ფსალმუნნი მეფისა დავითისა. კანონი 18
წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველიფსალმუნნი
 

კანონი 18

გალობა აღსავალთა, 119

1. ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, და ისმინა ჩემი.
2. უფალო, იხსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუვარისაგან.
3. რაი მოგეცეს შენ, ანუ რაი შეგეძინოს შენ ენისათვის მზაკუვარისა.
4. ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოხრებისათა.
5. ვაი მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაი ჩემი, და დავემკვიდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.
6. მრავალ ჟამ დაიმკვიდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშვიდობისათა, და მე ვიყავ მამშვიდებელ.
7. რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.

გალობა აღსავალთა, 120

1. აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა ვინაი მოვიდეს შეწევნაი ჩემი.
2. შეწევნაი ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაი.
3. ნუ მისცემ შეძრვად ფერხსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.
4. აჰა არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან.
5. უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ხელსა ზედა მარჯუენესა შენსა.
6. მზემან დღისი შენ არ შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე.
7. უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან.
8. უფალმან იცევინ შესლვაი შენი და გამოსლვაი შენი ამიერითგან და უკუნისამდე.

გალობა აღსავალთა, 121

1. ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.
2. დადგრომილ იყვნეს ფერხნი ჩუენნი ეზოთა შენთა, იერუსალემ.
3. იერუსალემი შენებულ არს ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელნი მისნი მის თანა.
4. რამეთუ მუნ აღხდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაელისა და აღსარებად სახელისა უფლისა;
5. რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი საშჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა.
6. იკითხეთ მშვიდობაი იერუსალემისაი და განგებულებაი მოყუარეთა შენთაი.
7. იყავნ მშვიდობაი ძალითა შენითა და იეფობაი გოდოლ-ტაძრებსა შენსა.
8. ძმათა ჩემთათვის და მეგობართა ჩემთათვის ვიტყოდე მე მშვიდობასა შენთვის.
9. სახლისათვის უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ.

გალობა აღსავალთა, 122

1. შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.
2. აჰა ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი ხელთა მიმართ უფალთა მათთაისა და ვითარცა თუალნი მხევლისანი ხელთა მიმართ დედოფლისა თვისისათა, ეგრეცა თუალნი ჩუენნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.
3. მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა.
4. უფროისად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაითა და შეურაცხებითა ამპარტავანთაითა.

გალობა აღსავალთა, 123

1. არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაელმან.
2. არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღსდგებოდეს ჩუენ ზედა, ცხოველნიმცა ვიდრემდე შთამნთქნეს ჩუენ,
3. რაჟამს განრისხნა გულის წყრომაი მათი ჩუენ ზედა; წყალთამცა ვიდრემდე დამნთქნეს ჩუენ,
4. ღუარსა განხდა სული ჩუენი.
5. განხდა-მეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა?
6. კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა.
7. სული ჩუენი ვითარცა სირი განერა მახისა მისგან მონადირეთაისა; საფრხე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით.
8. შეწევნაი ჩუენი სახელითა უფლისაითა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი.
დიდებაი.

გალობა აღსავალთა, 124

1. რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაი სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალემს. 2. მთანი გარემოის მისსა, და უფალი გარემოის ერისა თვისისა ამიერითგან და უკუნისამდე. 3. რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთაი ნაწილსა ზედა მართალთასა, რაითა არა მიყუნენ მართალთა უჰსჯულოებად ხელნი მათნი. 4. კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა. 5. ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უჰსჯულოებისათა, მშვიდობაი ისრაელსა ზედა.

გალობა აღსავალთა, 125

1. რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუ სიონისაი, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ.
2. მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაი ჩუენი გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფაი მათ თანა.
3. განადიდა უფალმან ყოფაი ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან.
4. მოაქციე, უფალო, ტყუ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა. 5
. რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ.
6. მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი.

გალობა აღსავალთა, 126

1. არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილავნი მისნი.
2. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაი, აღსდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა.
3. აჰა სამკვიდრებელნი უფლისანი არიან შვილნი და სასყიდელი მათი ნაყოფი მუცლისაი.
4. ვითარცა ისარი ხელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყუნენ ძენი განყრილთანი.
5. ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნებაი თვისი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.

გალობა აღსავალთა, 127

1. ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა.
2. ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ.
3. ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა.
4. შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთის-ხილისანი გარემოის ტაბლისა შენისა.
5. აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა.
6. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალემისაი ყოველთა დღეთა ცხოურებისა შენისათა.
7. და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი, მშვიდობაი ისრაელსა ზედა.

გალობა აღსავალთა, 128

1. მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაელმან.
2. მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს.
3. ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უჰსჯულოებაი მათი.
4. უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.
5. ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი.
6. იქმნედ იგინი ვითარცა თივაი ერდოთაი, რომელი იგი ვიდრე მოფხურადმდე განხმა.
7. რომლისაგან არა აღივსო ხელი თვისი მომკალმან და არცა წიაღი რომელი შეჰკრებნ მჭელეულებსა მისსა.
8. და არა ჰრქუეს, რომელნი იგი თანა-წარჰვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევაი უფლისაი თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა.
დიდებაი.

გალობა აღსავალთა, 129

1. ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი;
2. იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
3. უკეთუ უჰსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაი.
4. სახელისა შენისათვის დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.
5. სახუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა.
6. რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაი, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაი. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უჰსჯულოებათა მისთა.

გალობა აღსავალთა, 130

1. უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკვირველესთა ჩემთა თანა.
2. არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი, ვიქმენ მე, ვითარცა ყრმაი, განყენებული სძისაგან დედისა თვისისა, რაითამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა.
3. ესევდინ ისრაელი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.

გალობა აღსავალთა, 131

1. მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.
2. ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა.
3. უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვხდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა.
4. ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაი ხორცთა ჩემთა.
5. ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაი და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.
6. ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვჰპოვეთ იგი ველსა მას მაღნართასა.
7. შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი მისნი.
8. აღსდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი.
9. მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.
10. დავითისთვის, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა.
11. ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ჰყოს იგი, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.
12. და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა ჰსჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.
13. რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკვიდრებელად თვისა.
14. ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე.
15. ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა.
16. მღუდელთა მისთა შევმოსო ცხოურებაი, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.
17. მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა.
18. მტერთა მისთა შევჰმოსო სირცხვილი, ხოლო მის ზედა აღყუავნეს სიწმიდე ჩემი.

გალობა აღსავალთა, 132

1. აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათაი ერთად.
2. ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.
3. ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა; რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევაი და ცხოურებაი უკუნისამდე.

გალობა აღსავალთა, 133

1. აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
2. ღამესა აღიპყრენით ხელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა.
3. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ჰქმნა ცანი და ქუეყანაი.
დიდებაი.

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (09.05.2019)
ნანახია: 419 | ტეგები: კანონი 18, ფსალმუნნი მეფისა დავითისა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]