კანონი 16
ალილუია, ფსალმუნი დავითისი, 109
1. ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის
დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა. 2. კუერთხი ძლიერებისაი
გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა. 3. შენ
თანა არს მთავრობაი დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა
შენთასა; საშოით მთიებისა წინა გშევ შენ. 4. ფუცა უფალმან და არა შეინანოს:
შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. 5. უფალი
მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისასა მეფენი. 6. საჯოს
წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნეს თავნი მრავალთანი
ქუეყანასა ზედა. 7. ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას, ამისთვის აღამაღლოს
თავი.
ალილუია, 110
1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა
და შესაკრებელსა. 2. დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან
ყოველსა შინა ნებანი მისნი; 3. აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი
მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. 4. სახსენებელ-ჰყო
საკვირველებათა მისთაი, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი. 5. საზრდელი მოსცა
მოშიშთა მისთა, მოიხსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი. 6. და ძალი
საქმეთა თვისთაი უთხრა ერსა თვისსა მიცემად მათდა სამკვიდრებელი
წარმართთაი. 7. საქმენი ხელთა მისთანი ჭეშმარიტებაი და განკითხვაი;
სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, 8. განმტკიცებულ არიან უკუნითი
უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით. 9. ხსნაი მოუვლინა
ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაი თვისი; წმიდა არს და საშინელ
სახელი მისი. 10. დასაბამი სიბრძნისაი შიში უფლისაი, ხოლო გულისხმის-ყოფაი
კეთილი ყოველთა, რომელთა ჰყონ იგი, და ქებაი მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
ალილუია, წარწერისათვის ანგეასა და ზაქარიასა, ფსალმუნი 111
1. ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს
ფრიად. 2. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი
იკურთხოს. 3. დიდებაი და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს
უკუნითი უკუნისამდე. 4. გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა,
მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ. 5. ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და
განაგნეს სიტყუანი მისნი საშჯელსა შინა, რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს.
6. სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. 7. ჰამბავისაგან ბოროტისა არა
ეშინოდის. 8. განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა, განმტკიცებულ
არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთაი. 9.
განაბნინა და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე,
რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა. 10. ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა
თვისთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულის-თქუმაი ცოდვილისაი წარწყმდეს.
დიდებაი.
ალილუია, 112
1. აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა. 2. იყავნ სახელი
უფლისაი კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე; 3. მზის აღმოსავალითგან ვიდრე
დასავალამდე ქებულ არს სახელი უფლისაი. 4. მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა
უფალი, და ცათა შინა არს დიდებაი მისი. 5. ვინ არს ვითარ უფალი ღმერთი
ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ არს, 6. და მდაბალთა ხედავს ცათა
შინა და ქუეყანასა ზედა. 7. რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და
სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი. 8. რაითა დასუას იგი მთავართა თანა,
მთავართა თანა ერისა მისისათა; 9. რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა,
დედად შვილთა ზედა სახარულევანად.
ალილუია, 113
1. გამოსლვასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლი იაკობისი ერისაგან
ბარბაროზთაისა. 2. იყო ჰურიასტანი სიწმინდე მისა და ისრაელი საბრძანებელ
მისა. 3. ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ. 4.
მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი. 5.
რაი არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც
მართლუკუნ? 6. მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა
კრავნი ცხოვართანი? 7. პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაი, პირისაგან
ღმრთისა იაკობისა, 8. რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე
განუკუეთელი წყაროებად წყალთა. 9. ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ
სახელსა შენსა ეც დიდებაი წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. 10.
ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? 11. ხოლო ღმერთმან
ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაიცა უნდა, ქმნა. 12.
კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი; 13.
პირ ახსენ და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, 14. ყურ ასხენ და არა
ესმის, ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ, 15. ხელ ასხენ და არა განიხილვენ,
ფერხ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა. 16. ემსგავსნედ
მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ. 17. სახლი ისრაელისაი
ესვიდა უფალსა, შემწე და შემწყანრებელ არს მათდა. 18. სახლი აჰრონისი
ესვიდა უფალსა, შემწე და შესავედრებელ არს მათდა. 19. მოშიშნი უფლისანი
ესვიდეს უფალსა, შემწე და მფარველ არს მათდა. 20. უფალმან მომიხსენნა ჩუენ
და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაი, აკურთხა სახლი აჰრონისი. 21.
აკურთხა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა. 22. შეგძინენ უფალმან
თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა; 23. კურთხეულ ხართ თქუენ
უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი. 24. ცანი ცათანი უფლისანი
არიან, ხოლო ქუეყანაი მოსცა ძეთა კაცთასა. 25. არა თუ მკუდარნი გაქებდენ
შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი, 26. არამედ ჩუენ
ცხოველნი ვაკურთხვდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
ალილუია, 114
1. შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ხმაი ვედრებისა ჩემისაი. 2.
რამეთუ მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდე მას. 3.
გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს
მე; ჭირი და სალმობაი ვპოვე. და სახელსა უფლისასა ვხადე: 4. უფალო, იხსენ
სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩუენი მწყალობელ. 5.
დაიცავს ჩჩვილთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. 6. მოიქეც, სულო ჩემო,
განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ. 7. რამეთუ იხსნა
სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან, და ფერხნი ჩემნი
ბრკოლისაგან. 8. სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა.
დიდებაი.
ალილუია, 115
1. მრწმენა მე, რომლისათვისცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. 2. და
ვჰსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. 3. რაი მივაგო
უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე? 4. სასუმელი ცხორებისაი მოვიღო და
სახელსა უფლისასა ვხადო. 5. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა
ერისა მისისა. 6. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი. 7.
უფალო, მე მონაი შენი, მე მონაი შენი და ძე მხევლისა შენისაი; განხეთქენ
საკრველნი ჩემნი. 8. შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაი და სახელსა უფლისასა
ვხადო. 9. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. 10.
ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ.
ალილუია, 116
1. უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი; 2.
რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს
უკუნისამდე.
ალილუია, 117
1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი
მისი; 2. თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს
წყალობაი მისი; 3. თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ
უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 4. თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ
კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. 5. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა,
და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. 6. უფალი არს მწე ჩემდა, არა
შემეშინოს რაი მიყოს მე კაცმან? 7. უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე
მტერნი ჩემნი. 8. კეთილ არს მოსავ-ყოფაი უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფაი
კაცისა მიმართ; 9. კეთილ არს სასოებაი უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაი
მთავართა მიმართ. 10. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა
უფლისაითა ვერეოდი მათ. 11. გარე-მომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა
უფლისაითა ვერეოდი მათ; 12. მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და
აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი
მათ; 13. მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ხელი აღმიპყრა მე. 14. ძალი
ჩემი და გალობაი ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. 15. ხმაი სიხარულისაი
და ცხოურებისაი საყოფელსა მართალთასა: 16. მარჯუენემან უფლისამან ქმნა
ძალი, მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა
ძალი. 17. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვსთქუნე მე საქმენი
უფლისანი. 18. სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე.
19. განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა.
20. ესე არს ბჭე უფლისაი, და მართალნი შევლენან ამას შინა. 21. აღგიარო
შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 22. ლოდი, რომელი
შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; 23. უფლისა მიერ იყო
ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 24. ესე არს დღე, რომელ ქმნა
უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. 25. უფალო, მაცხოვნე მე,
უფალო, წარმიმართე მე. 26. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა;
გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა. 27. ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა
ჩუენ; განჰმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე
საკურთხეველისათა. 28. ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ, ღმერთი ჩემი
ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ
ჩემდა მაცხოვარ. 29. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე
არს წყალობაი მისი.
დიდებაი.
|