ფსალმუნნი მეფისა დავითისა. კანონი 15
წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველიფსალმუნნი
 

კანონი 15

ალილუია, 105

1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
2. ვინ-მე იტყოდეს ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ჰყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?
3. ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.
4. მომიხსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისაითა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.
5. რაითა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაი რჩეულთა შენთაი და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისაითა, რაითა ვიქებოდით ჩუენ სამკვიდრებელთა შენთა თანა.
6. ვსცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უჰსჯულო ვიქმნენით და გეცრუვენით შენ.
7. მამათა ჩუენთა ეგვიპტეს შინა არა გულისხმა-ჰყვნეს საკვირველებანი შენნი, არცა მოიხსენნეს მრავალნი წყალობანი შენნი და განგამწარეს წიაღსვლასა ზღვისა მის მეწამულისასა.
8. და იხსნა იგინი სახელისა მისისათვის, რაითამცა გულისხმა-ჰყვეს ძლიერებაი მისი;
9. და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა და განხმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა;
10. და განარინნა იგინი ხელისაგან მოძულეთაისა და იხსნნა იგინი ხელისაგან მტერთა მათთაისა;
11. და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა.
12. და ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი და აქებდეს ქებულებასა მისსა.
13. ისწრაფეს და დაივიწყნეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა.
14. და გულმან-უთქუა გულის-თქუმაი უდაბნოსა შინა, და განსცადეს ღმერთი ურწყულსა შინა.
15. და მოსცა მათ თხოვაი მათი და მოუვლინა სავსებაი სულსა მათსა.
16. და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაი უფლისაი.
17. განეღო ქუეყანაი და დანთქა დათან და დაფარა ბანაკი აბირონისი;
18. და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი.
19. და ქმნეს ხბოი ქორებს და თაყუანის-სცეს კერპსა მას;
20. და ცვალეს დიდებაი მათი მსგავსად ხბოისა მის თივის მჭამელისა.
21. და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოურისა მათისაი, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგვიპტეს შინა,
22. საკვირველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა.
23. და სთქუა მოსრვაი მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი, რაითამცა არა მოსრნა იგინი.
24. და შეურაცხ-ჰყვეს ქუეყანაი იგი გულის-სათქუმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი;
25. დრტვინვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ხმაი უფლისაი.
26. და აღიღო ხელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა.
27. და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის.
28. და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგებნი მკუდართაი.
29. და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემაი.
30. და დასდგა ფინეზ და ლხინება-ჰყო, და დაეყენა სრვაი;
31. და შეერაცხა მას სიმართლედ თესლითი თესლადმდე მიუკუნისადმე.
32. და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთვის,
33. რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თვისითა.
34. და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთაი ჰრქუა მათ უფალმან.
35. და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი;
36. და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ;
37. და დაუკლნეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა.
38. და დასთხიეს სისხლი უბრალოი, სისხლი ძეთა და ასულთა მათთაი, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაი სისხლითა.
39. და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა.
40. და განრისხნა გულის წყრომით უფალი ერსა თვისსა ზედა და მოიძაგა სამკვიდრებელი თვისი;
41. და მისცნა იგინი ხელთა მტერთასა, და ეუფლნეს მათ მოძულენი მათნი;
42. და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ხელსა მათსა.
43. მრავალ გზის იხსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უჰსჯულოებითა მათითა.
44. და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისაი;
45. და მოიხსენა აღთქუმისა თვისისაი და შეინანა მრავლითა წყალობითა თვისითა;
46. და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა.
47. მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რაითა აუვაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქადოდეთ ჩუენ ქებულებითა შენითა.
48. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან და უკუნისამდე, და სთქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ.
დიდებაი.

ალილუია, 106

1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი,
2. თქუედ ხსნილთა უფლისათა, რომელნი იხსნა ხელისაგან მტერთაისა,
3. და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი აღმოსავლით და დასავალით და ჩრდილოით და ზღვით.
4. შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაი ქალაქისა სამკვიდრებელისაი არა ჰპოეს.
5. ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა.
6. ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იხსნნა იგინი.
7. და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რაითა შევიდენ იგინი ქალაქსა მკვიდრობისა მათისასა.
8. აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
9. რამეთუ განაძღო სული ხუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,
10. მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინისათა.
11. რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვაი მაღლისაი განარისხეს;
12. და დამდაბლდა შრომითა გული მათი მოუძლურდეს და არავინ იყო მწე მათდა.
13. ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი.
14. და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა.
15. აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
16. რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა.
17. შეეწია მათ გზისა მისგან უჰსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს;
18. ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა.
19. ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნნა იგინი.
20. მოუვლინა სიტყუაი მისი და განკურნნა იგინი და იხსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა.
21. აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა, და
22. შესწირედ მისა მსხუერპლი ქებისაი და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით.
23. რომელნი შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა,
24. მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი ღრმათა შინა.
25. თქუა, და აღსდგა ქარი ნიავ-ქარისაი, და ამაღლდეს ღელვანი მისნი;
26. აღვლენან ცადმდე, შთავლენან უფსკრულადმდე; და სული მათი ძვირთა შინა დადნებოდა.
27. შეშფოთნეს და შეძრწუნდეს ვითარცა მთვრალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა.
28. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი
29. და უბრძანა ნიავ-ქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;
30. და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთ-საყუდელსა ნებისა მისისასა.
31. აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა.
32. აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას.
33. დასხნა მდინარენი ოხრად და გამოსავალნი წყალთანი _ წყურიელად,
34. ქუეყანაი ნაყოფიერი-ბიცად უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთაისა.
35. დასდვა უდაბნოი ტბად წყალთა და ქუეყანაი ურწყული _ გამოსადინელად წყალთა;
36. და დაამკვიდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალაქები საყოფელად მათდა,
37. და ითესეს ყანები და დაასხეს ვენახები და ჰყვეს ნაყოფი იფქლისაი.
38. და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა.
39. და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძვირთაისა და სალმობისა.
40. მიეფინა შეურაცხებაი მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არა-გზასა.
41. და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა ვითარცა ცხოვარსა ტომებსა მათსა.
42. იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უშჯულოებამან დაიყოს პირი თვისი.
43. ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისხმა-ჰყვნეს წყალობანი უფლისანი?
დიდებაი.

გალობა, ფსალმუნი დავითისი, 107

1. განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა.
2. განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე ფსალმუნითა და ებნითა, მე განვიღვიძო განთიად.
3. აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის.
4. რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაი შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაი შენი.
5. აჰმაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი.
6. რაითა იხსნეს საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.
7. ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: ავმაღლდე და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო.
8. ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეუფე ჩემი,
9. მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი, იდუმიადმდე აღვიკუართენ ხამლნი ჩემნი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს.
10. ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცვულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე?
11. არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
12. მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხოურებაი კაცისაი.
13. ღმრთისა მიერ ვჰყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ჰყვნეს მტერნი ჩუენნი.

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, 108

1. ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ.
2. რამეთუ პირი ცოდვილისაი და პირი მზაკვარისაი ჩემ ზედა აღეღო, იტყოდეს ჩემთვის ენითა ზაკულითა.
3. და სიტყვითა სიძულილისაითა მომიცვეს მე და მბრძოდეს მე ცუდად.
4. სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს, ხოლო მე ვილოცევდ.
5. და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი სიყუარულისა წილ ჩემისა.
6. დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა.
7. საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას.
8. იქმნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
9. იყუნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი ქურივ.
10. შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოვედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.
11. აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაიცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.
12. ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთაი.
13. იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, ნათესავსა შინა ერთსა აღიხოცენ სახელი მისი.
14. აღიხსენედ უჰსჯულოებაი მამათა მისთაი წინაშე უფლისა, და ცოდვაი დედისა მისისაი ნუ აღიხოცებინ.
15. იყუნედ წინაშე უფლისა მარადის, და მოისპედ ქუეყანით სახსენებელი მათი.
16. ამის წილ, რამეთუ არა მოიხსენა მან ყოფაი წყალობისაი და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.
17. და შეიყუარა წყევაი, და მოვედინ მისა; და არა ინება კურთხევაი, და განეშორენ მისგან.
18. და შეიმოსა წყევაი ვითარცა სამოსელი, და შთახდა ვითარცა წყალი ნაწლევთა მისთა და ვითარცა ზეთი ძუალთა მისთა.
19. ეყავნ მას ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარე-შეირტყამს.
20. ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძვირსა სულისა ჩემისასა.
21. და შენ, უფალო, უფალო, ჰყავ ჩემ თანა სახელისა შენისათვის, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი.
22. მიხსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის.
23. და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე ვითარცა მკალთა.
24. მუხლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ.
25. და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა; მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი.
26. შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
27. და ჰსცნედ, რამეთუ ხელი შენი ესე არს, და შენ უფალო, ჰყავ ესე.
28. იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონაი შენი იხარებდეს.
29. შთაიცუედ კდემაი, რომელნი მასმენდეს მე, და გარე-შეიმოსედ ვითარცა ორკეცი სირცხვილი მათი.
30. აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას.
31. რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რაითა იხსნას მდევართაგან სული ჩემი.
დიდებაი.

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (09.05.2019)
ნანახია: 395 | ტეგები: კანონი 15, ფსალმუნნი მეფისა დავითისა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]