სადღესასწაულო ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმიშობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა8 (21) სექტემბერილოცვა 1ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გულმოწყალებითა გარდამოიხილე ჩუენ ცოდუილთა და მდაბალთა ლოცუათა ზედა და ევედრე ძესა შენსა, რაჲთა მოგუმადლოს სულიერი და ხორციელი სიმრთელეჲ ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და ყოველი საჴმარი საუკუნოჲსა და ჟამიერისა ამის ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რაჲთა მოგვიტევოს ყოველნი ცოდუანი ჩუენნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველთა მწუხარებათა და სნეულებათაგან და ყოველთა ზედამოსვლათაგან და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან გვიჴსნას ჩუენ. ჵ, დედუფალო ჩუენო ყოვლადსახიერო, შეუძვრელო სასოო ჩუენო და მეოხო უბრძოლველო! ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, მრავალთა შეცოდებათა ჩუენთათჳს, არამედ განგვიპყარ ხელი დედობრივისა გულმოწყალებისა შენისა და ნიში კეთილი გარდამოავლინე ჩუენ ზედა. გამოაჩინე მდიდარნი წყალობანი შენნი და კეთილმოსწრაფებითა სახიერებაჲ აჩუენე ყოველსა საქმესა შინა; ყოვლისა საწყისისაგან ცოდუილსა და ბოროტისა ზრახუისაგან განგუარიდე ჩუენ, რაჲთა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა და თაყუანისვსცემდეთ პატიოსანსა ხატსა შენსა და ვადიდებდეთ ღმერთსა მამასა და მხოლოშობილსა ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტჱსა და წმიდასა სულსა, ყოველთა წმიდათა თანა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ლოცვა 2ღმრთისა მშობელო დედუფალო, უფროჲსად დიდებულო დედაო უხუებისა და კაცთმოყუარებისაო, გულმოწყალეო მეოხო ყოვლისა სოფლისაო, შევრდომილნი მონანი შენნი, შენისა საღმრთოჲსა შუამდგომლობისა მომართ მოლტოლვილნი და ყოვლადსასწაულმოქმედისა ხატისა შენისა მომართ ლმობიერებითა მხმობელნი გევედრებით შენ: მხურვალებითა ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, ჵ, ყოვლადსაგალობელო დედუფალო, რაჲთა ყოველთა სნეულებათა და მწუხარებათაგან გვიჴსნას ჩუენ მიერ შენსა და ყოველთაგან ცოდუათა განგუანთავისუფლოს ჩუენ და ზეციურისა სამეფოჲსა თჳსისა მემკუიდრედ გამოგუაჩინოს. დიდი და გამოუთქმელი კადნიერებაჲ გაქუს შენ წინაშე მისსა, ვითარცა დედასა და ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, მხოლო სახიერო და კურთხეულო. ამინ.
ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა21 ნოემბერი (4 დეკემბერი)ლოცვავისა მიმართ ვჴმობდე, ვისა მიველტვოდე მწუხარებასა შინა ჩემსა, თჳნიერ შენსა, დედუფალო ზეცისაო? ვინ სადა შეისმინოს გოდებაჲ ჩემი და შეიწყნაროს სულთქმანი ჩემნი თჳნიერ შენსა, ყოვლადუხრწნელო სასოო ქრისტიანეთაო და ნავთსაყუდელო ჩუენ ცოდუილთაო? ვინა დაგვიცუას ჩუენ ჭირთა შინა ჩუენთა უმეტესად შენსა? შეისმინე სულთქმანი ჩუენნი და მოჰყავ ყური შენი ჩემდა, დედუფალო და დედაო ღმრთისა ჩემისაო, ნუ უგულებელსმყოფ მეძიებელსა შეწევნისა შენისასა და ნუ გარემიიქცევი ცოდუილისა ამის ჩემისაგან, დედუფალო ზეცისაო! მასწავენ მე აღსრულებაჲ ნებისა ძისა შენისა და მომმადლე მე წადიერებაჲ, რაჲთა მარადჟამს მივსდევდე წმიდათა მცნებათა მისთა; ნუმცა დამიტევებ მე სულთქმათათვის ჩემთასა სნეულებასა, შრომასა და ჭირსა შინა, არამედ მექმენ მე დედად და მფარველად სულმოკლესა ამას, დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო, მეოხო ყოველთაო, დაჰფარენ შუამდგომელობითა შენითა შეცოდებანი ჩემნი და ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცე, მოამდოვრე გულნი მბრძოლთა ჩემთანი და ქრისტესმიერითა სიყუარულითა განატფენ იგინი, ხოლო მე უძლურსა ამას მომმადლენ ყოვლადძლიერი შეწევნაჲ შენი ძლევად ცოდუილთა ჩვეულებათა ჩემთა, რაჲთა განწმენდილმან სინანულითა და ქველისმოქმედებრივსა ცხოვრებასა შედგომილმან, ზიარებისათანა წმიდისა ეკლესიისა განვვლო შემდგომნი დღენი ქუეყნიერისა ამის მწირობისა ჩემისანი, წარმომიდეგ მე სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო და განამტკიცე სარწმუნოებაჲ ჩემი საშინელსა ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა. აღამაღლენ ყოვლადძლიერნი ლოცუანი შენნი მრავალმცოდუელისა ამის ჩემისათჳს ცხორებასაცა ამას შინა და ჟამსა განსვლისა ჩემისასა, რაჲთა განმამართლოს მე უფალმან და თანაზიარმყოს მე დაუსრულებელსა სიხარულსა მისსა. ამინ.
ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა25 მარტი (7 აპრილი)ლოცვა 1მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღუაწეო, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ესე პატიოსანი ძღუენი, შენ მხოლოჲსა-თჳს, ჩუენ მიერ, უღირსთა მონათა შენთაგან, ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა ზეცისათა და ქუეყანისათა უმაღლესად გამოჩინებულო, ამისთჳცა ხოლო შენ მიერ იქმნა უფალი ძალთა ჩუენთანა, და შენ მიერ ძე ღმრთისა ვიცანით ჩუენ, და ღირს-ვიქმნენით წმინდასა ხორცსა მისსა, და პატიოსანსა სისხლსა მისსა, ამისთჳსცა ნეტარ ხარ თესლითი თესლამდე ღმრთივ-სანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაფიმთა უპატიოსნესო, მხოლოო და აწ, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩუენ უღირსთა მონათა შენთათჳს ნუ დასცხრები, რაჲთა ვიჴსნნეთ ჩუენ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა, გარე-მოდგომილისა ვნებისა, დავიცუნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საფრხისა ეშმაკთასა, არამედ, ვიდრე აღსასრულადმდე, ვედრებითა შენითა დამიცვენ ჩუენ, რაჲთა ენითა შუა-მდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი, დიდებასა, ქებასა, და მადლობასა, და თაყუანის-ცემასა ყოველსა ზედა, ყოვლისათჳს, სამებისა წმიდისა, და ყოველთა შემოქმედისა აღვავლენდეთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისადმე, ამინ. ლოცვა 2შევრდომილნი შენდა მომართ, ყოვლადწმიდისა ღმრთისა მშობელისა, გევედრებით: ჰხედევ შენ, დედუფალი, თუ ვითარ უსაზღვროდ ვსცოდავ და განვარისხებ ძესა შენსა და ღმერთსა ჩემსა და დაღაცათუ შევინანებ მრავალგზის, კუალად სიცრუჲთა მოვიქცევი წინაშე ღმრთისა და რაჟამს სინანულსა ვესწრაფი, რაჲთა არა ესევითარად დამსაჯოს მე უფალმან, კუალად შემდგომად არამრავალისა ჟამისა უმძიმესსა აღვასრულებ. მხილველი ამის ყოვლისაჲ რაჲსათჳს არა შემიწყალებ მე, დედუფალო ჩემო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რაჲსათჳს არა განმამტკიცებ მე და რაჲსათჳს არა მომცემ მე მარადჟამს აღსრულებასა საქმისა კეთილისასა. ამიერჟამითგან მაუწყე ჭეშმარიტად, დედუფალო, თუ ვითარ მოვიძაგნე ბოროტნი საქმენი ჩემნი და შევიყუარო საღმრთოჲ სჯული ღმრთისა ჩემისაჲ ყოვლითა ზრახვითა. არცა ვუწყი, დედუფალო ღმრთისმშობელო, თუ ვითარ ვიქმ და აღვასრულებ საქმეს მას, რომელიცა მძაგს. არამედ, ნუ მიმიშვებ, ყოვლადწმიდაო, ქმნად ნებისა ჩემისა, რომელ უხმარ არს, არამედ იყავნ ჩემს შორის ნებაჲ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისაჲ, რაჲთა არღარა ვიქმოდე ბილწებათა ამიერ ჟამითგან და შემდგომსა ჟამსაცა ცხოვებულ ვიქმნე ნებისაებრ ძისა შენისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი, თაყუანისცემა და დიდადშუენიერებაჲ დაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა15 (28) აგვისტოლოცვაჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, დედუფალო, უმაღლესო ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, ანგელოსთა უდიდესო საკჳრველებაო, წინაჲსწარმეტყუელთა უმაღლესო ქადაგებაო, მოციქულთა უდიდებულესო საქებელო, მღუდელმთავართა ჩინებულო სამკაულო, მოწამეთა შეუძვრელო სიმტკიცეო, მონოზონთა მაცხოვნებელო წიანმძღუარო, მმარხუელთა მოუუძლურებელო შემწეო, ქალწულთა სიწმიდეო და დიდებაო, დედათა მყუდროო მხიარულებაო, ყრმათა განმაბრძნობელო და დამსჯელო, ქურივთა და ობოლთა მზრდელო, შიშუელთა სამოსელო, სნეულთა კურნებაო, ტყუეთა განმანთავისუფლებელო, ზღუასა შინა მყოფთა ყუდროებაო, მღელვარეთა აღუშფოთებელო ნავთსაყუდელო, მოგზაურთა მტკიცეო სლვაო, დამაშურალთა კეთილად განსუენებაო, ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლმეოხო, ჩაგრულთა საფარველო და ნავთსაყუდელო, უსასოთა სასოო, ჭირვეულთა შემწეო, უქონელთა დაუშრეტელო სიმდიდრეო, მწუხარეთა მარადის ნუგეშინისმცემელო, მოძულებულთა სიყუარულით შემწყნარებელო, ცოდუილთა მაცხოვნებელო და ღმრთისა მიმართ მიმყუანებელო, ყოველთა მართლმორწმუნეთა მტკიცეო ზღუდეო, უძლეველო შეწევნაო და შუამდგომელობაო. შენ მიერ, დედუფალო უხილავო ხილულ იქმნა, და შენდა ვედრებასა შევსწირავთ ცოდუილნი მონანი შენნი. ჵ, ყოვლადმოწყალეო და ყოვლად სასწაულთმოქმედო დედუფალო, დედაო გონიერისა ნათლისაო, მშობელო მეუფისა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა, ყოველთათჳს, ცხოვრებისა მომნიჭებელისა; ზეციურთაგან განდიდებულო და ქუეყანისაგანთა მიერ ქებულო. ანგელოზთა გონიერებაო, მთიებო სხივცისკროვანო, წმიდათა უწმიდესო, დედუფალთა დედუფალო, მბრძანებელო ყოველთა ქმნულთაო, ღმრთივბრწყინვალეო ყრმაო, სძალო შეუგინებელო, პალატო სულისა ყოვლადწმიდისაო, ცეცხლოვანო საყდარო უხილავისა მეუფისაო, ზეციურო კიდობანო, მტჳრთველო ღმრთისა სიტყუისაო, ცეცხლსახილველო ეტლო, განსასვენებელო ღმრთისა ცხოველისაო, გამოუთქმელო ნაწილო ქრსიტჱს ხორცთაო, ბუდეო ზეციურისა არწივისაო, გვრიტო მრავალმხმობარეო, ტრედო უმანკოო, წყნარო და უწყინარო, დედაო შვილმოყუარეო, მოწყალებისა უფსკრულო, განმდევნელო ღრუბელთა ღმრთისა რისხუისაო, სიღრმეო განუზომელო, საიდუმლოო გამოუთქმელო, სასწაულთა გამოუკვლეველო, ეკლესიაო ხელთუქმნელო მხოლოჲსა მეუფისა ყოველთა საუკუნეთაო, საცეცხლურო კეთილსულნელებისაო, სამოსელო პატიოსანო, პორფირო ღმრთივქსოვილო, სამოთხეო სულიერო, ნერგო ცხოველისმყოფელისა ბაღისაო, ყუავილო შუენიერო აღმომამორჩებელო ჩუენდა ზეციურისა მხიარულებისაო, ლერწო ცხოვნებისა ჩუენისაო, ბარძიმო ზეციურისა მეუფისაო, რომელსა შინა შეეზავა ღვინოჲ დაულევნელისა მადლისა სულისა წმიდისა, მეოხო სჯულისაო, დამნერგველო ჭეშმარიტისა ქრისტჱს სარწმუნოებისაო. სუეტო შეურყველო, მწვალებელთა დამნთქმელო, მახვილო ღმრთისა რისხუისაო აღმართებულო ღმრთისმბრძოლთა ზედა, ეშმაკთა შემაშინებელო, ბრძოლათა შინა მძლეო, ყოველთა ქრისტიანეთა უეჭველო დამფარველო და ყოვლისა სოფლისა განთქმულო მაცხოვნებელო. ჵ, ყოვლადმოწყალეო ქალწულო ღმრთისმშობელო, შეისმინე ჩუენდა მვედრებელთა შენთაგან და გამოავლინე წყალობაჲ შენი ერსა შენსა ზედა, ევედრე ძესა შენსა განგვათავისუფლოს ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა და დაიცევ სავანენი, ქალაქნი და ქუეყანანი მართალთანი და ყოველნი კაცნი, ღმრთისმოსაობითა მოლტოლვილნი და მხმობელნი წმიდისა სახელისა შენისანი ყოველთაგან დასჴმისა, კლვათა, სიმშილისგან, წვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა უცხოტომელთა ზედამოსვლისაგან და ტომითისაგან ბრძოლისა, ყოვლისა სნეულებისა და ზედამოდგომილებისგან, რაჲთა არცა დაჭრისა, არცა შიშისა, არცა ჭირისა, არცა ყოვლითა სამართლად მოწევნადთა ღმრთისა რისხუათა მიერ შეგივრდებოდიან ერნი შენნი: არამედ დაიცვენ და აცხოვნენ იგინი მოწყალებითა შენითა, დედუფალო, ევედრე მათთვის და კეთილშეზავებაჲ ჰაერისა ჟამსა ნაყოფისა მოღებისასა მოგუმადლენ: აღგვამსუბუქენ, აღგვადგინენ და შეგვიწყალენ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღვთისმშობელო უფროსადსაგალობელო ყოველნი ყოველსა განსაცდელსა და ჭირსა შინა მყოფნი. მოიჴსენე მონანი შენნი და ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა და განგვაახლე ჩუენ მადლითა შენისა მოწყალებისაჲთა, მადლიერებათა ნუგეშინისცემულთა მოგიგოთ შენ შემწედ. მოწყალე იქმენ დედუფალო ყოვლადწმიდაო, უძლურსა ერსა შენსა ზედა, სასოო ჩუენო. განბნეულნი შეკრიბენ, შეცდომილნი დაადგინენ გზასა ზედა ჭეშამრიტებისასა, მოაქციენ განდგომილნი მამულისა სარწმუნეობისგან, მოხუცებულობა განამტკიცე, ყმაწვილნი განსაჯენ, ყრმანი აღზარდენ, და განადიდე განმადიდებელნი შენნი, და ჩინებულად დაიცევ ეკლესიაჲ ძისა შენისა და დაიფარენ მრავლასა დღესა. ჵ, მოწყალეო და უფროსად მოწყალეო დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო, ღმრთისმშობელო მარადის ქალწულო! მეოხებითა შენითა შეიწყალენ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, დაიფარენ იგინი ქუეშე საფარველსა მოწყალებისა შენისასა, საფარველითა შენითა და დაიცევ ევედრე შენგან უთესლოდ განჴორციელებულსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა დაგვიფაროს ძალითა მაღლითა ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან ჩუენთა, უცხოტომელთა და თანატომელთაგან, რომელნი აღძრულ არიან ჩუენ ზედა და სარწმუნოებასა ჩუენსა ზედა და მართლმადიდებელსა. აცხოვნენ და შეიწყალენ, დედუფალო, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღუდელნი და დიაკონნი და ყოველნი ნაწილნი ეკლესიისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ერნი, თაყუანისმცემელნი და მვედრებელნი და წინაშე პატიოსნისა ხატისა შენისა. მოიხილე ჩუენ ყოველთა ზედა მოწყალითა თუალითა შუამდგომლობისა შენისაჲთა, ცოდუათა სიღრმეთაგან აღგვადგინენ ჩუენ და განგვანათლენ თუალნი გულისა ჩუენისანი ხედვად ცხოვნებისა, მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა აქაცა და საშინელსა სამსჯავროჲსა ზედა ძისა შენისასა და ევედრე ჩუენთათჳს. სარწმუნოებით განსრული ამა სოფლისგან მონანი შენნი საუკუნესა ცხოვრებასა შინა ანგელოსთა და მთვარანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა მიითვალენ, რაჲთა წარსდგენ მარჯუენით ძისა და ღმრთისა შენისა: და ღირს ჰყვნენ მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ყოველნი ქრისტჱს თანა ცხოვრებასა და ნეტარებასა ზეციურსა სავანესა ანგელოსთა თანა სიხარულითა, რამეთუ შენ ხარ დედუფალო დიდებაჲ ზეციერთა და სასოო ქუეყანისაგანთა, შენ ხარ სასო და მეოხი ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და მვედრებელთა წმიდისა შეწევნისა შენისათა; რამეთუ შენ ხარ მვედრებელი მჴურვალე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა: მრავლისშემძლებელ არს დედობრივი ლოცუაჲ შენი, რაჲთა შეგვიწყალოს მეუფემან და შუამდგომელობითა შენითა წინაშე საყდრისა მადლისათა წარდგომასა ვიკადრებთ მოღებად ყოვლადწმიდათა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა მისთა, დაღაცათუ არა ღირს ვართ მოღებად. ამისთჳსცა ყოვლადპატიოსანსა ხატსა შენსა და მას ზედა გამოხატულსა ყოვლისამპყრობელსა ვხედევთ, რომლისა მკლავთა ზედა ტვირთულხარ შენ და ვიხარებთ ცოდუილნი, ლმობიერებითა შევრდომილნი და სიყუარულითა ამბორსვუყოფთ და სასოებაჲ გვაქუს დედუფალო, რაჲთა შენითა ღმრთივშეწყნარებულითა ლოცუითა მივიწივნეთ ზეციურსა დაუსრულებელსა ცხოვრებასა და ურცხვენელად მარჯუენით წარდგომასა ძისა და ღმრთისა შენისასა, მადიდებელნი მისნი, თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველისმყოფელით და თანაარსით სულით მისითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ. | |
| |
ნანახია: 346 | | |
სულ კომენტარები: 0 | |