა - შიში უფლისა, რათა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა ძრწოდნენ სიტყვათაგან შენთა. განუხვენ მათ გონებისა მათისა საცნობელნი გულისხმისყოფად სჯულისა შენისა. და მიმწუხრამდე ცხოვრებისა მათისა ჰმოქმედებდნენ შენისა ყველგანმყოფობისა შეგრძნებითა. დაასხ გულთა შინა მათთა გარემიქცევაი ყოვლისა უსჯულოებისაგან, რათა უბიწოებითა ვიდოდნენ გზათა თვისთა ზედა. მსაჯულო სიმართლისაო, რომელი მშობელთა ცოდვათათვის დასჯი შვილთა, ნუ დასჯი მათ ცოდვთა ჩემთა გამო, არამედ აწვიმე მათ ცვარი მადლისაგან შენისა. მამაო ზეცათაო, წარმართე ბედი შვილთა ჩემთა კურთხევითა შენითა, და ნუ მოაკლებ მათ პურსა არსობისასა ყოველთა დღეთა და გარდმოუვლინე ყოველივე მიუცილებელი თვისსა ჟამსა, რათა ჰპოვონ ნეტარება საუკუნო. მოწყალე ექმენ, ცოდვათა შინა მათსა, ნუ შეურაცხავ ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა მათისათა, დასჯიდე მათ და სწყალობდე, გარნა ნუ განიშორებ მათ პირისა შენისაგან. ნუ გარემიაქცევ პირსა შენსა მათგან ოდეს იურვოდნენ, რათა არა ეწეოდნენ მათ განსაცდელნი დაუტევნელნი. მოჰფინე წყალობა შენი, რათა ვიდოდეს ანგელოსი შენი მათთანა და სცვიდეს მათ. ნუ დაუტევებ შვილთა ჩემთა, უფალო, არამედ მიანიჭე სარგებელი საცხოვნებლად, ამინ.

ლოცვა ღმრთისა დედისადმი

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, იხსენ და დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელი) ქვეშე საფარველსა შენსა, ეგრეთვე ყოველნი ყრმანი და ჩვილნი, ნათელღებულნი და სახელისა უქონელნი და წიაღთა შინა დედისათა მყოფნი. დაიფარენ იგინი საფარველითა დედობისა შენისათა, დაჰმარხე იგინი შიშსა შინა ღმრთისასა და მორჩილებასა მშობელთასა, ევედრე უფალსა ჩემსა და ძესა შენსა, რათა მიანიჭოს მათ სარგებელი საცხოვრებლად. ვავედრებ მათ დედობრივსა ზედამდგომელობასა შენსა, რამეთუ შენ ხარ საღმრთო საფარველი მონათა შენთა, ამინ.

 

ლოცვა ცოლ-ქმრისა უშვილობისა გამო

ისმინე ჩუენი, მოწყალეო და ყოვლადძლიერო ღმერთო, რათა ვედრებისაებრ ჩუენისა მოგუეცეს ჩუენ მადლი შენი. მოწყალე იქმენ, უფალო, ლოცვათა მიმართ ჩუენთა, მოიხსენე ჰსჯული შენი გამრავლებისათვის კაცთა ნათესავისა და იყავნ სახიერ-მფარველ, რათა შენითა შემწეობითა დაცულ იქმნეს სიტყუაი იგი, რომელი ბრძანე შენ. შენ ძლევამოსილითა ძალითა შენითა არარაისაგან ყოველივე ჰქმენ და მიეც დასაბამ ყოველსა ყოფიერსა _ კაცნიცა ჰქმენ ხატად თვისად და დიდითა საიდუმლოებითა წმიდა ჰყვენ კავშირი ცოლ-ქმრობისა, ნიშნად ქრისტესა და ეკლესიისა საიდუმლო ერთობისასა. მოჰხედენ, მოწყალეო მონათა ამათ შენთა (სახელები) ცოლ-ქმრობის კავშირით შეერთებულთა და შენისა შემწეობისა მიმართ შევრდომილთა, რათა გარდამოევლინოს წყალობაი შენი მათ ზედა. ნაყოფიერ ჰყვენ იგინი, რათა იხილონ ძენი ძეთა თვისთანი მესამესა და მეოთხესა მოდგმადმდეც და მიიწივნენ ჟამსა სანატრელისა სიბერისასა და შევიდენ სასუფეველსა ცათასა მეოხებითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა სულით წმიდითურთ, უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვა დედათა ფეხმძიმობის ჟამს

ჰოჲ, ყოვლად დიდებულო, დედაო ღმრთისაო, შემიწყალე მე მხევალი შენი, მოვედ შეწევნად ჩემდა ჟამსა სალმობათა და განსაცდელთა ჩემთასა, რომელთა შინა შობენ შვილთა თჳსთა საწყალობელნი ასულნი ევასნი. მოიხსენე, ჰოჲ, კურთხეულო დედათა შორის, თუ ვითარითა სიხარულითა და სიყუარულითა მსწრაფლ ვიდოდი მთად ქალაქად იუდეაჲსსა, მოკითხვად ნათესავისა შენისა ელისაბედისა ჟამსა მისისა მუცელქმნულობისასა და თუ ვითარი სასწაული-ჰყო მადლმოსილმან მოკითხვამან შენმან დედასა და ჩვილსა ზედა, და დაულევნელითა მოწყალებითა შენითა მომმადლე მე უმდაბლესსა მხევალსა შენსა მშვიდობით დახსნად მუცელქმნულობისაგან; მომმადლე წყალობაჲ ესე, რათა ჩჳლმან ესე, რომელი აწ წიაღთა ჩემთა იმყოფების, მოსრულმან გულისხმისყოფასა, სახარულევანითა კრთომითა მსგავსად წმიდისა ჩვილისა იოანესა, თაყვანის-სცეს ღუთაებრივსა მაცხოვარსა ჩუენსა უფალსა, რომელმან ჩუენ ცოდვილთა სიყუარულისა გამო არა მოიძაგა თჳთ ჩვილად ყოფაჲ. გამოუთქმელითა სიხარულითა, რომლითა აღივსო ქალწულებრივი გული შენი, ოდეს იხილე ახალშობილი ძეჲ და უფალი შენი, დაატკბე ჭირნი ჩემნი, რომელნი მომელიან სალმობათა შინა ჟამსა შობისასა. ცხოვრებამან სოფლისამან შენით შობილმან, მხსნელმან ჩემმან მიხსნას მე სიკუდილისაგან, რომლითა მრავალნი დედანი მოისრებიან ჟამსა შობისასა და მიითვალოს ნაყოფი მუცლისა ჩემისა შორის რჩეულთა ღმრთისათა. ყოვლად წმიდაო, ზეციურო დედუფალო, შეისმინე მდაბალი ესე ლოცვაჲ ჩემი და გარდამოიხილე ჩემ გლახაკსა და ცოდვილსა ზედა მადლმოსილითა თუალითა შენითა; ნუ სირცხვილეულ ჰყოფ სასოებასა ჩემსა შენისა დიდისა მოწყალებისა გამო და დამიფარე მე. შემწეო ქრისტიანეთაო, განმკურვნელო სნეულებათაო, აწცა ღირს მყავ განცდად ჩემ ზედა, შენისა დედობრივისა მოწყალებისა, რათა მარადის ვადიდებდე მადლსა შენსა, რომელი არა სადა დააგდებს ლოცვასა გლახაკთასა და იხსნის ყოველთა, ჟამსა ჭირთა და სნეულებათა, შენდამი შევრდომილთა. ამინ.

 

ლოცვა ოჯახის ბედნიერებისათვის
წმიდათა მოწამეთა გური, სამონ და აბიბოს მიმართ

ჰოჲ, დიდებულნო მოწამენო გური, სამონ და აბიბო, დაგვიცვენით ჩუენ მონანი ესე ღუთისანი (სახელები) უკეთურ კაცთა თავდასხმისა და ბოროტის მზაკვრობათაგან. დაგვიფარეთ ჩუენ მოულოდნელისა სიკუდილისაგან. გვიხსენით ცეცხლისა, მახვილისა და ყოველგვარ სულის წარმწყმედელ გარემოებათაგან. ჰოჲ, მოწამენო ქრისტესნო, ლოცვითა თქვენითა მოგვაგეთ ჩუენ ყოველნი კეთილნი და სარგებელნი, რათა საწუთოჲსა ამის ცხოურებისა ჩუენისა კეთილმსახურებით გარდამსვლელნი და ურცხვენელისა აღსასრულისა მიმღებელნი ღირს ვიქმნნეთ მხურვალითა შემწეობითა თქვენითა ყოველთა წმიდათა თანა მართლისა მსაჯულისა მარჯვენით დგომად, რათა დაუსრულებელად ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვა წმინდანთა დათა-მოწამეთა
მინოდორასა, მიტროდორასა და ნიმფოდორას მიმართ

ვედრება წმინდა ქალწულთა მიმართ შეეწევა სნეულებს, გაჭირვებულებსა და ტანჯულებს. დაიფარავს მშვიდობას, ააცილებს სისხლისმღვრელ ომებს, მათ შორის, რელიგიური ხასიათისა, ერთა შორის შუღლს, შეეწევა ბედნიერი ოჯახის შექმნასა და განმტკიცებაში. 

ჰოჲ, წმინდანო მოწამენო მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა. მარგარიტნო სარწმუნოებისა და სიწმინდისანო, საშინელთა სატანჯუელთა ქრისტესთვის დამთმენელნო, სიყმაწვილისა თქუენისა არადშემრაცხუელნო და სიმტკიცითა უწყალოთა მტანჯუელთა განმაცვიფრებელნო. თქუენ, სიყუარულითა აღვსილთა დათა, მე მონა ღვთისა (სახელი) სიმდაბლითა შეგივრდებით: ევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ბრძოლასა შინა და ჟამსა მშვიდობისასა დაცუად მოყვასისა ჩემისა და ჩემ ცოდვილისაცა თვისითა გამოუთქმელითა მადლითა. დახსნად ჩუენდა ეშმაკთაგან მყრალთა, სასტიკისა სიკუდილისაგან და უკურნებელისა ჭრილობისაგან, სეტყვისაგან, წყალდიდობისაგან, სენისაგან და სირცხვილეულ-მყოფელისა ტყუეობისაგან. ჰოჲ, მრავალტანჯულნო ქალწულნო, ლოცვითა თქუენითა მოწყალემან უფალმან დაიფაროს მამანი და დედანი ჩუენნი, ცოლნი და შვილნი, ყოველნი მოყუასნი ჩემნი მწუხარებათა და ვაებათაგან. წარმოჰგზავნიდეს მათ ზედა სიმდაბლესა და მოთმინებასა, და სიყუარულსა მათსა ჩუენდამო განატფობდეს მარადის. მიჰმადლებდეს მათ სამარადისოსა, მხურვალესა ლოცვასა ჩუენისა წარმატებულისა დაბრუნებისათვის სახლსა შინა. ღმერთო მართალო, გვიხსენ ჩუენ უსჯულოებათა და შეცოდებათაგან, ნეფსითთა და უნებლიეთთა. შემეწიენ ჩუენ ღირსებით აღსრულებად ვალისა ჩუენისა - გარეშევზღუდვიდეთ მამულსა ჩუენსა ბოროტისაგან. მომეც ჩუენ ძალი მოგუაქუნდეს კაცთათვის სიმართლე, მშვიდობა და სიყუარული. შენდა, უფალო, დამხსნელო და შემწყნარებელო, დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვა შვილთათვის ღირსისა ამბროსი ოპტინელისა

უფალო, შენ მხოლომან ყოველივე უწყი, ყოველივე ძალ გიძს და გნებავს ყოველთა ცხოურება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. განაბრძუნე შვილნი ჩუენნი (სახელები) შემეცნებითა ჭეშმარიტებისა შენისა და წმიდისა ნებისა შენისა და განამტკიცენ იგინი სლვად მცნებათა შინა შენთა და მეცა ცოდვილი შემიწყალე.

 

ლოცვა შვილთა მფარველი ანგელოსისადმი

წმიდაო მფარველო ანგელოზო შვილთა ჩემთაო (სახელები) დაიფარენ ისინი საფარველითა შენითა ისართაგან ეშმაკისათა, თუალისაგან მაცდუნებელისა და დაიცევ გულთა შინა მათთა ანგელოსებრივი სიწმიდე. ამინ.

 

შვილის ლოცვა მშობლებისთვის

უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.

 

ლოცვაჲ მამათაჲ შვილთა თვისთათვის

უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწვდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი, განსასრულებელად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებლად მისა, სახედ მეუფებისა შენისა; და მსგავსებაჲ ესე, სიტყვიერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყუარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის; გმადლობ, რამეთუ მეცა, ცოდვილი და უხმარი მონაჲ შენი (სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქუმელსა სიტკბოებასა მისსა; შეიწირე ვედრებაჲ ესე ჩემი და შეიწყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა; განანათლენ გულნი და გონებანი მათნი (ან: გული და გონებაჲ მისი) ნათლითა მეცნიერებისა შენისაჲთა; შეუნდვენ და მიუტევენ და აჴოცენ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იჴსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოჲსა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯუენით მათსა, მცველად ცხორებისა მათისა, და მარადის უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა; სიწმიდითა და კეთილითა მოქალაქობითა აღავსე ცხორებაჲ მათი და გარე-შეზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვაჲ ბოროტისაჲ; მოყუარენი და მეგობარნი განუმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხვილეულ ჰყვენ; მოჰმადლენ კეთილგონიერებაჲ, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ და სიმდაბლე; განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და ჴორციელნი ძალნი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე; წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა; განკურნენ სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხორებაჲ მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი; და დღითა კეთილითა აღვსებულნი ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რაჲთა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყუარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

 

 

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (27.05.2008)
ნანახია: 2019 | ტეგები: ლოცვანი ოჯახის კეთილდღეობისთვის | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]